ავტორი ჯონდო გივის ძე გოგლიძე დაბ. 1961წ. ვეტერანი სამხედრო მწერალი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა
აფხაზეთის ომის დროს 400-მდე ახალსოფლელი მეომარი იბრძოდა ქართულ სხვადასხვა შენაერთებში. 21 მეომარი გმირულად დაიღუპა უთნასწორო ბრძოლაში, 40-მდე კი დაიჭრა.
ამირან ვარდენის ძე რეხვიაშვილი. დაბადებული
1956 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.
1962-72 წლებში სწავლობდა გუდაუთის რ-ნ ახალსოფლის
საშუალო სკოლაში. 1973-75 წლებში მსახურობდა,
საბჭოთა არმიის რიგებში. 1975-78 წლებში
სწავლა გააგრძელა თბილისში სავაჭრო ტექნიკუმში.
1992 წლის 18 სექტემბრიდან ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის
მე-2 ბატალიონში ოცეულის მეთაურად, შემდეგ
გახდა ასეულის მეთაურის მოადგილე.
1993 წლის 16 მარტს გმირულად დაიღუპა მდინარე
გუმისთის მისადგომებთან. ჰყავდა მეუღლე და ოთხი
შოთა ალექსანდრეს-ძე რეხვიაშვილი. დაიბადა
1949 წლის 1თებერვალს ამროლაურის რ-ნ სოფ.
ურავში. დაბადების მერე, მალევე გადაასახლეს აფხაზეთში
გუდაუთის რაიონის სოფ. ლინში. დაამთავრა
1967 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა სოხუმის „ქალაქკოოპვაჭრობის“
საბჭოთა არმიის რიგებში. 1971-89 წლები მუშაობდა
გუდაუთის „კურორტვაჭრობის“ მთავარ საქონელმცოდნედ.
ცხოვრობდა გუდაუთში ოჯახთან ერთად. 1989
წლის 15-16 ივლისს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების
დროს დაარბიეს მისი ოჯახი. მიუხედავათ მძიმე მდგომარეობისა
არ დატოვა გუდაუთის რაიონი და დროებით გადავიდა საცხოვრებლად
1992 წლის 23 სექტემბერიდან ჩაირიცხა 23 ბრიგადის მე-2 ბატალიონ-
ში საფინანსო სამსახურის უფროსად, უფროსი ლეიტენანტის წოდებით.
1993 წლის 15 თებერვალს მას მიენიჭა კაპიტანის წოდება. 1993 წლის
16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას
გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული
მამაცობისათვის“. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
რამაზ მიტროფანეს ძე ალასანია
დაიბადა 1967 წლის 26 თებერვალს გუდაუთის რ-ნ
ს. ახალსოფელში. 1974-84 წლებში სწავლობდა გუდაუთის
რ-ნ სოფ.ახალსოფლის საშუალო სკოლაში.
1985-87 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებ-
ში. დაამთავრაა სოხუმის უნივერსიტეტში ეკონომიური.
1992 წლის ნოემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის
მე-2 ბატალიონში, მე-4 ასეულში ოცეულის მეთაურის
მოადგილედ. 1993 წლის 18 სექტემბერს სოხუმის
ახალ რაიონში ქუჩის ბრძოლების დროს გმირულად
გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები
დავით კარლოს ძე მეტრეველი. დაიბადა 1950
წლის 1 აპრილს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.
დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა
მექანიზატორად ახალსოფლის კოლმეურნეობაში.
1993 წლის 1 მაისს ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის
23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირველ
ასეულის, მე-2 ოცეულში მსროლელად. აქტიურად
მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა
საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 17 სექტემბერს
სოხუმის ახალ რაიონში ქუჩის ბრძოლების
დროს გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და ერთი
ალექსანდრე დავითის ძე მეტრეველი. დაიბადა
1974 წლის 12 ივნისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.
1980-91 წლებში სწავლობდა ახალსოფლის სა-
შუალო სკოლაში. 1993 წლის 3 ივნისს ჩაირიცხა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების
კორპუსის „შავნაბადის“ ბატალიონში.
1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ.
კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას
თავდი ივანეს ძე მელაშვილი. დაიბადა 1958
წლის 2 ნოემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელ-
1966-74 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო
სკოლაში. 1977-79 წლებში მსახურობდა სამჭოთა
არმიის რიგებში. მუშაობდა რკინიგზის სამმართველოში
1993 წლის 27 სექტემბერს ჩაირიცხა „შავნაბადას“
ბატალიონში 6 თვიანი კონტრაქტით, ხოლო 6 თვის
შემდეგ 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის
27 სექტემბერს დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს. დარჩა მეუღლე
მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი. დაიბადა
1955 წლის 20 იანვარს გუდაუთის რ-ნ სოფ.დურიფში.
დაამთვრა გუდაუთის მე-3 საშუალო სკოლა. მუშაობდა
1993 წლის სექტემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის
1993 წლის 13 ოქტომბერს მდ. გუმისთის მისადგომებთან
საბრძოლო დავალების შესრულების დროს
გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ოქროპირ ჯუმბერის ძე მაცაბერიძე. დაიბადა 1971 წლის 25 ნოემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1988 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1989-91 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1993 წლის 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
თემურ გიორგის ძე გოგრიჭიანი. დაიბადა 1973 წლის 10 იანვარს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1990 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1992 წლის 14 აგვისტოდან აფხაზი ბოევიკები და დაქირავებულები უმოწყალოდ არბევდნენ და ხოცავდნენ ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას. ამის შემხედვარე 18 წლის ვაჟკაცმა თავი მოვალედ ჩათვალა აეღო იარაღი, რათა მომხდური გაედევნა აფხაზეთიდან. 1993 წელს 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში.
1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან გამართულ საბრძოლო მოქმედებებისას თემურ გოგრიჭიანსა და ფრიდონ მაისურაძეს გამოჰყავდათ დაჭრილი მეგობარი ოქროპირ მაცაბერიძე. შეეფეთნენ დივერსიულ მტრის ჯგუფს და სამივენი გმირულად დაიღუპნენ. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ თანამებრძოლები იხსენებენ, რომ როდესაც დაღუპული ბიჭები იპოვნეს, ირგვლივ ხუთი მტრის ცხედარი იყო, მათ იარაღში კი არც ერთი ტყვია არ ჰქონდათ.
ფრიდონ ტარიელის ძე მაისურაძე. დაიბადა 1962 წლის 29 იანვარს გუდაუთის რ-ნის სოფ. ახალსოფელში. 1969-79 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1980-82 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1993 წლის 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელად. 1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებისას ფრიდონ მაისურაძეს და თემურ გოგრიჭიანს როდესაც გამოჰყავდათ დაჭრილი მეგობარი ოქროპირ მაცაბერიძე, შეეფეთნენ წინასწარ გადმოსულ დივერსიულ ჯგუფს. სამივენი გმირულად დაიღუპნენ. თანამებრძოლები იგონებენ, რომ როესაც დაღუპულ ბიჭებამდე მივედით, იარაღში ბიჭებს არც ერთს ტყვია არ ჰქონდათ, ირგვლივ კი ხუთი მოწინააღმდეგის ცხედარი იყოო. დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.
80 დაგვიანებული წერილი
ირაკლი სილოვანის ძე ჩალაძე. დაიბადა 1957 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1964-74 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1993 წლის 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელად. 1993 წლის 16 მარტს მდ.გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა სანგარში.
მალხაზ დავითის ძე მაისურაძე. დაიბადა 1970 წლის 22 მაისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1976-87 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1988-90 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1992 წლის ნოემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში.
1993 წლის 16 მარტს მდ.გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა.
ტარიელ ჯიბოს ძე მეტრეველი. დაიბადა 1960 წლის 24 დეკემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლეში. 1978 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა მექანიზატორად, ჰქონდა მცირე ბიზნესი. 1993 წლის 3 იანვარს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის „შავნაბადას“ ბატალიონში. 1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ზურაბ შურას ძე რეხვიაშვილი. დაიბადა 1960 წლის 31 ივლისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლის 8 კლასი. 1980-82 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა მექანიზატორად.
1993 წლის 3 იანვარს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის „შავნაბადას“ ბატალიონში. 1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა.
დაგვიანებული წერილი 81
გია ზურაბის ძე მაისურაძე. დაიბადა 1977 წლის 5 დეკემბერს. დაამთავრა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1997 წლის ოქტომბრიდან ჩაირიცხა აფხაზეთის შინაგან საქმეთ სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში. 1998 წლის 25 მაისს გალის რ-ნ სოფ. საბერიოსთან გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენით.
რევაზ შოთას ძე მეტრეველი. დაიბადა 1960 წლის 7 ოქტომბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1977 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში. ასევე დაკავებული იყო
ჭიდაობით. 1978-80 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, იქაც გააგრძელა სპორტული მოღვაწეობა და გახდა ხაბაროვსკის ოლქის ჩემპიონი. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა მშენებლობაზე მძღოლად. 1992 წლის 18 სექტემბერს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში ოცეულის მეთაურად. 1992 წლის 9 ნოემბერს ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კოჩარის გადასახვევთან რევაზმა ჩასაფრებულ ბოევიკებთან ბრძოლისას შეამჩნია, პატარა ბიჭი ქუჩაში, მორბოდა, რომელსაც იგი გადაეფარა. რევაზი დაიღუპა, ის ბიჭი კი დღესაც ცოცხალია.
დავით კარლოს ძე წურწუმია. დაიბადა 1968 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1986-88 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1992 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის 24 სექტემბერს გმირულად დაიღუპა სოხუმის ახალ რაიონში ქუჩის ბრძოლების დროს
გოგი გურგენის ძე გოგობერიშვილი. დაიბდა 1963 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1970-84 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ გახსნა კერძო სახელოსნო და მუშაობდა მანქანის ხელოსნად. 1992 წლის 21 სექტემბერს ჩაირიცხა 23-ე ბრიბადის
მე-2 ბატალიონში მსროლელად. 1992 წლის 4 ოქტომბერს დაიღუპა მდინარე გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
82 დაგვიანებული წერილი
თამაზი შოთას ძე რეხვიაშვილი. დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1968-70 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. მუშაობდა გაგრაში ტაქსის მძღოლად, შემდეგ გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში გახსნილი ჰქონდა ფეხსაცმლის სამკერვალო მცირე საწარმო. 1992 წლის 21 სექტემბერს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის მაისში დაიჭრა საასიკვდილოდ მდინარე გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს. გარდაიცვალა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1993 წლი 25 ივნისს. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
კახაბერ ჯემალის ძე ბაძაღუა. დაიბადა 1974 წლის 28 ივლისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა კოლმეურნეობაში ზეინკლად. 1992 წლის დეკემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელად.
1993 წლის 4 მაისს მდ. გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა სანგარში.
რევაზ ქიშვარდის ძე რეხვიაშვილი. დაბადებული 1972 წლის 14 ნოემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1993 წლის 3 ივნისს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის
„შავნაბადას“ ბატალიონში. 1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა.
დაგვიანებული წერილი 83
გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გენოციდის შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მშვიდობიანი მოსახლეობა
რაჟდენ კოსტანტინეს ძე ლობჟანიძე. დაიბადა 1928 წლის 2 ივნისს ამბორლაურის რ-ნ სოფ. აბარში. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში მთავარ აგრონომად. ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. 1992 წლის 9 სექტემბერს საკუთარი სახლის წინ, მეუღლესთან ერთად დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.
ნინა იაკობის ასული ლობჟანიძე. დაიბადა 1939 წლის 24 ივნისს ამბროლაურის რ-ნ სოფ. ურავში. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა „ოქროს სანაპიროს“ ფოსტის განყოფილების გამგედ. 1992 წლის 9 სექტემბერს საკუთარი სახლის წინ, მეუღლესთან ერთად დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.
მანანა გოგუა-ეკელია. დაიბადა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში 1966 წელს. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. 1993 წლის 30 სექტემბერს დაიღუპა სოფ. საკენში ვერტმფრენის აფეთქების დროს.
მიხეილ ზოსიმეს ძე გოგრიჭიანი. დაიბადა 1937 წლის 23 ივლისს ამბროლაურის რ-ნ სოფ. ურავში. 1939 წელს გადაასახლეს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1944-54 წლებში დაამთავრდა ახალსოფლის პირველი საშუალო სკოლა. მუშაობდა კოლმეურნეობაში. ნათელა ერასტის-ასული ბენდელიანიგოგრიჭიანი. დაიბადა 1941 წლის 13 აპრილს ცაგერის რ-ნში. დაამთავრა სოხუმის რ-ნ სოფ. კელასურის საშუალო სკოლა. 1964 წელს გათხოვდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში. ჰყავდა სამი შვილი. 1993 წლის 9 თებერვალს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს საკუთარ ოჯახში მეუღლესთან ერთად. გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გენოციდის შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მშვიდობიანი მოსახლეობა
84 დაგვიანებული წერილი
გია გოგსაძე. დაიბადა სოფ. ახალსოფელში 1959 წლის 11 სექტემბერს. დაამთავრა ახსალსოფლის საშუალო სკოლა. 1978-80 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1992 წლის ოქტომბერში აფხაზმა სეპარატისტებმა გაიყვანეს საკუთარი სახლიდან და დაიკარგა უგზოუკვლოდ. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
ბადრი გივის ძე გოგლიძე. დაიბადა 1960 წლის 16 მარტს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1977 წელს დაამთავრდა ახალსოფლის პირველი საშუალო სკოლა. 1978-80 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981-88 წლებში სწავლობდა ტომსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 1988-92 წლებში მუშაობდა ქ. ტომსკის მეტალურგიულ ქარხანაში ინჟინერ-ტექნიკოსად. 1992 წლის 17 დეკემბერს აფხაზმა ბოევიკებმა, ძმებმა ლარიკ და ჯოფიკ ფუგელიებმა, გურამ კეტიამ, სლავიკ აშხარწავამ, დიმა დბარმა და ვინმე ლიხნელმა ჟიბამ, გაიყვანეს საკუთარი მშობლების სახლიდან და წამებით მოკლეს სოფ. ლიხნში.
ზურაბ ევგენის ძე მაისურაძე. დაიბადა 1951 წლის 1 აპრილს, გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. არასრული საშუალო განათლება მიიღო იმავე სოფლის შოთა რუსთაველის სახელობის #1 საშუალო სკოლაში. 1965-1969 წლებში სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სპეციალობით მუშაობა დაიწყო გაგრის #1 სახლმშენებლო კომბინატში (დ. ბზიფი). 1972-1975 წლებში მსახურობდა ოსტატად დ. ბზიფის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.
მოგვიანებით მშობლიურ სკოლაში გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა. ბავშვებს ასწავლიდა მექანიზაციის საფუძვლებს, მანქანა-ტრაქტორების მართვას. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ახალსოფელში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 1992-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირების დროს გუდაუთიდან გადმოვიდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სოხუმში ჩაირიცხა მებრძოლად თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადაში, გენერალ გენო ადამიას დაქვემდებარებულ შუქურას (მაიაკი) მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილში. მონაწილეობდა სოხუმის დაცვისა და სოფელ შრომასთან წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. მალევე მივლინებული იქნა გულრიფშში მდებარე ტანკსარემონტო ბრიგადაში თავისი სპეციალობის მიხედვით, სადაც სოხუმის დაცემამდე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
1993 წლის 28 სექტემბერს სხვა სამოქალაქო და სამხედრო პირებთან ერთად კოდორის გზით გამოდიოდა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან.
დაგვიანებული წერილი 85
თადარიგის კაპიტნის თამაზ ტყეშელაშვილის გადმოცემით, ისინი ერთად ეხმარებოდნენ დაჭრილებს, ავადმყოფებს, ქალებს და ბავშვებს მათი ევაკუაციისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ შვეულმფრენებში
ჩასხდომაში. აქ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ზურაბი კოდორის ხეობაში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მიუხედავად მნიშვნელოვანი კვლევა-ძიებითი ღონისძიებების (თანამებრძოლების, მესაზღვრეების, წითელი ჯვრის, გაეროს ოფისის, აფხაზური მხარის და სხვათა მონაწილეებისა) გატარებისა, მისი ადგილსამყოფელის დადგენა დღემდე შეუძლებელია.
ალექსანდრე გრიგოლის ძე გელელიძე. დაიბადა 1954 წლის 1 მაისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1972-74 წლემში იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. 1993 წლის 5 ივნისს, აფხაზეთის ომის დროს დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.
ავთანდილი (ტულა) გამსახურიდია. დაიბადა სოფ. ახუთში 1935 წლის 15 მაისს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში, მუშაობდა დურგლად ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1993 წლის 5 ივნისს საკუთარი სახლის წინ დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.
ლამარა შალვას ასული გოგრიჭიანი. დაიბადა 1939 წლის 15 დეკემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1956 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. დიასახლისი. 1993 წლის თებერვალში ემსხვერპლა აფხაზი სეპარატისტების მიერ ნასროლ ტყვიას. დაკრძალულია გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.
ბორისი გრიგოლის-ძე თოფურია. დაიბადა 1946 წლის 11 აპრილს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1964-67 წლებში იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. მუშაობდა კერძო სახლების მშენებლობაზე. 1992 წლის სექტემბერში აფხაზმა სეპარატისტებმა სასტიკად აწამეს და ცოცხალი დაწვეს. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
86 დაგვიანებული წერილი
ვალიკო ირაკლის ძე ჩალაძე. დაიბადა 1938 წელს. 1945-53 წლებში სწავლობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის 1 საშუალო სკოლაში. მუშაობდა კოლმეურნეობაში კოლმეურნედ. 1992 წლის დეკემბერში აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს საკუთარ ეზოში.
გივი აბაკელია. დაიბადა 1942 წლის 1 მაისს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1992 წლის 5 ნოემბერს აფხაზმა ბოევიკებმა სასტიკად აწამეს და დახვრიტეს. მიზეზი: ომის დაწყების დღეებში, რუსეთიდან მომავალი ქართველი ბიჭების გამოსარჩლება და გადარჩენა იყო. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ავთანდილ ვანოს ძე მაისაშვილი. დაიბადა 1929 წელს. დაამთავრა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისის მეტროს გვირაბების მშენებლობაზე, ტყვარჩელის შახტაში ინჟინრად. აფხაზეთის ომის დაწყებამდე დაბრუნდა მამა-პაპისეულ სახლში სოფ. ახალსოფელში. 1992 წლის 15 დეკემბერს საკუთარ ეზოში, ძმასთან ნოდარ მაისაშვილთან ერთად აფხაზმა სეპარატისტებმა წამებით სიცოცხლეს გამოასალმეს და სახლთან ახლოს ორმოში დამარხეს.
გელა სერგოს ძე მაისურაძე. დაბადებული 1962 წელს 18 ივნისს. 1960-79 დაამთავრა სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1980-83 წლები მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. მუშაობდა მძღოლად მშენებლობაზე. 1992 წლის 3 სექტემბერს გავიდა სახლიდან და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სავარაუდოდ დახვრეტილია აფხაზი ბოევიკების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
დაგვიანებული წერილი 87
გივი ნესტორის ძე მაისურაძე. დაიბადა 1916 წლის 17 თებერვალს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1993 წლის 13 იანვარს საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა. კერძოდ იგორ და ნური ჭამბებმა, რომლებიც ასევე ცხოვრობდნენ გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.
