სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.17 ვახტანგ III  1298, 1302 _ 1308 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

3.17 ვახტანგ III 1298, 1302 _ 1308 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

ვახტანგ III იყო საქართველოს მეფე 1298-1299 და 1302–1308 წლებში. დემეტრე  II თავდადებულის ძე,  დავით VIII-ის უმცროსი ძმა. ყაზან ყაენის წინააღმდეგ დავით VIII-ის აჯანყების დასაწყისშივე გაგზავნეს ელჩად ოქროს ურდოში თოხთამიშ ყაენთან. ელჩობა წარმატებით დამთავრდა, მაგრამ უკან გამობრუნებული ვახტანგი გზაში ირანის ილხანებმა დაატყვევეს. ყაზან ყაენმა იგი მეფობის აღთქმით, თავის მხარეზე გადაიბირა და დავით VIII-ის საპირისპიროდ საქართველოს მეფედ დანიშნა, დავით VIII-მ შეძლო მისი დაპატიმრება და ჟინვანის ციხეში გამოკეტა. ივანე ბურსელის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ, მაგრამ მათ შორის ნდობა მაინც ვერ აღდგა. 1302 წელს ვახტანგ III ყაენს ეახლა. ყაენმა იგი ხელახლა დაამტკიცა მეფედ, მაგრამ ფაქტობრივად მას მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი ექვემდებარებოდა. ვახტანგ III ქართულ ჯართან ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობებში სირია-პალესტინაში, გილანში, მონაწილეობდა დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლებშიც, მაგრამ როგორც მემატიანე შენიშნავს: "არათუ ვახტანგ მტერ იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება".  გარდაიცვალა მუცლის სალმობით. მეფე წმინდანადაა აღიარებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 დეკემბერი, ახალი სტილით 23 დეკემბერი. "ქართლის ცხოვრების " მიხედვით ვახტაგ III დასაფლავებულია დმანისის სიონში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0