Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი ტბეთის მონასტერი X-XVI  საუკუნე  ართვინი ტაოკლარჯეთი

855      

ტბეთის მონასტერი X-XVI საუკუნე ართვინი ტაოკლარჯეთი

ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. ააფეთქეს  1961 წელს  მდებარეობს  თანამედროვე თურქეთშიმდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება Cevizli, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარიXI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აქ მოღვაწე ბერების მიერ. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ფუნქციონირებდა. ტაძარი ამჟამად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

ტბეთის კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

X საუკუნის დასაწყისში აგებული ტაძარი შემდგომ რამდენჯერმე აღდგა თუ გადაკეთდა. საბოლოო სახით ის წარმოადგენდა ჯვრული გეგმის დიდ ნაგებობას ოთხ ბურჯზე დაყდრნობილი გუმბათით. ამ შენობამ კარგ მდგომარეობაში მოატანა XX საუკუნის დასაწყისამდე  და, როგორც ჩანს, შუახანებამდეც. 1961 წელს შავშათის კაიმაკამის წაქეზებით ნაგებობა სოფლელებმა ააფეთქეს, რის შედეგადაც ჩაინგრა გუმბათი და გუმბათქვეშა კონსტრუქცია ბურჯებითურთ, დასავლეთის მკლავი მთლიანად, ჩრდილოეთის მკლავის კამარა, პატრონიკე და კედლების ზედა მონაკვეთები, სამხრეთის მკლავის კამარის ნაწილი, საკურთხევლის აბსიდის კონქის ზედა ნაწილი. ყოველივე ეს ჩაქცეულია ინტერიერში, ნამსხვრევების გროვის სიმაღლე შუაში 3-4 მეტრს აღწევს. ჩრდილოეთის მკლავის შემორჩენილ კედლებზე შიგნით და ალაგ-ალაგ ფასადებზეც შემოძარცულია პერანგი. საკურთხევლის აფსიდი სარკმლის ქვემოთ უხეშად არის გარღვეული. ნგრევა გრძელდებოდა აფეთქების შემდეგაც: ჩამოიშალა აღმოსავლეთ მკლავის კარნიზის დიდი ნაწილი, 1968-1970 წლებში ჩაიქცა ჩრდილოეთის სამლოცველო და სხვა. სოფლის მოსახლეობა, რომელიც შავშეთის მცხოვრებთა შორის რელიგიური შეუწყნარებლობით გამოირჩევა, განსაკუთრებით ერჩის ჯვრებსა და ადამიანთა გამოსახულებებს. 1970-იან წლებში გაქრა რელიეფური ჯვარი აღმოსავლეთ ფრონტონის კეხიდან, 1980-იან წლებში - წმინდანის ფიგურა სამხრეთ ფასადზე. 1993 წელს ამოტეხეს დიდი ფილა ჯვრის გამოსახულებითა და წარწერით ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთ ფასადზე. ბოლო ათწლეულებშივე დიდწილად მოისპო კედლის მხატვრობა.
ტბეთის ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდებოდა თუქების მიერ შავშეთის დაპყრობის შემდეგაც. საეპისკოპოსო კათედრა აქ XVII საუკუნის II ნახევრამდე მაინც არსებობდა. 1637 და 1650 წლებში იხსენიება მტბევარი გედეონ საფრიძე. მოგვიანებით კათედრა გაუქმდა და შენობას მუსლიმები დაეპატრონნენ. ჯამე ტაძარში 1880-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. რაიმე არსებითი რემონტი თურქებს არ ჩაუტარებიათ, შენობა მათ უცვლელად დატოვეს, მაგრამ დიდად დააზიანეს მისი მოხატულობა - 1860-იან წლებში შიგნით თივა მოაგროვეს და დიდი ცეცხლი დაანთეს, რათა ისინი გამოსახულებებს „არ ეცთუნებინა“. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ტაძარში ამის შემდეგაც მოუსვენრად გრძნობდნენ თავს და 1889 წელს სოფელში ჯამესთვის ახალი შენობა ააგეს. მისი ფასადები თითქმის მთლიანად ტაძრიდან ჩამოცვენილი ქვებით არის ამოყვანილი. 1961 წელს, როგორც ითქვა, ტაძარი ააფეთქეს, რამაც სოფლელებს მზა საშენი მასალის უზარმაზარი მარაგი შეუქმნა. დანგრეული ტაძრის პერანგის ქვები - მათ შორის ბევრი ჩუქურთმიანი - მათ საკუთარი სახლების მშენებლობაში გამოიყენეს. ასეთი ქვები მრავლად იყო აგრეთვე ტაძრის ეზოს შემომფარგლავ ზღუდეში.

დანგრევამდე ფოტოები გადაღებულია  პავლინოვის ფოტოები, 1888