მღვდელი დიანოზ კვარაცხელია
ზუგდიდში არის ერთ-ერთი ლამაზი სოფელი ოირემე, რომელიც სამეგრელოს მთავრების _ დადიანების ნაკრძალი გახლდათ,
შემდგომ ის ადამიანთა საცხოვრებელ ადგილად იქცა.
გადმოცემის თანახმად, სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა დაახლოებით 1830-1845 წლებში ჩხოროწყუდან, სოფ. ნაკიანიდან,
მოიწვია ღვთისმსახური დიანოზ კვარაცხელია და ნება დართო, საცხოვრებელი ადგილი თავად აერჩია. მას ნაკრძალი „ოირემე“ აურჩევია და
ლევან დადიანმა დიანოზ კვარაცხელიას, დანაპირებისამებრ, ეს ადგილი უსახსოვრა. დიანოზ კვარაცხელიას 94 წლის შვილიშვილის _ ლუბა
კვარაცხელიას (აწ გარდაცვლილი) გადმოცემით, ღვთისმსახურ დიანოზს გზა გაუკაფავს, სახლი და ეკლესია აუშენებია
და ხუთი მცირეწლოვანი შვილით ოირემეში დასახლებულა.
საეკლესიო ჩანაწერებით, 1857-1866 წლებში დიაკონი დიანოზ კვარაცხელია ნაკიანის მაცხოვრისა და ლექარჩეს მთავარანგელოზის ეკლესიებში ჯერ
მედავითნედ მსახურობდა, ხოლო 1866 -1875 წლებში _ მღვდლად.
შემდგომ მღვდელი დიანოზ კვარაცხელია გადაიყვანეს ცაიშის სამთავარხუცესო ოლქის ეწერის მთავარანგელოზის
გვ255
და ამ ეკლესიაზე მიწერილ ოირემეს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიებში. ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მამა
დიანოზი ერთ დროს კორცხელის ტაძარშიც მოღვაწეობდა.
მას შემდეგ, თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დიანოზ კვარაცხელიას ეზო-კარი
დღესაც გამორჩეულია ორასწლიანი ხის სახლით, დამარხული ქვევრებითა და ორი ეზოთი. პირველი ეზო ფაეტონების დასაყენებლად,
ცხენების დასაბმელად, მომსვლელთა მოსაცდელად იყო განკუთვნილი. აქ დადიანები ხშირად დადიოდნენ სანადიროდ. თურმე კვირაში ერთხელ, კვირაობით,
ნადიმობა ჰქონიათ და სოფლის მცხოვრებლებს უმასპინძლდებოდნენ. მათ პირველად აქ დაულევიათ ჩაი.
დიანოზი იმდენად მიღებული პიროვნება ყოფილა დადიანებთან, რომ მის გარეშე მნიშვნელოვანი შეხვედრა არ
ტარდებოდა. ერთხელ დიანოზი, ავადმყოფობის გამო, დადიანებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ვერ წასულა, დადიანებს თავად უახლებიათ
მხლებლები და ფაეტონით წაუყვანიათ.
დიანოზ კვარაცხელია, 100 წელს გადაცილებული, 1920 წელს გარდაიცვალა. იგი თავის აშენებულ ეკლესიაში
დაკრძალეს. ბოლშევიკებმა ეკლესია დაანგრიეს და მისგან სოფლის სკოლა ააშენეს. ნაეკლესიარი ადგილი კი დიანოზ
კვარაცხელიას ოჯახის სასაფლაო გახდა. შემდეგ მის ოჯახს მიწები ჩამოართვეს, საუკუნოვანი ხეები სამშენებლო მასალად და შეშად გაჩეხეს.
მდიდარი ბიბლიოთეკიდან ნუსხური წიგნები წაიღეს.
დიანოზს ხუთი შვილი ჰყავდა: ეპიფანე, მაქსიმე, მიტროფანე, ბარბარა და მინუცა. ბარბარამ და მინუცამ სკოლა-გიმნაზია დაამთავრეს,
ხოლო მიტროფანემ და მაქსიმემ მამის გზა აირჩიეს. მაქსიმემ ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ორსანტიაში ააშენა ეკლესია და იქ მსახურობდა.
მიტროფანემ უმაღლესი სასულიერო განათლება მიიღო და ეკლესიაში მსახურობდა. სკოლაშიც ასწავლიდა, სასამართლოს მდივანიც იყო.
მან ისე იცხოვრა, რომ საეკლესიო წეს-ჩვეულებები არ დაურღვევია და სიცოცხლე ღვთისმსახ-
გვ256
ურებას შესწირა. ეპიფანემ აგრონომიული განათლება მიიღო. საკუთარ ეზო-კარს ანაშენიანებდა და სოფლის მოსახლეობას ნერგებით ეხმარებოდა.
სამწუხაროდ, დიანოზ კვარაცხელიას შთამომავლებს გვარის გამგრძელებელი არ დარჩათ.
მარინე დამენია