დავით ბენდელიანი 1962-93. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი აფხაზეთი
დავით აპალონის ძე ბენდელიანი დაიბადა 1962 წლის 9 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
დედის ალერსი მას არასოდეს ღირსებია _ მის დაბადებას შეეწირა. 3 დღის ბავშვის აღზრდა ბებიამ და ახლობლებმა იკისრეს.
ბებია პატარა დავითს უნერგავდა სამშობლოსადმი ერთგულებასა და სიყვარულს, მოყვასის პატივისცემას, მტრისადმი მტრულად დახვედრას. 1969 წელს მამამ ახალსოფლის საშუალო სკოლაში შეიყვანა, რომელიც 1980 წელს დაამთარვა. იმავე წელს შემოდგომაზე მოხალისედ წავიდა სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, ხოლო იქიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო საშუალო სპეციალური განათლება.
1992 წელს, აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. იყო ათმეთაური. მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობა მიიღო ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. არაერთხელ ჰქონდა გამოცხადებული მთავრობის მადლობა.
1993 წლის 11 ივნისს, პოზიციაზე გადაადგილების დროს, სნაიპერის ვერაგულად ნასროლმა ტყვიამ სიცოცხლით სავსე ვაჟკაცს გულისცემა შეუჩერა.
სიკვდილის წინ ორად ორი სიტყვა უთხრა მეგობრებს: ორი პატარა მრჩება ობლად, არ მომიშიოთო.