მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 241 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ტარიელ კიაზიმის ძე მინჯია დაიბადა 1940 წლის 22 იანვარს ქალაქ ოჩამჩირეში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ტარიელ მინჯია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ბრიგადის 241-ე ბატალიონში-რიგით მებრძოლად. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 30 სექტემბერს ქალაქ ოჩამჩირიდან გამოსვლის დროს, ტარიელ მინჯია მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.