სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ანზორ  (მატო)  კვარაცხელია 1963-92წწ. გარდ. 29 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბარნაუთი გულრიფში აფხაზეთი ანზორ  (მატო)  კვარაცხელია 1963-92წწ. გარდ. 29 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბარნაუთი გულრიფში აფხაზეთი

1963-1992 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვარაცხელია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

184       ბეჭდვა

ანზორ (მატო) კვარაცხელია 1963-92წწ. გარდ. 29 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბარნაუთი გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ანზორ (მატო)  შალვას  ძე  კვარაცხელია  დაიბადა  1963  წლის  2 ოქტომბერს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ   ბარნაუთში.


1970-1980  წლებში  სწავლობდა   დრანდის  საშუალო  სკოლაში.   1981-1983  წლებში  სწავლობდა  დრანდის  საშუალო  სკოლაში. 1981-1983 წლებში   მსახურობდა  საბჭოთა  არმიის  რიგებში.  1984  წლიდან მუშაობა  დაიწყო  სამშენებლო  ფირმაში,თან  დაუსწრებლად  სწავლობდა  სოხუმის  ინდუსტრიულ  ტექნიკუმში.


 ანზორ  კვარაცხელია  აქტიურად  იყო  ჩართული  საქართველოში  მიმდინარე  ეროვნულ  მოძრაობაში.  იგი  იყო ეროვნულ-დემოკრატიული  მოძრაობის   ერთ-ერთი  დამფუძნებელთაგანი  აფხაზეთში.

   1992  წლის  14   აგვისტოს , აფხაზეთში  ომის დაწყების  პირველივე  დღეებიდან  ანზორ   კვარაცხელია  აქტიურად  მონაწილეობდა  მე-6  სატანკო  ბატალიონის  ჩამოყალიბებაში. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-6  ცალკეული  სატანკო  ბატალიონის  პირველი  ასეულის  ტანკის  დამტენად. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

    1992 წლის  17 დეკემბერს,ერთ-ერთი  შეტაკების  დროს  მე-6  ბატალიონის  პირველი  ასეულის  პოზიციაზე (მდინარე  გუმისთის  პირას)  ანზორ  კვარაცხელია  სასიკვდილოდ  დაიჭრა.

 საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ანზორ  კვარაცხელია,  სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით  „საბრძოლო  დამსახურებისთვის“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.06.2021
ბოლო რედაქტირება 06.08.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0