დეკანოსიძე ნიკოლოზ თალხანის ძე 1885-1971წწ მართლ. მღვდელი მოღვ. სოფ. ვარდისუბანი ლაგოდეხი რეპრესირებულია ნაწილობრივ
დეკანოსიძე ნიკოლოზ თალხანის ძე 1885-1971წწ მართლ. მღვდელი მოღვ. სოფ. ვარდისუბანი ლაგოდეხი რეპრესირებულია ნაწილობრივ
მღვდელი ნიკოლოზ თარხანის ძე დეკანოსიძე
დაიბადა 1887 წელს ხარაგაულის რაიონ სოფელ ღარიხევში. 1905 წელს დაამთავრა ხარაგაულის ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. 1908-1919 წლებში იყო ღარისხევის წმიდა გიორგის ეკლესიის მედავითნე.
1919-1921 წლებში სიღნაღის რაიონის სოფელ თამარიანის ეკლესიის მღვდელი. 1921-1926 წლებში ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მღვდელი. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ყარსუბნის ეკლესიის მღვდელი. ოჯახი ცხოვრობდა ყარსუბანში.
მღვდელი ნიკოლოზ დეკანოსიძე გარდაიცვალა 1971 წ. მეუღლე შუშანა ლომიძე გარდაიცვალა 1961 წ. დასაფლკავებულნი არიან ლაგოდეხის რ-ის სოფ. ვარდისუბნის სასაფლაოზე. დგანან რძლები : მარცხნიდან მარჯვნივ - ვარდიკო ჯიბღაშვილი- გარდაიცვალა 2002 წ. დასაფლავებულია ლაგოდეხის რ-ის სოფ. ვარდისუბნის სასაფლაოზე. მარიამ ნოზაძე - გარდაიცვალა 2003 წ. დასაფლავებულია ლაგოდეხის რ-ის სოფ. ვარდისუბნის სასაფლაოზე და ნადია ჩხეიძე. გარდაიცვალა 1985 წ. დასაფლავებულია ლაგოდეხის სასაფლაოზე.
ნიკოლოზის ქალიშვილი თინათინ დეკანოსიძე გარდაიცვალა 1975 წ. და მეუღლე რევაზ ჯანჯალაშვილი- გარდაიცვალა 1990 წ. დასაფლავებულნი არიან თბილისში ავჭალის სასაფლაოზე
შვილი ვახტანგ დეკანოსიძე- გარდაიცვალა 1978 წ. და მეუღლე ვარდიკო ჯიბღაშვილი გარდაიცვალა 2002 წ. დასაფლავებულნი არიან ლაგოდეხის რ-ის სოფ. ვარდისუბნის სასაფლაოზე
შვილი ცაცა დეკანოსიძე გარდაიცვალა 2000 წ. და მეუღლე შალვა პაქსაშვილი გარდაიცვალა 1997 წ. დასაფლავებულნი არიან ლაგოდეხის რ-ის სოფ. ბაისუბნის სასაფლაოზე
შვილი ანა დეკანოსიძე გარდაიცვალა 1988 წ. მეუღლე ვაჟა გველესიანი გარდაიცვალა 2006 წ.დასაფლავებულნი არიან ლაგოდეხის რ-ის სასაფლაოზე
შვილი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა 1983 წ. მეუღლე მარიამ ნოზაძე გარდაიცვალა 2003 წ. დასაფლავებულნი არიან ლაგოდეხის რ-ის სოფ. ვარდისუბნის სასაფლაოზე
დეკანოსიძე მერაბ დიაკონი, ნინოწმინდის და საგარეჯოს ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.48
დეკანოსიძე მერაბ, ნინოწმინდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად კურთხევა საპატრიარქოს უწყებანი.2007 14-19 სექტემბერი. ლომიძე ლუკა (საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსი)
ინფორმაცია მოგვაწოდა ვალერი ოღიაშვილი, ისტორიკოსი მხარეთმცოდნე, ლაგოდეხის მკვიდრი
მღვდელი ნიკოლოზ დეკანოსიძე 1887-1970წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
მღვდელი ნიკოლოზ თარხანის (სულხანის) ძე დეკანოსიძე 1887 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ღარიხევში, მედავითნის ოჯაში დაიბადა.
