სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ანდრო ოქროპირიძე 1950-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დისევი ცხინვალი სამაჩაბლო ანდრო ოქროპირიძე 1950-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დისევი ცხინვალი სამაჩაბლო ანდრო ოქროპირიძე 1950-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დისევი ცხინვალი სამაჩაბლო

1950-1991 წწ. გარდ. 41 წლის

სამაჩაბლო

გვარი ოქროპირიძე სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

133       ბეჭდვა

ანდრო ოქროპირიძე 1950-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დისევი ცხინვალი სამაჩაბლო

დაიბადა 1950 წლის 25 თებერვალს ცხინვალის რაიონის სოფელ დისევში.


დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სწავლის პერიოდში მუშაობდა კოლმეურნეობაში რიგით კოლწევრად, ეკონომისტად, მთავარ ბუღალტრად, შემდეგ ყოფილი ცხინვალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში რევიზორ-ბუღალტრად. ანდროს ჰყავს მოხუცი მშობლები, ორი ძმა და ერთი და. მის ერთ-ერთ ძმას ოსმა ბანდიტებმა მარჯვენა მკლავი მოაჭრეს.


ანდრო უაღრესად კეთილი და სამართლიანი პიროვნება იყო, როგორ შეიძლებოდა მისთვის მიგემართა და დახმარება არ აღმოეჩინა. ბუნებრივი ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. მას ხომ სკოლაში პატარა პითაგორას ეძახდნენ.


დიდი და პატარა ლიახვების ხეობაში ყველა იცნობდა, როგორც სამართლიან და პატიოსან პიროვნებას, 1991 წლის ადგილობრივი

მმართველობის არჩევნებში სოფლების დისევის, ქსუისის, ჭარების და. კულბათის თემის საკრებულოს გამგებლად აირჩიეს. თავისი ხალხის საკეთილდღეოდ, რაც კი შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა. მაგრამ როცა ქართველებს შემოუტიეს ოსმა ბარბაროსებმა, ანდრო მაშინვე თავისი მიწის დამცველთა რიგებში ჩადგა. ყველაფერს აკეთებდა, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო არცერთ.

მხარეს. ანდროს ხომ სამშობლო თავდავიწყებით უყვარდა! ამიტომ არ აპატიეს.


ოსმა ბანდიტებმა და ნაადრევად გამოასალმეს სიცოცხლეს.

1991 წლის მაისში. სოფელი გარემოცული იყო ჯავშანტრანსპორტიორებით.ანდროს არცერთი დღე არ მიუტოვებია თავისი ხალხი, თუმცა”,იცოდა  რომ იმ „შავ სიაში“, რომელიც კაციჭამიებს ჰქონდათ, თვითონაც მოხვდებოდა.

ღამის 3 საათზე შეეჭრნენ ანდროს სახლში. მძევლად წაიყვანეს,ხოლო მისი მეუღლე მადონა ჟამერაშვილი თავისი 3 მცირეწლოვანი შვილის წინ უღმერთოდ სცემეს და ისიც წაიყვანეს, მაგრამ ისე იყო ნაცემი, რომ შეიძლებოდა ცხინვალში ცოცხალი ვერ ჩაეყვანათ და ერედვის მინდვრებში გადააგდეს. ტვინის მძიმე შერყევა დაემართა და თვენახევარი თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში იწვა, ანდრო კი ჩაიყვანეს ცხინვალში. მიმდინარეობდა გამოძიება, ამ დროს  რუსეთიდან ჩამოსული იყო საგამომმძიებლო ჯგუფი, რომლებიც ჰუმანურები გამოდგნენ. ანდროს არაერთი ბრალდება წაუყენეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს, რადგან ანდრო ის კაცი არ იყო, რომ რაღაც დანაშაული ჩაედინა.


25 დღის წამების შემდეგ ანდრო გამოუშვეს და ურჩიეს მიეტოვებანა მშობლიური კუთხე და წასულიყო ლტოლვილად მაგრამ ანდრომ ეს არ გააკეთა. იგი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ხალხისა.

ანდროს გამოშვებით კაციჭამიები უფრო გაგულისდნენ, რადგან ყველა •მძევლის გადაცემას მოითხოვდნენ. ანდროსთან ერთად 4 კიდევ სხვა ჰყავდათ,მაგრამ გამომძიებელთა ჯგუფმა არ მისცა. და ანდროს დაუწყეს დევნა, ალბათ,ზოგიერთი ჩვენი „კაიქართველიც“ მოისყიდეს.

