სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თემურ გიორგის ძე ირემაშვილი 1952-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი თემურ გიორგის ძე ირემაშვილი 1952-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი თემურ გიორგის ძე ირემაშვილი 1952-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი

1952-1993 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ირემაშვილი სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

284       ბეჭდვა

თემურ გიორგის ძე ირემაშვილი 1952-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი

თემურ გიორგის ძე ირემაშვილის ავღანელი

მოგონება მერამდენე გიორგობა და შენი დაბადების დღე უნდა გაუთენდეს შენს ოჯახს. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენთან ერთად აღარ ხარ. დავრჩი სულ მარტო... სამ შვილთან ერთად. ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანეთ უშენოდ და შენს მოლოდინში. დღესაც კი იმ იმედით ვართ, რომ დაბრუნდები შენს ოჯახში. ბრძნული გამონათქვამია „ადამიანი იმედით ცხოვრობსო“ და ეს იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს. სიხარულით და ამავდროულად სევდიანად ვიხსენებთ მე და ჩვენი შვილები ერთად გატარებულ დროს. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა გოგიტა გაგვიბედნიერდა. დიდი მოლოდინით ელოდებოდი შვილიშვილს, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ აფხაზეთის ომში მოგიწია წასვლა სამშობლოს დასაცავად და არ დაგცალდა მისი ნახვა. ღვთის ნებით ჩვენი შვილიშვილი შენს დაბადების დღეზე 23 ნოემბერს დაიბადა, რომელიც შენს სახელს ატარებს და იმედია გმირი ბაბუის სახელს ის არასოდეს შეარცხვენს. გოგონები ნანა და დიანა გაბედნიერდნენ, ყავთ შვილები და ისინიც მათთვის უცნობ გმირ ბაბუას ამაყად მოიხსენიებდნენ ხოლმე. გოგიტა ძალიან აქტიურობდა, ცდილობდა თუნდაც რაიმე ინფორმაცია მოეძიებინა შენზე.


    2015 წლის ზაფხულს, ჩაგვიტარდა ნMM-ის ანალიზი და ძალიან უხაროდა და იმედი ჰქონდა, რომ ცოცხალს თუ ვერა, მამის ძვლებს მაინც იპოვნიდნენ და საფლავი მაინც გვექნებაო. მაგრამ არ დასცალდა, გოგა ტრაგიკულად დაიღუპა, ისიც შენსავით სრულიად ახალგაზრდა, 41 წლის. შენ ჩემგან განსხვავებით ბედნიერი ხარ, რომ არ იყავი ჩვენი შვილის ტრაგედიის დროს. არ ვიცი როგორ დავწერო შენზე თემო, ზემოთ როგორც ავღნიშნე, ჩვენ ცოცხალს გელოდებოდით და მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი. ნებისმიერ სუფრაზე შენს სადღეგრძელოს ასე ამბობენ „თემოს გაუმარჯოს სადაც არის და როგორც არის-ო“. არავის არ უნდა შენზე წარსულში ლაპარაკი. მაგრამ თუ არ ხარ ამ ქვეყანაზე... თქვენ მუდამ ჩვენს გულებში იქნებით, დაე დაგიმკვიდროთ სასუფეველმა ცათამ თქვენი სულები. ჩვენ ვილოცებთ თქვენი მარადიული ხსოვნისთვის.

მეუღლე ლუბა ირემაშვილი

მოხსენიებული პოსტში მიხეილ კოკაია გარდ. 1993წ სოხუმი აფხაზეთი გადადი ლინკზე




 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.07.2021
ბოლო რედაქტირება 07.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0