სულ ვიზიტორი : 6921754241
განთავსებული სტატია : 9171

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურა ბურნაძე 1993წ. გარდ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი ზურა ბურნაძე 1993წ. გარდ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი ზურა ბურნაძე 1993წ. გარდ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი
აფხაზეთის ომი

გვარი ბურნაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

70       ბეჭდვა

ზურა ბურნაძე 1993წ. გარდ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

ზურა ბურნაძე 1993წ. გარდ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

დღეს კიდევ ერთ ქართველ ქალს გაგაცნობთ... ასმათ ბურნაძე... იგი შვილმკედარი დედა გახლავთ, ზურაბ ბურნაძის დედა... ჩემი შინ მისვლის მიზეზი რომ გაიგო, მთხოვა: „ჩემზე ნურაფერს დაწერთ, შვილო, თქვენ იმ ბაჭებზე დაწერეთ,იქ, აფხაზეთში თავი რომ გაწირეს ქართული მიწისათვის, მათ საქციელზე, მათ გმირობაზე, ჩვენ, მშობლები, ამ შემთხვევაში, ზედმეტები ვართო“.

ქალბატონო ასმათ, მე არა მაქვL უფლება დღეს თქვენ არ შეგისრულოთ რაიმე თხოვნა, მაგრამ მაპატიეთ, თუ ეს არ გამომივა იმ ბუნებრივი მიზეზის გამო,რომ თქვენს შვილზე დაწერილი თითოეული კარგი სიტყვა თქვენც გეკუთვნით, მისი კარგი კაცობა თქვენი კარგი ქალობის მაჩვენებელია. ზურას გმირობაში ლომის წილი თქვენც მიგიძღვით, როგორც მის გამზრდელ დედას. ერთი ხალხური ლექსი მახსენდება: „ერთ შვილ ხომ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია“, – თავს ინუგეშებს შვილმკვდარი დედა. თქვენ ორი ასეთი ვაჟკაცი გაზარდეთ, ერთი დაეცა, მეორე დღესაც იქ დგას, სადაც მისი ყოფნა საჭირო და გამართლებულია. 


ცრემლმშრალი უხმოდ ეფერებით შვილის სისხლშემხმარ მაისურსა და დაცხრილულ სამხედრო ტანსაცმელს. თხუთმეტი დღის გამოუცვლელს, დღესაც რომ გენანებათ გასარეცხად, მისი სუნი ასდისო. ვაჟას უთქვამს – „ლამაზად.

შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“. აბა, მე უკეთესი რა უნდა გითხრათ, მხოლოდ ერთს შემოგბედავთ: ჩვენ ძალიან გვჭირდებით თქვენ დღეს.

ახლა სჯობს ისევ თქვენ მოგისმინოთ:

 – „ზურა 15 „აგვისტოს უკვე სოხუმში იყო. 17-ში ჩემი მეორე ბიჭი მის  გზას დაადგა. უფროსს ხანდახან ტელევიზიით მაინც ვხედავდი,პატარას დარდი მკლავდა, ის ფოთში იყო. ვეღარ გავძელი სახლში და 27 აგვისტოს წავედი. სამტრედიამდე ძლივს მივედი... იქედან ვერაფერს გავყევი,ბინდდებოდა... ფეხით დავადექი გზას... მივდივარ და ბედად ჩემი „სიძე, დის ქმარი დამეწია, ჩამსვა. მანქანაში. ვიფიქრე, ეს კაციც ხიფათში არ ჩავაგდო-თქო. ამ დროს მილიციის კურსანტთა ავტობუსი წამოგვეწია და მათ ვთხოვე ფოთამდე მიყვანა. შევეცოდე და ჩამსვეს ავტობუსში... ჩავედი ფოთში... შავნაბადას ბატალიონი აფხაზეთში გაეგზავნათ... გამასწრეს.... მაინც ვნახე ერთი ბიჭი, რომელიც თენგოს იცნობდა და მთხოვა: „ასმათ დეიდა, დაბრუნდით თბილისში, თენგოს შერცხვება, თქვენ რომ ჩააკითხავთო“, დავბრუნდი...

შავნაბადას ბატალიონი ლესელიძე-განთიაღში იბრძოდა. ხმა გავრცელდა უჭირთო ბიჭებს. პასპორტი ავილე და ისევ უკან გავწიე... ჩავედი ისევ. ფოთამდე... გავყევი. გემს, რომელსაც ლტოლვილები გამოყავდა სოჭიდან და. ისევ.უკან ბრუნდებოდა...

ჩავედი სოჭში... იქედან ლესელიძე-განთიადამდე რაღაც ავტობუსს გავყევი.. მერე ფეხით ვიარე ხუთი კილომეტრი ტყე-ტყე, მინდორ-მინდორ... საზღვარზე უკვე რუსის ჯარი იდგა, ვეღარ იგრძნობდით თავს საქართველოში... როგორც იქნა, მივაღწიე... ვხედავ იმ ბიჭს, ორი დღის წინ ფოთიდან რომ უკან,თბილისში დამაბრუნა. აქ არიანო თენგოც და ზურაც. თურმე სოხუმში რომ გაუგიათ, შავნაბადელებს უჭირთო, სასწრაფოდ წამოსულან ისინიც.

ასე შეხვდა ჩემი ორი შვილი შემთხვევით ერთმანეთს და ასე მივაგენი.

