სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
ფოტო მოგვაწოდა ნუგზარ ქებურიამ
თენგიზ არველოდის ძე ტყებუჩავა დაიბადა 1974 წლის 7 მაისს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. გამორჩეული ვაჟკაცი, სულით ხორცამდე ქართველი,ურთიერთობაში უბრალო,ადამიანური,დიდთან დიდი,პატარასთან პატარა-ეს ცხრამეტი წლის თენგიზის პორტრეტია,სახეა ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი.
1992 წლის 4 დეკემბრიდან თენგიზი მსახურობდა სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონის სამხედრო ნაწილის (ს/ნ 2061) რიგებში ზემდეგად. აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ სოხუმის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში. სხვა ზემდეგებთან და ოფიცრებთან ერთად,კორპუსის ბრძანების თანახმად,25-30 სამხედრო პირი აგუძერიდან სოფელ შრომისკენ გაემართა. ზეგანიდან ჩამოსულმა რუსმა ბოევიკებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა გაერთიანებული ძალებით შეუტიეს შრომას ჯავშანტექნიკითა და პირადი შემადგენლობით. 1993 წლის 25 ივნისს ბიჭები ალყაში აღმოჩნდნენ,სწორედ ამ შეტაკების დროს დაიღუპა ზემდეგი თენგიზ ტყებუჩავა. ეს პირტიტველა ბიჭი თავისი მიწა-წყლის დაცვას შეეწირა,უყვარდა აფხაზებიც,რომლებიც მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ...
მაგრამ ქვეყნის ერთიანობა უზენაესია ნებისმიერი ვაჟკაცისთვის. თენგიზი სიამაყეა გვარის,ქალაქის,ქვეყნის...ცხრამეტი წლის ბიჭმა შეძლო დაეტოვებინა დიდი სახელი,დიდი ისტორიით...