სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

საინტერესო ამბები,ომების ისტორიები, ღონისძიებები
სიახლეები
რატომ მფარველობდა მუჰამედი  მართმადიდებელ ღვთისმსახურებს, მთვარი ფოტო: წერილი მუჰამედის ხელმოწერით რატომ მფარველობდა მუჰამედი  მართმადიდებელ ღვთისმსახურებს, მთვარი ფოტო: წერილი მუჰამედის ხელმოწერით რატომ მფარველობდა მუჰამედი  მართმადიდებელ ღვთისმსახურებს, მთვარი ფოტო: წერილი მუჰამედის ხელმოწერით

1149      

რატომ მფარველობდა მუჰამედი მართმადიდებელ ღვთისმსახურებს, მთვარი ფოტო: წერილი მუჰამედის ხელმოწერით

როგორც წმიდა ეკატერინეს მონასტერში ჰყვებიან 622  წლიდან წარმართებმა მუჰამედის მოკვლა განიზრახეს, ერთ-ერთი დევნის დროს ეკატერინეს მონასტერმა(სინას მთის ძირში, ეგვიპტე)  შეიფარა და გადაარჩინა. შემონახულია 623 წლის დოკუმენტი სადაც თვითონ მუჰამედი აწერს ხელს მონასტრის მფარველობას.

მუჰამედი - (მუჰამადი, სრულად: აბუ ალ-ქასიმ მუხამად იბნ' აბდ ალლაჰ იბნ' აბდ ალ-მუთალიბ იბნ ჰაშიმ, დაბ. 570, მექა, 8 ივლისი 632 მედინა), ისლამის დამაარსებელი, ალაჰის მოციქული, წინასწარმეტყველი.

მუჰამადი 570-632 წლებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ მექაში, ღარიბი ვაჭრის აბდალაჰის ოჯახში დაიბადა; თვე და რიცხვი დაზუსტებული არ არის. მეტი ალბათობით ეს 570 წლის 20 აპრილს მოხდა. მუჰამედის დაბადება იმ დღეს დაემთხვა, როდესაც იემენის ეთიოპიელმა გამგებელმა აბრაჰამმა მექაზე წარუმატებლად ილაშქრა. ამ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოც მონაწილეობდა, რომელმაც დამხვდურებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იმ წელიწადს „სპილოს წელიწადი“ უწოდეს. მუსლიმები ამბობენ, მუჰამედი „სპილოს წელიწადს“ იშვა და არაბებს გამარჯვება მისმა დაბადებამ მოუტანაო.

მუჰამედი ადრე დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ აბუ ტალიბმა იკისრა; მუჰამედმა ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ - ქარავნის გამყოლი (აქლემთა გამრეკავი). არსებობს გადმოცემა: იგი იმდენად კეთილშობილი ბავშვი ყოფილა, რომ მას „ალამანი“, ანუ „სანდო“ შეარქვეს.

დაახ. 595 წელს მუჰამედმა მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. ხადიჯა ვაჭრის შვილი იყო და, ორი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, თავადაც ვაჭრობას მიჰყო ხელი. მუჰამადი, როდესაც დაქორწინდა, ოცდახუთი წლის იყო; შეეძინა შვილები, მაგრამ ვაჟები ჩვილობის ასაკში დაიხოცნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა: ზაინაბი, რუქია, უმ ქულსუმი და ფატიმა.

მექა და მისი შემოგარენი დიდ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ. უფრო მეტად იქ იმ აღმსარებლობის ქრისტიანები იყვნენ, რომლებსაც ბიზანტიაში ერეტიკოსებად (მწვალებლებად) იცნობდნენ და რომლებსაც ხელისუფლება სამშობლოდან აძევებდა. მექაში ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა. იქ, როგორც იტყვიან, რელიგიური პლურალიზმი (მრავალფეროვნება) სუფევდა. მექაში ყურადღებას, პირველ რიგში, ტაძარი ქააბა იპყრობდა. იქ ესვენა შავი ქვა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ალაჰმა (ღმერთმაადამს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ წყალობის ნიშნად გარდამოუვლინა. ადამის შვილმა შისმა (სეთიმ) მისთვის ტაძარი ქააბა (არაბ. „კუბი“) ააგო. წარღვნის დროს ეს ტაძარი ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ კი დაინგრა და „ალაჰის მეგობრებმა“ - იბრაჰიმმა (აბრაამმა) და ისმაილმა განაახლეს. ამის შემდეგ დიდი პილიგრიმობა დაიწყო - სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები მექაში ქააბას მოსალოცად ჩადიოდნე.

მუჰამადი ქააბას მომლოცველთა გვერდით იდგა, მაგრამ მას ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანთა ეკლესია-მონასტრებშიც ნახავდით. იგი ხშირად უდაბნოში ბერ-მონაზვნების მსგავსად განმარტოვდებოდა და გონებას ზეცად აღაპყრობდა. 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამადი ორმოცი წლის იყო, მას ანგელოზი გაბრიელი (არაბ. ჯიბაილი) გამოეცხადა და სულის მარგებელი სიბრძნე აუწყა. პირველ გამოცხადებას მეორე მოყვა და ა.შ. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამადი ღვთის ნებას დაჰყვა და ამიერიდან იგი ერთი ღმერთის - ალაჰის - მოციქული გახდა.