მათ. პატარას წამოყვანა მინდოდა, ის ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო. რა თქმა უნდა, ჩემს ნათქვამზე არ წამოვიდოდა. მაშინ მიხვდა ზურა ჩემს გასაჭირს და უთხრა ძმას: დედას უნდა გაყვეო... ხმა არ ამოუღია, ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია ძმას. მათ ხომ ხმამაღალი საყვედურიც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის არასოდეს. ასე გამომატანა ეს პატარა, თითქოს თვითონ დიდი იყო, 23 წლის. ჩამოვედით თბილისში... ჩვენზე ადრე ზურას დაღუპვის ამბავია ჩამოსულიყო ქალაქში.

ასე დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზე,ერთი დღეც რომ არ ავიდე, გავგიჟდები. ავდივარ ნებისმიერ დროს, არ მეშინია ასე მგონია, შვილის საფლავიც მიცავს. ორი დღის 'წინ გვიან ავედი, ბიჭები დამხვდნენ, იდგნენ და ტიროდნენ. მერე მათ ერთი გამოეყო, მოვიდა და მითხრა:

„ასმათ დეიდა, მე ის ბიჭი ვარ, თქვენ რომ ფოთიდან დაგაბრუნეთ, აქ ბევრჯერ გნახეთ, მაგრამ მოსვლა ვერ გავბედეო“. ხის ფეხი ჰქონდა ამ ბიჭს. ახლა მე ბევრს ვლოცულობ ყოველდღე დავდივარ საყდარში, თუ ნებისყოფა მეყო, ალბათ, მონაზვნადაც აღვიკვეცები“.

როგორ დაიღუპა ზურაბ ბურნაძე? ფორმირებათა საბჭომ (გაგრის შტაბი)გადაწყვიტა შეტევა განეხორციელებინა ბზიფის მიმართულებით... გზატკეცილზე მძიმე ტექნიკით შეტევაზე გაემართებოდნენ „შავნაბადას“ ბატალიონი, მარცხენა ფლანგზე „მხედრიონის“ ნაწილები, მარჯვნივ – ზღვის სანაპიროთი ლეგიონი, კურსანტები და ადგილობრივი მოხალისეები. შეთანხმებისამბერ ცოტა ადრე უნღა დაძრულიყვნენ, უზრუნველეყოთ ცენტრალური დაჯგუფების მიახლოვება პოზიციებთან. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ფლანგებმა ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მათ თვითონ მოუხდათ შეტაკება,ვერ მიეხმარნენ  ცენტრალურ ნაწილს. არავის ჰქონდა რაცია, რომ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს და გაეგოთ რა ხდებოდა. „შავნაბადელები“ მაინც არ კარგავდნენ იმედს. ბიჭები ალყაში მოხვდნენ. მაშინ იყვირა ასმეთაურმა ზურაბ ბურნაძემ: „ჩვენები მარჯვნივ რას აკეთებენო?“. უკვე გვიან იყო. დაეცა ერთი,მას მიჰყვა მეორე. კოტე, ერთხელ მოცელილი მეორეჯერ წამოიმართა, ზურა დაჭრილის გამოსაყვანად გავარდა; სნაიპერმა მარჯვნიდან მოცელა ძმაკაცები რატი და მიშიკო, ოცი წლის საყვარელი ბიჭი. დედისერთა ჩელესთან ჭურვი აფეთქდა,

ბატალიონი ალყაში იყო.

ზურაბ ბურნაძე, რატი კიკაჩეიშვილი, მიშიკო ქორიძე, სანდრო ვაჩეიშვილი,,კოკა კლდიაშვილი, ლაშა დუნდუა, ზურა ჯაშიაშვილი, მათ მიყვნენ: ლევან აბაშიძე, სულხან სულხანიშვილი, კოტე ჯანჯღავა, გია ნადირაშვილი, აი, არასრული სია მათი, ვინც პირველი დაეცა აფხაზეთის ომში, ლესელიძე – განთიადის აღებისას. ეს იყო ჩვენი პირველი მარცხი. ეს ბიჭები არიან საქართველოს პირველი ტკივილი, თბილისის პირველი ცრემლი, ქალაქში ჩამოსვენებული პირველი ცხედრები, გამიზნულად ცეცხლის მორევში გადაშვებულნი, მამულის სიცოცხლის გადასარჩენად – გმირობაც სხვა არაფერია.

„გადარჩენილი ბიჭები იგონებენო, – მითხრა ქალბატონმა ასმათმა, – ერთხელ ტყეში ორი ჩეჩენი მოუკლავთ, ერთ-ერთს შარვლის ტოტი ფულით ჰქონია გამოტენილი. ზურას ამოუღია ეს ფული და გამწარებულს სახეზე დაუყრია ჩეჩენისთვის, „ამისათვის მოხვედი საქართველოშიო?“ – უთქვამს. სახე აღარ უჩანდა იმ კაცს,იმდენი იყო ის ფულიო".

„შვილი მაინც დამრჩენოდაო მისი, – წუხს ქალბატონი ასმათი, მაგრამ ის ბავშვიც ცოდო იქნებოდა, ალბათ, უმამოდ“.

თენგომ აუსრულა სურვილი ყველას, დაოჯახდა... ბურნაძეების ოჯახში მალე შვილიშვილს ელოდებიან...

ზურა ბურნაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.


      მ.ირემაძე



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 02.07.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 01.07.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


აფხაზეთის ომი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა