გიორგი მაისურაძე დაიბადა 25 აგვისტო 1972 წელს,
ოცდახუთ აგვისტოს გიორგის ოცდაერთი წელი შეუსრულდებოდა. ოცდაერთი წლის ახალგაზრდამ მთელი სიცოცხლის გზა გაიარა. 1990 წელს მოხალისედ შევიდა ეროვნულ გვარდიაში, პირველი ფიციც აქ მიიღო. შემდეგ რკონში იმყოფებოდა, მერე – შინაგანი ჯარი, შიდა ქართლი – ლიახვის ხეობა, აქ გიორგი სამშვიდობო ჯარების ქართული ბატალიონის წევრია;
1992 წლის აგვისტო. საქართველოს სამხედრო ძალები სოხუმში შევიდნენ. ბრძოლით განვლო თითქმის მთელი წელი. და აი, სულ ახლახან ათ ივლისს სოფელ შრომის მისადგომებთან მტრის ტყვიამ უწია.
გიორგი მაისურაძე სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაეცა. სამარადისოდ გვახსოვდეს ის.
მზეო, დედასთან მიმავალო,
ღმერთი რო შაგხვდეს, შამახვეწე,
ჩემ შვილ უკვენავ გამოგზავნოს...
(ხალხური)