გიორგი (გონერი) დარისპანის ძე შენგელია დაიბადა 1950 წელს ზუგდისის რაიონის სოფელ რუხში.
ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. გიორგი შენგელია ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერში“. ის აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 18 აგვისტოს მდინარე გუმისთასთან, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ეშერის საცდელ მეურნეობასთან აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული ბოევიკები გადმოვიდნენ შეტევაზე, რათა ხელსაყრელი პოზიციები დაეკავებინათ. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ „იუპიტერის“ ჯგუფი კონსტანტინე ჯღამაიას ხელმძღვანელობით დაუყოვნებლივ გავიდა ოპერაციაზე. გამიართა სისხლისმღვრელი ორათაბრძოლა. ამ შეტაკების დროს გონელი სიჭინავა გმირულად დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის გიორგი შენგელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.