წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი
რამაზ მიტროფანეს ძე ალასანია დაიბადა 1967 წლის 26 თებერვალს, გუდაუთის რაიონის სოფელ ორჯონიკიძეში.
რამაზი პატარაობიდანვე თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა, ძალიან უყვარდა სპორტი. კოლმეურნეობაშიც მუშაობდა და მშობლებსაც ეხმარებოდა,სიკეთით, ალერსით სავსე იყო.
სავალდებულო სამხედრო სამსახური პირნათლად მოიხადა, ხელდამშვენებული დაბრუნდა – სიგელებითა და უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხლიმიტით. ოცნება აისრულა და უმაღლესი განათლებაც მიიღო.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. რამაზი პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებსა და მითითებებს. იგი გმირული სიკვდილით დაეცა 1993 წლის 17 სექტემბერს მდ. გუმისთას მისადგომებთან სოფ.აჩადარაში.