სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გრიგოლ და ირაკლი ფარცვანია (ძმები) 1966, 74 - 93წწ გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზთი გრიგოლ და ირაკლი ფარცვანია (ძმები) 1966, 74 - 93წწ გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფარცვანია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

გრიგოლ და ირაკლი ფარცვანია (ძმები) 1966, 74 - 93წწ გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზთი

ომის ქრონიკები 

 აფხაზეთი 1992-93წწ წიგნიდან საქართველოსთვის რედ. ირმა ირემაძე

გრიგოლ ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1966 წლის 22

სექტემბერს. 1984 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი.

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ვალტერ ფარცვანია, 1993 წლის მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო~ კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონის მე-3 ასეულის I ოცეულის მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 22 აგვისტოს აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო მოლაპარაკება დაარღვია და განახორციელა მე-3 ასეულის საარტილერიო სანაღმსატყორცნო ცეცხლდაშენა. ერთ-ერთი ნაღმი პირდაპირ საცეცხლე პოზიციას დაეცა, სადაც გრიგოლ ფარცვანია თავის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ნაღმის აფეთქების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

გრიგოლ ფარცვანია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.


ირაკლი ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1974 წლის 21

თებერვალს ქალაქ სოხუმში. 1991 წელს დაამთავრა სოხუმის მე11 საშუალო სკოლა. აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის

ნოემბრიდან ჩაერთო. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 22 აგვისტოს მოწინააღმდეგე მხარემ დროებითი ზავი დაარღვია და მე-2 ბატალიონის პოზიციებზე ნაღმსატყორცნიდან სამი სროლა განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქების შედეგად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

თავდადებული მებრძოლი ირაკლი ფარცვანია. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 06.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


ფარცვანია

1 0

ვახტანგ კონსტანტინეს ძე ფარცვანია 1953-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბათუმი

4 0


ლევთერ ფარცვანია 1926-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე, აფხაზეთი.

3 0

ალქსანდე ფარცვანია 1955-93წ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0