ზურაბ ლიქოკელი 1967-02/07/93წწ გარდ. 26 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დუშეთის ბატ. დაბ. სოფ. კარიაულები დუშეთი
ზურაბ და გურამ ლიქოკელები
აფხაზეთის ომმა, 1993 წლის 2 ივლისის, დესანტის გადმოსხმისას მთლიანად შეიწირა დუშეთის ბატალიონი. დუშეთელ რჩეულ ვაჟკაცთა შორის იყო 20 წლის გურამ ლიქოკელი. დუშეთის ბატალიონის წევრი იყო უფროსი ძმა – ზურაბიც, რომელიც გურამის დაღუპვამდე რამოდენიმე თვით ადრე დაიღუპა აფხაზეთში.
ლიქოკელების ოჯახმა ორი რჩეული ვაჟკაცი აჩუქა სამშობლოს: 26 წლის ზურაბი და 20 წლის გურამი. მოუშუშებელია ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების ტკივილი. ან რა სიტყვებმა შეიძლება ანუგეშოს გულდათუთქული დედა?! ერთადერთი შვებაა ალბათ ის, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა მოასწრეს ღირსეული ცხოვრებაც და სამშობლოსათვის გმირული სიკვდილიც. დიდება მათ ხსოვნას!