ჯემალი გობეჯიშვილი. დაბადებლი გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა და მოღვაწეობდა რუსეთში პერმის ოლქში. 1992 წლის აგვისტოში ცოლ-შვილითან ერთად ჩამოსული იყო მშობლიურ სოფელში დასასვენებლად. 30 აგვისტოს ღამით აფხაზმა ბოევიკებმა გაიყვანეს სახლიდან და სასტიკაც ნაცემი დააგდეს სახლის წინ. ოჯახმა გადაიყვანა რუსეთში და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ზურაბ ალექსის ძე მაისურაძე. დაიბადა 1938 წლის 14 იანვარს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. მუშაობდა საგზაოსამშენებლო სამმართველოში. 1992 წლის 10 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა აწამეს და ცოცხალ-მკვდარი ჩააგდეს ცემენტის საზელში. დასაფლავებულია ახალსოფლის სასაფლაოზე.
თამაზი გრიგოლის ძე მაისურაძე. დაიბადა 1951 წლის 12 აპრილს, გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1958-68 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1969-71 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობის
სახერხე ქარხანაში. 1992 წლის 4 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა გაიყვანეს სახლიდან და დაიაკრგა გზო-უკვლოდ. დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.
88 დაგვიანებული წერილი
გიორგი (ჟორა) ილარიონის ძე გოგობერიშვილი. დაიბადა 1936 წლის 6 იანვარს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოგ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის საგზაო სამმართველოში მძღოლად. 1992 წლის ნოემბერში აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს საკუთარ ეზოში.
ელგუჯა ოლომფრეს ძე მაისაურაძე. დაბადებული 1931 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ტრაქტორზე მექანიზატორად საგზაო სამშენებლო სამმართველოში. იყო პენსიონერი. 1992 წლის 11 დეკემბერს აფხაზმა ბოევიკებმა წამებით მოკლეს თანასოფლელების თვალწინ.
ჯემალი საბას ძე გოგობერიშვილი. დაიბადა 1936 წლის 18 ივლისს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა მშენებლობაზე. 1992 წლის იანვარში 56 წლის ასაკში მოკლეს საკუთარ სახლში. დასაფლავებულია ახალსოფელში.
კოსტანტინე (კოწია) ნოდარიშვილი. დაიბადა 1917 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. პენსიონერი. 1993 წლის 10 თებერვალს ღამით, იგორ ჭამბას მეთაურობით, საკუთარ სახლში დახვრიტეს მეუღლესთნ ერთად ლარისა ნოდარიშვილი. დაბადებული
1921 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ. სოფ. ახალსოფელში. პენსიონერი. 1993 წლის 10 თებერვალს იგორ ჭამბას ბრძანებით დახვრიტეს, ვინაიდან მას ჰქონდა ინფორმაცია თუ ვინ დახვრიტა მისი მეზობლები ნოდარ და ავთო მაისაშვილები.
დაგვიანებული წერილი 89
შალვა გვარამია. დაიბადა 1930 წელს. 1948 წელს დაამთავრა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. ჰყავდა სამი შვილი. უფროსი ვაჟი რამინი გვარამია 1994 წელს ომის დროს გარდაიცვალა. დარჩნენ ოჯახში ცოლ-ქმარი. 1996 წლის 14 მარტს აფხაზმა ყაჩაღებმა, სიბნელეში ყუმბარა შეაგდეს სახლში. შალვა გადაეფარა მეუღლეს, მეუღლე გადარჩა თვითონ კი დაიღუპა, რამდენიმე თვეში მეუღლეც გარდაიცვალა.
ომარი ზოსიმეს ძე კერესელიძე. დაიბადა 1954 წლის 10 ოქტომბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა კინო-მეხანიკად სოფლის კულლტურის სახლში. 1993 წლის 17 იანვარს გაიყვანეს საკუთარი სახლიდან, იგორ ჭამბას ხელმძღვანელობით და დახვრიტეს ზღვის პირას ომარ კერესელიძე და გურამ კობეშავიძესთან ერთად.
ვერა თევდორეს ასული გოგრიჭიანი-გრანკინა. დაიბადა 1940 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. პენსონერი. 1996 წლის 25 დეკემბერს საკუთარ სახლში წამებით მოკლეს აფხაზმა ბოევიკებმა.
შურა ჯაფარიძე-ჩალაძე. დაბადებული 1937 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში. 1992 წლის სექტემბერში გაიყვანეს, სავარაუდოდ, ზვანდრიფში მცხოვრებმა აფხაზმა ძმებმა პაპბებმა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
90 დაგვიანებული წერილი
ლია ზაურის ასული გოგობერიშვილი. დაიბადა 1967 წლის 17 ოქტომბერს, გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მალევე შექმნა ოჯახი, ჰყავდა ორი ბიჭი და იყო მესამე შვილზე ფეხმძიმე. 1993 წლის 30 სექტემბერს სოფ. საკენში.
შვეულმფრენის ჩამოვარდნის დროს დაიღუპა ორ მცირეწლოვან შვილთან - ენვერი და ირაკლი უგრეხელიძესთან ერთად.
ვიქტორი ერასტის ძე მეშვილდიშვილი. დაიბადა 1928 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა ახალსოფლის აფხაზურ სკოლაში პედაგოგად. 1993 წლის 17 იანვარს იგორ ჯამბას ხელმძღვანელობით გაიყვანეს საკუთარი სახლიდან და, სავარაუდოდ, დახვრიტეს ზღვის პირას ომარ კერესელიძეს და გურამ კობეშავიძესთნ ერთად.
ჟორა (გიორგი) მარდალეიშვილი. 1950 წლიდან ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. იყო ძალიან მშრომელი და კეთილი ადამიანი. 1992 წლის ნოემბერში აფხაზმა ბოევიკებმა მოკლეს საკუთარ სახლში.
სერგო ალექსანდრეს ძე ჩაჩავა. დაიბადა 1938 წლის 16 თებერვალს. 1947 წელს ოჯახით გადმოვიდა საცხოვრებლად გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის პირველი საშუალო სკოლის 8 კლასი. პენსიონერი. 2013 წლის 19 მარტს წამებით იქნა მოკლული აფხაზების მიერ საკუთარ სახლში. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
დაგვიანებული წერილი 91
ალექსანდრე ვარლამის ძე ფოჩხიძე. დაიბადა 1933 წელს. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა საგზაო სატრანსპორტო მშენებლობის ორგანიზაციაში მძღოლად. 50 წლის ასაკში გადაიტანა ინსულტი, რის გამოც მას ინვალიდის სტატუსი
მიანიჭეს. 1992 წლის 2 სექტემბერს ნახევრად პარალიზებულ კაცს აფხაზმა სეპარატისტებმა, ვინმე ლეიბას ხელმძღვანელობით, დანით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა გულმკერდის არეში, შემდეგ გაათრიეს ეზოში და დააცალეს ავტომატის მთელი მჭიდი.
ინდიკო გრძელიძე. დაიბადა 1931 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში. 1993 წლის 15 იანვარს აფხაზმა ბოევიკებმა გაიყვანეს სახლიდან და დახვრიტეს ავტობაზის ტერიტორიაზე.
ნიკოლოზ ლავრენტის ძე ისაკაძე. დაიბადა 1923 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეუურნეობის ფერმაში. 1993 წლის 20 იანვარს აფხაზმა ბოევიკებმა - იგორ ჭამბამ და ძმებმა ჩიქოვანებმა წამებით მოკლეს საკუთარ საწოლში.
ლიდა გოგშელიძე. დაიბადა 1925 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ.ახალსოფელში. პენსიონერი. 1993 წლის პირველ აგვისტოს აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს საკუთარ სახლში.
92 დაგვიანებული წერილი
]
თამარი არჩილის ასული მეტრეველი. დაიბადა 1910 წლის 10 იანვარს. გივი ბესარიონის ძე მეტრეველი. დაიბადა 1934 წლის 7 აგვისტოს. ეთერი ვიქტორის ასული მეტრეველი-გაგნიძე. დაიბადა 1941 წლის 4 თებერვალს. ცხოვრობდნენ გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1993 წლის 29 მარტს მთელი ოჯახი საკუთარ სახლში დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა. კერძოდ, სოფ. ზვანდრიფში მცხოვრებმა ძმებმა პაპბებმა. დასაფლავებულნი არიან სოფლის სასაფლაოზე.
ხვიჩა შალიკოს ძე სიჭინავა. დაბადებული 1962 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1992 წლის სექტემბერში აფხაზმა ბოევიკებმა გაიყვანს სახლიდან და დახვრიტეს.
ნოდარი ვანოს ძე მაისაშვილი. დაიბადა 1931 წელს. დაამთავრა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა გააგრძელა სოხუმის სამშენებლო-საინჟინრო ტექნიკუმში. მუშაობდა გუდაუთაში ბრიგადირ-ინჟინრად. 1992 წლის 15 დეკემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა წამებით სიცოცხლეს გამოასალმეს ძმასთნ, ავთანნდილ მაისაშვილთან, ერთად და დამარხეს სახლთან ახლოს მდებარე ორმოში.
დაგვიანებული წერილი 93
შოთა ჩიკვილაძე. დაიბადა 1923 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა კოლმეურნეობაში. პენსიონერი. 1993 წლის 10 თებერვალს ღამით (გაცვლის წინა დღეს) მოკლეს საკუთარ სახლში.
მანანა ნოდარის ასული ჭაპანიძე. დაბადებული 1967 წლის დეკემბერს. გუდაუთის რ-ნ სოფ.ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა მკერავად. 1993 წელს დაიღუპა სოხუმის დაბომბვის დროს.
გურამი კობეშავიძე. დაიბადა 1951 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლის 8 კლასი. მუშაობდა სოფელ ახალსოფლის კოლმეურნეობაში კოლმეურნედ. 1993 წლის 17 იანვარს იგორ ჭამბას ხელმძღვანელობით გაიყვანეს საკუთარი სახლიდან და დახვრიტეს ზღვის პირას ომარ კერესელიძე და ვიქტორ მეშვილდიშვილთნ ერთად.
ოთარი სიმონის ძე კოვზირიძე. დაიბადა 1931 წელს.ცხოვრობდა გუდაუთის რაიონის სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. 1992 წლის სექტემბერს აფხაზი ბოევიკების მიერ საკუთარ სახლში თავდასხმის, ცემისა და აბუჩად აგდების შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
94 დაგვიანებული წერილი
თამაზი გრიგოლის-ძე მაისაშვილი. დაიბადა 1954 წელს, გუდაუთის რაიონის სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ შეისწავლა რადიო-ტელე ხელოსნის სპეციალობა. მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე. 1992 წლის სექტემბერში აფხაზმა ბოევიკებმა
აეროპორტიდან ქართველების გაყვანაში დახმარებისათვის, ღამით, დაიგულეს რა მარტო ძმის სახლში, სასტიკად დასაჯეს. იგი დილით გაგუდული ნახეს მისი ძძმის სახლში. ამ ვარაუდს ადასტურებს ოჯახის მეზობელი, რომელმაც გამთენიისას ნახა თუ როგორ გამოდიოდნენ სახლიდან სამი უცხო პირი.
ალექსი პორფილეს ძე გოგრიჭიანი. დაბადებული 1934 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. პენსიონერი. 1997 წლის 7 დეკემბერს დახვრიტეს აფხაზმა ბოევიკებმა საკუთარი სახლში.
სონია სპირიდონის ასული გოგრიჭიანი. დაბადებული 1917 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. პენსიონერი. დახვრიტეს აფხაზმა ბოევიკებმა საკუთარ სახლში შვილთან, ალექსი გოგრიჭიანთან ერთად 1997 წლის 7 დეკემბერს.
ნაზიკო გოგშელიძე. დაბადებული 1934 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. პენსიონერი. 1996 წლის აგვისტოში აფხაზმა ყაჩაღებმა მოკლეს საკუთარ ეზოში.
ვალენტი გოგობერიშვილი. დაიბადა 1907 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ ს.ახალსოფელში. იყო პენსიონერი. 1993 წლის მაისში აფხაზმა ბოევიკებმა მოკლეს საკუთარ ეზოში. დასაფლავებულია ახალსოფლის სასაფლაოზე.
გრიშა (გრიგოლი) გელენიძე. დაიბადა 1924 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა რკინიგზის სამმართველოში გაგრა-გუდაუთის მონაკვეთზე. 1992 წლის ნოემბერში აფხაზმა ბოევიკებმა აწამეს და მოკლეს საკუთარ სახლში.
გული მეტრეველი. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. ჰყავდა აფხაზი ნათესავები. 1997 წელს ქართულად ლაპარაკის გამო დახვრიტეს საკუთარ სახლში.
მიტუშა ნაჭყებია. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 2015 წლის 18 აპრილს აფხაზმა ბოევიკებმა მოკლეს საკუთარ სახლში.
დაგვიანებული წერილი 95
მურადი სორდია. დაიბადა 1956 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1992 წელს აფხაზმა ბოევიკებმა გაიყვანეს სახლიდან და დახვრიტეს ზღვის პირას.
კოსტანტინე ხაჟომია. დაიბადა 1925 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. გონებრივად ინვალიდი, დახვრეტილია აფხაზი ბოევიკების მიერ, ზღვის პირას შეშის აგროვების დროს.
შუშანა ჩიკვილაძე. დაიბადა 1922 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. პენსიონერი. 1992 წლის სექტემბერში ფეხით მომავლებს, მას და მის მეზობელს
შურა რეხვიაშვილს, განზრახ დაეჯახნენ მანქანით. მეზობელი გადარჩა, თვითონ კი დაიღუპა.
გიორგი სეითის ძე გოგსაძე. დაიბადა 1911 წელს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. ჰყავდა მეუღლე და ათი შვილი. მუშაობდა კოლმეურნეობაში ხის ხელოსნად. პენსიონერი. 1993 წლის 28 იანვარს დილის ექვს საათზე საწოლში დახვრიტა ვინმე მუგუძირველმა ლეიბამ.
რაული გიორგის ძე გოგსაძე. დაიბადა 1946 წელს. დაამთავრა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1992 წლის აგვისტოს, ომის დაწყებისთანავე, სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში 1989 წლის აღწერით 2215 ქართველი ცხოვრობდა. 1992-93 წლებში და მის შემდეგ სეპარატისტებმა 60 მშვიდობიანი მოსახლე დახვრიტეს.
დაგვიანებული წერილი 1
ავტორისაგან:
აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობაა. წიგნი „დაგვიანებული წერილი“ დაიბეჭდა იმიტომ, რომ მომავალმათაობებმა იცოდნენ სრული სიმართლე,
თუ რა ტრაგედია დატრიალდა აფხაზეთში გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში, თუ რატომ მოკლეს მათი მშობლები, დები, ძმები, ბებიები, ბაბუები, ბიძები, თუ რა მზაკვრობასთან გვქონდა საქმე ქართველ ერს 90-იან წლებში. თუ როგორი შემართებით იბრძოდნენ გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრნი, მათ შორის 18-20 წლის ბიჭები, დანარჩენ ქართველ მეომრებთან ერთად, რომ ქართველ მეომრებს ომი არ წაგვიგია და დიდი ქართველი მწერლის, ოთარ ჭიალაძის არ იყოს - მე დაკარულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია! დიახ, ომი ჩვენ არ წაგვიგია! ომი მაშინდელმა პოლიტიკოსებმა წაგვაგებინეს.
დიდება ქართველ გმირებს!!!
დაგვიანებული წერილი
ჯონდო გოგლიძე დაიბადა 1961 წლის 26 ოქტომბერს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 1968-78 წლებში სწავლობდა ახალსოფლის #1 საშუალო სკოლაში. 1979-81 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. 1988-92 წლებში მუშაობდა ქ. გაგრაში #113 პროფტექსასწავლებელში საწარმოო სწავლების ოსტატად. 1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის მაისიდან დაინიშნა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-4 ასეულის მეთაურად. ამჟამად მუშაობს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ქვემო ქართლის რეგიონულ განყოფილებაში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
2019 წელი
2 დაგვიანებული წერილი
გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობის სახელით დიდ მადლობას ვუხდი გაზეთ „რუსთავის“ რედაქტორს, ბატონ თეიმურაზ კობახიძეს, მხარდაჭერისათვის და გაწეული დახმარებისათვის. აგრეთვე დიდი მადლობა ქალბატონებს: ინგა მაისურაძეს, მაია ჩალაძეს, ელისო გერლიანს, თამილა ჩალაძეს.
რა თქმა უნდა, მადლობა ჩემი მეგობრის შვილს, დავით ლობჟანიძეს, წიგნის სისრულეში მოყვანისათვის, ფოტომასალების მოწოდებისათვის.
ავტორი: დაგვიანებული წერილი (ავტობიოგრაფიული მოთხრობები, დოკუმენტური დღიურები)
რედაქტორი: თეიმურაზ კობახიძე
კორექტორი: ლელა ბეჟანიშვილი
ტექნიკური უზრუნველყოფა:
მზია დემეტრაშვილი
დაგვიანებული წერილი 3
დაგვიანებული წერილი მოთხრობა
ბადრიმ ერთი კვირის წინ დაასრულა სამხედრო სამსახური. ორშაბათ დილით კომისარიატში გაემართა, აღრიცხვაზე რომ დამდგარიყო. იქ მისულს, კომკავშირის რაიკომის ინსტრუქტორი ზურაბ ცვიშბა დახვდა, რომელიც ჯარიდან ახალ ჩამოსულებს აგიტაციას უწევდა, რათა სამუშაოდ გაეგზავნათ კომკავშირული საგზურით შორეულ აღმოსავლეთში. პირდებოდნენ მაღალ ხელფასებს, საუკეთესო საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, სასწავლებელ ლიმიტს ინსტიტუტში ერთი წელი მუშაობის შემდგომ და ა. შ. ვისაც სურვილი გაქვთ, ერთ კვირაში მობძანდით რაიკომში და აიღეთ საგზურებიო.
სახლში მოსულმა ბადრიმ მშობლებს დაწვრილებით მოუყვა შეთავაზების შესახებ.
_ შვილო, შენ პატარა აღარა ხარ, ნაჩქარევად გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ, კარგად დაფიქრდი, გიღირს ოჯახს მოწყვეტა ამად? უთხრა მამამ.
_კარგი, მამა, ერთი წელი ვიმუშავებ, ლიმიტს ავიღებ, ჩავაბარებ ინსტიტუტში საღამოს სწავლებაზე, თან სამსახურს ვიშოვი, ჩემ თავსაც ვირჩენ.
_ თუ ეგრე გაქვს გადაწყვეტილი, მე ვერ დაგაკავებ, დაე, ეგრე იყოს, შენი საქმისა შენ იცი...
ერთი კვირის თავზე ბადრიმ აიღო კომკავშირული საგზური რაიკომიდან და წასასვლელად სამზადისს შეუდგა.
სოხუმის რკინიგზის სადგურზე უამრავი ხალხი ირეოდა, აფხაზეთის თითქმის ყველა რაიონიდან მოეყარათ თავი ახალგაზრდებს შორეულ აღმოსავლეთში გასამგზავრებლად, გამცილებელიც ბევრი იყო.
