სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
თამარ დეკანოსიძე 1922 -2008წწ აკადემიკოსი, პათოლოგანატომი. დაბ, ხარაგაული.

1922-2008 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი დეკანოსიძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

თამარ დეკანოსიძე 1922 -2008წწ აკადემიკოსი, პათოლოგანატომი. დაბ, ხარაგაული.

თამარ დეკანოსიძე (დ. 3 ნოემბერი1922ხარაგაული, — გ. 23 ივლისი2008თბილისი


 ქართველი პათოლოგანატომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1973). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976). თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).

1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (თსსი). 1943-1969 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1969-1973 წლებში — ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973-1996 წლებში — პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე; 1943-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებების პროზექტორად. 1980-2000 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგანატომი, 1984-1999 წლებში — საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მონაწილეობდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. დეკანოსიძის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოში სექციური მასალის ანალიზს ნოზოლოგიური პროფილის დადგენის მიზნით, ნერვულქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლოგიური ზრდის პირობებში გეროგენული ცვლილებების მორფოლოგიური საფუძვლებს, სამედიცინო-ბიოლოგიური პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საქართველოს კომუნისტური პარტიისგან. ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).


ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია, მათ შორის „შეგუებისა და კომპენსაციური პროცესების მორფოფუნქციური საფუძვლები“, რომელშიც მიენიჭა ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია 1962 წელს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 187 საკანდიდატო და 72 სადოქტორო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პათოლოგიური ანატომიის სამსახურის (1968), ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის სწავლების (1969), პათოლოგიური ანატომიის სწავლების რეორგანიზაცია (1973), იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს და ჟურნალ „Архив патологии“-ს რედ. კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.04.2021
ბოლო რედაქტირება 08.12.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0