1991 წლის ნოემბრის დასაწყისში ანდროს და მის მეგობრებს როლანდ ტოლიაშვილსა და აკაკი ცოტნიაშვილს დიდი ლიახვის ხეობაში პროდუქტები და სამშენებლო მასალა უნდა გაეგზავნათ. გზად მიმავლებს ერედვი-ფრისის მონაკვეთში დაუხვდათ 10 ოსი ბანდიტი, რომლებიც ავტომატური იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და დაიჭირეს ბიჭები.

ავის მომასწავებელი ხმა დაირხა: ბიჭები დაუჭერიათო. თითქმის მთელი შიდა ქართლი ფეხზე დადგა.

ანდრო და როლანდი ცხინვალში ჩაიყვანეს ნაცემები. მეორე დღესვე შევიტყვეთ მათი ადგილ-სამყოფელი. როლანდი ისე იყო ნაცემი, როგორც მერე შევიტყვეთ, მეორე დღესვე გარდაცვლილა, ანდრო კი ბანდიტების ხელში იყო.

ანდროს ჰქონია შესაძლებლობა გამოპარვისა, მაგრამ მას არ მიუტოვებია ცემისაგან გონებამიხდილი მეგობარი. როგორც შეგვატყობინეს, პირველად სადაც მიუყვანიათ, ის ოსი კაციჭამიები საქმეზე გასულან. ამათთან მხოლოდ ერთი ქალი დარჩენილა. მას უთქვამს ანდროსთვის გაიპარეო, მაგრამ ანდროს ეს არ გაუკეთებია; თუ წასვლაა, ორივე ერთად უნდა წავიდეთ, თუ არაღა, ორივე

უნდა დავრჩეთო.

დაიწყო მოლაპარაკება ანდროს გამოსახსნელად. მათ შემოგვთავაზეს ვიღაც საკაევში გაგიცვლითო, რომელიც თბილისში ციხეში იმყოფებოდა. ანდროს მეუღლემ მადონა ჟამერაშვილმა, რომელიც მხარში უდგა ანდროს ყველა საქმეში, ყველაფერი გააკეთა, რომ რომან საკაევი გამოეყვანა ციხიდან. 

დათქმულ დროს, როდესაც უნდა მომხდარიყო გაცვლა, ამოვიდნენ და თქვეს, ანდრო სხვა ჯგუფმა გაიტაცაო. მოიქცნენ ისე, როგორც ექცევიან ყველა ჩვენს ბიჭს. 17 დღე გვატყუეს, ხან რას გვეტყოდნენ ხან – რას. ხან იძახდნენ  ორჯონიკიძეში გვყავსო. მაგრამ, აი, სიმართლე როგორ იყო: ცხინვალში  დროს ჩიტიც ვერ ჩაფრინდებოდა. ანდროს, ძალიან კარგად იცნობდნენ ოსები, იცოდნენ, მისი სიკვდილით ყველას ძალიან დაგვწყვეტდნენ გულს,რადგან ხედავდნენ, რომ ფეხზე იდგა დიდი და პატარა ლიახვის ხეობა. ოღონდ

ანდრო (ცაცი – ასე ეძახდნენ შინაურ წრეში) ცოცხალი გამოეყვანათ.

ანდრო გამოუყვანიათ და წამებით სიკვდილი მიუსჯიათ.

ცაცი ჯერ სტადიონზე მიუყვანიათ, იქ უწამებიათ, ხოლო შემდეგ თეატრალურ მოედანზე ორი დღე ხეზე ჰყოლიათ დაკიდებული და ისე აწამებდნენ,წამების რა ფორმა არ იხმარეს: ყურები დააჭრეს, ცხვირი მოაჭრეს, თვალები  დასთხარეს და მაინც ვერ ათქმევინეს ეს მიწა საქართველოსი არააო. სულ ჩასძახოდნენ „ოსეთი, ოსეთი თქვიო!“, ის კი სულ იძახდა საქართველოსიაო.

თავისი სიცოცხლე „ჩემო კარგო. ქვეყანაო“ ამ სიმღერით დაუმთავრებია.მის წამებას ხელმძღვანელობდა ცხინვალელი ექიმი, რომელსაც დედა ქართველი ჰყოლია. ხალხი მიურეკიათ, რომ ყველას დაენახა მისი წამება.

ზოგი ოსი, თურმე, ტიროდა მისი შემხედავი.

ივანე. მახარობლის სალოცავთან ასწლოვანი მუხების ქვეშ. განისვენებს ანდროს დატანჯული სხეული. სოფლის მცხოვრებთა გულებში იგი უკვე ლეგენდად იქცა.

