სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
რევაზ ანგის ძე მაჩაიძე დაიბადა 1967 წლის 30 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში. დაამთავრა ბაბუშარის საშუალო სკოლა. ომის დაწყებამდე მუშაობდა რკინიგზაში.
1992 წლის სექტემბრიდან გაიწვიეს შინაგან ჯარში.
რევაზ მაჩაიძე 1993 2 ივნისს ტამიშის ბრძოლაში ,ძმასთან,მერაბ მაჩაიძესთან ერთად ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რევაზ მაჩაიძე სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.