ვლას (ბაჩუკი) ქარსელაძე დაიბადა 1967 წლის 23 თებერვალს, ქ. სოჭში. 1973 წელს შევიდა ქ. ტყვარჩელის მე-3 საშუალო სკოლაში.
1977 წელს მათი ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. სოხუმში და მან სწავლა განაგრძო ქ. სოხუმის მე-5 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთვრა 1984 წელს.
გაიზარდა პედაგოგის ოჯახში, მამა ტრაგიკულად დაკარგა მის დაბადებამდე, აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღიდანვე მოხალისედ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, იყო სოხუმის 11 ბატალიონის ოცეულის უფროსი.იგი მონაწილეობდა პირველ შეტაკებაში, პატარა არმიანსკაიასთან, ტამიშში. ის არაერთხელ გადასულა მტრის ზურგში დასაზვერად. როდესაც განახლდა ეშერის მისადგომებთან ბრძოლება, ის აქაც აქტიურად ჩაება და 3 ოქტომბერს მტრის სნაიპერის ტყვიამ განგმირა.