ვახტანგ კონსტანტინეს ძე ფარცვანია 1953-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბათუმი
ვახტანგ კონსტანტინეს ძე ფარცვანია
დაიბადა 1953 წლის 8 მაისს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურე პოლკოვნიკ-კონსტანტინე ფარცვანიას ოჯახში.
ამავე წელს, მამა- კონსტანტინე ფარცვანია ოჯახთან ერთად მიავლინეს უკრაინის ქალაქ ბელაია ცერკოვში.1963 წელს ოჯახი ბრუნდება თბილისში. და-ძმა ფარცვანიები ეთერი და ვახო, სკოლის არდადეგებს სოხუმში- ვიემი ბარათაშვილის ქუჩის 43 ნომერში მდებარე მშობლიურ სახლში ატარებდნენ.
თბილისში დაბრუნების თანავე, ვახტანგი სწავლას 27-ე საშუალო სკოლაში განაგრძობს. სკოლაში სწავლის დროს ვახო გაიტაცა სპორტმა, ჯერ ცურვამ, შემდეგ კი წყალბურთმა. სულ მალე წყალბურთში წარმატებასაც მიაღწია, გახლდათ ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი. ნიჭიერი და მუსიკალური ადამიანი იყო, სკოლის ასაკში მე-2 მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოზე დაკვრასაც დაეუფლა, უკრავდა ფორტეპიანოსა და გიტარაზე, ფლობდა ინგლისურ ენას.სკოლის დამთავრებისას სწავლა გააგრძელა ინდუსტიალურ პედაგოგიურ ტექნიკუმში, ტექნიკუმის დამთავრებისას ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში.
1987 წელს დაოჯახდა, ყავს 2 ქალიშვილი.
1992 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებიების დაწყებისთანავე ვახტანგი ბიძაშვილებთან ერთად ომის ქარცეცხლში გაეხვია.
თავიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ლორიკ მარშანიასთან მუშაობდა, სადაც არა ერთი ქართველი, აფხაზი თუ სხვა ეროვნების ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ვახტანგი ბიძაშვილებთან - საშა და გიორგი ფარცვანიებთან ერთად, რაულ ეშბას და მინისტრთა საბჭოს დაცვას უზრუნველყოფდა. ყველაფერთან ერთად სამივე ბიძაშვილი უშუალო მონაწილეობას სოფელ შრომასთან გაჩაღებულ არაერთ საბრძოლო მოქმედებებშიც ღებულობდა. უკანასკნელი კავშირი ვახტანგთან 27 სექტემბერს დილის 10 საათზე სამთავრობო სატელეფონო ხაზით განხორციელდა., მიუხედავად ოჯახის ხვეწნა- მუდარისა ვახტანმა კარეგორიული უარი განაცხადა შინ წამოსვლაზე. სოხუმის დაცემის მიუხედავად არცერთმა მათგანმა კუთვნილი პოზიცია ( აფხაზეთის მინისტრთა შენობა) სავარაუდო დახმარების იმედით თუმცა, როგორც ყველასათვის უკვე ცნობილია ტყუილად ელოდნენ. ვახტანგი და ალექსანდრე (საშა) ფარცვანია მინისტრთა საბჭოს ეზოში გამოიყვანეს დაჩოქებაზე,....დაჩოქებაზე უარის თქმის გამო ორივე სიცოცხლე ავტომატის ჯერმა გამოასალმა.
მარადიული ხსოვნა გმირებს....
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს