გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ნოდარ სერაპიონის ძე ყურაშვილი დაიბადა 1950 წლის 12 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.
დაამთავრა ეგნატე ნინოშვილის სახელობის ახალდაბის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო- სავალდებულო სამსახური. მუშაობდა წყურგილის ქვის საამქროში მემანქანედ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რიგითი ნოდარ ყურაშვული ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში,პირნათლად ასრულებდა მეთაურთა ბრძანებებს,თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1993 წლის 19 სექტემბერს ნოდარ ყურაშვილი სოფელ ახალდაბის დაცვის დროს დაიღუპა.
ნოდარ ყურაშვილი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.