სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
ალექსანდრე კვიწინაძე 1986-2013წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ბერშუეთი გორი ალექსანდრე კვიწინაძე 1986-2013წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ბერშუეთი გორი

1986-2013 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი კვიწინაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ალექსანდრე კვიწინაძე 1986-2013წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ბერშუეთი გორი

ალექსანდრე კვიწინაძე 17.12.1986 - 13.05.2013 კაპრალი

საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ირიცხება 2007 წლიდან. მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.

„აკა, დღეს პარკში ვიყავი... დედიკომ კანფეტი მიყიდა“... ორი წლის გიორგი, ყოველ ღამე მთვარეს უყურებს და მამას ელაპარაკება... ჯერ არ იცის, მაგრამ გაიზრდება და ეტყვიან, რომ გმირი მამის შვილია, გმირის, რომელიც სამშობლოს ინტერესებს იცავდა და გმირულად წავიდა ამ ქვეყნიდან...

ჩემი შვილი ჯარისკაცი უნდა გახდესო – ეს მისი უკანასკნელი სურვილი აღმოჩნდა... ალექსანდრე კვიწინაძე 26 წლის იყო, როდესაც გიორგი დაობლდა და 22 წლის დედის იმედად დარჩა...



ჯუნა ედილაშვილი, ალექსანდრე კვიწინაძის მეუღლე: „გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში დაიბადა. ალექსანდრე ოჯახის პირველი შვილი იყო. თავისზე უმცროსი და-ძმა დარჩა... ძალიან კარგი ბავშვი ყოფილა. მეცხრე კლასიდან გამოსულა და მერე წავიდა სავალდებულოში, რომელიც ბათუმში მოიხადა... 2007 წლიდან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შემდეგ ვაზიანში, 42-ე ბატალიონში მსახურობდა.

პირველი კონტრაქტზე იყო, რომ ავღანეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო და ვეღარ წავიდა... მისი მეგობრების მონაყოლიდან ვიცი, რომ ომში გმირულად იბრძოდა. ცხინვალშიც ყოფილა შესული... მოგეხსენებათ, გორის რაიონიდან იყო და ომში ძალიან ბევრი ახლობელი, ნაცნობი და ძმაკაცი დაკარგა... ჩვენი სოფელი დღემდე კონფლიქტის ზონად ითვლება... ომზე რომ ვეკითხებოდი რაღაცებს, არაფერს ამბობდა. სამსახურზე არ უყვარდა ლაპარაკი...

ერთად ორი წელი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ... მე ქარელის რაიონიდან, სოფელ ბრეთიდან ვარ. ერთმანეთი მის ბიძაშვილთან გავიცანით, რომელიც ჩემი ჯგუფელია... წელიწადი და ორი თვე ვიყავით შეყვარებულები. ძალიან კარგი ადამიანი იყო. გაწონასწორებული და ყურადღებიანი. მისი სამსახურიდან გამომდინარე, შეყვარებულობის პერიოდში ხშირად ვერ მნახულობდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაოცებას. როცა არ ველოდებოდი,ზუსტად მაშინ გამოჩნდებოდა ხოლმე... 2010 წლის 26 ივლისი იყო. უნივერსიტეტში მომაკითხა. საერთოდ არ ველოდებოდი, ვიცოდი, რომ სამსახურში იყო. სასწავლებლის სკვერში დავსხედით. მითხრა, ძმაკაცთან ერთად ვარ და მანქანით სადმე გავისეირნოთო. უარი არ მითქვამს... უცებ აღმოვჩნდი სოფელ რუისში, მისი დეიდის სახლში... ჩვენი ქორწინებიდან ერთ თვეში დაამთავრა პირველი კონტრაქტი და ჩემი თხოვნით აღარ გაუგრძელებია. ჯარიდან წამოვიდა...

ალექსანდრე თანაცხოვრებაში უფრო უკეთესი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში იყო. წლისთავზე ბიჭი გაგვიჩნდა, გიორგი დავარქვით. ძალიან ბედნიერები ვიყავით. სულ იმას ამბობდა, ჩემი შვილი ჯარისკაცი უნდა გამოვიდესო. რაღა მაინცდამაინც ჯარისკაცი-მეთქი ვეუბნებოდი...