ნათელი დაადგება შენს სულს, ანდრო! შენ საქართველოს საამაყო შვილი ხარ. „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“.

საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ლეგენდად ქცეული ანდრო ოქროპირიძის სახელი თაობებში გადავა.

ანდრო ოქროპირიძის მეგობრები

შვილი თამუნა ოქროპირიძე 

პრაიმ ტაიმის სტატია

ანდრო (ცაცი) 1950 წლის 25 თებერვალს დაიბადა ცხინვალის რაიონი სოფ.დისევში. დაამთავრა ქსუისის საშუალო სკოლა. 1976 წელს წარჩინებით დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი. შესთავაზეს ინსტიტუტში დარჩენა, მაგრამ, მას თავისი სოფელი იმდენად უყვარდა, რომ კვლავ მშობიურ კერას დაუბრუნდა და ჯერ დისევში, შემდეგ კი_ცხინვალში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. დედ-მამიშვილებს შორის, ყველაზე უმცროსი იყო. მისი უფროსი ძმაც, ყარამან ოქროპირიძეც, 1994 წელს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა.

კოლია ოქროპირიძე, ანდრო ოქროპირიძის თანამებრძოლი: "საქართველოს სიყვარულით იწვოდა. აბობოქრებულ ეროვნულ მოძრაობაში რწმენით ჩაება. საოცარი პიროვნება იყო კეთილი, ლმობიერი, სამართლიანი, სხვისი ჭირის გამზიარებელი; როგორ შეიძლებოდა, დახმარებისათვის მისთვის ვინმეს მიემართა და ყურადღება არ მიექცია?! ხალხიც სიყვარულით პასუხობდა...ეს სიყვარული შემთხვევით არ მოდიოდა, სოფელმა იცოდა, ვის ენდობოდა... განსაკუთრებული პიროვნება იყო, თავის კუთხესა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული. ქვეყნის სამსახურისთვის და სიყვარულისთვის, მან ყველაფერი პირადული გადადო_ სამსახური, ოჯახი, საკუთარი სიცოცხლეც!

ემტერებოდნენ იმიტომ, რომ იცავდა სამშობლოს ერთიანობას. მისთვის პირველ ადგილზე იდგა  ქვეყნის სიყვარული. იმ დროს, საქართველოს ვინც იცავდა,  სეპარატისტებსაც და რუსებსაც, ყველა ეზიზღებოდათ... ტყვედ ჩავარდნიდან მე-14-ე დღეს გადმგვცეს მისი ცხედარი. არც ერთი თითი არ ჰქონდა, არც ერთი სახსარი მთელი, ძალიან ნაწამები იყო, აღარ მინდა გახსენება... ნათელი დაადგეს სამშობლოსთვის წამებული გმირის სულს!

კობა ოქროპირიძე, ანდრო ოქროპირიძის თანამებრძოლი: " ძალიან დიდი პატრიოტი იყო. თავისი ქვეყნის კეთილდღეობისა და ერთიანობისთვის მებრძოლი. ძალიან გულისხმიერი, სამშობლოს ერთგული. თავის მებრძოლებს სულ წინ მიუძღოდა, სადაც ერთი ტყვია გავარდებოდა, ანდრო პირველი თავად მიდიოდა იქ... ღირსეული კაცი იყო!.. ცხინვალთან ახლოს, სოფელ ფრისთან დაიჭირეს, ტყვედ აიყვანეს ოსმა სეპარატისტებმა და შემდეგ წამებით მოკლეს. ოსი სეპარატისტები, მაშინ, ბევრ ქართველს, უსასტიკესად ეპყრობოდნენ, რადგან ქართველებსა და ოსებს შორის ისეთი უთანხმოების ჩამოგდება უნდოდათ, რაც ქართველი და ოსი ხალხის შერიგებას გამორიცხავდა და ხელს შეუშლიდა... ანდროც ამ სისასტიკის მსხვერპლი იყო... ნათელი დაადგეს მის ვაჟკაცურ სულს!

