ვიტალი გიორგის ძე სევორიანი დაიბადა 1969 წლის 22 მარტს თბილისში,აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობდა და საპარაშუტო სპორტი იზიდავდა.საწადელს მიაღწია კიდეც, თანრიგოსანიც გახდა. ამასთან გატაცებული იყო ხატვით, ხატავდა ტუშით. ავღანეთის ომშიც მიიღო მონაწილეობა. ბატალიონში.გამოირჩეოდა თავდაჭერილობით. თბილისის აეროპორტში ყველას უყვარდა და აფასებდა ალალმართალ, გამორჩეულ ბიჭს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა საქართველოს სახელისათვის, იტაცებდა სპორტი: საპარაშუტო ხტომა, თუ კარატე, ბავშვების აღზრდა სპორტულ სკოლაში და მრავალი სხვა, იყო ზედმიწევნით მუსიკალური და ლექსის მოტრფიალე, სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე.
საქართველოს მთლიანობას საფრთხე დაემუქრა და ვიტალი სევორიანი სამშობლოს დამცველთა რიგებშია, მოხალისედ, ავღანელ ბიჭებს შეუერთდა.
სამი ნოემბერი საბედისწერო გამოდგა მისთვის. შრომა – ახალშენთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.
თბილისელებს კარგად ახსოვთ როგორ გამოასვენეს კინოს სახლიდან აფხაზეთში დაღუპული ოთხი ავღანელი. ერთი მათგანი ვიტალი სევორიანი იყო.
ნაწყვეტი ვიტალის დღიურიდან: „სიცოცხლე ბედნიერებაა, მე ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ. სიცოცხლე უნდა გამოსცადო-სიყვარულიც,დარდიც, ბედნიერებაც, უბედურებაც, მაშინ შეიძლება წახვიდე ამ ქვეყნიდან .
ასეთი იყო თბილისელი ბიჭი ვიტალი სევორიანი.
ვიტალი სევორიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.