სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ონერ დგებუაძე 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური, გალი აფხაზეთი ონერ დგებუაძე 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური, გალი აფხაზეთი

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დგებუაძე სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

ონერ დგებუაძე 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური, გალი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 241 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ონერ  ამბაკოს   ძე  დგებუაძე  დაიბადა  1961  წლის   4  ივლისს  გალის  რაიონის   სოფელ  მუხურში.


აფხაზეთში  მიმდინარე   საომარი  მოქმედებების  დროს, ონერ  დგებუაძე  1993  წლის  25  იანვრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში  ოპერატორ-დამმიზნებლად.  პატრიოტი, მებრძოლი  სულით  გამსჭავლული  ჯარისკაცი  მეთაურების ბრძანებებს  დროულად   და  წარმატებით  ასრულებდა. თანამებრძოლებში  დამსახურებული ავტორიტეტით  სარგებლობდა,  იყო  გაბედული  და  საზრიანი.


 1993  წლის  25  თებერვალს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  მეთაურმა  დამხმარე  ძალა  მოითხოვა, ბრიგადის  შტაბმა  241-ე  ბატალიონს  დაავალა  ქვედანაყოფის  გამოყოფა.  ბატალიონის  მეთაურმა  ორი  ასეული  გამოყო ,  მათ  შორის  იყო   ონერ   დგებუაძე.  26  თებერვლის  ღამეს  ერთი  ოცეული  მტერმა  ალყაში  მოაქცია ,  ონერ  დგებუაძემ,  ორ  თანამებრძოლთან  ერთად ,  27  თებერვალს  ,   დილით,  ღია  ცეცხლით  შეუტია  მოწინააღმდეგეს...  მას  ადრე  შეუნიშნავს  ალყაში  მოქცეული  თანამებრძოლები,  სანგრიდან  ხოხვით  გამოსულა,  ევკალიპტების  ძირას ჩამჯდარა, რათა  მტრის  ყურადღება  მიექცია  და  ბიჭებისთვის  ალყიდან  გამოსვლის  საშუალება  მიეცა.  ბიჭებმა  ბოლო   სანგრამდე  მიაღწიეს და  იქვე, ღობის  გადაღმა   იპოვეს  ტყვიით   დაცხრილული  ონერ  დგებუაძის  ცხედარი.  უდიდესი  თავგანწირვის  ფასად  ,  ონერმა  დაღუპვისაგან  იხსნა   ხუთი  ახალგაზრდა   ჭაბუკის  სიცოცხლე.

 საქართველოს   პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის  ონერ  დგებუაძე,  სიკვდილის  შემდეგ  , დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III   ხარისხის  ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 30.04.2022
სულ რედაქტირებულია 2




დგებუაძე

1 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ბახვა დგებუაძე 1955-29/12/92 წწ. გარდ. 37 წლის ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ათარა არმიანსკოვი ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


დავით დგებუაძე 1975-1993 წწ. გარდ. სოფ.დრანდა აფხაზეთი დაბ. სოფ. განთიადი გაგრა აფხაზეთი

2 0


ვასო დგებუაძე 1972-93წწ გარდ. 21 წლის განახლებში, აფხაზეთი. დაბ. განახლება აფხაზეთი

3 0

გიორგი დგებუაძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი

2 0

ლაშა დგებუაძე 1964-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


დგებუაძე ოჯახი 7 წევრი გარდ. გულრიფში აფხაზეთი

3 0


თენგიზ დგებუაძე 1946-92წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვლადიმერ დგებუაძე დ.1970წ. მსოფლიო პრიზიორი ძიუდო სოხუმი

1 0

2 1 2