ზუსტად წელიწადი და ოთხი თვე იყო პირველი კონტრაქტიდან გასული, რომ მეორედ მოაწერა ხელი. ვთხოვდი, რომ აღარ შესულიყო, მაგრამ იმდენად იყო ჯარზე შეყვარებული, რომ სხვაგან მუშაობა ვერ წარმოედგინა... ავღანეთში გამგზავრებამდე, ორი კვირით ადრე, ხასიათი შეეცვალა. სულ მოწყენილი და გაღიზიანებული იყო. რომ ვეკითხებოდი რა გჭირს-მეთქი, მეუბნებოდა, თქვენი დატოვება არ მინდაო... პირველად მიდიოდა ჩვენგან ასე შორს... ბოლოს სახლიდან 8 აპრილს, დილის 5 საათზე გავიდა...

აბსოლუტურად ყოველდღე გვეკონტაქტებოდა. ხან „სკაიპით“ გვირეკავდა, ხანაც „ფეისბუქით“ ვლაპარაკობდით. ბოლოს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 12 მაისს, „სკაიპით“ ველაპარაკე. ჩვეულებრივად იყო. გარკვეული დრო ჰქონდა საუბრისთვის. 2 საათი შეეძლო ლაპარაკი. ბოლოს მითხრა, რა ცუდია, რომ ლაპარაკის დრო გვეწურება, კიდევ მინდა შენთან ლაპარაკიო... მითხრა, ხვალ შემოვალ სამი საათისთვის „სკაიპში“, კომპიუტერი მთელი დღე ჩართული გქონდესო. მართლაც, მეორე დღეს დილიდან ჩავრთე კომპიუტერი და ველოდებოდი, მაგრამ არ შემოვიდა... ძალიან გამიკვირდა... ესემესებსაც ვწერდი, მაგრამ არ მპასუხობდა. უკვე გარდაცვლილი ყოფილა...

როგორც გადმოცემით ვიცი, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იყო, როდესაც მათ ბაზაზე თალიბების იერიში განხორციელდა და ადგილზე გარდაიცვალა... ვინც ბოლოს მასთან ერთად იყო, ის ბიჭები პირადად არ მინახავს. არ ვიცი, კონკრეტულად რა ვითარებაში დაიღუპა... ღმერთმა ის ბიჭები მშვიდობით ჩამოიყვანოს და რომ ჩამოვლენ, ალბათ, ყველაფერს მომიყვებიან...

მისი გარდაცვალების ამბავი იმავე დღეს გაგვაგებინეს. ჩემს მშობლებთან ვიყავი... საღამოს 9-ის ნახევარი იქნებოდა, რომ კარზე ზარი იყო. სამხედროები მოვიდნენ... დედაჩემმა გააღო კარი, მამაჩემი იკითხეს. მაშინვე მივხდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა... მესამე დღეს ჩამოასვენეს...

რამდენიმე თვეა, რაც აღარ არის... 22 წლის გოგო ვარ და პატარა ბავშვთან ერთად მარტო დავრჩი... ძალიან მიჭირს მის გარეშე... დღეს ბავშვი ყოველდღე კითხულობს მამამისს... რამდენიმე დღის წინ მთვარეს უყურებდა, ვუთხარი, მამა იქ არის-მეთქი... ახლა, ყოველ ღამე ფანჯარაში იყურება და მამამისს ელაპარაკება, აკა, ასე ეძახდა მამამისს, მე დღეს პარკში ვიყავი, დედიკომ კანფეტი მიყიდაო... რამდენიმე დღის წინ სიცხე ჰქონდა, ექიმთან მყავდა მიყვანილი. ზუსტად იმ დროს, ექიმთან ახალგაზრდა წყვილს ჰყავდა მოყვანილი შვილი. იმ ბავშვის მამა ალექსანდრეს მიამსგავდა და აკა, მამიკოო, დაუწყო ძახილი“...

სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს ინტერესებს იცავდა... მისი სახელი და გვარი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ოქროს ასოებით ჩაიწერება... ალექსანდრე კვიწინაძე, სოფელ ბერშუეთში გმირული პატივით დაკრძალეს...

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.04.2021
ბოლო რედაქტირება 17.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0