ბადრიმ იქვე ნახა რამდენიმე ძველი ნაცნობი ბიჭი, რომ გამოელაპარაკა, ისინიც ბადრის აზრზე იყვნენ. ერთმანეთის მისამართები დაუტოვეს მშობლებს და ჩასხდნენ მატარებელში. ხანგძლივი მგზავრობის შემდეგ მატარებელი შევიდა ქ. ტიუმენის სადგურში. იქ სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დახვდნენ. დაიწყეს პროფესიების მიხედვით მუშების გადანაწილება.
ბადრი და მისი ნაცნობი ორი ბიჭი, როგორც მძღოლები, ცალკე გაიყვანეს, ავტობუსში ჩასხეს და რამდენიმე დღის მგზავრობის შემდეგ მივიდნენ დასახლება „სტროიატრიად“ #17–ში, სადაც ელემენატარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ იყო, არამცთუ აფხაზეთში შეპირებული. ცივილიზებულ სამყაროს მოწყვეტილი დასახლება ვაგონებისგან შედგებოდა. თითეულ ვაგონში იდგა სამი საწოლი, სამი კარადა ტანსაცმლისა და ჰიგიენური ნივთების შესანახად, სამი სკამი, ერთი მაგიდა, ეს გახლდათ მთელი ავლადიდება რაც დახვდათ ადგილზე. მეტი გზა არ იყო, ნაცნობ ბიჭებთან ერთად ბადრი ერთ ვაგონში დაბინავდა.
მეორე დილით ბადრიმ პირი გაიპარსა და სამმართველოში წასასვლელად მოემზადა. ბიჭებს გადახედა, რომლებიც ფეხს ითრევდნენ.
_ ბადრი, შენ რა, ასეთ პირობებში აპირებ მუშაობას და ცხოვრებას?
_ იკითხა გაკვირვებულმა გოგიმ.
_ მაშ, რა ვქნათ, გოგი, ამხელა გზა გამოვიარეთ და ახლა ხელცარიელები დავბრუნდეთ სახლში? მეც არ მომწონს აქაურობა, მაგრამ მეტი რა გზა გვაქვს?!
_ ბადრი სწორია, მოდი, ცოტა ხანს აქ ვიმუშაოთ, აქაურობას გავეცნოთ და მერე ვეძიოთ სხვა გზები, _ თქვა ზაურმა.
_ თქვენი არ ვიცი, მე კი ერთ წელიწადს კი არა, ერთ თვესაც ვერ გავძლებ აქ, _ თქვა გოგიმ და ბუზღუნით შეუდგა ჩაცმას. ნახევარ საათში სამივენი სამმართველოს ვაგონთან იდგნენ. ვაგონიდან ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა:
_ ამდენი ხალხი ჩამოიყვანეთ, სამედიცინო პუნქტში არავითარი პირობები არ გვაქვს, ვინმეს რამე რომ მოუვიდეს, ვინ აგებს პასუხს? უახლოეს საავადმყოფოსთან 100 კილომეტრი მაინც გვაშორებს. ერთი ექიმიც არ გვყავს, პირველადი დახმარება რომ გაუწიოს პაციენტს... მე რა ვქნა, მედდამ, რით დავეხმარო, სათანადო კვალიფიცია არ მაქვს, არც მედიკამენტებია სათანადო. ამ დღეებში აუცილებლად კომკავშირულ კრებას მოვითხოვ ამ და სხვა საკითხებზე.
ვაგონიდან ლამაზი გოგონა გამოვიდა, გაბრაზებულმა კარი გაიჯახუნა. უცებ კარი გაიღო, იქედან ხანში შესულმა მამაკაცმა მიაიძახა:
_ ლენაჩკა, მედიკამენტები იქნება! _ ლენამ ხელი აიქნია და გზა გააგრძელა. ხნიერმა მამაკაცმა ყურადღება ვაგონთან მდგარ ბიჭებზე გადაიტანა.
_ თქვენ რა გნებავთ? _ იკითხა მან.
_ ჩვენ, გუშინ რომ ჩამოვედით, ის მძღოლები ვართ, - უთხრა ბადრიმ და საბუთები გაუწოდა.
_ ოჰ, ძალიანაც კარგი, მძღოლები გვჭირდება, შემობძანდით.
_ გენადი ივანოვიჩი, სამმართველოს უფროსი, _ წარუდგა მათ და სამივეს ხელი ჩამოართვა, თან დასძინა:
_ ბიჭებო, არ შეგეშინდეთ, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიწევს მუშაობა... ყველაფერი დალაგდება, ნელ-ნელა ავეწყობით. მან სამივეს საბუთებს გადახედა და უკან დაუბრუნა. წერილი
დაწერა, გაუწოდა ბიჭებს და უთხრა:
_ წადით გარაჟში ვასილ პეტროვიჩთან, ის ახალ მანქანებს ჩაგაბადაგვიანებულირებთ და ობიექტებზეც გაგანაწილებთ. აბა, ბიჭებო, თქვენი იმედი მაქვს, არ მიღალატოთ, _ უფროსმა კიდევ მჭიდროდ ჩამოართვა ხელი
სამივეს და გაისტუმრა.
ბადრის დიდი დიამეტრის მილების გადაზიდვა დაევალა საწყობიდან დანიშნულ ობიექტამდე 30 კილომეტრში. იგი დღეში სამ-ოთხ რეისს ასწრებდა, სხვები კი ორს ძლივს აკეთებდნენ. ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია ბადრის კეთილსინდისიერი მუშაობა. ერთი თვის თავზე ხელმძღვანელების თათბირზე პეტროვიჩს
უთქვამს: _ აი, ყველა მძღოლმა მაგალითი ბადრისგან რომ აიღოს, საქმე უკეთ წაგვივა. მას მანქანა ყოველთვის მწყობრში ჰყავს, დღეში ოთხ რეისს ასწრებს. სხვები ერთ-ორს ძლივს აკეთებენ _ ხან მანქანა უფუჭდებათ, ხან სამსახურში არ გამოდიან სიმთვრალის გამო. მას კი არც ერთი შემთხვევა არ ჰქონია გაცდენის ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის. სიმთვრალე ხომ განუკურნებელი სენი იყო იქ მომუშავეებისათვის.
_ რა, გოგოებშიც არ დადის? _ გაიხუმრა გენადი ივანიჩმა და თვალი იქვე მჯდარ ლენასკენ გაეპარა.
_ ეგ უკვე მე არ ვიცი, _ იყო პეტროვიჩის პასუხი.
_ კარგი, კარგი, ვიხუმრე... პრემია გამოუწერეთ და ხელფასი მოუმატეთ ამ ბიჭს, _ გასცა ბძანება გენადი ივანიჩმა. კვირა დღე იყო. ბადრი, ვაგონში საწოლზე წამოწოლილი, წიგნს კითხულობდა, გოგი შემოვიდა და თქვა:
_ ბიჭებო, დღეს, 6 საათისთვის, ანსამბლი ჩამოდის, მოედანზე ცეკვები იგეგმება. წავიდეთ, ცოტას გავერთობით მაინც.
_ წავიდეთ მერე, _ იყო პასუხი. საცეკვაო მოედანზე მართლაც მთელ „სტროი ატრიადს“ მოეყარა თავი. ლამაზად გამოწყობილ გოგო-ბიჭებს სულ სხვა ელფერი ჰქონდათ. გოგიმ და ზაურმა მისვლისთანავე ნახეს გოგოები და საცეკვაოდ გაიწვიეს. ბადრი იდგა მარტო და მუსიკას უსმენდა. მისი ყურადღება ხმამაღალმა საუბარმა მიიპყრო. სიბნელეში ხედავს, მომხიბლელ გოგონას ვიღაც მთვრალი ახალგაზდა ძალით მიექაჩება საცეკვაოდ.
_ თავიდან მომწყდი! შენთან ცეკვა არ მინდა, _ და თან ხელით იგერიებდა. ბადრი მიუახლოვდა მათ, იცნო მედდა, ხელკავი გამოსდო და მთვრალი ახალგაზრდას გასაგონად უთხრა: _ ლენა, მოხვედი? გეძებდი,
წამოდი, ვიცეკვოთ.
გოგომ გაუღიმა და გაჰყვა საცეკვაოდ. მთვრალმა ახალგაზრდამ ბოროტი მზერით გააყოლა თვალი წყვილს. ბადრი და ლენა მთელი ღამე ერთად ცეკვავდნენ, თან საუბრობდნენ.
_ ჩემი სახელი საიდან იცი, _ ჰკითხა ლენამ.
_ შენ ხომ ჩემთან მედპუნქტში აღრიცხვაზე არ დგახარ?!
_ ეს საიდუმლოა, _ უპასუხა ბადრიმ და გაიცინა.
_ რა გაცინებს, მეც გიცნობ დაუსწრებლად...
_ შენ საიდანღა მიცნობ? _ გაიკვირვა ბადრიმ.
_ ჯერ შენ მითხარი და მერე მე გეტყვი, _ ქალური ეშმაკური ღიმილით გაუღიმა ლენამ.
_კარგი, გეტყვი. პირველ დღეს რომ მოვედი სამმართველოში, თქვენ ხმამაღლა ესაუბრებოდით გენადი ივანიჩს, გარეთ გაბრაზებული რომ გამოხვედით, სახელიც მოგაძახათ. ძალიან მომეწონა თქვენი პრინციპულობა.
_ მერე, ასე თუ დაგაინტერესეთ, ერთხელ მაინც რატომ არ შემოხვედით მედპუნქტში?
_ მიზეზი ვერ ვიპოვე, მე ხომ თითქმის არასოდეს ვხდები ავად, _ ღიმილით უთხრა ვაჟმა.
_ ახლა თქვენს პასუხს ველოდები...
_ მე ერთი ვიცი თქვენზე, თათბირზე იმდენი გაქოთ პეტროვიჩმა, რომ პრემიაც კი გამოგიწერეს. მერე ვიკითხე - ვინ არის-მეთქი და შორიდან დამანახეს შენი თავი. სახელიც ვიცი, ბადრი რომ გქვია,
მეტი არაფერი.
_ ასეთი კარგი გოგო როგორ მოხვდით ამ ცივილიზაციას მოწყვეტილ ლოთების დასახლებაში? _ ჰკითხა ბადრიმ.
_ როგორც თქვენ, კომკავშირული საგზურით, მაგრამ ვხედავ, აქ დიდხანს ვერ გავჩერდები. მინდა, სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში გავაგრძელო.
_ მეც არ ვაპირებ აქ დიდხანს გაჩერებას. სწავლის გაგრძელება მინდა ტიუმენში ან ტომსკში, პოლიტექნიკურში.
_ კარგ აზრზე ყოფილხარ. აბა, აქ ნორმალური ადამიანი ვერ გაჩერდება,
_ ამ ლაპარაკსა და ცეკვაში მუსიკაც დამთავრდა.
_ ლენა, ვაგონამდე გაგაცილებ, თუ შეიძლება...
_ კარგი, _ თქვა ლენამ და ხელკავი გამოსდო ბადრის და ვაგონისკენ წავიდნენ. უცებ ყვირილის ხმა მოისმა.
_ ეი, შენ, ქართველო! მანდ დამელოდე, ახლა გაგაგებინებ, როგორ უნდა ქალის წართმევა, _ ბადრიმ ლენა დაამშვიდა, აქ დამელოდეო, უთხრა. თვითონ შებრუნდა. მის წინ, ნაცნობი, მთვრალი ახალგაზრდა
იდგა მეგობრებთან ერთად. მისვლისთანავე მოუქნია მუშტი ახალგაზრდამ. ბადრიმ მუშტი აიცდინა და საპასუხოდ ქვემოდან ძლიერი „აპერკოტი“ ამოსდო. ახალგაზრდა გულაღმა გაიშხლართა. წაქცეულს მეგობრები მიეშველნენ. ქართულ გინებაზე და ხმაურზე გოგი
და ზაური ბადრის მისცვივდნენ მისაშველებლად და პარტყაპურტყით გაყარეს ყველა. ლენა იქვე, კუთხეში, ატუზულიყო, ხედავდა, როგორ ლაზათიანად მიბერტყეს ლოთები ბიჭებმა.
_ ხომ არაფერი დაგიშავეს ამ ლოთებმა? _ მივარდა ლენა ბადრისთან.
_ არა, ხელიც არ მომხვედრია. წამო ვაგონამდე მიგაცილო.
_ კარგი, მადლობა, ბადრი.
გამომშვიდობებისას ლენამ ბადრის კიდევ გადაუხადა მადლობა იმ საღამოსთვის.
ამ შემთხვევის შემდეგ თავისუფალ დროს ხშირად ხვდებოდნენ, ერთმანეთს საინტერესო ამბებს უყვებოდნენ, თანაც ერთად ემზადებოდნენ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. ხუთი თვის თავზე გოგი და ზაური ქალაქ ტიუმენში გადავიდნენსამუშაოდ და საცხოვრებლად. ბადრი ლენასთან ერთად დაელოდა გამოცდების პერიოდს. ცოტა ფულიც დააგროვეს, აიღეს ლიმიტები სამსახურიდან და გამოცდების ჩასაბარებლად გაემგზავრენ ტომსკში. ბადრიმ წარმატებით ჩააბარა გამოცდები ტომსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენობლობის ფაკულტეტზე. ლენა კი ჩაიჭრა... ბადრისთან სასტუმროში დაღვრემილი მივიდა გამოსამშვიდობებლად.
_ რას ფიქრობ ახლა ლენა? _ ჰკითხა ბადრიმ.
_ რა უნდა ვიფიქრო, მე „სტროიატრიადში“ იმ ლოთებთან არ დავბრუნდები, წავალ ისევ ტამბოვში, ჩემს ბებია-ბაბუასთან, მოხუცებს მაინც მივხედავ. მაგათ მეტი არავინ მყავს (მშობლები ლენას ადრე გარდაეცვალნენ ავარიაში).
_ მოიცა, ლენა, ეგრე არ გამოვა, მერე მე?
_ შენ რა? შენ შენი გზა გაქვს.
- ლენა, მისმინე. მე ჩვენი გაცნობის დღიდან შენზე ვფიქრობ. არ მინდოდა, იმ უკაცრიელ ადგილას მეთქვა ეს და უკანონოდ მოგქცეოდი. მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. მოდი, ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთ, ბინას ვიქირავებ და ვიცხოვროთ ერთად, - ლენამ ბადრის
თვალებში ჩახედა... როგორც იქნა, მოისმინა ის გულწრფელი სიტყვები, რომლებსაც ელოდა და ცრემლები წამოუვიდა. ლენა და ბადრი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. ობლობაში გაზრდილმა გოგომ საოჯახო საქმეებს ადვილად გაართვა თავი. ერთი წლის თავზე ბიჭიც შეეძინათ. ბადრიმ მამის პატივსაცემად ბიჭს გიორგი დაარქვა. დრო შეუმჩნევლად გადიოდა, იზრდებოდა პატარა გიორგი, ბადრი უკვე დამამთავრებელ კურსზე იყო, ცხოვრობდნენ
ისინი სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით.
ერთ დღეს ლენამ მოხუცებისგან წერილი მიიღო, შინ მოსულ ბადრის ქალი უგუნებოდ დახვდა.
_ რა მოხდა? რაღაც ხასიათზე არ ხარ, _ ჰკითხა ბადრიმ.
_ აი, ნახე, _ გაუწოდა წერილი. ბებია წერდა, რომ ისინი საკმაოდ მოხუცდნენ, ვეღარც სახლს უვლიდნენ და ვერც მამულს. გამკითხავი და პატრონი არავინ ჰყავდათ და ლენას სთხოვდნენ, ჩასულიყო თავის ქმარ-შვილთან ერთად და მათთან ეცხოვრა.
_ რას ფიქრობ? _ ჰკითხა ბადრიმ.
_ ძალიან მეცოდებიან მოხუცები, მათ ჩემ გარდა არავინ ჰყავთ... უნდა წავიდე, _ თქვა თვალცრემლიანმა და ბადრის შეხედა. ბადრიმ წერილი მაგიდაზე დადო და სიგარეტს მოუკიდა.
_ ბადრი, წავიდეთ ტამბოვში, იქ სახლიც გვაქვს, მამულიც. შენი სპეციალობით იქ კარგ სამსახურსაც იშოვი, მოხუცებსაც მივხედავთ, ჩვენც არაფერი გაგვიჭირდება.
_ ლენა, მე ამ დღეებში ვაპირებდი შენთვის მეთქვა, რომ დიპლომის აღების შემდეგ საქართველოში წავსულიყავით. გიორგიმ ქართულიც კი არ იცის წესიერად, სკოლაში მიყვანის წინ ენას მაინც გაიტეხდა. ხომ იცი, ძალიან მიყვარხართ შენ და გიორგი, უთქვენოდ
ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
ლენამ და ბადრიმ ის ღამე თეთრად გაათენეს. უნდოდათ ორივესთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიეღოთ.
_ მოხუცები ასი წელი ხომ არ იცხოვრებენ? მერე გავყიდოთ ტამბოვში ყველაფერი და წავიდეთ საქართველოში, _ ურჩევდა ლენა, ბადრი კი თავის აზრზე იყო. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ლენა და გიორგი წავიდოდნენ ტამბოვში ბებია-ბაბუასთან, ბადრი კი დიპლომს აიღებდა, ორი-სამი წელი კიდევ იმუშავებდა ტომსკში, ცოტა ფულს დააგროვებდა და დაბრუნდებოდა საქართველოში, საცხოვრებელი ბინის საკითხს მოაგვარებდა. შემდეგ კი ლენას და გიორგის ჩაიყვანდა. ლენაც დასთანხმდა. ძნელი იყო განშორება, მაგრამ მოსახდენი მოხდა
_ დარჩა ბადრი მარტო ტომსკში. შვებულებების ან თავისუფალ დროს ყოველთვის აკითხავდა ცოლ-შვილს. შეთანხმებისამებრ, სამი წლის თავზე, ბადრი გათავისუფლდა სამსახურიდან და სამშობლოში დაბრუნდა.
1991 წლის ზაფხულის მიწურულს, საქართველოში დიდი მღელვარება იყო, ბადრის ძმები პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დასაცავად თბილისში ე.წ. „ბუნკერში“ იმყოფებოდნენ. ორ კვირაში ბადრიც ძმების გვერდით დადგა. 1992 წლის 4 იანვარს პრეზიდენტის ეზოს დაცვის დროს ბადრის ერთ-ერთი ძმა მძიმედ დაჭრეს, მან ის სამშვიდობოს გამოიყვანა.
ცუდი ამბავიც მოხდა - პუტჩისტებმა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს. გასამხედროებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დაიწ-ყეს მოსახლეობის ძარცვა-გლეჯა, პრეზიდენტის მხარდამჭერი მომიტინგეების დარბევა-დაპატიმრება. ხალხი მაინც არ ცხრებოდა, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით იმართებოდა მრავალაათასიანი მიტინგები. განსაკუთრებით ეს ხდებოდა სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში.
ხალხის პროტესტის ჩასახშობად და ყურადღების გადასატანად კრიმინალურმა ხელისუფლებამ წამოიწყო ავანტიურისტული ომი აფხაზეთში, რისთვისაც აფხაზი სეპარატისტები წლობით ემზა-დებოდნენ რუსებთან ერთად (ჯერჯერობით უცნობია, ეს ომი დაგეგმით, წინასწარ განწირული იყო წასაგებად თუ... ამას მომავალში ისტორია გასცემს პასუხს).
აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა ომის დაწყებისთანავე აფხაზ სეპარატისტთა და მოხალისე კომფედერანტ ბოევიკთა მძევლად გამოცხადდა მათი მეთაურის, შანიბოვის, მიერ.
1992 წლის 14 აგვისტოს ბადრიმ და მისმა ბიძამ, შაქრომ, სოჭიდან ახალნაოპერაციები და ნამკურნალები დაჭრილი ძმა სოფელში მანქანით ისე ჩამოიყვანეს, რომ არაფერი არ იცოდნენ ომის დაწყე-ბის შესახებ. ჭიშკარს მიადგნენ თუ არა, მაშინვე გამოცვივდნენ ავტომატებით შეიარაღებული ჩასაფრებული აფხაზები და ბოევიკები და სამივენი მძევლებად აიყვანეს. მათმა უფროსმა, იგორ ჭამბამ, დაიწყო ყვირილი, დანარჩენი ძმებიც გამოდითო, ჩაგვბარდითო თორემ, ამათ დავხოცავთო.
_ ესენი ყველანი მეომრები არიან, თუ დავაპატიმრებთ, სოფელს ადვილად დავიმორჩილებთ, _ გადაულაპარაკა იგორმა თავისიანებს. ამ დროს ბადრის სამი ძმა და ორი ბიძაშვილი იარაღით ხელში პოზიციებს იკავებდნენ. ცოცხალი თავით არც მძევლების გატანებას ფიქრობდნენ და არც დანებებას.
ეს სიტუაცია კარგად გათვალა მეზობლად მცხოვრებმა რაიკომის ყოფილმა მდივანმა იური ტაბუცაძემ, მით უმეტეს, რომ შეამჩნია დარჩენილი ძმებისა და ბიძაშვილების იარაღით მოძრაობა. მიხვდა, თუ აქ სისხლი დაიღვრებოდა, აფხაზები მერე მთელ სოფელს ააწიოკებდნენ. იგი სახლიდან გამოვიდა და ბოევიკებისკენ გაემართა.
_ იური მიხაილოვიჩ, შენ არავინ გერჩის! შედი სახლში, _ მიაყვირა იგორმა.
_ იგორ, მომისმინე! შენ ხომ იცი ესენი სად იბრძოდნენ?
_ სად? _ იკითხა ვიღაც უცნობმა ჩეჩენმა.
_ სად და თბილისში ზვიად გამსახურდიას მხარეს. იქ დაიჭრა
ეგ, _ ჩეჩენს ფერი ეცვალა.
_ სად მომიყვანე, შენი დედა... _ შეუკურთხა მან იგორს.
_ ხელი არ ახლოთ ამ ხალხს და ბოდიში მოუხადეთ, _ დაიყვირა ჩეჩენმა.
_კარგი, კარგი... ბოდიში. არც მე ვიცოდი, _ თქვა იგორმა.
ვინ-ვინ და მან ყველაფერი კარგად იცოდა, უნდოდა, მომენტით ესარგებლა... მერე ჩასხდნენ მანქანებში და წავიდნენ.
_ ბატონო იური, დიდი მადლობა, თქვენ რომ არ ჩარეულიყავით, აქ ძალიან ცუდი ამბები დატრიალდებოდა, _ თქვა ბადრიმ.
_ ვიცი, ბიჭებო, დიდი ხანია თქვენთან ლაპარაკი მინდოდა. მოდი, სახლში შევიდეთ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ასეც ქნეს.
_ ბიჭებო, მე ვიცი, რომ რა იარაღიცაა სოფელში, თქვენ აკონტროლებთ. გთხოვთ, ამოიღოთ და ერთ ადგილას დააწყოთ. შექმე-ნით რაიმე გასაიდუმლებული პარტიზანული შენაერთი და, რადგან მოსალოდნელია ლოკალური, პროვოკაციული, ყაჩაღური თავდას-ხმები, ვინმემ იარაღი არ გამოიყენოს, თორემ მიზეზი მიეცემათ აფხაზებს და მთელ სოფელს ააწიოკებენ. ხომ ხედავთ, რამდენი ქალი და ბავშვია სოფელში. თუ შევატყვეთ, რომ მასიურად დაიწყეს შემოსევა და ხოცვა-ჟლეტა, მაშინ ჩვენც გვერდით დაგიდგებით. როგორც შევძლებთ ისე დავიცვათ ხალხი და სოფელი. ამ ღამესვე მოაგვარეთ ეს საკითხი. გესმით, რა სავალალო მდგომარეობაში ვართ?
_ გასაგებია, ბატონო იური. იმ ღამესვე დაგზავნეს შიკრიკები, ამოიღეს იარაღი (სამი ავტომატი „პპშ“-ა ორ-ორი მჭიდით, ხუთი გადაკეთებული სასწავლო ავტომატი „აკმ“ თითო მჭიდით, ოთხი კარაბინი, 50-მდე ვაზნით, 70–მდე ორლულიანი თოფი, 10-მდე თვითნაკეთი ხელყუმბარა). ამ შეიარაღებით ერთი საათი შეიძლებოდა მოწინააღმდეგის შეჩერება. სოფლის ბოლოში სამალავი გაკეთდა, ჩამოყალიბდა 50 კაციანი პარტიზანული შენაერთი, რომლებსაც სადღეღამისო მორიგეობა დაე-ვალათ. ნათქვამი იყო, რომ იარაღი უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ. რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ მივიდნენ ძმებთან, ახლა უკვე მხოლოდ ჩეჩნები, დაჭრილი მოიკითხეს. ძმებმა კი ისინი სახლში შეიპატიჟეს და დასხდნენ სალაპარაკოდ.
_ ჩვენ აქ მოტყუებით ჩამოგვიყვანეს, ქართველები აფხაზებს ავიწროვებენო, აქ კი, რასაც ვხედავთ, პირიქით ხდება _ აფხაზები რუსებთან ერთად ავიწროვებენ ქართველებს. ჩვენ უნდა წავიდეთ აქედან, თუ სურვილი გაქვთ, გამოგვყევით, ჩვენ გაგიყვანთ.
_ მერე მოღალატეების იარლიკი გინდათ აგვკიდოს მთელმა სოფელმა? გაიქცნენ, თავს უშველეს გოგლიძეებმაო?! ეგრე არ გამოვა,
_ ჩაერთო ლაპარაკში ბადრი.
_ მოდით, დახმარება თუ გინდათ, ქალები, ბავშვები და სტუმრები გაგვაყვანინეთ სოფლიდან სამშვიდობოს (ბომბორის აეროდრომიდან). აფხაზებს კი უთხარით, რომ ჩვენ ნეიტრალურს დავიკავებთ _ სოფელი ჩვეულებრივად იმუშავებს. კოლმეურნეობის ყურძენი, ხილი, ბოსტნეული, ფერმებიდან ყველი, რძე, საკლავი ხომ მაგათი იქნება?
ოღონდ მოსახლეობას ნუღარ აწიოკებენ (ამ პერიოდისთვის სამი კაცი იყო სოფლიდან გატაცებული და მოკლული).
_ კარგი, სოფლის შემოსასვლელში დაცვას დავაყენებთ და შევეცდებით ქალების და ბავშვების გაყვანაში დაგეხმაროთ, _ იყო პასუხი. მართლაც, მეორე დღეს ჩეჩნების 20 კაციანი ბლოკპოსტი გაკეთდა სოფლის თავში. აფხაზი კრიმინალები უკვე ისე ადვილად ვეღარ დათარეშობდნენ. ცოტა ხნით სიმშვიდემ დაისადგურა. რუსების მოსყიდვით ბომბორის აეროდრომიდან ქალები, ბავშვები და სტუმრები ნელ-ნელა ტოვებდნენ სოფელს. რამდენჯერმე მოადგნენ სატვირთო მანქანებით შეიარაღებული ოჩამჩირელი, გამწარებული აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკები ქართულ სოფელს გასანადგურებლად, მაგრამ ჩეჩნები გადაუდგნენ წინ.
3 სექტემბერს, როცა მოსკოვში შევარდნაძემ ელცინთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულება დადო არძინბასთან, ჩეჩენთა ბლოკპოსტი მოიხსნა. ხალხს გაუხარდა მშვიდობა დაისადგურებსო, თუმცა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. მეორე დღესვე აფხაზი სეპარატისტები და ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკები მგლის ხროვასავით შეესივნენ ბედის ანაბარა მიტოვებულ გუდაუთის რაიონის ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას. მიდიოდა ძარცვა-გლეჯა, თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდათ, ადგილზე ხვრეტდნენ, სახლ-კარს უწვავდნენ. გმინავდა ქართული გენი, მაგრამ მშველელი არსაიდან ჩანდა. დღისით აფხაზები რეიდებს ატარებდნენ, იჭერდნენ ქართველ ახალგაზრდებს, ზოგს ცვლიდნენ ქართველების მიერ დატყვევებულ ბოევიკში, ზოგიც უგზოუკვლოდ იკარგებოდა. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს ერთმა ქალმა, რომლის შვილსაც აფხაზები მისდევდნენ დასაჭერად, მიაყვირა, ჩემ შვილს რას ერჩით, გოგლიძეებს აქვთ იარაღიო.
აფხაზები მის შვილს შეეშვნენ და სატვირთო მანქანით (რომელშიც რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა ჰყავდათ დატყვევებული) მიადგნენ შაქრო გოგლიძის სახლს. მოულოდნელად წაადგნენ თავზე ორ ძმასა და ბიძაშვილებს, წინ გამოირეკეს მანქანისკენ, გზად მომავლებთან.
უცებ იგორ ჭამბამ გააჩერა მანქანა და:
_ ესენი სად მიგყავთ?
_ როგორ თუ სად? თქვენი ბრძანება არაა, ახალგაზრდები აიყვანეთო?!
_ იყო პასუხი
_ ხო, მაგრამ, ამათ თავი დაანებეთ... ესენი ზვიადისტები არიან, _ აფხაზები დაიბნენ, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდნენ...
_ გითხარით, დაანებეთ თავი! _ დაიყვირა იგორმა. ბადრიმ გაიხედა მანქანისკენ და რაკი იქ ტყვედ აყვანილი ბიჭები შეამჩნია, მომენტი იხელთა, მივიდა იგორთან და უთხრა:
_ ის ბიჭებიც ზვიადისტები არიან, _ თან მანქანისკენ მიუთითა
_ ყველა გაუშვით, _ გასცა ბრძანება იგორმა. ერთ საღამოს იური ტაბუცაძე მივიდა ძმებთან და უთხრა:
_ ბიჭებო, ხომ ხედავთ, რა ხდება, არაკეთილისმოსურნეებმა სოფელში ხმები დაყარეს, გოგლიძეებმა იარაღი ამოიღესო, გვღალატობენო. მისი გამოყენების საშუალებას არ გვაძლევენო. ხალხი გამწარებულია, ვინმემ არ გათქვას სამალავი და ხალხმა სპონტანურად არ აიღოს იარაღი... რამდენ ხანს გვეყოფა ტყვია-წამალი, ჰა-ჰა ერთი საათი. ამათ კი მიზეზი მოეცემათ და მთელ სოფელს გაანადგურებენ. ხომ ხედავთ, რამდენი მოხუცი და ქალია დარჩენილი ჯერ კიდევ. გთხოვთ, ვინც იცის სამალავის და იარაღის შესახებ, ყველანი გაიყვანეთ სოფლიდან. ამაში მე დაგეხმარებით, რუსებს მე მოველაპარაკები, აეროდრომიდან გაგიყვანთ. სოხუმში კი ქართულ შენაერთებს შეუერთდებით და შემდეგ - ღმერთი გფარავდეთ. თუ მოახერხებთ მთელი სოფლის გაყვანასაც, კარგი იქნება. ხომ იცით 1500-მდე ადამიანი კიდევაა დარჩენილი. მე ვიდრე ხალხია, აქედან ვერ მივდივარ. ვინც გავგზავნე, იმათგან პასუხი არაა. აბა, თქვენი იმედი მაქვს, ბიჭებო...
მესამე დღეს დათქმულ ადგილზე მართლა მოვიდა რუსების ორი ტენტიანი „ურალის“ მარკის მანქანა, მაგრამ იმდენი ქალი და მოხუცი იყო წასვლის მსურველი, რომ შენაერთის ყველა ბიჭმა მათ დაუთმო ადგილი და ჩამოვიდნენ მანქანებიდან. იურიმ უკან დაბრუნებული ბიჭები რომ ნახა, კინაღამ გადაირია:
_ რა ქენით, რატომ არ წახვედით?
_კარგი რა, ბატონო იური, ქალებს ხომ არ გადავახტებოდით თავზე,
_ უპასუხა ბადრიმ.
_ მომისმინეთ, ეს ხალხი ხვალისთვის უნდა წასულიყო, ხვალ კიდევ იქნება მანქანები, დათიკო მაისურაძეს 500 ლიტრი ღვინო მიუცია რუსებისთვის, ვერტმფრენის პილოტებისთვის თქვენ მოგიწევთ 1000 მანეთის გადახდა თითო სულზე და გაგიყვანენ. მეორე დღეს ისევ მოვიდნენ ტენტიანი „ურალებით“ რუსები, რომლითაც ბიჭები აეროდრომზე გადაიყვანეს სატვირთო ვერტ-მფრენამდე. ბადრი ვერტმფრენის კართან დაჯდა. ვერტმფრენმა სტარტი რომ აიღო, მან წერილი გადასცა თანაკლასელ მეგობარს და მოულოდნელად კარის დაკეტვამდე ჩავიდა ვერტმფრენიდან...
რამდენიმე ხანში ვერტმფრენი კოპიტნარის აეროდრომზე დაეშვა ქუთაისში. იქიდან ავტობუსით სოხუმში გადავიდნენ და პარტიზანული შენაერთი ქართული 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონს ორი ოცეულის სახით შეუერთდა.
აფხაზებმა შეამჩნიეს, რომ ქართული სოფელი იცლებოდა მოსახლეობისგან, მუშა ხელი ეკარგებოდათ, მოსავალი კი ასაღები იყო. ამიტომ ბომბორის აეროდრომთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.
პირველი დღიდანვე ცდილობდნენ მეომრები სოფლის მოსახლეობის გამოყვანას, მაგრამ ამაოდ. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ისიც კი განაცხადა, როდესაც მას აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართველების გამოყვანა მოსთხოვეს _ მე გუდაუთის რაიონში ქართული მოსახლეობა არ მყავსო.
ნოემბრში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დახმარებით მაინც მოხერხდა ხალხის გასაცვლელად წარმომადგენლების გაგზავნა, მაგრამ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალსოფელში იყვნენ, მაგრამ იქ არავინ იყო დარჩენილიო... და გაცვლისას თავიანთი ახლობლები სხვა სოფლებიდან გამოიყვანეს.
1993 წლის თებერვალში გუდაუთელი მეომრების ზეწოლით მაინც მოხერხდა სოხუმელი აფხაზების გადაცვლა ახალსოფლელებზე.
დეკემბრიც დადგა, მთელი სოფლის მოსავალი ქართველებს ააღებინეს და აფხაზებმა მიითვისეს. კარგად შებინდებული იყო, როცა ბადრის ბიძამისის ეზოდან ავტომატის ჯერის ხმა მოესმა.
_ მამა, მგონი ჩვენებს დაესხნენ თავს, გადავალ გავიგებ რა ხდება, _ თქვა ბადრიმ და ვენახებით გადაირბინა ბიძის მისაშველებლად. ბიძას და ბიცოლას მოესწროთ სახლის უკანა მხრიდან გარეთ გამოსვლა და თავი ვენახებში შეეფარებინათ. ბადრიმ დაინახა რა ნათესავები, გამოიკითხა რა მოხდა, ბიცოლამ უთხრა: _ არ წახვიდე სახლში, მგონი თქვენკენ წამოვიდნენ ისინიო, _ ბადრი უცებ მიტრიალდა და სახლისკენ გაიქცა. რომ მიუახლოვდა, ცოტა შეყოვნდა, იქიდან ყვირილის და გინების ხმა მოესმა.
_ სად არიან ახალგაზრდები? შენი დედა.., _ დაიყვირა აფხაზმა და ავტომატის კონდახი ჩაარტყა მოხუცს. მამა გმინვით ჩაიკეცა.
_ სად არიან შენი შვილები? _ კიდევ გაიმეორა არაკაცმა და ფეხებით დაუწყო ცემა. ლოგინად მწოლიარე ბადრის დედა ფეხზე წამოდგა და ქმარს გადაეფარა ტირილით, არც ის დაინდეს, კონდახი ჩაარტყეს ავადმყოფ ქალს. გამწარებული ბადრი ოთახში შევარდა. ხუთამდე აფხაზი, ლარიკ ჯუგელია, გურამ კეტია, სლავიკ აშხარწავა, დიმა დბარი და რომა ჟიბა უმოწყალოდ სცემდნენ მოხუცებს.
_ რას შვრებით, თქვე ნაბიჭვრებო, მაგათ თავი დაანებეთ მე აქა ვარ! _ აფხაზებმა მოხუცებს თავი დაანებეს და იარაღმომარჯვებულები მიცვივდნენ ბადრის.
_ აქ, მშობლების თვალწინ, არ მესროლოთ... სადაც გინდათ იქ წამოვალ, თქვე ნაძირლებო. თუ გგონიათ, შეგჩეთ ეს ამბავი, ძალიან ცდებით!
_ კიდევ იმუქრება ეს შობელძაღლი? _ გადატენა ავტომატი ერთმა აფხაზმა.
_ მოიცა, მოიცა, - მიაყვირა ლარიკმა, _ ამას სადაც გვინდა იქ წავიყვანთ. ხომ ხედავთ ბიჭი „ხარაქტერითაა„.
_ არ გაჰყვე, შვილო, მოგკლავენ ეს არაკაცები, _ ორივე ფეხზე მოხვია ხელი მამამ ბადრის.
_ ნუ გეშინია, მამა, მე მალე დავბრუნდები... დედას მიხედე, -დაამშვიდა ბადრიმ და აფხაზებს წინ გაუძღვა. ბოევიკებმა ბადრი მანქანაში ჩასვეს და გეზი სოფელ ლიხნისკენ აიღეს. გზად ბოევიკთა
მეორე ჯგუფი შეხვდათ:
_ რა ქენით? იპოვეთ ვინმე ახალგაზრდა ქართველი სოფელში? _ იკითხეს აფხაზურად.
_ ვერ ხედავ? _ იყო პასუხი,
_ მაშინ ჩვენც თქვენთან წამოვალთ, ღორივით უნდა დავაკლათ ჩვენი დაღუპული ბიჭების საფლავს ეს შობელძაღლი, _ ისინიც უკან გაჰყვნენ სოფელ ლიხნისკენ მიმავალ მანქანას. ლარიკმა თავის სახლთან გააჩერა მანქანა და იმ დღის ნადავლი ცოლს გადასცა (მისი ცოლი ქართველი იყო), თან წაიტრაბახა _ ამაღამ კიდევ ერთ ქართველს გამოვასალმებთ სიცოცხლესო, აგერ მანქანაში გვიზისო. სტუმრად მყოფმა სიდედრმა ეს რომ გაიგონა, დაინტერესდა და გამოყვა სიძეს. მანქანაში ბადრი რომ დაინახა, სიძეს შეევედრა ამას ხელი არ ახლოთ, ჩვენი ნათესავიაო.
_კარგი, კარგი ხელს არ ვახლებთ, _ წაილაპარაკა მან და მანქანაში ჩაჯდა. ბადრის ხმას არ აღებინებდნენ, მას კი ყველაფერი ესმოდა, ცოტა აფხაზურიც იცოდა. ბადრი ერთ-ერთ აფხაზის ოჯახში მიიყვანეს, სადაც სუფრა იყო გაშლილი.
_ მოდი, საიქიოს მიმავალმა, დაგვლოცე, _ იქედნურად წაიქირქილა ერთმა აფხაზმა.
_ წადით, თქვენიც... _ წაილაპარაკა ბადრიმ.
_ კიდევ იმუქრება ეს შობელძაღლი? _ თქვა ერთმა აფხაზმა და პისტოლეტი ყუით ჩაარტყა თავში. მან კი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ამოჰკრა მუშტი აფხაზს, რომელიც იმ წამსვე იატაკზე გაიშხლართა. ძაღლებივით დაესივნენ აფხაზები ბადრის, უმოწყალოდ სცემეს,
შებორკეს და ფეხზე წამოაყენეს. ვისაც ბადრიმ სიფათი მიუნგრია, გონზე მოვიდა, პისტოლეტს ხელი წამოავლო შუბლზე დაადო და დაიღრიალა:
_ მუხლებზე დადექი, შეწყალება მთხოვე შენი დედა ....
_ წადი, შენი დედაც..., _ უპასუხა ბადრიმ.
ამ დროს ოჯახის უფროსი შემოვარდა ოთახში და დაიღრიალა:
_ ჩემს ოჯახში კაცს არ მოკლავთ, გაეთრიეთ ჩემი სახლიდან ყველანი!
აფხაზები უსიტყვოდ აიშალენ სუფრიდან. შებორკილ ბადრის დაავლეს ხელი და ქუჩაში გავიდნენ. რამდენიმე მეტრით გასცდნენ სახლს, მანქანის შუქზე კიდევ სცემეს გაბორკილი ბადრი. მერე, ვისაც მუშტი დაარტყა, იმას დანა მისცეს და უთხრეს, რაც გინდა ის უქენიო. თვითონ მანქანებთან ჩამოხსდნენ. ნაძირალა მივიდა ბადრისთან ფეხზე დააყენა დასისხლიანებული და უთხრა თუ შენით დადგები მუხლებზე, შეწყალებას მთხოვ, უცებ მოგკლავ, თუ არა და წამებით ამოგხდი სულსო. მანქანასთან მჯდომმა აფხაზებმა გადაიხარხარეს.
ნაძირალამ დანა პირით მკერდზე დაუსვა... გამწარეგულმა ბადრიმ მოახერხა ბაწრის ბორკილების გახსნა და ხელმეორედ მოქნეული დანა ჯერ დაუჭირა, მერე გამოსტაცა და მთელი ძალით ჩაარტყა კისრის არეში. ნაძირალა უსულოდ დაეცა მიწაზე. აფხაზები მოულოდნელობისგან გაოგნდნენ, მერე კი დასახმარებლად მივარდნენ. ამ დროს ბადრი კოჭლობით გაიქცა ჩაის პლანტაციებისკენ. მალე აფხაზები გონს მოვიდნენ:
- გარბის, ამის დედაც... _ მიაყვირეს და დააყარეს ავტომატის ჯერები. ჩაის პლანტაციებთან არ მისულს, რამდენიმე ტყვია ერთდროულად მოხვდა ბადრის და უსულოდ დაეცა. ავტომატების ხმაზე აფხაზების მთელი უბანი გამოვიდა ქუჩაში, გაიგო რა, რაც მოხდა, ოჯახის უფროსმა, რომლის სახლშიც იყვნენ ბოევიკები, ზიზღით გადახედა თავისიანებს და უთხრათ:
_ ვაჟკაცი ეგ ყოფილა თქვენ კი არა, მან საკუთარი სიკვდილითაც დაგამარცხათ. მეორე დღეს ოჯახის უფროსი წავიდა ბადრის სოფელში, მონახა მისი ბიძა, მოუყვა რაც მოხდა იმ ღამეს, თუ რა ვაჟკაცურად დაასრულა სიცოცხლე მისმა ძმიშვილმა, ცოდოა, დედის ცრემლმა, რომ
არ დაიტიროს ეგო.
_ ვიცი, სადაცაა გვამი... ოჯახი გააფთხილე, რომ დღეს საღამოს მე თვითონ ჩამოვასვენებ, რაც არ უნდა თქვან აფხაზებმა.
***
გავიდა წლები, ლენა ამაოდ ელოდა ბადრისგან ამბავს, მოხუცები გარდაიცვალნენ, გიორგიმ სკოლა დაამთავრა, პასპორტი დედის გვარზე აიღო. მან იცოდა, რომ აფხაზეთში ომი დასრულებული იყო, მაგრამ აფხაზებისა და ქართველების შერიგებას პირი არ უჩანდა. ხვდებოდა, რომ ის აუცილებლად უნდა ჩასულიყო მამის სოფელში და მისი ამბავი გაეგო. მითუმეტეს, დედამისი ყოველთვის დადებითად ახასიათებდა მამას. მათი განშორება ხომ მხოლოდ ბედის უკუღმართობის ბრალი იყო... თვითონაც უკვირდა - ამდენი წელი გავიდა და რატომ არ შეგვეხმიანააო...
_ დედა, მინდა წავიდე აფხაზეთში, მამის სოფელში, მამის ამბავი გავიგო, _ უთხრა გიორგიმ დედას. იცოდა ლენამ, რომ გიორგი წავიდოდა მამის მოსაძებნად, მაგრამ ასე მალე არ ელოდა.
_ შენი გადაწყვეტილება მეც ძალიან მახარებს შვილო, მაგრამ ხომ იცი, იქ ჯერ კიდევ ომია, პარტიზანული. მეშინია, რაიმე ხიფათი არ შეგემთხვას.
_ მე ომთან რა მინდა, დედა? უბრალოდ ჩავალ მამის სოფელში, ვიკითხავ მის ამბავს, მე ხომ რუსული გვარი მაქვს პასპორტში, რუსებს იქ არ ერჩიან. ნუ დამიშლი, ძალიან გთხოვ, _ დამაჯერებლად უთხრა გიორგიმ.
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, შვილო, _ იყო პასუხი.
1998 წლის მაისის მიწურული იყო. გალის რაიონში ქართველებსა და აფხაზებს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ქართველებს რუსი სამშვიდობოების გენერალიტეტთან ფარული მოლაპარაკება ჰქონდათ, რუსები 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ პასუხისმგებლობას იღებდნენ, ომში არ ჩაერეოდნენ, გაიყვანდნენ სამშვიდობოებს და მდ. კელასურზე დააყენებდნენ. მოლაპარაკებისამებრ ქართული შენაერთები, მილიციის ძალებით შევიდნენ გალის რაიონში, სწრაფად მიიწევდნენ წინ, დაიკავეს რა გალის რაიონის ქვედა და ზედა ზონა, ქ. გალი ალყაში მოაქციეს. ამ
დროს რუსების ვერტმფრენი ზუგდიდის სტადიონზე დაეშვა _ გენერალიტეტის დესპანი ფულს ითხოვდა, ქართული დაზვერვა კი იძლეოდა ინფორმაციას, რომ რუსები კი არ გავიდნენ, პირიქით, პოზიციები გაამაგრეს მდ. ღალიძგაზე. ჩანდა, რომ რუსები კიდევ იტყუებოდნენ, ფულსაც წაიღებდნენ და ომშიც ჩაერთვებოდნენ. ქართველებმა დაჟინებით მოსთხოვეს რუსებს ჯარების მდ. კელასურზე გადაყვანა. მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება არ შედგა. უკმაყოფილო რუსები დაიმუქრნენ: - ამის შემდეგ ვნახოთ თქვენ რა დაგემართებათ... ისევ გაებნენ რუსულ მახეში ქართველები. ქ. ადლერის ავტოსადგურზე ხალხი ირეოდა. ორი დღის ნამგზავრი, საკმაოდ მოშიებული გიორგი კაფეში შევიდა წასახემსებლად,
მიმტანს სოუსი და ერთი კათხა ლუდი შეუკვეთა.
_ ძმობილო, თქვენ საით მიემგზავრებით? _ მოესმა გიორგის უკანა
მაგიდაზე მჯდომი ახალგაზრდის ხმა.
_ თქვენი რა საქმეა მე საით მივდივარ, _ უპასუხა გიორგიმ.
_ საწყენად არ მითქვამს ძმაო, უბრალოდ, მე ტაქსისტი ვარ, სოხუმში მივდივარ, ორი კაცი მაკლია, მარშუტკის ფასად წაგიყვანდი, თუ იქეთ მოდიხარ.
_ გუდაუთს გაივლი?
_ როგორ არა ...
_ მაშ, მეც თქვენი მგზავრი ვყოფილვარ.
_ რაკი შემეკითხეთ, გუდაუთს გაივლიო, გეტყობათ, აფხაზეთის არაფერი იცით, ვისთან მიდიხარ ან რისთვის?
_ ეს უკვე თქვენი საქმე არ არის. ტაქსისტი დარწმუნდა, რომ გიორგიც ერთ-ერთი იმ გზააბნეულ დაქირავებულ მოხალისეთაგანია, რომელიც ბლომად გადაჰყავდა აფხაზეთში.
_ ეროვნებით ვინ ხარ?
_ რუსი ვარ, - იყო პასუხი.
_ გინდა კარგი ვარიანტი შემოგთავაზო, დიდი ფული გაშოვნინო? მოხალისეთა რაზმები იქმნება გუდაუთაში _ ქართველები, ისევ რა- ღაცას აპირებენ, ამიტომ სამუდამოდ გვინდა ამოვძირკვოთ აფხაზეთიდან. გადახდა დოლარებით იქნება. ბატალიონის მეთაურს კარგად
ვიცნობ, პირდაპირ იქ მიგიყვან, _ პასუხის მომლოდინე ტაქსისტმა ბიჭს თვალებში ჩახედა. გიორგის ბევრი არ უფიქრია, ამ გათვითცნობიერებული ტაქსისტის მეშვეობით შეიძლება მამის კვალისთვისა ადვილად მიეგნო და დათანხმდა.
_ იგორ აჟიბა, _ ხელი გაუწოდა ტაქსისტმა.
_ გიორგი ბიკოვი, _ ხელი მაგრად ჩამოართვეს ერთმანეთს.
_ მაშ, წავედით, ძმაო?
_ წავედით, _ იყო პასუხი. აჟიბამ გიორგი გუდაუთაში პირდაპირ მოხალისეთა ბატალიონში მიიყვანა და ბატალიონის მეთაურს წარუდგინა. მეთაურმა ახედდახედა მაღალ, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდას.
_ თქვენი საბუთები?
გიორგიმ პასპორტი გაუწოდა.
_ გიორგი ბიკოვი, _ ამოიკითხა მეთაურმა.
_ რამდენი წლის ხარ?
_ ჩვიდმეტის.
_ რამდენი ხნით ჩამოხვედი?
_ ექვსთვიანი კონტრაქტი მინდა დავდო.
_ საიდან ხარ?
_ ტამბოვიდან.
_კარგი, გაივლი ახალგაზრდა მეომრის კურსს და ჩაგრიცხავ ჩემს ბატალიონში. დღეიდან შენი მეთაური მე ვიქნები, _ წარუდგა რუსლან ხაგუშია და ხელი ჩამოართვა გიორგის. არ გასულა ერთი თვეც, რაც გიორგი აფხაზურ ჯარში მსახურობდა, რომ ატყდა განგაში _ ხმა გავრცელდა, რომ ქართველები გალში შემოიჭრნენ, სამშვიდობოები მოისყიდეს. საკუთარი ძალებით უნდა შეეჩერებინათ ისინი და ამიტომ მოხალისეთა ბატალიონი ტენტიანი „ურალებით“ გადაისროლეს გალში, იქედან კი ყველაზე მძიმე შეტაკებები საითაც იყო, იქით გაუშვეს. ახალი დაღამებული იყო, გზაგასაყარზე ბატალიონი ორად გაიყო. სამი„ ურალი“ სოფელ ხუმუშქურისკენ წავიდა, ორიც სოფელ მეორე გუდავასკენ. არ გასულა ათი წუთი, რომ ატყდა საშინელი სროლა, წინა ორ მანქანას ნაღმი მოხვდა, მესამედან გადმოცვივდნენ მოხალისეები და დაიწყეს უმისამართოდ სროლა, ისე, რომ მოწინააღმდეგეს ვერ ხედავდნენ. მოწინააღმდეგე კი პირდაპირ ცხრილავდა მათ. ამ არეულობაში გიორგიმ შეამჩნია, როგორ გადავარდა მისი დაჭრილი მეთაური რუსლან ხაგუში ხიდიდან. თვითონაც იქეთ გადაეშვა, დაავლო ხელი მეთაურს და ხიდქვეშ სამალავში შეიყვანა.
_ არ გვესროლოთ, გნებდებით, _ გაისმა მოხალისეებიდან რუსულად ყვირილი. სროლა შეწყდა. ქართველებმა „ტრაფეინი“ იარაღი მოკრიფეს, ცოცხლად დარჩენილი მოხალისეები წინ გაირეკეს და იქაურობას გაეცალნენ. სიტუაცია რომ ჩაწყნარდა გიორგი გამოვიდა სამალავიდან, მანქანები იწვოდა, ყველაფერი განათებული იყო. დახოცილები პირდაპირ გზაზე ეყარნენ. იქაურობას უნდა გასცლოდა, სანამ ქართველები უკან დაბრუნდებოდნენ. მოიკიდა დაჭრილი მეთაური ზურგზე და გზაზე არ ასული, გაუყვა გზის ნაპირს. რამდენიმე კილომეტრით გასცდა სასაკლაოს, მივიდა გზაჯვარედინზე, თუმცა მეტი აღარ შეეძლო დაჭრილის ტარება და იქვე დააწვინა, თვითონ კი ქვებით გზა გადაკეტა _ ჩასაფრება მოაწყო, რადგან რადაც უნდა დასჯდომოდა, გამვლელი მანქანა უნდა გაეჩერებინა. ჩასაფრებულ გიორგის წუთები საათებად ეჩვენებოდა. უცებ, ხედავს, პატარა მანქანა მოადგა გზაჯვარედინს, ქვებით ჩახერგილ გზასთან გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე შეიარაღებული კაცი, სამმა პოზიცია დაიკავა, ერთი კი ქვებისკენ წამოვიდა.
_ შეჩერდი, არ გაინძრე, თორემ გესვრი, - მიაყვირა გიორგიმ სამალავიდან.
_ პაროლი 30.
_ 60, -იყო პასუხი
ჯამში 90 უნდა გამოსულიყო დათქმული პაროლის მიხედვით.
_ რომელი ბატალიონიდან ხარ?
_ რუსლან ხაგუშის, _ იყო პასუხი. _ ჩვენ ოჩამჩირის კომედატურიდან ვართ. ყველანი გამოდით მანქანის შუქზე, _ მაინც არ ენდობოდა გიორგი.
_ რუსლანი სად არის? _ იკითხა აფხაზმა.
_ აქ არის, დაჭრილია, _ ორმა იარაღი დააწყვეთ და აქ მოდით.
_ მიდით, - გასცა ბძანება ერთ-ერთმა. დაჭრილი აიყვანეს, ჩასვეს მანქანაში და პირდაპირ ოჩამჩირისკენ წავიდნენ.
_ ზაურ ლეიბა, ოჩამჩირის კომენდანტი, _ წარუდგა წინ მჯდომი
_ გიორგი ბიკოვი.
_ ძალიანაც კარგი, რა მოხდა თქვენთან? _ იკითხა მან. გიორგიმ დაწვრილებით აუხსნა რაც მოხდა, რომ მთელი შენაერთი გაანადგურეს ქართველებმა.
_ ჩვენც თქვენი ბატალიონის ხალხს ვაცილებდით ამ „ჟიგულით“, მეორე მიმართულებით. ბედად მანქანა გაგვიჩერდა და „ურალები“ წინ წავიდნენ. უცებ ისეთი სროლა ატყდა, ვერც ვერაფრის გაკეთება მოვასწარით, ყველა გაანადგურეს, ჩვენ ძლივს ვუშველეთ თავს. ვიღაცამ გვიღალატა ნამდვილად, ორივე მიმართულებით ჩასაფრება როგორ მოგვიწყვეს, მაგათი... _ შეიკურთხა კომენდანტმა. მანქანაში სიჩუმე ჩამოწვა. ოჩამჩირის საავადმყოფოსთან მივიდნენ, ზაური გადმოვიდა მანქანიდან:
_ ხედავ, საავადმყოფოსთან არეულობაა, რა ხდება?
_ ქართველები შეუმჩნევიად ოჩამჩირის თავზე. საავადმყოფოს სასწრაფო ევაკუაცია მიდის, _ იყო პასუხი. ზაური უცებ მოტრიალდა, მანქანის შუქზე რაღაც ფურცელს ხელი მოაწერა. მერე გიორგის უხმო და უთხრა, _ ეს საშვია, ეს მძღოლი და მანქანა შენს განკარგულებაშია სამი დღით. რუსლანი შენ უნდა გადაიყვანო სოხუმის საავადმყოფოში, ამას შეასრულებ? თუ მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი, ლეონის ორდენი გარანტირებული გაქვს, ჩემთან გადმოგიყვან სამსახურში, _ თან ჯიბეში ჩაიყო ხელი 500 დოლარი ამოიღო
და მისცა, _ გამომართვი გამოგადგება...
_ აბა, ძმაო, იჩქარე, აქ წუთი-წუთზე შეიძლება ქართველები შემოვიდნენ. სოხუმის საავადმყოფოსთან ხალხმრავლობა იყო, დაჭრილების უწყვეტი ნაკადი მოდიოდა გალიდან. გავრცელდა ხმა _ ქართველებმა ოჩამჩირე აიღესო. რუსლანის მშობლებს გაეგოთ შვილის ამბავი და გიორგის საავადმყოფოში დახვდნენ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რუსლანს ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ ექიმმა დააიმედა ყველა რომ სასიცოცხლო ორგანოები არ იყო დაზიანებული. რუსლანის მამა მიუბრუნდა გიორგის და სთხოვა მოეყოლა რა გადახდათ მათ თავს. გიორგიმაც დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა, მძღოლმაც დაადასტურა.
_ მაშ, ჩვენი ოჯახი შენი სამუდამო მოვალეა, შვილი გადაგვირჩინე.
_ მე ჩემი მოვალეობა შევასრულე, _ უპასუხა გიორგიმ. ამ დროს რუსლანი საოპერაციოდან გამოიყვანეს და რეანიმაციაში გადაჰყავდათ. მთელი ნათესაობა და გიორგიც მათ გაჰყვნენ. რუსლანი გონზე იყო მოსული, მას ჭრილობების გარდა, კონტუზიაც მიეღო და ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. ახსოვდა, რაც გადახდა თავს. ამიტომ, ერთი თქვა: _ მამა, ეს ბიჭი არ დაკარგოთ.
