სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სტანისლავ კუზმინი 28/03/1993წ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი სტანისლავ კუზმინი 28/03/1993წ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი სტანისლავ კუზმინი 28/03/1993წ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კუზმინი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

350       ბეჭდვა

სტანისლავ კუზმინი 28/03/1993წ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

სტანისლავ კუზმინი


რედაქციაში გვარდიისფორმიანი მეომრები – ალექსანდრე სიფრაშვილი და ვიქტორ ჭელიძე მოვიდნენ, თან ჩვენდამი მოწერილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილის პოლკოვნიკ ნოდარ მუსერიძის წერილი მოიტანეს, სადღაც ნათქვამია: „გვინდა პრესის საშუალებით გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი ჩვენი საყვარელი მებრძოლის სტანისლავ (სლავიკა) კუზმინის დაღუპვის გამო. კუზმინი წარდგენილია სათანადო ორდენზე. ეს ის კუზმინია,. რომელმაც შარშან ზაფხულში თითქმის მთელი ტამიში განაღმა, ახლაც, 28 მარტს დავალებას ასრულებდა, მაგრამ...ძალიან გთხოვთ ნუ დაინანებთ გაზეთში პატარა კუთხეს, ჩვენი სლავიკა,ის რუსი თბილისელი ბიჭია, რომელიც საქართველოს დიდ სიყვარულს უზადოდ ატარებდა, მის სიყვარულს შეეწირა კიდეც“...


დაბადების დღე ტელევიზიით მიულოცეს, მეორე დღეს კი ნაღმზე აფეთქდა.გადარჩებოდა, მაგრამ მენღმეთა ოცეულის უფროსმა, თავისი საქმის ჩინებულმა.მცოდნემ, სპეციალური ხელსაწყოს გარეშე რომ პოულობდა ნაღმებს, თავის თავს ვერ აპატია შეცდომა, თანაც დაინახა, როგორ დაეცა მის გვერდით ჩვენი მებრძოლი, ეგონა, რომ ასიც შეიწირა და გამწარებულმა ხელყუმბარა აიფეთქა... ის მეომარი გადარჩა. სტანისლავმა ეს ვერც გაიგო. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრიგადის მენაღმე ვაჟკაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან. ყველას ძმა. და მეგობარი იყო. როცა ნაღმის ამოსაღებად მიდიოდა, წინ არავის უშვებდა, პირველი თვითონ მიემართებოდა, ხშირად ამბობდა თურმე: მენაღმე ორჯერ ერთხელ მაშინ, როცა იბადება, და მეორედ მაშინ, როცა ნაღმზე ფეთქდებაო.


ვერც იგი გაექცა თავის ბედისწერას, ვაჟკაცურად მოიხადა ვალი მამულის წინაშე, თან კი თანამებრძოლების დიდი სიყვარული და ინვალიდი დედის ცრემლი გაიყოლა.

სტანისლავ კუზმინი სიკვდილის შემდეგ  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.


სტანისლავ კუზმინი თბილისელი რუსი ბიჭი იყო, რომელიც საქართველოს დიდ სიყვარულს უზადოდ ატარებდა და მის ხვალინდელ დღეს შეეწირა კიდეც.
თანამებრძოლებს ძალიან უყვარდათ, რადგანაც თავისი საქმის ჩინებული მცოდნე გახლდათ. განმნაღმველი ყველა ვერ იქნება. ამ საქმეს ცოდნა, გამოცდილება და ინტუიცია ერთდროულად სჭირდება. სლავიკამ შეძლო თითქმის მთელი ტამიშის განაღმვა. როცა ნაღმის ამოსაღებად მიდიოდა, წინ არავის უშვებდა, პირველი მიდიოდა. ხშირად ამბობდა თურმე; „მენაღმე ორჯერ ცდება – ერთხელ, როცა იბადება, მეორედ – როცა ნაღმზე ფეთქდებაო“. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრიგადაში ყველას ძმა და მეგობარი იყო. თანამებრძოლებმა დაბადების დღე ტელევიზიით მიულოცეს, მეორე დღეს – 28 მარტს კი ნაღმზე აფეთქდა. ვაჟკაცურად მოიხადა ვალი მამულის წინაშე, თან გაიყოლა თანამებრძოლთა სიყვარული და ინვალიდი დედის ცრემლი. სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0