მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ვალერი თოთორის ძე მუშკუდიანი დაიბადა 1960 წლის 22 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1966-1977 წლებში სწავლობდა ახალდაბის პირველ საშუალო სკოლაში. 1981-1986 წლებში მსახურობდა სოხუმის შსს-ში,რიგით თანამშრომლად.
ვალერი მუშკუდიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაება.ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის მე-2 ასეულში ათეულის მეთაურად.
ვალერი მონაწილეობდა კინდღი-ტამიშის გზის გახსნაში,ძველი კინდღის,ანარხუს,აძიუჟბის გაწმენდით ოპერაციებში,ათარა-აფხაზსკაიაში მიმდინარე ბრძოლებში , სოფელ ახალდაბასა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცვაში.
ვალერი მუშკუდიანი 1993 წლის 2 ივნისს, ათარა-აფხაზსკაიას პოზიციებზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს გმირულად დაიღუპა.
თანამებრძოლებმა საბრძოლო პოზიციიდან დიდი რისკის ფასად გამოასვენეს.
ვალერი მუშკუდიანი დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვალერი მუშკუდიანი,სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.