გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ვლადიმერ არქიპოს ძე ქელეხსაშვილი დაიბადა 1968 წლის 13 აგვისტოს ქლაქ თილისში.
დაამთავრა თბილისის №71 საშუალო სკოლა. 1987 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში-ავღანეთში,სადაც ბრძოლისას დაიჭრა. ჯარიდან დაბრუნდა 1989 წელს. ჭრილობის მოშუშების შემდეგ ვლადიმერმა მძღოლად დაიწყო მუშაობა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ საწარმოში.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს ავღანეთის ომგამოვლილი ვაჟკაცი სამშობლოსთვის გულანთებული ვაჟკაცების გვერდით დადგა, მეგობრებთან ერთად ჩაერთო ჯგუფებში,რომელთაც ტანკები გადაჰქონდათ აფხაზეთში. სოხუმში ჩასვლისას ვლადიმერმა სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ბიჭებთან და ავღანეთში მიღებული საომარი გამოცდილება გამოეყენებინა სამშობლოს საკეთილდღეოდ. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში.
1992 წლის 26 ნოემბერს მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას(სოფ. ქვემო ეშერასთან) ერთ-ერთი პოზიციური ბრძოლის დროს, ვლადიმერ ქელეხსაშვილი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვლადიმერ ქელეხსაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.