სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი გივის ძე 1952-1993წწ  გარდ. ოჩამჩირე დაბ. სოფ. მულახი მესტია

1952-1992 წწ. გარდ. 40 წლის

ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი იოსელიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი გივის ძე 1952-1993წწ გარდ. ოჩამჩირე დაბ. სოფ. მულახი მესტია


1952 წლის 16 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფელ მულახში დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი - ავთანდილ იოსელიანი 
მისი მშობლები, აბო იოსელიანი და მარიამ გოგიტაშვილი პედაგოგები იყვნენ.


ავთანდილ იოსელიანი, თავდაპირველად, მშობლიური სოფლის სკოლაში სწავლობდა, ხოლო მე-3 კლასიდან, სწავლა თბილისის მე-60 საშუალო სკოლაში გააგრძელა. 1968 წელს, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1978 წელს, გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით დაამთავრა. სტუდენტობის დროს მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ავთანდილ იოსელიანმა მუშაობა საქნავთობში, გეოფიზიკურ ექსპედიციაში დაიწყო. 1980-იანი წლების ბოლოს, სამსახური გააგრძელა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ გეოფიზიკურ ექსპედიციაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოფიზიკური სამმართველოს უფროსად. 1980-იანი წლების ბოლოდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. 1992 წლის სექტემბერში, სამსახურიდან შვებულება აიღო და აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მოხალისედ წავიდა.

ავთანდილ იოსელიანმა, 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა.

მას დარჩა მეუღლე და სამი შვილი. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

2019 წლის 17 ნოემბერს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ავთანდილ იოსელიანი ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

სვანეთში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს მისი სახელი აქვს მინიჭებული.


ალექსანდრე (საშკა) გივის ძე იოსელიანი დაიბადა 1952 წლის 29 ივლისს გივი იოსელიანისა და ნინო წეროძის ოჯახში. 1969–1973 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საშკა იოსელიანს არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში. იგი 1993 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.09.2023
სულ რედაქტირებულია 5





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0