სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შმაგი გოგშელიძე 1971-09/07/93 წელი გარდ.  აფხაზეთი დაბ. სოფ. ლისი, მცხეთა შმაგი გოგშელიძე 1971-09/07/93 წელი გარდ.  აფხაზეთი დაბ. სოფ. ლისი, მცხეთა შმაგი გოგშელიძე 1971-09/07/93 წელი გარდ.  აფხაზეთი დაბ. სოფ. ლისი, მცხეთა

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გოგშელიძე სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

შმაგი გოგშელიძე 1971-09/07/93 წელი გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ლისი, მცხეთა

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

შმაგი გოგშელიძე დაიბადა 1971 წლის 6 თებერვალს.


სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა. როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა გახდა საჭირო, შმაგი უყოქმანოდ ჩაეწერა მოხალისედ ორხევის ბატალიონში. დარჩა გამწარებული მშობლები, და-ძმა, მეუღლე და პატარა თამაზი, რომელიც დღესაც გაჰყურებს გზას უსასრულობისკენ და თავისი მამიკოს დაბრუნებას ელოდება.


შმაგი უყვარდათ და პატივს სცემდნენ მის მართალ სიტქვას, ვაჟკაცობას, სიმამაცეს, შეუპოვრობას.

1993 წლის 9 ივლისს ტამიშთან ვერაგულად დახოცეს ქართველი ბიჭები.

დაქირავებულ და კბილებამდე შეიარაღებულ მედესანტეებს ვერც შმაგის სილამაზე და ახალგაზრდობა გადაურჩა. 22 წლის გმირი ვაჟკაცი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.


 

პრაიმ ტაიმის სტატია

შმაგი გოგშელიძე ერთ-ერთია, ვინც აფხაზეთის ომს შეეწირა. ოჯახს მის შესახებ წლების განმავლობაში განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ – იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ცოცხალი იყო.

    შმაგის ძმა, ნუგზარ გოგშელიძე „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, როგორ დაადგინეს ძმის ბედი და რა გზა გაიარეს, ვიდრე დაადგენდნენ, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალული ახალგაზრდა ნამდვილად შმაგი იყო თუ არა.

ერთი მებრძოლის მძიმე ამბავი


    – 1991 წელს, ქართული გვარდია რომ ჩამოყალიბების სტადიაში იყო, მაშინ გამოიძახეს ჩემი ძმა. ის ჩემზე წლი-ნახევრით იყო უფროსი. ან ის უნდა წასულიყო ჯარში, ან – მე, ასე გვითხრეს და როცა სიტუაცია გავარკვიე, ვარჩიე, მე წავსულიყავი, რადგან მაც ფეხმძიმე ცოლი ჰყავდა, მე კი უცოლო ვიყავი. ვირიცხებოდი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში.

    მას შემდეგ ათასი არეულობა გამოვიარე და ყველა ომში ნამყოფი ვარ, 2008 წლის ომის ჩათვლით. 1992 წელს სამაჩაბლოშიც ვიყავი. შემდეგ დაიწყო აფხაზეთის ომი. ამ დროს სახლში ვიყავი გამოშვებული, 2-3 დღით და როცა ომის დაწყების ამბავი გავიგე, მაშინვე წავედი. ნაწილში მივედი, – გამიშვით-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს და გავიპარე. სახლშიც არავინ არაფერი იცოდა, თვე-ნახევრის განმავლობაში ისიც კი არ იცოდნენ, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი.

    1992 წლის სექტემბერში დავიჭერი, 10 დღე მაინც დავრჩი აფხაზეთში, მაგრამ მერე აღარ დამტოვეს და გამომიშვეს. ჩემს ჩამოსვლამდე ჩემი ძმა მეგობართან ერთად წამოსულა ჩემს მოსაძებნად. ის მეგობარიც თავისი ძმის მოსაძებნად მოდიოდა.

მოკლედ, ასე: ძმების საძებნელად გამოეშურა ორი მეგობარი, მაგრამ შმაგიმ ვერ მომაგნო.


    ადგილზე ჩასულმა სიტუაცია რომ ნახა, გადაწყვიტა, თვითონაც დარჩენილიყო და ებრძოლა. მივიდა ჩემს ნაწილში და უარი უთხრეს – ისედაც უამრავი ძმა იბრძვის გვერდიგვერდ და შენ ვეღარ მიგიღებთ, შინ გაბრუნდიო. შემდეგ მივიდა მხედრიონში, სადაც ჩვენი ბიძაშვილი იყო და იმანაც უარი უთხრა და გამოაბრუნა. თვითონ იმ პერიოდში მუშაობდა „გრუზარმენსტროი“ ერქვა კომპანიას და იქ, – მძღოლად. იქვე იყო გარაჟი და სამხედრო ნაწილიც – ორხევის ბატალიონი და იქ ჩაირიცხა და ომშიც იქიდან წავიდა.

    16 მარტს ყველაზე ძლიერი ბრძოლა მოხდა, სადაც შმაგის მონაწილეობდა და მას მერე სხვა ბრძოლებშიც. რამდენიმე დღით შინ იყო ჩამოსული, დედა და მამა ეხვეწებოდნენ, აღარ წასულიყო, მაგრამ არ დაიშალა.

ამ დროს მისი შვილი წლი-ნახევრის იყო. – მე ცოლიც მყავს და შთამომავალიც და იქ ისეთი ბიჭები იბრძვიან, შვილიც რომ არ ჰყავთ და იმათ რა ვუთხრაო?

აქედან გადაფრინდა 2 ივლისს, ჩაერთო ბრძოლებში და როგორც ჩვენ ვიცით, 9 ივლისს დაიღუპა.

    როცა შეგვატყობინეს, არც კი გვჯეროდა. მერე ჭორებიც მოდიოდა ჩვენ ყურამდე, რომ ცოცხალი იყო. მალევე ჩამოასვენეს აფხაზეთიდან, ცინკის კუბოთი. ჩვენ ჩასასვენებელი არ გაგვიხსნია, არ შეიძლებოდა. დავასაფლავეთ საგვარეულო სასაფლაოზე. თუმცა, წლების განმავლობაში სიმართლეს ვერ ვიგებდით, შმაგი ნამდვილად გარდაცვლილი იყო თუ არა, რადგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიგებდით.

    ზოგი გვეუბნებოდა, ტანკმა გადაუარაო, ზოგი – ყუმბარაზე აფეთქდაო, ზოგი – სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლაო. ზოგი კი იმასაც გვეუბნებოდა, რომ ცოცხალი იყო, ბერად იყო აღკვეცილი აფხაზეთში და თითქოს იქიდან გვითვლიდა – ნუ მეძებენო.



ძნელია, როცა არ იცი, ვისი მიცვალებული დამარხე და შენი ოჯახის წევრს კი წლების განმავლობაში ელოდები, როდის შემოაღებს კარს.

    დედა მასზე დარდს გადაჰყვა. 2011 წელს გარდაიცვალა, სიმსივნე ჰქონდა მკერდზე და შეიძლებოდა, რომ მისთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა და სიცოცხლე გაგვეხანგრძლივებინა, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწია და ოპერაციაზე უარი თქვა, სიცოცხლე აღარ უნდოდა.

    რაც ჩემი ძმის გარდაცვალების ამბავი გაიგო, მას მერე თმა არ შეუკვეცავს, ისე გარდაიცვალა. ბოლომდე არ კარგავდა იმედს, რომ მისი შვილი ცოცხალი დაბრუნდებოდა.

    ბოლო ინფორმაცია, რომ ბერად იყო აღკვეცილი, დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიგეთ და მოსვენება დავკარგეთ. ყველაზე მოკლე გზა საიმისოდ, რომ გამეგო, ვინ იწვა საგვარეულო საფლავში – ჩემი ძმა თუ ვინმე სხვა, იყო დნმ-ის ანალიზი. წითელი ჯვრისა და სახელმწიფოს ჩართულობით მოხდა საფლავის გახსნა, ანალიზისთვის.

    პასუხად მივიღეთ, რომ ის ნამდვილად ჩემი ძმა იყო, თუმცა, როდესაც საფლავი გახსნეს, მისი ტანისამოსის ერთი დეტალიც მეცნო. ვთხოვე, თუ ჩემიანის გვამი არ აღმოჩნდება და პატრონი არ გამოუჩნდება, მიცვალებული მე მომეცით, რადგან ეგ მიცვალებული ღმერთმა მარგუნა და ბოლომდე მივხედავ-მეთქი.

– ვერ შეგპირდებით, მაგრამ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ამის სურვილი გამოთქვაო.

ემოციები, როცა საფლავი გახსნეს, არ მახსოვს, წინასწარ დავლიე და დავთვერი, რომ ამ ყველაფრისთვის გამეძლო.

    სიმართლე რომ გითხრათ, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ჩემი ძმა იყო ის, ვინც დავასაფლავეთ, რაღაცნაირმა სიმშვიდემ დაისადგურა ჩემს შიგნით. ცოტა ისეთი სათქმელია, „სიმშვიდემ დაისადგურა“, მაგრამ მერწმუნეთ, მუდმივი მოლოდინი და გაურკვევლობაში ყოფნა გაცილებით მძიმეა. სადღეგრძელოს რომ ვამბობდი, იმასაც კი ვერ ვიტყოდი ხოლმე – ჩემი ძმა აცხონოს უფალმა-მეთქი. ვინც იმ საფლავში წევს, უფალმა აცხონოს-მეთქი, ვამბობდი.

