სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რომანი ბერულავა 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი რომანი ბერულავა 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბერულავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

რომანი ბერულავა 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი


რომან  ბერულავა  დაიბადა  1955 წლის  19  აპრილს  სოხუმის   რაიონის  სოფელ თავისუფლებაში. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  შემდეგ  დაოჯახდა,შეეძინათ ორი  ქალიშვილი. 1992 წელს,აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველი   დღიდანვე  ჩადგა   საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებში.  მსახურობდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  პირველ  ასეულში.

რომანი  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  ცუგუროვკისა  და  იაშთხვის  სიმაღლეების  დასაცავად,როდესაც მტერი მოადგა ცუგუროვკის  სტრატეგიულ  სიმაღლეს, რომან  ბერულავა  თანამებრძოლებთან  ერთად   ეკვეთა  მომხვდურთა  ჭარბ  ძალებს - სომხების „ბაგრამიანის ბატალიონს“, ჩეჩნების,აფსუების  და  რუსების  სამხედრო  ნაწილებს... მტერი  უკუიქცა, მაგრამ,  სამწუხაროდ, რომანისა  და  ბევრი  თანამებრძოლის  სიცოცხლის  ფასად.
   რომან  ბერულავა  1993  წლის  13   ივლისს  ცუგუროვკის  მისადგომებთან  იმსხერპლა საბედისწერო  ჭურვის  ნამსხვრევმა.
   რომან  ბერულავა  დაკრძალულია  სოფელ  თავისუფლებაში.
  საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის   რომან    ბერულავა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.


წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 22.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0