II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
მიშიკო გრიშას ძე მხითარიანი დაიბადა 1965 წლის 16 ნოემბერს ქალაქ თბილისში.
მიშიკო მხითარიანი 1992 წლის 11 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონში .
გუმისმთის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედების დროს მიშიკო მხითარიანი მძიმედ დაიჭრა. გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში. ჰოსპიტლის მასიურ დაბომბვას შეეწირა კიდევ ერთი ვაჟკაცის სიცოცხლე.