სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
ბადრი თორდინავა დაიბადა 1972 წლის 21 ივლისს გულრიფშის რაიონში ,დაბა დრანდაში. 1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში,ქალაქ სოხუმში. სამშობლოს მოსიყვარულე,პატრიოტი ბიჭი ყველა საბრძოლო მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას . ოცნებობდა გამარჯვებული ქვეყანა ენახა და საკუთარ სიცოცხლეს არად დაგიდევდათ.
1993 წლის ივლისის დღეები ურთულესი აღმოჩნდა აფხაზეთისთვის ნ,ბრძოლები არ შეწყვეტილა სოფელ შრომასთან. სწორედ, აქ შეჩერდა 21 წლის ასაკში კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის გულისცემა. ბადრი თორდინავა დაკრძალულია გულრიფშის რაიონში,სოფელ ქვემო ფშავის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი თორდინავა,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.
ფოტო ნუგზარ ქებურია