სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
(+ვიდეო) ნიკო კეცხოველი (1897-1982) აკადემიკოსი ტყვიავი, გორი. ქართლი. ადამიანო არ წაგძლიოს სულმა, დააგდე თოფი და მოიმარჯვე ფოტოეპარატი. ვიდეოში ნახავთ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება (+ვიდეო) ნიკო კეცხოველი (1897-1982) აკადემიკოსი ტყვიავი, გორი. ქართლი. ადამიანო არ წაგძლიოს სულმა, დააგდე თოფი და მოიმარჯვე ფოტოეპარატი. ვიდეოში ნახავთ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება (+ვიდეო) ნიკო კეცხოველი (1897-1982) აკადემიკოსი ტყვიავი, გორი. ქართლი. ადამიანო არ წაგძლიოს სულმა, დააგდე თოფი და მოიმარჯვე ფოტოეპარატი. ვიდეოში ნახავთ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება (+ვიდეო) ნიკო კეცხოველი (1897-1982) აკადემიკოსი ტყვიავი, გორი. ქართლი. ადამიანო არ წაგძლიოს სულმა, დააგდე თოფი და მოიმარჯვე ფოტოეპარატი. ვიდეოში ნახავთ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება (+ვიდეო) ნიკო კეცხოველი (1897-1982) აკადემიკოსი ტყვიავი, გორი. ქართლი. ადამიანო არ წაგძლიოს სულმა, დააგდე თოფი და მოიმარჯვე ფოტოეპარატი. ვიდეოში ნახავთ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება (+ვიდეო) ნიკო კეცხოველი (1897-1982) აკადემიკოსი ტყვიავი, გორი. ქართლი. ადამიანო არ წაგძლიოს სულმა, დააგდე თოფი და მოიმარჯვე ფოტოეპარატი. ვიდეოში ნახავთ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება
ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი კეცხოველი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

352       ბეჭდვა

(+ვიდეო) ნიკო კეცხოველი (1897-1982) აკადემიკოსი ტყვიავი, გორი. ქართლი. ადამიანო არ წაგძლიოს სულმა, დააგდე თოფი და მოიმარჯვე ფოტოეპარატი. ვიდეოში ნახავთ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება

ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი (დ. 26 დეკემბერი1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი1982თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.


ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიახოლო1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1923 წლიდან იყო თსუ-ის ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, 1926-იდან ამავე კათედრის პედაგოგი, ხოლო 1929-იდან დოცენტი.


1933 წელს ირჩევენ ამ კათედრის გამგედ. კათედრას განაგებდა გარდაცვალებამდე. 1937 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე (1942-1957), ბიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე (1957–1963), ვიცე-პრეზიდენტი (1943–1945), თსუ-ის რექტორი (1945–1952). 1963 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი (დღეს ეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს).


საქართველოს ბოტანიკოსთა საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავმჯდომარე. ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. აქვს მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, ნოველა და მოთხრობა („თოვლიან მთებში“, 1927; „ცხრათვალა მზის ქვეშ“, 1968; „მორბის არაგვი არაგვიანი“, 1971; „არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია“, 1974, რუსთაველის სახელობის პრემია, 1975; „მეცხრე მთაც გადავიარე“, 1976; „კიდევაც დაიზრდებიან“, 1978).


თავის მხატვრულ ნაწარმოებებში კეკელიძე გვევლინება როგორც ბიოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, ბუნების სიმდიდრეთა და მშობლიური მხარის ღირსშესანიშნაობათა დამცველი. მიღებული აქვს საკავშირო საზოგადოება „ცოდნის“ პრემია (1975), თსუ

ის პრემია (1975) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1979). საქართველოს I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახელობის (1960) და ი. ჯავახიშვილის სახელობის (1970) მედლებით, არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო კეცხოველის დამსახურება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე. ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვალში იგი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის იგი დაჯილდოვდა „თეთრი გიორგის“ ჯვრით. 1917 წელს ესწრებოდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობას და 1924 წლის სექტემბრამდე იყო ამ პარტიის თვალსაჩინო წევრი: შედიოდა მის მთავარ კომიტეტში და იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1922–1924 წლებში შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობაში. 1924 წელს, აგვისტოს აჯანყებამდე მცირე ხნით ადრე, დაპატიმრებულ იქნა საქართველოს სსრ ე.წ. „საგანგებო კომისიის“ (ე.წ. „ჩეკა“) მიერ. 1941–1942 წლებში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან (ნ. მუსხელიშვილი, მ. ზანდუკელი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, გ. წერეთელი და სხვანი). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში

.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.06.2024
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0