1905 წელს დაამთავრა ხარაგაულის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა.
1908- 1919 წლებში ღარიხევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მედავითნედ მასურობდა
1919 წელს ნიკოლოზი აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს და ალავერდელმა ეპისცოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა,
მალევე მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის მაზრაში, სოფელ თამარიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1921-1926 წლებში ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია.
1926 წლიდან ყარსუბანის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. სოფელი 160 კომლისაგან შედგებოდა,
ტაძარს ჰყავდა მედავითნეც – ნესტორ შავგულიძე.
1921 წელს საბჭოთა ხულისუფლების დამყარების დღიღჯნ სასულიერო პირების ცხოვრება მეტად გართულდა მოძღვრებს
მუდმივი მშიშისა და დამცირების ქვეშ უხდებოდათ ღვთისმსახოურების აღსრულება, რასაც ბევრი ვერ უძლებდა. მღვდლები
უფლებაჩამორთმეულებად გამოაცხადეს, დაუწესეს ათმაგი გადასახადი და ჩამოართვეს მიწები.
1929 წელს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა გიორგი ხატიაშვილმა უარი თქვა
გვ354
მღვდლობაზე და ანაფორა გაიხადა. სოფელ ვარდისუბნის 140-კომლიან მრევლის მოვლაც მამა ნიკოლოზმა ითავა. ამით
გამწარებულმა ხელისუფლებამ სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, ორივე ეკლესია დახურა და მოძღვარს მსახურება აუკრძალა·
სიჯიუტისათვის კომკავშირელებმა, რომლებიც იარაღის ძალით ცდილობდნენ ხალხის დამონებას, მამა ნიკოლოზიც შავ სიაში შეიყვანეს და შესაფერის დროს ეძებდნენ მის მოსაკლავად.
მრავალრიცხოვანი მრევლისა და წვრილშვილის პატრონი (იმხანად ზრდიდა სამ გერს, სამ საკუთარ შვილს და მეოთხეზე მისი მეუღლე
შუშანიც ლომიძე ფეხმძიმედ იყო), ქვრივ-ობოლთა გამკითხავი გაჭირვებულების შემწე და პატრონი არ გაიმეტა სასიკვდილოდ უფალმა.
ყველასაგან გასაოცრად, თავად სამღვდელოების მტერმა, ბოლშევიკმა პერანიძემ საიდუმლოდ გააფრთხილა მოძღვარი და ურჩია, დროებით გარიდებოდა სოფელს და წასულიყო
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბელაქანში სამი წლით მაინც.
იმ ღამეს, მამა ნიკოლოზმა, მართლაც, ფეხად გაასწრო ჯალათებს. დილით კომკავშირელები ყიზილბაშებივით დაეცნენ
მის ოჯახს და ფეხმძიმე ქალი შვილებთან ერთად, გარეთ გამოიყვანეს და იქ ცხოვრება აუკრძალეს. გარეთ დარჩენილი ობლები
100 წელს გადაცილებულმა სილოვან ჩხეიძის ოჯახმა შეიფარა.