მადონა ჟამერაშვილი-ოქროპირიძე, ანდროს მეუღლე: '' ოჯახში თბილი და მოსიყვარულე გახლდათ, მასთან გატარებული სიყვარულით, სილამაზით სავსე დღეები იყო საოცრება, რომელსაც მისი სახელი_ანდრო ჰქვია... 1991 წლის ზაფხულში, დისევის, კულბითის, ქსუისის და ჭარების მოსახლეობამ, სათემოს გამგებლად აირჩია. აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. სამშობლოსათვის მებრძოლი, დედით ოსი, ყოველთვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე იყო. ძალადობასა და შეურაცხყოფას არავის უწონებდა. 1991 წლის 21 მაისს, ჩვენს სოფელს, დისევს, ოსი სეპარატისტები, რუსი სამხედროების ‘’ბეტეერით’’ დაესხნენ თავს. ღამის სამ საათზე, ჩვენს ოჯახსაც მოაკითხეს და მეუღლე ტყვედ წაიყვანეს. მე უმალ ერედვისკენ გავემართე, სადაც ჩვენი მოხალისეებისგან შექმნილი სამშვიდობო შენაერთი იდგა, რომ მათთვის მეცნობებინა ანდროს გატაცების ამბავი. სეპარატისტები მიხვდნენ,რომ აუცილებლად იქ წავიდოდი და გადასახვევთან დამხვდნენ... მეც ტყვედ ამიყვანეს, ფიზიკურად სასტიკად გამისწორდნენ და ცხინვალის ციხეში გადამიყვანეს. ანდრო სხვა მანქანაში ყავდათ, გააგებინეს, რომ მეც ტყვედ მივყავდი... 5 დღე ვიყავი ცხინვალის ციხეში, არაადამიანურად მეპყრობოდნენ... შემდეგ,საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ და ცხინვალის მისადგომებთან, ცოცხალ-მკვდარი დამაგდეს ოსმა სეპარატისტებმა... 21 დღე უგონოდ ვიყავი საავადმყოფოში.. ანდრო ამ დროს ცხინვალში ჰყავდათ და რადგან ჩემს შესახებ არაფერი იცოდა, მეც არსად ვჩანდი, ეგონა, რომ უკვე მკვდარი ვიყავი... შემდეგ ოსი მეგობრების და ჩვენი შესაბამისი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით, ანდროც გაათავისუფლეს. სულ ეუბნებოდნენ ქართველი თანამებრძოლებიც, მისი ოსი ნათესავები და მეგობრებიც, რომ გარიდებოდა ამ დაძაბულ მდგომარეობას, ოჯახსა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ეზრუნა, მაგრამ არ წავიდა: ’’ვერსად წავალ, ჩემს ხალხს, ჩემს მიწას ვერ მივატოვებო’’... მარტო ქართველებმა კი არა, ოსებმაც კარგად იცოდნენ, რომ მისი ერთადერთი ‘’დანაშაული’’ იყო ის, რომ სამშობლო, მშობელი მიწა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა...

რა დამავიწყებს ჩვენთან გატარებულ, უკანასკნელ საღამოს ნათქვამს, ყურში ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები: ,,ახლა კი ერთად ვართ, მაგრამ  ხვალ ვინ  იცის, რა იქნება...თქვენ ძლიერები უნდა იყოთ.’’

... გათენდა  1991 წლის 1 ნოემბერი... მეგობარმა მოაკითხა_ ხეობაში საკვები უნდა გაეტანათ...დაღამდა ის დღე... თურმე, ჩემს თავს, უბედურება ტრიალებდა. შეგვატყობინეს, რომ ტყვედ აუყვანიათ.ისეთი შემზარავი იყო ეს ამბავი ჩემთვის, რომ სიცოცხლე აღარ მინდოდა..  მის წამებაზე ჯერ არაფერი ვიცოდი, მოგვიანებით ყველაფერი შევიტყვეთ_ 12 დღე გრძელდებოდა მისი წამება და შეურაცხყოფა. ცხინვალში, თეატრის წინ, ხეზე გაკრულს მიუტანდნენ, თურმე, ოსურ დროშას, დაიჩოქეო-უყვიროდნენ, ის კი, უტეხად პასუხობდა _ ჩემი საქართველოს დროშა მომიტანეთ და დავიჩოქებო. აწამებდნენ, ჩვენი მიწის, ჩვენი საქართველოს სიყვარულისთვის...  ცოცხალს,სხეულზე, თითოეულ ნაკვთს აჭრიდნენ. ,,ჩემო კარგო ქვეყანაო’’, სანამ სუნთქავდა,მღეროდა... ჯერ კიდევ ცოცხალს ამოაცალეს გული, _საქართველოს სიყვარულით სავსე... მკერდზე კი, ტყვიებით, საქართველოს დროშა ჰქონდა ამოტვიფრული, რომლის ღირსებასაც ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა. მიცვალებულსაც არ გვაძლევდნენ... შემოგვითვალეს ოსებმა_ ერთ-ერთ ოსში, გვარად სახკაევში, რომელიც ციხეში ზის საქართველოში, გაგიცვლითო ანდროს თავს. მაშინ, ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ანდრო ცოცხალი იყო... ზვიად გამსახურდიასთან შევედი,ვუთხარი ეს ამბავი. გაათავისუფლეს ოსი ტყვე, ცოცხალი და უვნებელი, მაგრამ მე ჩემი მეუღლე არ დამიბრუნეს... თურმე, უკვე, წამებით მოკლული იყო... შემდეგ, ამ სახკაევს, რომელიც მადლიერი იყო, რომ სიტყვა შევასრულეთ, შევეცოდე და თავად მოძებნა ანდრო_ რამდენიმე დღეში, ცელოფნის პარკით, ჩემი ქმრის დასახიჩრებული, დანაწევრებული სხეულის მესამედი ნაწილი ამომიტანა... შემდეგ შევიტყვე, რომ ანდროს წამების დროს, მის ერთ-ერთ ოს მეგობარს, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ უბედურებას, უთქვამს_ გაუშვით, რას აკეთებთ, ეს ხომ ჩვენი ანდროაო ,მაგრამ არავინ მოუსმინა! ისე განიცადა იმ ოსმა, რომ ტკივილისა და ნერვიულობისგან გული იქვე გაუსკდა, თურმე...