დაურმა (ასე ერქვა რუსლანის მამას) ხელკავი გამოსდო გიორგის, რეანიმაციიდან გაიყვანა და უთხრა:
_ დღეს მივდივართ ჩვენთან, გუდაუთაში. აქ ისედაც ბევრი ხალხია, მიხედავენ დაჭრილს, მთელი ღამე ნაწვალები და უძილო ხარ. დაისვენებ, მერე აღვნიშნოთ შენი და რუსლანის გადარჩენა. გთხოვ უარს ნუ მეტყვი. დილიდან გავიგე, რომ არავითარი ოჩამჩირე არ არის აღებული. რუსმა სამშვიდობოებმა ტექნიკა დაქოქეს და გალის რაიონიდანაც მიერეკებიან ქართველებს. ასე რომ ამაზე არ ინერვიულო.
_ კარგი, მაგრამ მე მარტო არ ვარ, მძღოლი ჩემს განკარგულებაშია სამი დღით, მას ნური ჰქვია.
_ ეგეც წავიყვანოთ, რა თქმა უნდა... მაშინ ასე მოვილაპარაკოთ, მანქანას აქ დავტოვებ, შეიძლება რამეში დასჭირდეთ ჩემებს. თქვენი მანქანით წავიდეთ. მოსულა?
_ კარგი, ასე იყოს, _ უპასუხა გიორგიმ და გაიფიქრა, რომ ამ სამ დღეს გამოიყენებდა მამის საძებნელად. შევიდნენ რეანიმაციაში, კიდევ დახედეს რუსლანს, რომელსაც უკვე ჩასძინებია. მერე ჩასხდნენ მანქანაში და გაუყვნენ გზას გუდაუთისკენ. დაურის ოჯახი დიდი პატივისცემით ეპყრობოდა გიორგის, განსაკუთრებით რუსლანის ბაბუა ზიკამბე ირჯებოდა. მან გიორგი საკუთარი ოჯახის წევრად გამოაცხადა.
მეორე დღეს დაურმა უთხრა გიორგის:
_ მე და ნური წავალთ სოხუმში დაჭრილს მოვინახულებთ, ახალ ამბებსაც გავიგებთ, ნურიც თავის ახლობლებს ნახავს, ცოტა მოგვიანებით
ჩამოვალთ...
_ მეც წამოვალ... _ ინსტინქტურად თქვა გიორგიმ,
_ არა, შვილო, შენ აქ დარჩი, დაისვენე, გადაღლილი ხარ.
_ ხვალ ერთად წავიდეთ რუსლანის სანახავად, _ ლაპარაკში ჩაერთო ბაბუა ზიკამბე. გიორგიმაც დათანხმდა. როცა გაისტუმრეს დაური და ნური, გიორგი და ბაბუა ზიკამბე ეზოში ჩამოსხდნენ.
_ ბაბუა, გამიგია გუდაუთში ქართული სოფლებიც იყო?..
_ მერე? _ ჩიბუხს მოუკიდა ზიკამბემ
_ სად არის ის ხალხი?
_ შენ იერით მთლად რუსს არ ჰგავხარ, _ ეჭვის თვალით შეხედა ბაბუა ზიკამბემ. გიორგი წამით შეყონდა.
_ რადგან თქვენ ოჯახის წევრად მიმიღეთ, დასამალი არაფერი მაქვს, დიახ, მამით მე ქართველი ვარ, რომელიც გუდაუთიდან იყო, ბადრი ჰქვია, გვარად გოგლიძე. დედა რუსი მყავს, მე მამასთან ექვსი წელი ვიცხოვრე... და მოუყვა თავისი მშობლების ბედუკუღმართი
ცხოვრების ამბავს. ბოლოს კი დასძინა:
_ ბაბუა ზიკამბე, მე აფხაზეთში საომრად და ფულის საშოვნელად კი არა, მამის მოსაძებნად ჩამოვედი.
ბაბუა ზიკამბემ ჩიბუხიდან ღრმა ნაფასი დაარტყა.
_ შვილო, მომისმინე... ახლა, ეს ამბავი მე და შენი საიდუმლო იყოს, სხვას არავის უთხარა. მე დაგეხმარები მამის მოძებნაში, მაგ გვარის ხალხი გამიგია ახალსოფელში ცხოვრობდნენ, მე თვითონ წავალ იმ სოფელში და ყველაფერს გავარკვევ. სიხარულისგან გიორგის სახე გაუბწყინდა.
მესამე დღეს ზიკამბე ბაბუა, გიორგი და ნური ერთად წავიდნენ სოხუმში _ რუსლანი მოინახულეს, რომელიც მომჯობინებულიყო, ლაპარაკიც შეეძლო უკვე ზოგზოგიერთი ამბები გაიხსენა კიდეც.
გიორგი და ნური გამოემშვიდობნენ ბაბუას და რუსლანს და ოჩამჩირისკენ აიღეს გეზი. კომენდატურასთან მისულებს ზაურ ლეიბა გარეთ დახვდათ, გახარებულმა გადაკოცნა გიორგი და ნური, გიორგის ბეჭებზე ხელი შემოარტყა და ხმამაღლა დაიყვირა:
_ აი, აფხაზეთის ახალი გმირი!
კაბინეტში შეიპატიჟა და ჩარიცხა თავის ნაწილში ათეულის მეთაურად. კომენდატურას ევალებოდა უკვე ენგურს გაღმა გადა-რეკილი ქართველების სოფლების გაკონტროლება. რუსების სამშვიდობოებმა და აფხაზების სამხედრო შენაერთებმა ადვილად დაძლიეს ქართველების წინააღმდეგობა. ქართველები პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდნენ, გამწარებული აფხაზები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, მამაკაცებს ადგილზე ხვრეტდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ, სახლ-კარს წვავდნენ.
მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ საზღვრისპირა სოფლები: ნაბაკევი, თაგილონი, ხუმუშყური, ოტობაია, პიჩორი, ჭუბურხინჯი. გიორგი გაოგნებული იყო აფხაზების სისასტიკით, ის ცდილობდა შეუმჩნევლად დახმარებოდა ადგილობრივებს და მისი კონტრო-ლირებადი ტერიტორიებიდან გაჰყავდა სამშვიდობოს. საღამოს პარტიზანების შიშით, აფხაზური და რუსული შენაერთები, სასაზღვრო სოფლებიდან გამოვიდნენ და სოფელ მზიურში დაბანაკდნენ.
სუფრას შლიდნენ და ზეიმობდნენ გამარჯვებას, ლოთობდნენ და ყვებოდნენ თავიანთ „საგმირო“ საქმეებს _ ვინ რამდენი სახლი გადაწვა, ვინ რამდენი კაცი დახვრიტა, ან ქალი გააუპატიურა.
ამ ღრეობაში მხოლოდ გიორგი არ იღებდა მონაწილეობას, ის იჯდა ოთახის კუთხეში კონსერვის ქილა გაეხსნა და ვახშმობდა. უცებ კარი გაიღო და მთვრალმა აფხაზმა შიშისგან გაფითრებული 15-16 წლის გოგონა შემოაგდო, ნახეთ, ბიჭებო, ვინ ვიპოვნე, მეზობელ სახლში
ვიყავი სარდაფში იმალებოდაო.
_ ვის გინდათ, ვყიდი 400 დოლარში! გიორგიმ ჭამას მიანება თავი, გოგონა იატაკიდან წამოაყენა, გატეხილი ქართულით ყურში წასჩურჩულა:
_ მენდე... გაფითრებულმა გოგონამ გიორგის შეხედა.
_ ორასიც გეყოფა, - უთხრა გიორგიმ.
_კარგი, იყოს ორასი... აფხაზეთის გმირისთვის არ მენანება. შეიძლება დიდი კაცი გახდე, ეს სიკეთე არ დამივიწყო, _ უტიფრად გადაიხარხალა აფხაზმა.
გიორგიმ ორასი დოლარი გაუწოდა აფხაზს, აიღო ავტომატი, ჩაჭიდა გოგოს ხელი და ავიდა მეორე სართულზე.
_ მომისმინე, ახლა დაწყნარდი, _ ნახევრად ქართულად და ნახევრად რუსულად ლაპარაკობდა გიორგი, _ ერთად მოვიფიქროთ, ამ ჯოჯოხეთს როგორ დავაღწიოთ თავი. გეშიება, ჩავალ საჭმელს ამოვიტან. ქვემოდან ისევ ისმოდა მთვრალი ჯარისკაცების ღრიანცელი და
გინება.
_ ჰა, გმირო, ხომ არ გაგიჭირდა? ქალიშვილი იყო თუ არა? თუ არ დაგიწყია ჯერ? _ ექილიკებოდნენ ჯარისკაცები
_ თქვენი საქმე არ არის, _ წაუღრინა გიორგიმ, მაგიდიდან აიღო კონსერვის ქილა, პური, ძეხვი და უკან გაბრუნდა. მეორე სართულზე ავიდა. კუთხეში მიკუნჭული გოგონა ისევ შიშის თვალით უყურებდა გიორგის.
_ მომისმინე, ცოტა უნდა ჭამო, ისინი რომ დაიძინებენ, ჩვენ წავალთ აქედან.
_ არ მატყუებ? _ თვალცრემლიამა შეხედა გოგონამ
_ არ გატყუებ, როგორც გითხარი, ეგრე იქნება, მთელი ღამე უნდა ვიაროთ, გუდაუთამდე უნდა ჩავაღწიოთ, იქ მეგობრები მყავს, ისინი დაგვეხმარებიან, სოჭში გადაგვიყვანენ სამშვიდობოს... პირველ სართულზე ღრიანცელი და ხმაური შეწყდა, გიორგი კიდევ ჩამოვიდა, დაათვალიერა იქაურობა _ ყველას სძინავდა. მოკიდა ხელი ნანას (ასე ერქვა გოგონას) და ღამის სიბნელეში გაუჩინარდნენ.
ბლოკპოსტებს გვერდი აუარეს, გამთენიისას ოჩამჩირის სადგურზე იყვნენ. გიორგიმ ავტომატი დაშალა და „რუკზაკში“ ჩადო. ნანასთან ერთად დაიწყო სიარული სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხედავს ეზოში ტაქსის ნიშნულიანი მანქანა დგას.
_ მასპინძელო, _ მიაძახა. ვიღაც კაცი გამოვიდა
_ რა გნებავთ?
_ ტაქსის მანქანა შევნიშნე, მგზავრები ვართ, გუდაუთაში გვინდა გადაყვანა. 100 დოლარს გადავიხდი თუ წაგვიყვანთ. ტაქსისტი ფულს დახარბდა
_ მანდ დამელოდეთ, ახლავე მოვალ. შევიდა და ორ წუთში გამოვიდა უკან.
_ საშვი გაქვთ? _ იკითხა მან. გიორგიმ ძველი საშვი აუფრიალა მძღოლს თვალწინ.
_ კარგი, წავედით.
რამდენიმე ბლოკპოსტთან შეაჩერეს ტაქსი _ ლეიბას ხელმოწერით საშვს რომ ნახულობდნენ, უსიტყვოდ ატარებდნენ. ოთხ საათში უკვე ხაგუშების ოჯახში იყვნენ. დიდად გაიხარა გიორგისა და მისი თანმხლების სტუმრობით ოჯახმა. რუსლანი უკვე საავადმყოფოდან გამოეწერათ, მას ჯოხზე დაყდნობით შეეძლო გადაადგილება. ნანას ვინაობით დაინტერესებულ ხაგუშებს გიორგიმ სრული სიმართლე უთხრა.
_ ომი ომია, ძმაო, მაგრამ ჩვენებიც ძალიან აჭარბებენ... რას ერჩიან მშვიდობიან მოსახლეობას, _ წაილაპარაკა დაურმა.
_ მინდა, ეს გოგო სამშვიდობოს გავიყვანო, თქვენ მეტი აქ არავინ მყავს... სოჭის საზღვარზე ვერ გადავალთ... დახმარება მინდა, _
უთხრა გიორგიმ.
_ პრობლემა არ არის, შენც ხომ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, _ თქვა დაურმა.
_ მერე დეზერტირობას აპირებ? შენ ხომ ექვსთვიანი კონტრაქტი გაქვს დადებული? _ ლაპარაკში ჩაერთო რუსლანი.
_ არა, რუსლან, მე იმ სასაკლაოში მონაწილეობას არ მივიღებ. რასაც კომენდატურის ხალხი ჩადის, ეს უკვე ომი აღარაა, ეს სუფთა კრიმინალია.
_ რა მაგალითად? _ ჩაეძია რუსლანი,
_ ამ გოგოს მშობლები საკუთარი სახლის ეზოში დაუხოცეს. მან სარდაფის სარკმლიდან თავისი თვალით ნახა ყველაფერი. მე-ტიც, მშვიდობიან მოსახლეობას საკუთარ სახლებში შეყრიდნენ, გამოკეტავდნენ შიგნით და სახლს ცეცხლს უკიდებდნენ. კიდევ გინდა? მშვიდობიან მოსახლეობიდან დატყვევებულ ახალგაზრდებს,
ასმეტრიან დისტანციაზე გაუშვებდნენ სირბილით და 50 მეტრის შემდეგ, ნიძლავზე, ესროდნენ რიგ-რიგობით. კიდევ რამდენი, ენით აუწერელი, სისაძაგლე ვნახე ამ ორი კვირის განმავლობაში, ღმერთმა უწყის.
_ მერე რატომ არ მიმართე კომენდანტ ლეიბას? _ ჩაერთო ისევ ლაპარაში რუსლანი.
_ ჰმ, ლეიბა თვითონ იღებდა მონაწილეობას ამ სერობაში. ოთახში მსხდომი მამაკაცები დადუმდნენ, ყველანი ფიქრს მიეცნენ.
სიჩუმე ოჯახის დიასახლისმა დაარღვია, როდესაც კარი შემოაღო და იქ მყოფ მამაკაცებს, დაბანილი, თავის ახალგაზრდობის კოხტა კაბაში, გამოწყობილი, გალამაზებული ნანა წარუდგინა. უხერხულ მდომარეობაში მოხვედრილი გოგონა კართან აიტუზა.
_ მობძანდით, _ ქართულად მიიპატიჟა სუფრასთან გოგონა ზიკამბე ბაბუამ. რუსლანს ცუდად მოხვდა ქართული სიტყვა ყურში, ფეხზე წამოხტა და ხმამაღლა დაიყვირა:
_ მე აფხაზეთის არმიის ოფიცერი ვარ და ჩემს ოჯახში არ დავუშვებ ქართულ საუბარს. ნანას შიშისგან კანკალი აუტყდა და კარში გასვლა დააპირა.
_ მოიცადე, შვილო. შენ არსადაც არ წახვალ, _ მიმართა ისევ ზიკამბე ბაბუამ. თავის შვილიშვილს მიუბრუნდა:
_ შენ იცი, ბატონო ოფიცერო, შენს ძარღვებში ქართული სისხლი რომ ჩქეფს?
_ რომ ვიცოდე რომელ ძარღვშია ეგ სისხლი, ამოვიგლეჯდი...
_ თხემიდან ტერფამდე სულ ქართველი ხარ, იმაზე მეტი ქართველი, ვინც ახლა იჩემებს ქართველობას, ზოგიერთი მათგანისგან განსხვა-ვებით, რომლებიც გუშინ და გუშინწინ გაქართველებული სომხები არიან. განა არ იცი ჩვენი გვარის ხაგუშები, რამდენი არიან გურიაში, აჭარაში? კარგი, ისინი, ქართული გავლენის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ გადადი თურქეთში და იქაური ხაგუშებიც ქართველებად თვლიან თავს. რატომ არიან აფხაზები წერეთლები, ჭანტურიები, ახვედიანები, გაბუნიები და ასე შემდეგ? ოთმოცდაათ პროცენტი ასეთი აფხაზია, იგივე გვარებით, რომლებითაც ქართველები. არ გიფიქრია ამაზე? _ არ ცხრებოდა ზიკამბე ბაბუა.
_ ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ, დაგვქსაქსეს, ერთმანეთს დაგვრიეს... ვინ მოიგო ამ ომში? სომხებმა და რუსებმა ხომ არა?! ვინ ჩაანაცვლა ქართველები აფხაზეთში?! სომხებმა და რუსებმა ხომ არა?! ვის უჭირავს აფხაზეთის ეკონომიკა და კურორტები? სომხებსა და რუსებს ხომ არა?! დაფიქრდი შვილო ამაზე, შენ უკვე ორმოცი წლისა ხარ, დარბიხარ ავტომატით და ჯერ კიდევ არ დაოჯახებულხარ...
ვის რად უნდა თავისუფალი აფხაზეთი თუ აფხაზებმა არ იცხოვრეს იქ. ღმერთმა ნუ ქნას, ქართველებმა ხელი ჩაიქნიონ აფხაზეთზე, იმავე დღეს რუსები შეგვიერთებენ ავტონომიის სახით, შემდეგ კანონს მიიღებენ, სოჭი-სოხუმის ტერიტორიებს საკურორტო ზონად გამოაცხადებენ, ადგილობრივებს კი გაგვასახლებენ რუსეთის ტრამალებზე... სად არიან, ფინელები კარელია-ფინეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რომ ცხოვრობდნენ? სად არიან კალინიგრადელი გერმანელები? სად არიან ჩვენი ძმები უბიხები, ჯიქები ან შაფსუღები? ვინ აყარადა გაასახლა თავისი მიწიდან? რუსებმა ხომ არა?
ან ვინ გადაკიდა ერთმანეთს ინგუშები და ჩეჩნები, ოსები და ინგუშები, ყაბარდოელები და ბალყარები? ვინ დახოცა ჩერქეზები ე.წ. „კრასნაია პალიანაზე“ დიდ-პატარა ბავშვი და ქალი? რუსებმა ხომ არა? 4 ათას წელს ვითვლით ქართველებთან თანაცხოვრების, მაგრამ ამდაგვარი არ მომხდარა რაც, ახლა ხდება. მართალია იყო შავ-ბნელი დღეებიც, მაგრამ ბავშვები და ქალები, მშვიდობიანი მოსახლეობა არავის ამოუხოცავს. ახლა კი რა ხდება? არ ინდობთ არავის, დიდსა და პატარას ხოცავთ, რა თქმა უნდა, ქართველებიც არ იყვნენ ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ თქვენ ზღვარს გადახვედით. განა არ იცი რამდენი აფხაზი ოჯახია გადასახლებული რუსეთში ომის შემდეგ?
ოღონდ აქედან წავიდნენ აფხაზები და ბინას, კარგ სამუშაოს, კარგ პირობებს უქმნიან. მათ კი იქ გაარუსებენ. რისთვის გინდათ აფხაზეთი უაფხაზებოდ, რუსებისთვის და სომხებისთვის? გამეცი პასუხი! და ბოლოს, „სტუმარ-მასპინძელი“ თუ წაგიკითხავს?! ის ქართველებმა დაწერეს და ეს ტრადიცია დაამკვიდრეს კავკასიაში, „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, თქვა ქართულად ზიკამბე ბაბუამ. _ იცი, ამ სიტყვების მნიშვნელობა? შენ არც კავკასიელად ვარგებულხარ, ბაბა.
რუსლანს წითელ-ყვითელი ფერი უვლიდა ბაბუას შთაგონებაზე. წამოხტა სუფრიდან და წასვლა დააპირა.
_ დაჯექი ადგილზე, ყველანი ერთად დავსხდებით სუფრასთან, როგორც ოჯახს შეჰფერის, _ გასცა ბრძანება ბაბუამ.