მუჰამადის ქადაგებები თავდაპირველად მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა, ირწმუნეს. მალე ხადიჯა გარდაიცვალა და მუჰამადმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი ერთ-ერთი პირველი თანამორწმუნისა და თანამებრძოლის აბუ ბაქრის ქალიშვილი იყო, - 9 წლის აიშა(ასაკი საკამათოა სხვადასხვა  კვლევებით და წყაროებით, საუბრობენ 12, 15, 17 წელზეც).

წარმართებმა მუჰამადის მოკვლა განიზრახეს. ამიტომ მან 622 წლის 24 სექტემბერს მექა დატოვა და ქალაქ იასრიბში გადასახლდა. ამ ემიგრაციას, არაბულად, - ჰიჯრას, მუსლიმთა ანუ ალაჰის მორჩილთა პირველი დიდი თემის ჩამოყალიბება მოჰყვა; აიგო მეჩეთი და ღვთისმსახურების ახალი წესი დაფუძნდა. ამ ფაქტს - ჰიჯრას - მუსლიმები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ წელთაღრიცხვას იქიდან, 622 წლის 24 სექტემბრიდან, იწყებენ.

ახალ რჯულზე თითქმის მთელი ქალაქი მოექცა, რის გამოც მას, იასრიბს, მედინა (მადინა) ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“ ეწოდა.

630 წელს, ჰიჯრიდან 8 წლის შემდეგ, მუჰაჯირები (ლტოლვილები) მუჰამადის წინამძღოლობით მექაში დაბრუნდნენ, ბრძოლით აიღეს ქალაქი და იქ ზარ-ზეიმით შევიდნენ. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამადი იერუსალიმსაც ეწვია და წმინდა ადგილები მოილოცა. ამიტომ მექა, მედინა და იერუსალიმი მუსლიმთა წმინდა ქალაქებია.

მუჰამადი 632 წლის 8 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, მექაში გარდაიცვალა. იქ იგი პილიგრიმად (მომლოცველად) შევიდა, რის გამოც ამ პილიგრიმობას „გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა“ უწოდეს.

ასე შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, რომლის რელიგიური და პოლიტიკური სადავეები ერთი და იმავე პიროვნების ხელში აღმოჩნდა. პირველი ისლამური სახელმწიფოს მმართველისა და მთავარსარდლის მისია ისლამის ფუძემდებელმა მუჰამადმა იკისრა. მისი საქმე მისმა ხალიფებმა, ე.ი. მოადგილეებმა, გააგრძელეს. ესენია: აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი, რომლებმაც მუჰამადის ოცნებას - არაბი ტომების ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებას - ხორცი შეასხეს. მეტიც: მათ არაბეთის საზღვრები გააფართოეს და VII-VIII სს-ის მიჯნაზე დიდი ისლამური იმპერია შექმნეს.

წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი

თავდაპირველად მონასტერი ღვთისმშობელი მარიამის სახელობის იყო , მონასტერი შემდგომ წმინდა ეკატერინეს სახელობის გახდა.

გადმოცემის თანახმად წმინდა ეკატერინე აწამეს ახ.წ.ა.-ის 307 წელს რომის იმპერატორის მაქსიმინეს ბრძანებით. ის ცემეს და ბორბალზე გააკვრეს, რადგან უარი განაცხადა ქრისტიანობის უარყოფაზე. იგი წამებას გადაურჩა და შემდგომ იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისმა სხეულმა, ანგელოზთა დახმარებით, სასწაულებრივად გადაინაცვლა სინას მთაზე. ჩვ.წ.ა.-ის მე-10 საუკუნეში მისი თავი და ხელები მიიტანეს მონასტერში შესანახად, სადაც ის ძვირფასი რელიქვია გახდა. სხვა წყაროების მიხედვით წმინდანის სხეული ბერებმა აღმოაჩინეს და მონასტერში მიიტანეს. ამის შემდგომ წმინდა ეკატერინეს სახელობის  მონასტერი პილიგრიმთა სალოცავი ცენტრი გახდა.

მორწმუნეები წმიდა ეკატერინეს სთხოვენ შვილიერებას და  მშვიდ მშობიარობას.

შეგახსენებთქართველი მოწესეები  კვლი სინის მთაზე  VI საუკუნიდან ჩანან. ქართული კოლონია  კი მოგვიანებით,  IX საუკუნიდან ჩამოყალიბდა,  როცა არაბთა თავდასხმებით შეწუხებულმა ჩვენმა წინაპრებმა ნაწილობრივ დატოვეს პალესტინის სავანეები საბაწმინდა,  პალავრა და შორეულ მხარეს შედარებით საიმედო თავშესაფარს მიაშურეს და სინის მთაზე დამკვიდრდნენ,  რომელიც ,,ვითარცა შორეული პუნქტი არაბთა ძალმომრეობას იმდენად არ განიცდიდა“.

ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.

სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდანსაბაწმიდიდან და ა.შ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვა კერძო კოლექციებში.

დავით ფეიქრიშვილი





გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0


სლავა ჯაბუა 1957-1992 – ქართული ცის უცნობი გმირი სოხუმი აფხაზეთი

1 1


სიახლეები


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0