სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9140

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
იმედა ირემაძე 1967-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ნასპერი ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი იმედა ირემაძე 1967-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ნასპერი ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი იმედა ირემაძე 1967-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ნასპერი ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი
სამაჩაბლო

გვარი ირემაძე სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

იმედა ირემაძე 1967-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ნასპერი ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი

იმედა ენთაზის ძე ირემაძე დაიბადა 1967 წლის 13 ივლისს ცაგერის რაიონის სოფელ ნასპერში. დედამისი დალი ვარლამის ასული ჩხეტიანი და მამამისი ენთაზი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, ალალი და პატიოსანი მშრომელი ადამიანები არიან. იმედამ ბავშვობა ამ სოფელში გაატარა. სწავლობდა ნასპერის არასრულ საშუალო სკოლაში, იყო საოცრად გულისხმიერი, პატიოსანი, სულგრძელი ბავშვი. უყვარდა სუსტების გამოსარჩლება, ყოველგვარ საქმეში ახასიათებდა პირდაპირობა და კეთილსინდისიერება.

1984 წელს დაამთავრა ღვირიშის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ქუთაისის სამთო სამშენებლო ტექნიკუმში. მოიხადა სავალდებულო სამსახურიც მონღოლეთში, საიდანაც უფროსობის მიერ მრავალი მადლობითა და ქების სიგელით დაბრუნდა 1988 წელს.

მისი ოცნება იყო პატარა წვლილი მაინც გაეღო უსამართლობისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე ბიჭს გულმა მილიციაში მუშაობისაკენ გაუწია. მილიციაში მუშაობის პერიოდში გამოავლინა საზრიანობა, ნებისყოფა და სიმტკიცე, თავმდაბლობა და მამაცობა, უანგარო სიკეთის ქმნისკენ მიდრეკილება, ყველა ეს თვისება ისე ჰარმონიულად იყო შერწყმული მასში, რომ აქ გატარებული სულ რაღაც 2 წელი გახდა მისი პიროვნების მთელი სისრულით წარმოჩენის პერიოდი. ვისთან არ მეგობრობდა, ვინ არ იცნობდა. არც სოფელს აკლებდა ყურადღებას და მზრუნველობას, მისი მრავალშვილიანი ოჯახი შესამჩნევად წამოიმართა წელში, ხოლო სამსახურში ყველაზე რთული დავალებების •შესრულების დროს მისი დიდი იმედი ჰქონდათ. 

22 წლის ბიჭის სულში ნამდვილი პატრიოტული გრძნობა გამოვლინდა მაშინ, როცა ქართლის მიწა-წყალს იარაღით დაცვა დასჭირდა ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი მაშინვე გაემართა სამაჩაბლოში, 

იმედა გრძნობდა რომ მეტის ცოდნა იყო საჭირო,ამიტომ არც ის გაკვირვებია რომ როცა,1991 წლის სექტემბერში მილიციის  უმაღლესი კურსის სტუდენტი გახდა,ყველამ, როგორც ერთმა ისე გაიხარა მისი წარმატებებით.1992 წლის 1 აპრილს მამაცურად შეეწირა სამშობლოს.



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 09.07.2021





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა