გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ლევან შათირიშვილი
დადიოდი თბილისის ქუჩებში ამაყი და ლამაზი. გიყვარდა გაზაფხული, გიყვარდა სიცოცხლე, დედა, ძმა, მეუღლე, შვილები. ყველაფერი გხიბლავდა ლამაზი და ამაღლებული. თავადაც ლამაზს და ამაღლებულ სულის პატრონს.
მაგრამ, მაინც სამშობლო იყო შენთვის უპირველესი, ზეშთაებრივი. ამიტომაც იყო, რომ შენ უმალვე იქ გაჩნდი, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა დედასამშობლოს... აყივლდა შენში გმირი წინაპრების სისხლი და შენი სიცოცხლე უდრტვინველად მიიტანე სამშობლოსათვის სამხსვერპლოზე ზვარაკად.
2 სექტემბერს, იმ ავბედით დღეს, როდესაც სოხუმი ცეცხლის ალში ინთქმებოდა, მტარვალის მიერ გასროლილმა ტყვიამ შენი სიცოცხლე შეიწირა, სული კი მარადიულობაში გადასახლდა.
ქარი დაჰქრის შენს სევდიან სამარეზე. არა ეს მართლა ქარი არ გეგონოს, ეს შენი მეუღლე – ხათუნას ფორიაქია. წვიმა გეპკურება გულზე – არა არც ესაა წვიმა. ეს შენი საბრალო დედის მდუღარე ცრემლებია. შენი მკლავის სიმაგრე შენი ძმის ' „ცოცხლეა. გაბრწყიწებული მზე კი შენი ოთიკოს და პატარა ნათიას ხალასი სიცილია. ცოცხლე ისევ გრძელდება როგორც პოეტი იტყოდა: “ „ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს...“ შენი სიცოცხლე შენს ოთიკოშ. და ნათიაშია განსახლებული. ჩვენი უსაყვარლესო ლევან, შენ ისევ ჩვენთან ხარ. რაღგან სიკვდილი ვერასდროს ვერ წაშლის იმას, რასაც ჩვენში შენი სიცოცხლე ჰქვია!!!
565 გვერდი წიგნიდან უკვდავება