დუშეთის რაინში გარდაცვლილი 54 მებრძოლი ბადრი პაპიაშვილისგან გადადი ლინკზე
გოდერძი ლიქოკელი გიგოს ძე 1969წწ დაკ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაიბადა 16 იანვარი 1969 წელი, დუშეთი დაკარგულია 02 ივლისი 1993წელი რიგითი
გოდერძი ლიქოკელი ხევსურეთის, ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, შვილი გოდერძი ლიქოკელი დაიბადა 1969 წლის 16 იანვარს.
სწავლობდა დუშეთის სკოლა-ინტერნატში, I საშუალო სკოლაში, თბილისის პროფსასწავლებელში ტელე“რადიო აპარატურის შემკეთებლის სპეციალობით. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა შორეულ ციმბირში; შემდეგ მუშაობდა დაბა ჟინვალში, იყო დუშეთის ახალგაზრდული ტელევიზიის ოპერატორი.
ამ პერიოდისთვის ჩამოყალიბდა დუშეთის ბატალიონი, სადაც გოდერძი მეკავშირეთა
ოცმეთაურად დაინიშნა.
1993 წლის 2 ივლისს დესანტის გადმოსხმის დროს გოდერძი თავის ბატალიონთან ერთად ტამიშში იყო. იმ ავადსახსენებელ ღამეს თითქმის მთლიანად გაანადგურეს დუშეთის ბატალიონი,მაგრამ ვინაიდან გოდერძის გვამი ვერ ამოიცნეს, მას მშობლები დღესაც შინმოუსვლელად თვლიან.
1993 წლის ივლისი მძიმე დღეებში აფხაზეთის ომში.... დაღუპულები 2. 07. 1993 --11. 07 . 1993 წელი 85 მეომრის სია.....