1932 წელს მამა ნიკოლოზი სოფელში დაბრუნდა. ახლად დაბრუნებული მოძღვარი ვარდისუბნელ და ყარსუბნელ გაკულაკებული გლეხებთან ერთად ეკლესიაში გამოკეტეს·
ტაძარში მყოფები პანიკამ მოიცვა. ტირილი, კვნესა-ვაება. ყვირილი ისმოდა ღვთის სახლიდან. მამა ნიკოლოზი ჩვეული სიმშვიდით ცდილობდა ლოცვა-კურთხევით ჩაეცხრო ადამიანების შიში,
მაგრამ ამაოდ. თბილისიდან ბრძანებას ელოდნენ რაიონისა და სოფლის თავკაცები მათი დახვრეტის შესახებ, მაგრამ ვიდრე ავისმქმნელთა ავი ზრახვები აღესრულებოდა ყველას ყარსუბნელმა
კალენიკე კურტანიძემ დაასწრო. იგი მაშინვე გაეშურა თბილისში და თან წაიღო დასახვრეტთა სია. მასში მან შეგნებულად არ შეიყვანა მღვდელი ნიკოლოზი·
კალენიკე სერგო ორჯონიკიძის ნათ
გვ355
ლული იყო და მისმა ნაბიჯმა თავისი შედეგი გამოიღო, მოძღვარი დახვრეტას გადაურჩა. საყურადღებოა, რომ აღარც დანარჩენი ხალხი დახვრიტეს.
ამ ამბების შემდეგ მამა ნიკოლოზი მთავრობისაგან საიდუმლოდ, ღამ-ღამობით, ეწეოდა ღვთისმსახურებას, ხან თავის სახლში, ხან მორწმუნეთა ბინაზე.
ამისთვის იგი ორჯერ დააპატიმრეს.
პირველად – 1941 წელს, როცა სამი წლის ბავშვს ნათლავდა, მილიცია დააყენეს თავზე და მეორედ – 1944 წელს. ორჯერვე წელიწად-
ნახევარი მიუსაჯეს. მამაცი და შეუპოვარ მოძღვარი ვერც პატიმრობის პერიოდში გატეხეს სულიერად. ერთხელ ძალით
სცადეს მისი გაპარსვა. ხელები შეუკრეს და ის იყო საქმეს უნდა შედგომოდნენ, რომ მამა ნიკოლოზმა ჩექმებიანი ფეხით ხელი
გააგდებინა სამართებელი და თმის საპარსი. მას შემდეგ აღარავინ მიჰკარებია. იგი სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა.
1945 წელს ციხიდან გამოსული მღვდელი ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) იმ 135 კაცის სიაში
შეიყვანა, ვინც მზად იყო, უყოყმანოდ ემსახურა დაკეტილი ტაძრების ხელმეორედ ამოქმედების შემდგომ. მოძღვარი თავის
სოფელში დაბრუნდა და ვარდისუბნისა და ყარსუბნის სამრევლოები ჩაიბარა. კიდევ 25 წელი აღასრულებდა იგი მღვდელმსახურებას და ვინ მოთვლის,
რამდენი ანუგეშმა, რამდენი მონათლა და გააპატიოსნა უფალს მინდობილმა მოხუცმა მოძღვარმა.
იგი ღვაწლმოსილი აღესრულა 91 წლის ასაკში, 1970 წელს. მამა ნიცკოლოზი იყო ხუთი შვილისა და სამი გერის აღმზრდელი.
მის ოჯახში იზრდებოდა სამი ობოლი, მასთან თავშესაფარი პოვა უცოლოდ დარჩენილმა ავადმყოფმა ტრიფონ მაღრაძემ,
რომელიც გოდრით ატარებდა თავის პატარა შვილს. მისი პატარაც მამა ნიკოლოზმა და მისმა შვილებმა აღზარდეს. ასევე
ოჯახში მეცხრე შვილად მიიღეს მამა ნიკოლოზის ძმის გერონტის, მეტად კეთილი და ღვთისნიერი ხეიბარი ქალიშვილი მერი·
ისიც მცირეწლოვანი ასაკიდან უდედოდ დარჩენილიყო. გარდა ამისა, მათ ოჯახში წლების განმავლობაში ცხოვრობდა მათი
გვ356
ნათლული სოფელ ბეშკენტიდან ვალოდია ხარშილაძე. მამა ნიკოლოზი და მისი მეუღლე შუშანიკ ლომიძე ღვთისა და
ადამიანების სიყვარულით ცხოვრობდნენ. ჰყავდათ ჩვიდმეტი შვილიშვილი, რომლებსაც დღეს, თავიანთი მშობლების მსგავსად,