_ დღეს მე ვიქნები თამადა. ქართული სუფრის მიმდინარეობის წესსა და ადათს გაზიარებთ, რომელიც ჩვენსას წააგავს. მართლაც, ბაბუა მშვენივრად გაუძღვა სუფრას, ათ ჭიქაში ყველა სათქმელი თქვა. დაძაბულობა მოიხსნა, ყველა გამხიარულდა. ბაბუა ბევრ იუმორსა და სითბოს აყოლებდა სადღეგრძელოებში, მას არ უნდოდა, სუფრაზე მსხდომთ შეემჩნიათ ნაღველი გულის სიღმეში, რომ ჰქონდა ჩახვეული.
_ მამა, დღეს დავამთავროთ თუ შეიძლება, ხვალისთვის მანქანა მყავს დაბარებული ახალგაზრდები უნდა გადავიყვანოთ სოჭში, _ თქვა დაურიმ.
_კარგი, შვილო, ეგრე იყოს, _ ჭიქა აიღო ბაბუამ. კიდევ ერთხელ დალოცა ღმერთის სახელით ყველანი. რუსლანი თავის ოთახში წავიდა, ახალგაზრდებს კი გვერდიგვერდ ოთახში მიუჩინეს ადგილი.
გიორგიმ ზურგჩანთა აიღო და რუსლანთან შევიდა:
_ აქ ერთადერთი ავტომატია, ჩვენი ბატალიონის გადარჩენილი, მე ეს არაფრად მინდა, _ უთხრა გიორგიმ და რუსლან გაუწოდა.
_ გიორგი, არ გეწყინოს, ლამაზად არ გამომივიდა, _ თქვა რუსლანმა, თან დასძინა:
_ ამდენი ხანია ბაბუას გულახდილი ლაპარაკი არ გამიგია. ბევრ რამეზე ამიხილა თვალი, მრცხვენია მისი. ჩვენ, ახლგაზრდები, სიძულვილით მართლა დაგვაბრმავეს პოლიტიკოსებმა, კიდევ გიხდი ბოდიშს, _ ძმური ხელი გაუწოდა. ერთმანეთს გადაეხვივნენ და გამოემშვიდობნენ.
_ ხვალ დილით კიდევ გნახავ, _ მიაძახა რუსლანმა. თავისი ოთახისკენ მიმავალი გიორგი ხედავს, ბაბუა აივანზე დადის და ჩიბუხს ეწევა, მასთან მივიდა.
_ ჰო, შვილო, შენ გელოდებოდი, _ უთხრა მან
_ გისმენ, ბაბუ.
_ შვილო, საიდან დავიწყო არც ვიცი, ხვალ დილით კი შეიძლება დროც არ მქონდეს სალაპარაკოდ. მამაშენის ამბავი გავიგე, - გიორგის თვალები გაუბწყინდა სიხარულისგან, მერე კი ზიკამბეს უნებურად
წამოსცდა:
_ 1992 წელს მოკლეს აფხაზმა ნაძირლებმა. ეს ამბავი ადრეც მქონდა გაგონილი, მაგრამ თუ მამაშენი იყო, სახელი და გვარი არ ვიცოდი... გიორგის ცრემლები წასკდა თვალებიდან და ბაბუას გადაეხვია
_ შვილო, დაწყნარდი, დაწყნარდი, _ ხელები მოუთათუნა ზურგზე და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა
_ მერე სად არიან ეგ ნაძირლები, _ გამოსცრა კბილებიდან გიორგის
_ მაგ ნაძირლებზე ნუ იფიქრებ, შვილო, ვიღაცამ უკვე იზრუნა მათზე, არცერთი ცოცხალი აღარ არის. მეორე დღეს მართლაც მოვიდნენ მანქანით დაურის მეგობრები.
_ მეც თქვენთან ერთად წამოვალ სოჭამდე, _ თქვა მან და მაგიდასთან მიიპატიჟა ყველანი. საუზმე მალე მოამთავრეს, გიორგი და ნანა გამოემშვიდობნენ ოჯახის წევრებს და სამ საათში უკვე ქ. ადლერის რკინიგზის სადგურზე იყვნენ თავის გამცილებლებთან ერთად. მალე მატარებელიც ჩამოდგა. დაური და მისი მეგობრები დაემშვიდობენ გიორგის და ნანას.
_ ეს გამოგადგებათ, _ უთხრა დაურიმ და გიორგის ჯიბეში 2000- მდე დოლარი ჩაუდო.
_ არ მინდა, ძია დაურ, მაქვს სამგზავრო ფული
_ ახლა არ მაწყენინო, ჩათვალე, რომ ეს ჩემი საქორწილო საჩუქარია,
_ და თან ნანას გადახედა. ნანას ფერი ეცვალა
_ აბა, მშვიდობით! ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა იცოდე. შენი მისამართიც მაქვს, არ დავკარგოთ ერთმანეთი.
კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში დაურმა ორივენი. მატარებელიც დაიძრა. გიორგიმ და ნანამ კიდევ ერთხელ დაუქნიეს ხელი დაურის და კუპეში შევიდნენ. განმარტოებულები ორივენი ფიქრს მიეცნენ. ცოტა ხანში გიორგიმ დუმილი დაარღვია.
_ ნანა, მომისმინე. გუშინ ზიკამბე ბაბუამ, მითხრა, რომ მამაჩემი აფხაზ ბოევიკებს მოუკლავთ... არც შენ გყავს მშობლები. წავიდეთ ჩემთან, ერთად ვიცხოვროთ, დედა მყავს მარტო, სახლ-კარი და მამული მაქვს, არაფერი გაგვიჭირდება. ნანამ თვალცრემლიანმა შეხედა გიორგის.
_ არა, ძალას არ გატან...
_ მეტი არ გააგრძელო გიო, _ თქვა ნანამ და ჩაეხუტა.
_ ეს ორი დღეა გიცნობ, შენში იმდენი კეთილშობილება და ვაჟკაცობა ვნახე, უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი.
2005 წლის ზაფხული იყო, დილით ადრე კარზე კაკუნის ხმა გაისმა, ონავარი ბავშვები კარისკენ გაიქცენ, სასურველი სტუმრის შესაგებებლად. კარი რომ გააღეს უცხო პიროვნება დახვადათ.
_ გოგლიძეების ოჯახია?, _ იკითხა მან
_ დიახ, _ უპასუხეს ბავშვებმა და მამისკენ გაიქცნენ.
_ მამა, ვიღაც ქალი ჩვენ გვარს კითხულობს. ამ დროს მამაკაციც კარისკენ მიდიოდა,
_ მე ბადრი გოგლიძის ძმა მინდოდა...
_ შემობძანდით, გისმენთ ქალბატონო.
_ მე ბადრის მეგობრის, რეზოს შვილი ვარ. ეს წერილი, მე მგონი, თქვენ გეკუთვნით, _ გაუწოდა ქალმა წერილი მამაკაცს
_ შემობძანდით, გეთაყვა, _ და ოთახში შეუძღვა ქალს, დაბნეულობისგან მეტი ვერაფერი თქვა ძმამ და წერილი ჩამოართვა. ოთახში შესულმა ქალმა თქვა:
_ ამას წინათ, მამაჩემის ნივთებსა და ალბომებს ვათვარიელებდი. ერთ-ერთი სურათის ქვეშ იყო ეს წერილი შენახული. მამაჩემი, რეზო, ოთხმოცდათორმეტი წლის ოქტომბერში დაიღუპა მდინარე გუმისთაზე ბრძოლებისას. ბადრი რომ დაიღუპა, მასზე თვენახევრით ადრე... _ მამაკაცმა კონვერტს დახედა, ზემოდან ეწერა: რეზო, ძალიან გთხოვ, მე თუ რამე მომივა, ჩემს ძმებს გადაეცი. კონვერტი გახსნა და შიგ წაიკითხა.
„ძმებო, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მე ვერ წამოვალ, მოხუცი მშობლები რომ წაგვეყვანა, ხალხი სხვანაირად იფიქრებდა, ამიტომ მე მათთან ვრჩები. გული ცუდ რამეს მეუბნება... თუ თქვენ ამ წერილს კითხულობთ, მაშინ მე დაღუპული ვარ. ამ სურათზე, რომელიც კონვერტშია, ჩემი ცოლ-შვილია ლენა ბიკოვა და გიორგი. გთხოვთ მიმიხედოთ. მისამართი ქვემოთ წერია. ბადრი.
მამაკაცმა სურათს დახედა და ტირილი აუვარდა.
ერთი თვის თავზე შუა ხნის კაცმა ბიკოვების ოჯახის კარზე მიაკაკუნა. იქედან ახალგაზრდამ გამოიხედა.
_ თქვენ ვინ გნებავთ? _ იკითხა მან. შუა ხნის მამაკაცმა სურათი ამოიღო და ახალგაზრდას გაუწოდა. გიორგიმ სურათს დახედა, ელდანაკრავივით
წამოიძახა:
_ ასეთი სურათი ხომ მეც მაქვს სახლში, შენ... მამაჩემი... _ დაბნეულად თქვა გიორგიმ.
_ არა, მე ბიძა ვარ შენი, მამის ძმა, _ ამ სიტყვებთან ერთად ახალგაზრდა გულში ჩაიკრა.
მასწავლებელი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით 1939-40 წლებში დაიწყო აფხაზეთის ჭაობიანი ადგილების ათვისება. მაღალმთიანი მწირმიწიანი საქართველოს რეგიონებიდან ძირითადად სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის ჭარბი მოსახლეობა გეგმიურად გადმოასახლა საბჭოთა მთავრობამ. მოჩვენებითი სიმშვიდით შეხვდა ადგილობრივი აფხაზი და ბერძენი მოსახლეობა ქართველების ჩამოსახლებას, მაგრამ საბჭოთა მთავრობის შიშით ვერაფერს ბედავდნენ. პირველივე წლებში იჩინა თავი ქართველებისადმი მტრულმა განწყობამ, განსაკუთრებით ბერძნებისგან. ჩამოსახლებისთანავე ჩამოყალიბდა კოლმეურნეობები, დაიწყო აუთვისებელი მიწების ეკალ-ბარდებისგან გაწმენდა, ჭაობების დაშრობა. რა ფართობების მომზადებაც მოესწრო გამრჯე ქართველი გლეხის ხელიდან, მიწა რომ არ გაცდენილიყო, ყველგან დაითესა ხორბალი. პირველი მოსავალი ბარაქიანი მოვიდა, მაგრამ ხორბლის აღების წინა დღეებში ბერძნებმა რამდენიმე ადგილას მოუკიდეს ცეცხლი და მთელი ხორბალი გადაწვეს. ჩასახლებულ ქართულ მოსახლეობას შიმშილობა ემუქრებოდა ზამთარში, ამიტომ მიზერული გასამჯელოსთვის მუშაობდნენ აფხაზების ყანებში. შიმშილისათვის თავი რომ დაეღწია ბევრი ოჯახი იმავე წელს უკან დაბრუნდა. 1940-41 წლის ზამთარი დარჩენილმა ჩამოსახლებულმა მოსახლეობამ, ნახევრად მშიერმა, ძლივს გადააგორა. გაზაფხულის დადგომისთანავე ქართველი გლეხი შეუდგა მიწის დამუშავებას. მოსახლეობა ბალახეულით და ფხალეულით იკვებებოდა. დადგა ავად სახსენებელი 1941 წლის ზაფხული _ დაიწყო მსოფლიო ომი. როგორც მთელი საქართველოდან, ასევე აფხაზეთში ჩასახლებული ქართველი მოსახლეობა ტოტალურად იქნა გაწვეული საბჭოთა ჯარში. სოფელი დარჩა ბავშვების, მოხუცების და ქალების ამარა. დიდმა გაჭირვებამ და შიმშილმა დაისადგურა მთელ საქართველოში, სამჯერ მეტი შიმშილი და გაჭირვება იყო ახლად ჩასახლებულ ქართველ მოსახლეობაში. ზოგი შიმშილით, ზოგიც მალარიით დაიღუპა. მთელი ომის განმავლობაში, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ქალების, მოხუცების და ბავშვების შრომით აითვისეს სოფელზე განპირობებული ფართობები. დააშრეს ჭაობები და გაიწმინდეს ეკალ-ბარდებისაგან სავარგულები.
ომიც დამთავრდა, რამდენიმე მამაკაცი თუ დაუბრუნდა ოჯახს საღსალამათი, ბევრი ოჯახი დაობლდა, ბევრიც დაინვალიდებული დაბრუნდა. ბავშვობიდან შრომას შეჩვეულმა ყმაწვილკაცებმა ობლობა შეუმჩნევლად გადაიტანეს. სოფელზე განპირობებული მიწის ფართობები გაივსო ბაღ-ვენახებით. ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. 60-იან წლებში დაიწყო ბარაკის ტიპის ე.წ. „ბერიას სახლების” დაშლა. მის მაგივრად ახალი ორსართულიანი კაპიტალური სახლების მშენებლობა. ყვაოდა სოფელი, აფხაზი და ქართველი მოსახლეობა შეეგუა თანაცხოვრებას. იმართებოდა ერთმანეთში თხოვება-გათხოვება, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. პერმანენტული გამოსვლებით აფხაზმა სეპარატისტებმა (1956, 1966, 1978 წლები) ვერ მოახერხეს დაძაბულობის ჩამოგდება ქართველ და აფხაზ მოსახლეობას შორის.
1988 წელს კი, ე. წ. „ლიხნის წერილის“ შემდეგ, აფხაზმა სეპარატისტებმა მაინც შეძლეს ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილების შეტანა. დენთის სუნი ტრიალებდა აფხაზეთში. 1989 წლის ივლისში პირველი თოფიც გავარდა, დაიღვარა სისხლიც, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ, სულმნათ მერაბ კოსტავას მეთაურობით, მოახერხა ტრაგედიის შეჩერება. რომ არა პუტჩისტების გადატრიალება, საქმე შერიგებისკენ მიდიოდა
_ საღი აზრი იმარჯვებდა აფხაზეთში. 1992 წლის 14 აგვისტოს, ომის დაწყებისთანავე, აფხაზმა სეპარატისტებმა ძალაუფლება ხელში აიღეს და დაიწყეს პარტიზანული თუ ფრონტალური ომი ქართული სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.
გუდაუთის რაიონის ქართული მოსახლეობა კი დარჩა აფხაზი სეპარატისტების და გადამთიელი ბოევიკების საჯიჯგნად. ქართველები გამოჰყავდათ საკუთარი სახლებიდან და დემონსტრაციაულად ხვრეტდნენ. ამას აჩვენებდნენ აფხაზ გლეხობას, როგორ სასტიკად უნდა მოქცეოდნენ ქართველებს, რა დამსახურებისაც არ უნდა ყოფილიყო იგი. ახლ, 1993 წელს, ქართველი მოსახლეობა გუდაუთის რაიონის ახალსოფელში უღიმღამოდ შეხვდა. 1200 კომლიანი სოფელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ყვაოდა, გაუკაცრიელდა. მოსახლეობის უმეტესობამ ბომბორის აეროდრომიდან რუსების მოსყიდვით გაარიდა თავი ცოლ-შვილთან ერთად განუკითხაობას. აქა-იქ დარჩენილები ქუჩების და უბნების მიხედვით ერთ ოჯახში იყრიდენ თავს საღამოობით, საჭმელსაც ერთად ჭამდნენ. ასე მოიყარეს თავი გურამ კობეშავიძემ, ვიქტორ მეშილდიშვილმა, ვეგული ჯაფარიძემ და ომარ კერესელიძემ ომარის
სახლში. სავახშმოდ სუფრას მიუსხდნენ თუ არა, რაღაც ხმაური
მოისმა გურამის სახლიდან.
_ გავალ, ბიჭებო, სახლს დავხედავ, ახლავე დავბრუნდები...თქვენ გააგრძელეთ, - თქვა გურამა, ადგა სუფრიდან და სახლისკენ გაემართა. რამდენიმე წუთში გურამის სახლიდან ყვირილისა და ავტომატის ჯერის ხმა მოისმა. ყველანი წამოიშალნენ სუფრიდან. თქვენ გაჩერდით, ბიჭებო, ვენახში დაიმალეთ, მე მოხუცი ვარ,
თანაც თითქმის ყველა ჩვენი სოფლის აფხაზს მე ვასწავლიდი... არაფერს მეტყვიან, გავიგებ, რა ხდება, - თქვა ვიქტორმა და გურამის სახლისკენ გაემართა. მართლაც, ქუჩაში წინ თავისი ყოფილი
მოსწავლეები - ძმები ალიკი და ხამასი ჩიქოვანები შემოხვდნენ ავტომატმომარჯვებულები.
_ ოღონდ შენ არა, ვიქტორა მასწ., - იცნო მოსწავლემ მასწავლებელი.
_ რა ხდება ბიჭებო, _ მიაძახა ვიქტორმა.
_ გურამის დასაჭერად გამოგვიშვეს, გაგვექცა, ვენახებში იმალება, შობელძაღლი.
_ რა დაგიშავათ? საწყალი გლეხი კაცია...
_ გლახა ენა აქვს მაგას, _ უპასუხეს მათ. ამასობაში ვიღაც გადამთიელმა მოირბინა ავტომატით ხელში.
_ გაიქცა, ღორი... _ თქვა მან.
_ ეს ვინღაა?, _ იკითხა გადამთიელმა.
_ ჩვენი ყოფილი მასწავლებელია.
_ ქართველია?
_ დიახ..., _ იყო პასუხი.
_ მერე ჩატენეთ, მაგის დედაც, მანქანაში. სულ ერთი არაა ვის ავიყვანთ?...
ჩიქოვანები ორივენი შეკრთენ, მაგრამ ხმა არ ამოიღეს. გადამთიელმა დაავლო მოხუცს კისერში ხელი და მანქანაში ჩატენა. აფხაზმა და გადამთიელმა ბოევიკებმა ვიქტორი ზღვის პირას სანაპირო დაცვის შტაბში მიიყვანეს. შტაბის უფროსმა იგორ ჭამბამ იცნო თავისი ყოფილი მასწავლებელი, ბატონი ვიქტორი.
_ ეს თქვენ ხართ?
_ დიახ, შვილო, მე ვარ, _უპასუხა ვიქტორმა.
_ შენი შვილები საფლავში არიან, მალე შენც იქეთ გაგისტუმრებ... და ძმებ ჩიქოვანებს მიუბრუნდა.
_ გურამ კობეშავიძე სად არის?
_ გაგვექცა, შობელძაღლი...
_ წადით ახლავე, წაიყვანეთ. ყველა ქუჩას ალყა დაარტყით. გურამი და თუ ვინმეა იმ ქუჩაზე, ყველანი აქ მოიყვანეთ..! ორი სატვირთო ავტომობილით 30-მდე ბოევიკმა ალყა დაარტყა ქუჩას. გურამს, ომარს და ვეგულის უკვე ვენახებში ერთად მოეყარათ
თავი და ცდილობდნენ მდინარესთან ტყეში გადასვლას, მაგრამ ისინი აფხაზებმა დაიჭირეს. მანქანაში შეყარეს და შტაბში, იგორ ჭამბასთან მიიყვანეს.
_ მეტი იმ ქუჩაზე არავინაა? _ იკითხა იგორმა.
_ არა მგონია, ყველა სახლი გავჩხრიკეთ, _ იყო პასუხი.