    15 აგვისტოს, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ სხვა მებრძოლებთან ერთად დამარხეს ჩემი ძმის ნეშტიც, ძმათა სასაფლაოზე. მამა წინააღმდეგი იყო, რომ იქ დაგვეკრძალა, მაგრამ დავარწმუნეთ, რომ შმაგი საქართველოს ისტორიის ნაწილია, მისი ადგილი კი თავისი თანამებრძოლების გვერდითაა.


https://primetime.ge/tu-patroni-ar-gamouchndeba-mitsvalebuli-me-mometsit-radgan-is-ghmertma-marguna/


შმაგი გოგშელიძე 1971 წლის 6 თებერვალს ქ.თბილისში დაიბადა. იგი ოჯახთან ერთად მცხეთის რაიონის სოფელ ლისში ცხოვრობდა. მეუღლე, ეკატერინე გოგიჩაიშვილი, ადრე შეირთო, 22 წლისას უკვე წლისა და ექვსი თვის თამაზი ჰყავდა. 1991 წელს, როდესაც ეროვნული გვარდია იქმნებოდა, შმაგი ქართულ ჯარში გამოიძახეს. უმცროსმა ძმამ, ნუგზარმა ახალდაცოლშვილებული ძმა ჯარში არ გაუშვა და თვითონ წავიდა. ამ ხანში აფხაზეთში ომიც დაიწყო.  ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლკში ჩარიცხულმა ჯარისკაცმა პირდაპირ ომში ამოჰყო თავი.  ორ თვეში ტამიშის ხიდზე ტანკში აფეთქდა ნუგზარი და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დაჭრილი მეომარი ომიდან გამოიწვიეს, მისი ადგილი კი მისმა ძმამ, 22 წლის შმაგი გოგშელიძემ დაიკავა.   ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. როცა გაიგეს, გვიანი იყო. არ შეისმინა მათი ვედრება, შინ  პატარას ტოვებო. ვისაც საერთოდ არ ჰყავს ცოლ-შვილი და იბრძვის, აბა, იმან რა უნდა ჰქნასო, იყო მისი პასუხი. წავიდა და აღარ დაბრუნებულა. 

ნუგზარ გოგშელიძე: „1991 წელს, როდესაც ეროვნული გვარდია ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჩემი ძმა ქართულ ჯარში გამოიძახეს.  მაშინ იგი  20 წლის იყო. ცოლი ახალი შერთული ჰყავდა. მცხეთის რაიონის კომისარმა, გოგი პაპავაძემ უთხრა, ან შენ უნდა წახვიდე და ან შენი ძმაო. მე მაშინ 18 წლის ვიყავი, ვუთხარი, შენ სად უნდა წახვიდე, ცოლი გყავს, დღე-დღეზე შვილს ელოდები, მე წავალ-მეთქი.  ომი რომ დაიწყო, ძებნა დამიწყო და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკს მოაკითხა, რადგანაც იქ  ვმსახურობდი. შტაბის უფროსმა, ნოდარ მუსერიძემ არ მიიღო, ორ ძმას ომში ვერ წაგიყვანთო და  უარით გამოისტუმრა.  სადაც ის მუშაობდა - „თბილქალაქმშენი“ - სამხედრო ნაწილთან ახლოს მდებარეობდა. ჩემთან რომ უარი უთხრეს, ამის შემდეგ, 1993 წლის იანვარში, ორხევის ბატალიონის ცალკეულ ასეულში ჩაირიცხა. ომში რომ იყო, 1993 წლის 15-16 მარტის შეტაკების შემდეგ გავიგეთ. ორჯერ წავიდა და ჩამოვიდა. მესამე წასვლაზე, 2 ივლისის ტამიშის დესანტის დროს, უკან აღარ დაბრუნებულა.აქედან 2 ივლისს გადაფრინდა. 8 ივლისიდან უკვე კვალი ქრება. 11 ივლისს „ცინკის“ კუბოთი ჩამოასვენეს, მაგრამ ეჭვი გვეპარებოდა, რომ ნამდვილად შმაგი იყო. ცოცხალიაო, ხმები მომდიოდა. აქ რომ ორმოცი გვქონდა, იქ ვნახეთო,  გვითხრეს“.

ამ ეჭვების გამო გასული წლის 17 მაისს შმაგი გოგშელიძის ნეშტი ექსპერტიზაზე გაგზავნეს  ზაგრებში. დეენემის პასუხმა დაადასტურა, რომ ცხრა წელი შმაგი თურმე მართლაც დედის გვერდით განისვენებდა. დედის, რომელმაც შვილის დაღუპვის ეჭვი საფლავში გაიყოლა. ციცინო გოგიძე, ფაქტობრივად, შვილის დარდს გადაჰყვა. მას მძიმე სენი შეეყარა. როგორც შმაგის მამამ, თამაზ გოგშელიძემ გვითხრა, შვილის გარეშე სიცოცხლეს რაღა აზრი აქვსო, ამბობდა თურმე დედა და ოპერაცია არ გაუკეთებია.

სოფელ ლისის საჯარო სკოლა, სადაც შმაგი  სწავლობდა, გმირის სახელს ატარებს. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის’’. მიღებული აქვს მაშინდელი პრეზიდენტის  მადლობის წერილი.

შმაგი გოგშელიძეს  14 აგვისტოს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.  15 აგვისტოს კი აფხაზეთიდან გადმოსვენებულ სხვა მეომრებთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მხედრული პატივით დაკრძალავენ. 


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.06.2021
ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.08.2021
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0