
დეკანოსიძე მერაბ (მღვდელი, ტაძრის წინამძღვარი) თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძრის კურთხევის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 3-9 ივნისი, 20(548), გვ.6 ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N27 14-19 სექტემბერი 2007წ გვ. 8
12 აგვისტოს ნინოწმინდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა მერაბ დეკანოსიძე. დიაკონი მერაბი ნინოწმინდის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9 ივნისი 2010წ გვ. 6
ტაძრის კურთხევა
30 მაისს რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძარი. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. კანკელის ხატები დაწერა ხატმწერმა გიორგი ეგნატაშვილმა. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი მერაბ დეკანოსიძე.
საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოება
12 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარკეთილის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სამოელ ზვიადაური; დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მერაბ დეკანოსიძე;
საპატრიარქოს უწყებანი N40 20-27 დეკემბერი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
18 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება. მიტრით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის (ნუცუბიძის II მ/რ.) წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია თოდაძე; გამშვენებული ჯვრით: დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელა ჩადუნაშვილი; დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მერაბ დეკანოსიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ გვიმრაძე; ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის (ნუცუბიძის II მ/რ.) მღვდელმსახური, მღვდელი ლევან მერაბიშვილი.