დაკრძალულია ოქროპირიძეების საგვარეულო სასაფლაოზე, სოფელ დისევში, ე.წ. ივანე მახარობლის სასაფლაოზე ( იქვე იყო ძველი ტაძრის ნანგრევები, რომლის აღდგენაც უნდოდა ანდროს, რომ დასცლოდა) დღეს ის წმინდა ადგილი ოკუპირებულია, ანდროს საფლავის ქვას კი აწერია: ,,სამშობლოსათვის წამებული'' იქვე მდგარ  ფესვძლიერ მუხაზე კი საქართველოს სამფეროვანი დროშა ფრიალებდა. ანდრო ოქროპირიძის სახელი ჰქონდა მინიჭებული დისევის საშუალო სკოლას. მე სოფელ ნულიდან ვარ, გვარად ჟამერაშვილი. ანდროს გარდაცვალების შემდეგ გადავედი მის გვარზე, რომ მისი ხსოვნისთვის ასეც მიმეგო პატივი...

ანდროს შემდეგ სიცოცხლე აღარ მინდოდა... არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეძლო ობლად დარჩენილი შვილების_ ვანოს, თამარის და გიორგის ცრემლებისათვის. ქუჩაში თამაშის დროს, შემთხვევით, მამის ხსენებაზე, სამივე შინ გამორბოდა; ატირებულნი მამის ტანსაცმელს ეფერებოდნენ... ამ დროს ღმერთს ვევედრებოდი, მომეცი ძალა ფეხზე დგომისა, რომ ჩემი შვილებისთვის დედაც ვიყო და მამაც-მეთქი. ანდროს ნაწამებ სხეულს შევფიცე, რომ მის საქმეს ბოლომდე ვემსახურებოდი... ამიტომ ბავშვების ღირსეულ ქართველებად გაზრდა და ანდროს დაწყებული საქმის გაგრძელება, ჩემთვის ცხოვრების მიზანი გახდა!

2008 წლამდე, ცხინვალის რეგიონის თითოეულ გოჯ მიწას, ჩვენი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, მაგრამ წაგვართვეს ჩვენთვის ყველაზე წმინდა და კურთხეული მხარე.

ანდროს თავგანწირვა, სამშობლოსადმი მისი უკიდეგანო სიყვარული გვინათებს გზას მეც და ჩემს შვილებსაც, რომლებიც ქვეყნის სამსახურში არიან და უკან მოხედვის არ ეშინიათ.

ჩემთვის ის მკვდარი არაა, დღესაც კი, როცა რაღაც მჭირდება, მის სურათს ველაპარაკები, ისე ვიღებ გადაწყვეტილებას... მე ვიცი, ვისი მეუღლე ვარ და ვის ხსოვნას ვუფრთხილდები! ჩემს შვილებს არასდროს ვასწავლი მტრობას, რადგან მტრობას მხოლოდ სიკვდილი, სისხლი და ცხედრები მოაქვს, ჩვენ კი, არც ერთ მხარეს არ გვყავს დასაკარგი... არც მე და არც ჩემს შვილებს, არასოდეს დაგვავიწყდება ანდროს სამუშაო მაგიდაზე, ანდერძივით დარჩენილ მის ჩანაწერებში პირველი სიტყვა_ ’’მშვიდობა!’’.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.07.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0