სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ ჯაჭვლიანი 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარი გულრიფში აფხაზეთი თამაზ ჯაჭვლიანი 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარი გულრიფში აფხაზეთი თამაზ ჯაჭვლიანი 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარი გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯაჭვლიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

თამაზ ჯაჭვლიანი 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარი გულრიფში აფხაზეთი

თამაზ პირიბეს ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თამაზ ჯაჭვლიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ სასაზღვრო რაზმ „სოხუმის“ რიგებში. 1993 წლის 23 ნოემბერს, ბაგადის მისადგომებთან სისხლისმღვრელი შეტაკების დროს, თამაზი მძიმედ დაიჭრა. მეგობრებმა პოზიციიდან მისი გამოყვანა ვერ მოახერხეს. თამაზი მტერს ცოცხალი არ ჩაბარდა, ყუმბარით თავი აიფეთქა და გმირულად დაასრულა სიცოცხლე. მისი გადმოსვენება მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხდა. 1994 წლის 13 მარტს მისი ცხედარი ომარიშარას სასაფლაოზე დაკრძალეს. თამაზ ჯაჭვლიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ჯაჭვლიანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.


ტექსტის აკრიფა თამარ გოგნაძემ  სოფ. ღვანკითი თერჯოლა




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 23.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0