მამუკა სამხარაძე
„შენ სულ სხვანაირი გულის პატრონი იყავი, სამშობლო დედისა და დის წინ დააყენე, სხვაგვარად, ვიცი, ვერ მოიქცეოდი“ -– ეს დედის წერილიდან ამონაწერია, რამხელა ტკივილი და სიამაყე იფარება ამ სიტყვებში. ძნელია, ასეთ ტკივილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ საამაყოა ისიც, რომ შენმა გაზრდილმა უყოყმანოდ შესწირა სამშობლოს თავი. მამუკა სამხარაძე დაიბადა 1971 წლის 21 დეკემბერს, სოფ. ჩუმათელეთში. დაამთავრა იტრიის საშ. სკოლა.
1991 წლის 2 თებერვალს ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ 2054-ის ავტო-ბატალიონში, სამხედრო სამსახურის დროს მიილო სერჟანტის წოდება. დიდი წვლილი შეიტანა მამუკამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში. მონაწილეობდა სამაჩაბლოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
1993 წლის 18 ივნისიდან ს/ნ 2054 გადაიყვანეს აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. სერჟანტი მამუკა სამხარაძე გმირულად იბრძოდა ქ. სოხუმის, მდ. გუმისთისა და ტამიშის ბრძოლებში. სამშობლო, ოჯახი, მეგობრები იყო მიზეზი, რისთვისაც მამუკას სიცოცხლე არ ეშურებოდა, რისთვისაც ღირდა სიკვდილი. 1993 წლის 2 ივლისი, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ძველი კინდლი, ადგილი, სადაც გამაგრებული იყო ს/ნ 2054. აფხაზთა შეიარაღებულმა ბანდებმა მძლავრი შეტევა განახორციელეს სოფ. ძველი კინდღის მიმართულებით. მამუკამ და მისმა თანამებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აფხაზთა გააფთრებულ ბანდებს, მაგრამ მტერმა, მძიმე ტექნიკის დახმარებით, შეძლო ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგობის გატეხა და მათი ალყაში მოქცევა. რამდენიმესაათიანი უთანასწორო ბრძოლის შედეგად სერჟანტი მამუკა სამხარაძე და მისი მრავალი თანამებრძოლი გმირულად დაიღუპა. მამუკასთან ერთად დაიღუპნენ მისი თანასოფლელები და თანამებრძოლები თემურ თივათელიძე და ანზორ ნოზაძე, ისინი ერთად ჩამოასვენეს სოფელში და დაკრძალეს საძმო სასაფლაოზე. ღვთის ნათელი ფარავდეს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირ ბიჭებს, მარადიული ხსოვნა მათ სახელებს.
ძალიან მიმძიმს იმის მოგონება, რაც მამუკამ გაიარა თავისი ხანმოკლე ცხოვრების გზაზე. მამუკა ძალიან გულთბილი, კეთილი და სამართლიანი იყო ყველას მიმართ, რომელიც მან გმირი მეგობრის, პეტრე ტელიაფუსის, ცხედართან დადო, რომ მის ოჯახს, როგორც საკუთარს, ისე მიხედავდა. დრო ვერ გაანელებს იმ დიდ ტკივილს, რაც ირაკლის დაღუპვამ მიაყენა მის ახლობლებს, თუმცა იმ სახელმა, რაც მან ამქვეყნად დატოვა, იქნებ სულ მცირე შვება მაინც მოჰგვაროს მისი დაკარგვით გულდამძიმებულ ოჯახს.
გაზეთი „ხაშურის მოამბე“ 14 აგვისტო, 1993 წელი
ტამიშის დესანტი
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური