სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბესიკ ბელთაძე 1976-1995წწ გარდ. 19 წლის, გალი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ბესიკ ბელთაძე 1976-1995წწ გარდ. 19 წლის, გალი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ბესიკ ბელთაძე 1976-1995წწ გარდ. 19 წლის, გალი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1976-1995 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბელთაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ბესიკ ბელთაძე 1976-1995წწ გარდ. 19 წლის, გალი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

 აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრილი სია წიგნიდან საქართველოსათვის

  ბესიკ ბელთაძე დაიბადა 1976 წლის 24 აპრილს ქალაქ სოხუმში.


დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. ჰქონდა შესანიშნავი მუსიკალური სმენა. იყო სოხუმის ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ინტერნაციონალური ბავშვთა კაპელას ერთ-ერთი წევრი, მონაწილეობდა მრავალ ფესტივალში, როგორც საბჭოთა კავშირის ქალაქებში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ოჯახს მრავალი მადლობა აქვს მიღებული სასახელო შვილის აღზრდისათვის. ბესიკი ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა თავისი მრავალტანჯული სამშობლოს ჭირ-ვარამი. როცა აფხაზეთში არეულობა დაიწყო 16 წლის ბიჭმა, ხელში იარაღი აიღო და ქართულ ჯარში ჩაეწერა.


  ბესიკ ბელთაძე ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციაში. ბოლომდე გმირულად იცავდა სოხუმს, ქალაქის დაცემის შემდეგ კი ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა. სამი წელი იარაღი ხელიდან არ გაუგდია საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლს. ერთხელ დედისთვის უთქვამს: ,,დედა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ სამშობლო შენზე მეტად მიყვარსო“...

     1994 წლის 22 დეკემბერს ქალაქ გალის გამგეობის რეკომენდაციით დაინიშნა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის მე-2 ასეულის მეთაურის თანამდებობაზე. ლეგენდები დადიოდა მისი საგმირო სამხედრო მოქმედებების შესახებ. ჯერ კიდევ 18 წლის ასაში ბესიკი ჩამოყალიბებული ჯარისკაცი იყო.

    1995 წლის იანვარში ბესიკ ბელთაძე მივლინებული იყო ქალაქ ზუგდიდში, სადაც იცავდა რკინიგზის ობიექტებს, კერძოდ, მდინარე ენგურზე გამავალ სარკინიგზო ხიდს. 1995 წლის 6 სექტემბერს ერთ-ერთი შემოვლის დროს, იგი სასიკვდილოდ დაიჭრა გალის რაიონის მხრიდან ნასროლი ტყვიით. დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში - საფიჩხიის სასაფლაოზე.

    საქართველოს პრეზიდენტის განკარგულები, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავგანწირვისა და ვაჟკაცობისათვის ბესიკ ბელთაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 


ბესიკ ანზორის ძე ბელთაძე
დაიბადა 1976 წლის 24 აპრილს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა-გიმნაზია. ჰქონდა შესანიშნავი მუსიკალური სმენა. იყო სოხუმის ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ინტერნაციონალურ ბავშთა კაპელის ერთ-ერთი წევრი, მონაწილეობა მიიღო მრავალ ფესტივალში “როგორც საბჭოთა კავშირის სხვადსხვა ქალაქებში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ოჯახს მრავალი მადლობა აქვს მიღებული სასახელო შვილის აღზრდისთვის. ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდა და რაც ხშირად იშვიათია, ლამაზ სხეულში ლამაზი სული იყო დავანებული. მაღალი, გამხდარი, შავქოჩორა, ცისფერთავალა ჭაბუკი. დიდი გულის და სულის პატრონი. 14 წლის ასაკში 1990 წლის აგვისტოში, ინგლისში კუნძულ მენზე წაიყვანეს ფესტივალზე”.
ბესიკი ქართული ტრადიციების დამცველ ერთგულ ოჯახში იზრდებოდა, ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა თავისი მრავალტანჯული სამშობლოს ჭირვარამი, ქართულ პატრიოტულ სიმღერებზე “შავლეგო”, “ჩემო კარგო ქვეყანავ”, ‘ქართველი ხელი ხმარლს იკარ” აღზრდილ ვაჟკაცს, როცა მამულს გაუჭირდა წუთითაც არ დაუფლებია ყოყმანის გრძნობა. ბესიკის ბებია აფხაზი ეროვნების ქალბატონი გახლდათ. ქალბატონი მინუშა აგუმავა თავის შვილიშვილს ზრდიდა სამშობლოს პატრიოტული გრძნობით, როცა აფხაზეთში არეულობა მოხდა მაშინ 16 წლის იყო, აიღო ხელში იარაღი და ქართულ ჯარში ჩაიწერა.

ბესიკ ბელთაძე ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში, ბოლომდე გმირულად იცავდა სოხუმს, სოხუმის დაცემის შემდეგ კი ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა. სამი წელი იარაღი ხელიდან არ გაუგდია საქართველოს ერთიანობისათვის გულანთებულ ჭაბუკს. ერთხელ დედისთვის უთქვამს: “დედა, მე, შენ მიყვარხარ, მაგრამ სამშობლო შენზე მეტად მიყვარსო...” ქალბატონ ინეზა ბენიძეს კი არ სწყენია ეს სიტყვები, პირიქით სიამაყის გრძნობა დაეუფლა ამ სიტყვების შემდეგ.
1994 წლის 22 დეკემბრიდან ქ. გალის გამგეობის რეკომენდაციით დაინიშნა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის მე-4 ათასეულის მე-2 ასეულის თანამდებობაზე სპეციალური წოდების “პოლიციის რიგითის” მინიჭებით. სამხედრო მოქმედებების დროს ბესიკი გამოირჩეოდა დიდი თავგანწირვით. ლეგენდები დადიოდა მისი საგმირო სამხედრო მოქმედებების შესახებ. ჯერ კიდევ სიცოცხლეში 18 წლის ასაკში ბესიკი იყო ჩამოყალიბებული ჯარისკაცი.

1995 წლის იანვრიდან იგი მივლინებული იყო ქ. ზუგდიდში, სადაც იცავდა რკინიგზის ობიექტებს, კერძოდ მდინარე ენგურზე გამავალ სარკინიგზო ხიდს. 1995 წლის 6 სექტემბერს, ერთ-ერთი შემოსვლის დროს, იგი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი გალის რაიონის მხრიდან ნასროლი ტყვიის შედეგად. რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, დაკრძალულია ქ. ქუთაისში - საფორჩხიის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 სექტემბრის # 557 განკარგულებით ბესიკ ბელთაძე დაჯილდოებულია სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის შედეგად III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით.
“ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზე არწივი მეხატა,
19 წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა”...
იგი მუდამ, ღიმილის ბიჭად დარჩება არამარტო ახლობლების ხსოვნაში, არამედ საქართველოს ისტორიაში.
მარად ჭაბუკად დარჩენილი ვაჟკაცი, უშვილძიროდ გადასულო ქართველო, გჯეროდეს შენი სისხლი არ შერჩება გადამთიელებს, შენი სამშობლოს ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსცილდება და ამაში შენი ლომის წილიც იქნება.

ტექსტის აკრეფვაში მოგვეხმარა გვანცა ტალახაძე დაბადებილია 2002წ სოფელი კორბოული საჩხერე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.05.2021
ბოლო რედაქტირება 05.09.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0