გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
მიშიკო ვალერის ძე ვარდიაშვილი დაიბადა 1970 წლის 18 თებერვალს.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა გრიბოედოვის თეატრში, თან პარალელურად სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. მეორე კურსზე იყო, როცა მისი მხედრული ვალის მოხდა გახდა საჭირო საქართველოსათვის და ისიც მოხალისედ ჩაეწერა ბატალიონ „ავაზაში“, ვაჟკაცურად იბრძოდა აფხაზეთში. ყველა საბრძოლო ოპერაციაში წინ ხაზზე იყო, რამდენიმეჯერ დაჭრილიც იყო, მაგრამ ბრძოლის ჟინი არ უცხრებოდა, ვერ ღალატობდა სამშობლოსა და მეგობრებს. აკი 2 ივლისს მიშიკო მეგობრების გადარჩენას შეეწირა, რამოღენიმე დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა შესძლო, თითონ კი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა. მტერს და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.მიშიკომ ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა და მემკვიდრის დატოვება, ის კი არადა, თითონაც დედისერთა იყო და აცრემლებულ ოჯახს მხოლოდ გმირის და ვაჟკაცის სახელი დაუტოვა – ცოტაა?