გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
გივი ლონგურაშვილი დაიბადა 1958 წლის 2 აგვისტოს ქალაქ ცხინვალში.
1975 წელს დაამთავრა თბილისის 132-ე საშუალო სკოლა, მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში ამწყობ ზეინკლად. 1977-80 წლებში იმყოფებოდა.
სამხედრო სამსახურში, და'მთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი.
იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის წევრი. (ლეიტენანტი).
დაიღუპა 1992 წლის 4 ოქტომბერს – გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაიყვანეს მიცვალებულთა ასაკრეფად და დახვრიტეს.
დარჩა მეუღლე – ცინა ლონგურაშვილი და ორი მცირეწლოვანი შვილი –მამუკა და თამარი.
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე,
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!
ანა კალანდაძე