გოჩა სამსონის ძე გოგოჩიშვილი დაიბადა 1967 წლის 27 აპრილს სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროში. მამა დაბადებულია რაჭაში სოფელი გლოლა ონი,გარდაიცვალა სოფელი ეშერა, სოხუმი აფხაზეთი 1992 წელს, დაკრძალულია რუსთავში.
სკოლაში შევიდა 1974 წ. დაამთავრა მირზაანის რვაწლიანი სკოლა, შემდეგ – ჯაფარიძის სახელობის პროფტექნაკური სასწავლებელი.მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1985 წელს შევიდა რუსთავის 104-ე პროფესიულ ტექნიკუმში, დამთავრების მერე მუშაობდა აზოტის ქარხანაში. ჰყავდა დედა და და. იყო უცოლშვილო.
გოჩა მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის რუსთავის ბატალიონში. აფხაზეთის რეგიონში პირველი დღეებიდანვე მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. ეშერაზე ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა. 1992 წლის ოქტომბერს. სამშობლო არ დაივიწყებს თავის ღირსეულ შვილს – გოჩა გოგოჩიშვილს.
დედასთან ერთად თამარ ნიკოლოზის ასული სიბაშვილი დაიბადა 20 აგვისტო 1948 წელს სოფელ მაჩხაანში
მარჯვნივ მამა მამა 5 სექტემბერი 1945წელი სოფელი გლოლი, რაჭა, გოგოჩიშვილი სამსონი ნიკოლოზის ძე, გარდაიცვალა 03 აპრილი 2009 წელს
და მზია გოგოჩიშვილი დაბადებულია სოფელი მირზაანი 1971 წელს. გათხოვილია და ცხოვრობს სოფელ კარდენახში.
დისშვილი ვანო მარტიაშვილი თამაზის ძე დაბადებულია 1988 წელს, სოფელი კარდენახი გურჯაანი, სამშვიდობო მისების მონაწილე 2008 წლის ომის ვეტერანი.
დისშვილი სულა თამაზის ძე მარტიაშვილი დაბ. 1986 წელს სოფელი კარდენახი გურჯაანი, სამშვიდობო მისების მონაწილე 2008 წლის ომის ვეტერანი.