სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა ავდოევი 1970-19/03/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. გლდანი, თბილისი მამუკა ავდოევი 1970-19/03/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. გლდანი, თბილისი მამუკა ავდოევი 1970-19/03/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. გლდანი, თბილისი მამუკა ავდოევი 1970-19/03/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. გლდანი, თბილისი მამუკა ავდოევი 1970-19/03/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. გლდანი, თბილისი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ავდოევი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

323       ბეჭდვა

მამუკა ავდოევი 1970-19/03/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. გლდანი, თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

მამუკა  კნოეს  ძე  ავდოევი  საქართველოში  დაბადებული და  გაზრდილი  იეზიდი  იყო. დაიბადა 1970 წლის 19 მარტს თბილისში


   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი   მოქმედებების  დროს,  მამუკა  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანზიზირებული  ბრიგადის  მე-3  ბატალიონის  I   ათეულის  მსროლელ-ყუმბართმტყორცნელის  თანაშემწედ.

 გმირულად   იბრძოდა  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობის  დასაცავად.

   1993  წლის  19  მარტს  სოფელ  აჩადარასთან ,მდინარე  გუმისთასთან  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  მამუკა  ავდოევი  გმირულად  დაიღუპა.




ინფორმაცია მოგვაწოდა (ძმა დედით) ჯემალ ალადაშვილი 1990 წელი

მამუკა  კნოეს  ძე  ავდოევი  პირველ კლასში


ციკლიდან: „აფხაზეთის ომი“...

მინდა ჩემს ერთ  ნაცნობზე გიამბოთ, რომელიც მართლმადიდებლად მონათლული არ იყო.  მამუკა ავდოევი  ჩემს სკოლაში სწავლობდა, ერთი თავზეხელაღებული, „ძნელად აღსაზრდელი“ და გამოუსწორებელი ოროსანი ბიჭი გახლდათ. ეროვნებით ქურთი იყო, მრავალშვილიანი ოჯახიდან... ცალკე მასწავლებლებს თავსატეხს უჩენდა თავისი დაუდგრომლობით და ცუდი ყოფაქცევით, ცალკე, ჩვენ, ბავშვებს... მავნებლობასა და ცუღლუტობაში იმდენად გაწაფული იყო, რომ ვემალებოდით, რამე რომ არ დაეშავებინა ჩვენთვის. თუნდაც მე... ერთხელ, მახსოვს, მომეპარა და ვიეტნამის მაზი წამცხო თვალებზე. ისედაც სუსტი მხედველობის პატრონმა მთელი დღე თვალი ვერ გავახილე... მერე გავიზარდეთ. ცოტა ჭკუა მოგვემატა... სკოლიდან გავიდა, ოჯახის სარჩენად ბაზარში დაიწყო მუშაობა. ხილით სავსე ყუთებს ეზიდებოდა თავისი, ჯერ კიდევ ბავშვური,  მხრებით... ერთხელ ქუჩაში შემხვდა და უცებ თვალსა და ხელს შუა ,,მოტყდა"(სისწრაფე სჩვეოდა). თურმე იქვე ყვავილების მაღაზიაში გაქცეულა და იისფერი თაიგული მომართვა... ასეთი უცნაური და არაპროგნოზირებადი ბიჭი იყო. ხოდა იმ ავბედით წლებში, აფხაზეთის ომში მოხალისედ ჩაეწერა. უბნიდან ბიჭები წავიდნენ და მე გულზე ხელს ხომ არ დავიკრეფო... ცოტა ხანში მისი სიკვდილის ამბავი გავიგეთ. თურმე ერთ დედისერთა ბიჭს გადაჰფარებია მკერდით, მე მაინც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ისე არ დავაკლდები დედაჩემსო (წამებში გადაუწყვეტია თავისი გადასაწყვეტი)... მერე ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვეს, როცა უკვე აღარ იყო (მის ოჯახს პენსია დაუნიშნეს)... ვინ მოიფიქრებდა, რომ ამ ,,ძნელად აღსაზრდელი", მოუხეშავი მანერების მქონე ყალთაბანდ ბიჭში ამხელა გული ფეთქავდა. თავგანწირვის დიადი სული, რაც ომმა გაამჟღავნა. არადა, ხომ ვიცი, ქრისტიანული მოძღვრების აზრზეც არ იყო... სასუფევლისთვის არ უფიქრია, იმ სხვა ადამიანზე იფიქრა, სხვა ადამიანის სიცოცხლე დააყენა თავის სიცოცხლეზე წინ... ნათელი დაუმკვიდროს ღმერთმა ამ ადამიანს და ყველა იმათ, ვისაც წიგნში კი არა, გულის ფიცარზე უწერია, ოქროს ასოებით, ეს სამი დიდი და ტოლფასი მცნება: „ღმერთი, სამშობლო, მოყვასი!“

ლელა ჩხარტიშვილის ფბ პოსტიდან 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 7

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0