_ ახალგაზრდები გაქცევიათ! ეს მოხუცები და ბარხლიანები რა ჯანდაბად გვინდა, ვერც სამუშაოდ და ვერც ვერაფერში ვერ გამოვიყენებთ, _ თქვა იგორმა.
_ ახლა მომისმინეთ, ესენი ზღვის პირას ორმო რომაა ხომ იცით, იქ გაიყვანეთ და დახვრიტეთ, _ აფხაზურად უბრძანა იგორმა ჩიქოვანებს.
_ როგორ, ვიქტორი მასწავლებელიც? _ შეპასუხა ერთ-ერთი ჩიქოვანი.
_ დიახ, ზუსტად ვიქტორით დაიწყეთ! _ დაიღრიალა იგორმა. თან დაუყვავა _ რა იყო ბიჭებო, პირველად აკეთებთ ამას თუ რა?!
_ არის! _ გაისმა ხმა.
შტაბიდან ავადსახსენებელი ორმო 150-ოდე მეტრით იყო დაშორებული. ხუთმა ავტომატმომარჯვებულმა გამოიყვანა ტყვეები. წინ ვიქტორი მიდიოდა, მერე გურამი, შემდეგ ომარი, ბოლოში კი ბავშვობიდან ინვალიდი ვეგული მიდიოდა. გზად სიჩუმე ომარმა
დაარღვია და ვიქტორს წასჩურჩულა _ იგორმა აფხაზურად ჩვენი დახვრეტა უბრძანა. გაიგონე თუ მე შემეშალა? (აფხაზური ომარმაც იცოდა, მაგრამ ვიქტორმა სრულყოფილად).
_ კი, არ შეგშლია, ეგრეა, მაგრამ დაწყნარდით ბიჭებო, ესენი ჩვენი მოსწავლეები არიან, ასე როგორ მოიწამლებოდნენ, რომ მე დამხვრეტენ. მე თუ არ დამხვრეტენ, არც თქვენ დაგხვრეტენ
-უბრალოდ, გვაშინებენ. _ ლაპარაკი! _ გაისმა უკნიდან ყვირილის ხმა. ომარი სოფლის კინომექანიკოსი იყო, დახვრეტის ბევრი სცენა უნახავს, ახლა კი თვითონაა ამ მდგომარეობაში. ხვდებოდა არ დაინდობდნენ, სოფლიდან ხომ ბევრი ადამიანი იყო უგზო-უკვლოდ გამქრალი. მათზე სხვადასხვა ჭორი დადიოდა. სინამდვილეში კი დახვრეტილები იყვნენ. ახლა ომარი ვეგულის მიუბრუნდა: - ვეგული ბიჭო, მომისმინე, ამათ ჩვენ დასახვრეტად მივყავართ... მე მათ ყურადღებას მივიპყრობ, შენ კი ტყისკენ გაიქეცი, ამბის მიმტანი
მაინც მივიდეს სოფელში. გესმის, ბიჭო?
_ კი მესმის, ომარ, _ წაილაპარაკა ვეგულიმ. უკნიდან ომარს და ვეგულის კონდახი უთავაზეს. სიბნელეში წყეული ორმოც გამოჩდა.
_ მოდით ორმოსთან! _ გაისმა ბრძანება.
_ ვიქტორი და გურამი დავაყენოთ ისე, რომ პირდაპირ ორმოში ჩაცვივდნენ, ესენი კი გვერდზე მივაცხრილოთ და მერე ჩავყაროთ ორმოში, - აფხაზურად ბჭობდნენ ერთმანეთში ბოევიკები. ომარმა ყველაფერი დაწვრილებით გაიგონა, ვიქტორსაც ესმოდა, მაგრამ
ბოლომდე სჯეროდა, რომ არ გაიმეტებდნენ. ხუთი-ექვსი მეტრის მოშორებით განლაგდნენ ბოევიკები. ტყვეები კი ორმოს თავზე დააყენეს. გაისმა ავტომატის ჯერი - ვიქტორი და გურამი მოცელილები ორმოში ჩაცვივდნენ... გამწარებული ომარი ბღავილით მუშტებ მოღერილი გაექანა ბოევიკებისკენ. მორჩილებას შეჩვეული ბოევიკები ამას არ ელოდნენ, დაიბნენ. გამწარბული ომარი მივარდა
ერთ-ერთ ბოევიკს, ავტომატი ხელით დაუჭირა თან კისერზე მოახტა და წააქცია. კბილებით ჩააფრინდა მოწინააღმდეგეს ყურზე და თავისიანებისკენ დააწყებინა უმისამართო სროლა. ბოევიკები მიწაზე გაიშხლართნენ, ომარი და ერთ-ერთი ბოევიკი კი
მიწაზე გორაობდნენ. ავტომატის სროლა შეწყდა... ყველაფერ ამას გაოგნებული ფეხზე მდგარი ვეგული უყურებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
_ გაიქეცი, ბიჭო! ვეგულ, გაიქეცი! _ ომარის ხმამ გამოაფხიზლა ვეგული. მანაც არ დააყოვნა და ტყისკენ გავარდა. ტყის პირას მისულმა ვეგულიმ კიდევ გამოხედა ომარს, გარიჟრაჟი იყო და კარგად დაინახა, თუ როგორ სცემდა ომარის ორი ბოევიკი კონდახებით, ორიც კი უსულოდ როგორ ეგდო იქვე, მიწაზე. ხედავდა როგორ იფარებდა მიწაზე დაწოლილი ომარი კბილებით დაჭერილ ბოევიკს, როგორ მოაგლიჯა ყური მას, როგორ გააშვებინეს მას ხელი, როგორ გაიქცა ყურზე ხელმოკიდებული ბოევიკი შტაბისკენ ყვირილით და კონდახებით როგორ ჩაქოლეს ომარი...
ეს ყველაფერი წამებში მოხდა. ვეგულის გაახსენდა ომარის სიტყვები, თანაც მასაც ვერაფერს უშველიდა და... ტყეს შეაფარა თავი.
იმავე დღეს აფხაზი ბოევიკები მოედნენ მთელ სოფელს, ჩხრეკდნენ ყველა სახლს, ქუჩაში გამოყარეს სოფელში დარჩენილი მოხუცები ვეგულის ეძებდნენ. რა ხდებოდა, არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ვეგულის თავზე კარგი ამბავი რომ არ იყო, ყველა მიხვდა. ამიტომ ქალებმა გადაწყვიტეს, გუდაუთაში ვეგულის აფხაზი რძლისთვის შეეტყობინებინათ ყოველივე.
მეორე დღეს სოფელში ვეგულის ძმის ცოლი ჩამოვიდა თავის ბოევიკ ძმასთან, ბოევიკ დეიდაშვილებთან ერთად. აფხაზების შტაბში მივიდნენ და შტაბის უფროსი იგორ ჭამბა გააფთხილეს, ვეგულისთვის ხელი არ ეხლოთ. თვითონ იპოვნიდნენ მას და წაიყვანდნენ. იგორს არ ეპიტნავა ეს ამბავი, არ უნდოდა, თავისი ჩადენილი მუხანათობის ამბის მოწმე დაეტოვებინა, მაგრამ რა გაეწყობოდა, უარი ვერ უთხრა ჩინით მაღლა მდგარ ბოევიკებს.
ვეგული ერთ-ერთ ოჯახში იმალებოდა, ქალებმა რომ ნახეს ვეგულის რძალი, გამოუტყდნენ სად იმალებოდა ვეგული. ასე გადარჩა და გამოიყვანეს იგი სამშვიდობოს.
მოლოდინი
მაისის თვეში დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეები წყალუხვ, დიდ მდინარედ მოგაჩვენებს თავს, ღრიანცელით აქაფებული მოედინება ხეობაში. ეს ის პეროდია, როდესაც წვიმიანობა, თოვლის და ყინულის დნობა ემთხვევა ერთმანეთს. ზოგ შემთხვევაში ის სოფლის სავარგულების დატბორვასაც იწვევს. სოფლის მოსახლეობა, თუ შესაძლებელი იყო, სახლებს და დამხმარე ნაგებობებს ყოველთვის მაღლივ ადგილებზე აშენებდა, რათა გაზაფხულზე წყალს არ შეეწუხებინა.
მარიამი დილით რომ ადგებოდა, უპირველეს ყოვლისა, მეორე სართულის აივნიდან მდინარეს გადახედავდა, თვალით აწონ-დაწონიდა, ხომ არაფერი საფრთხე ემუქრებოდა მათ სავარგულებს.
შემდეგ საჩეხეში მიდიოდა სურვილის დასაპურებლად. ბოლოს კი
ძროხებს წველიდა.
_ მარო დეიდა! მარო დეიდა! _ მოესმა მარიამს შორიდან ხმა.
_ ბატონო, რომელი ხარ? _ შეეხმიანა მარიამი.
_ მე ვარ, კოსტა.
_ აქ მოდი, კოსტა, საჩეხეში ვარ,ძროხებს ვწველი, _ კოსტამ საჩეხესკენ გასწია, კარი შეაღო და მარიამს თავზე წამოადგა. მარიამმა ქვემოდან ამოხედა კოსტას,
_ ეგ რა მოგსვლია, ბიჭო კოსტა, თავიდან ფეხებამდე რომ გალუმპულხარ? ამ დილაადრიანად რამ მოგიყვანა, ხომ არაფერი შეგემთხვა?
_ არა, არა, დეიდა მარო, უბრალოდ, მდინარეზე გადმოვედი პირდაპირ, ხიდით შემოვლა დამეზარა.
_ მერე, არ გეშინია, გაცივდე, ან ადიდებულმა მდინარემ წაგიღოს?
_ მე რა გამაცივებს, დეიდა მარო, კაჟივითა ვარ, კაჟივით, მაშ. ადიდებული მდინარის არ მეშინია, ხომ იცი, მე ამ სოფელში გავიზარდე, მდინარის ყველა ფონი ვიცი, მაგრამ ეს ოხერი მდინარე მართლაც მაგრად ადიდებულა, ფონზეც კი წელამდე მომწვდა წყალი.
_ ვახ, შენ რა ჭკვიანურად მსჯელობ, ჩემო კოსტა, ყოჩაღ!
_ მარო დეიდ! რომელი ჭკვინი მე მნახე, აბდალი და დებილი ვარ. მე ცოლად არავინ მომყვება. ჭკვიანი და კარგი ჩემი ძმა რაჟდენი იყო, ომში რომ წაიყვანეს. ხომ დაბრუნდება ჩემი რაჟდენი, მარო დეიდ?
_ კი, კოსტა! კი, დაბრუნდება.
_ ო, აგაშენა ღმერთმა! დაბრუნდება ჩემი რაჟდენი, აბა, ასე ხომ არ დამაგდებს მარტოკა წუთისოფელზე. რომ მიდიოდა ჯარში, შემპირდა, ტანსაცმელსაც ჩამოგიტან, მედლებსაცო. რომ დავბრუნდები ცოლსაც შევირთავ და ვიცხოვრებთ ერთადო. ოღონ შენ, სანამ მე დავბრუნდები, კერია არ გააციოო, - ასე მითხრა მე ჩემმა რაჟდენიკამ, გესმის, მარო დეიდ?
_ კი, მესმის კოსტა, მესმის... დაბრუნდება, შენი რაჟდენი, აბა ,არ დაბრუნდება? ამ ლაპარაკში მარიამმა ძროხების მოწველა დაამთავრა. კოსტას
მიმართა:
_ წამოდი, კოსტა, წამოდი ტანსაცმელი გამოიცვალე, შენი გავაშროთ, ცოტაც წავიხემსოთ.
_ კი მარო დეიდ, კი, წამოვალ,თან საქმე მაქვს თქვენთან.
_ რაო, კოსტა, რა ხდება, ცოლი ხომ არ მოგყავს? _ გაიხუმრა მარომ.
_ ცოლი კი არა.. - გადაიხარხარა კოსტამ.
_ მარო დეიდ!
_ რომელი შენი დეიდა მე ვარ, ბიჭო! ოცი წლით უფროსი ხარ
ჩემზე, _ კოსტა შეცბა ამ პასუხით, მაგრამ არ დაიბნა:
_ არა, შენ მაინც დეიდა ხარ ჩემი.
_ კარგი, კარგი, კოსტა. ეგრე იყოს. წამოდი, წამო, შინ შევიდეთ,
- აიღო მარიამმა ვედროებით რძე და შინისკენ გაემართნენ.შინ შესული კოსტა გახურებულ ღუმელსს მიუჯდა, სითბო ეამა, სველ ტანსაცმელზე სულ ოხშივარი ასდიოდა. მარიამი მეორე ოთახში გავიდა, თავისი ქმრის ტანსაცმელი გამოიტანა და კოსტას დაუწყო.
_ ა, კოსტა, გამოიცვალე... შენი ტანსაცმელი გავაშროთ, მანამ რაიმე საჭმელს გამოვიტან, _ მარიამმა სახელდახელოდ გამომცხვარი მჭადი, ყველი, ლობიო, ტაფამწვარი, მჟავეული, მწვანილი და ხელადა ღვინო გამოიტანა სამზარეულოდან და სუფრაზე მოსაპატიჟებლად კოსტას გახედა.
_ ვა! კოსტა, რატომ არ იცვლი ტანსაცმელს?
_ მარო დეიდა, მე თქვენი ქმრის ტანსაცმელი არ მინდა, ჩემი რაჟდენის გამოგზავნილი ტანსაცმელი მირჩევნია.
_ რომელზე ამბობ, ბიჭო?
_ როგორ თუ რომელზე? შენი უმცროსი ბიჭი ჯარიდან ერთი კვირის წინ ხომ ჩამოვიდა?
_ დიახ!
_ ოო და მას, ჩემთვის რაჟდენი ტანსაცმელს აუცილებლად გამოატანდა. აი! შენი უფროსი ბიჭი რომ დაბრუნდა ჯარიდან, იმას ხომ გამოატანა ჩემმა რაჟდენმა ტანსაცმელი?!
_ აი! - გულის ჯიბისკენ წაიღო ხელი კოსტამ
_ აი! ამ სურთზე რომ აცვია ჩემს რაჟდენს ტანსაცმელი თავის ქუდით, ხომ გამოატანა შენ უფროს ბიჭს?! ეს უბრალო ქუდი არ გეგონოს! ეს ტანკისტის ქუდია!.. სახლში მაქვს შენახული. აი, ამას ხედაავ? ტანკზეა ჩემი ძმა. ხომ იცი, ტანკის უფროსი იყო?! - მარიამი განცვიფრებული უსმენდა კოსტას.
_ გამარჯობა, კოსტა! შენ გინახავს ტანკი? _ საუბარში ჩაერთო მარიამის მეუღლე შალვა, რომელიც საწოლი ოთახიდან გამოვიდა.
_ გაგიმარჯოს, შალო! აბა, აგერ სურათზე ხომ ხედავ, ზემოდან ჩემი ძმა ზის. ასე მომწერა, პირველი ტრაქტორი ხომ მე შემოვიყვანე სოფელში, ტანკსაც ჩამოვიყვანო. მაშა, მაშა, _ წაიტრაბახა კოსტამ. შალვა ფეხაკრეფით შევიდა ჯარიდან ახალჩამოსული
გიოს საძინებელ ოთახში. გიოს არ ეძინა.
_ მამი, ვინ არის? - იკითხა ლოგინიდან გიომ.
_კოსტაა, შვილო, კოსტა!
_ რომელი კოსტა, აბდალი კოსტა?
_ შენ აბდალი უძახე, ისე მსჯელობს, ბარე ორი ვერ იმსჯელებს ასე.
_ რაო, რა უნდა მამი, ასე რამ აგაფორიაქა?
_ რა და რაჟდენის გამოგზავნილი ტანსაცმელი უნდა.
_ ესე იგი, ჩემი სამხედრო ფორმა?
_ ხომ, შენი ფორმა...
_ მიეცი მერე, რა ჯანდაბად მინდა, სამი წელი არ მეყო, რომ
ვატარე?!
_ კი, მივცემ, შვილო, მაგრამ მეშინია არ იეჭვიანოს ისტერიკა არ დაემართოს,სურათი უკავია ხელში და ამბობს_ აი, ასეთ ტანსაცმელს მიგზავნის ჩემი ძმა რაჟდენიო. სად ტანკისტის ფორმა და სად _ მეზღვაურის.
_ მამა, ბავშვობისას, მახსოვს, კოსტას ვეხუმრებოდით, ისიც აგვყვებოდა ხუმრობაში. ჩვენ ტაშს დავუკრავდით, ისიც ცეკვავდა,
თანაც ვუძახოდით:
კოსტა, კოსტა
მიხტა _ მოხტა,
მოიკიდა გიდელა,
მოიტეხა კისერა...
ყველაფერზე ვახელებდით, მაგრამ მისი ძმის, რაჟდენის შესახებ, ბავშვებმა არავინ არაფერი ვიცოდით. გაფთხილებული ვიყავით
მშობლებისგან რომ მისი ძმის შესახებ არაფერი გვეთქვა.
კოსტას ძმის შესახებ ლაპარაკი რომ ჩამოვარდებოდა, ბავშვებს
არ გვასმენიებდით. ხომ ვერ მეტყვი დაწვრილებით, რა იყო და რა
მოხდა მისი ძმის თავზე?
_ როგორ არა, შვილო, რაც გამიგია, თურმე მისი ძმა რაჟდენი
კარგი ვაჟკაცი ყოფილა. ასე შენი ხნისა, ოცი წლისა იქნებოდა,
ომში წაუყვანიათ, ტანკისტი ყოფილა. 1944 წლამდე სულ სწერდა
კოსტას წერილებს, ამხნევებდა, თან ეუბნებოდა:
_ მეზობლები ძალიან არ შეაწუხო, დავბრუნდები ჯარიდან,
ყველაფერი კარგად გვექნება. წერილები დღესაც შენახული აქვს,
დროდადრო აკითხებს მეზობლებს. ერთხელ სურათიც გამოუგზადაგვიანებული
წერილი 37
ვნა, იმ სურათს სულ ჯიბით დაატარებს. მეც მაქვს მისი რამდენიმე
წერილი წაკითხული, სულ ომის დამთავრებაზე და დაბრუნებაზე
წერდა საწყალი. ომიც დამთავრდა, რაჟდენი კი არ დაბრუნდა,
როცა სოფლის თავკაცებმა კომისარიატიდან მოთხოვნა გაგზავნეს
რაჟდენიზე, პასუხი მოსულა, რომ 1944 წელს მდინარე დნეპრის
ფორსირების დროს უგზოუკვლოდ დაიკარგაო.
ამბობენ, დნეპრზე გადასვლისას ხიდი აფეთქებულა და მთელი
ეკიპაჟი ტანკთან ერთად მდინარის ფსკერზე დაშვებულა. გვამი
რომ ვერ იპოვეს, დაკარგულად ჩათვალეს, პასუხიც ეგეთი
მოვიდა. აგერ უკვე ორმოცი წელი გადის და ჩვენი სოფლიდან თუ
ვინმე ჯარში წავიდა, ძმის ამბის ჩამოტანას აბარებს და თუ ვინმე
ჩამოდის, პირველი გაჩნდება მასთან, გამოჰკითხავს ძმის ამბავს -
ზოგი რას იგონებს, ზოგი _ რას და ფორმასაც აძლევენ ხოლმე,
რაჟდენმა გამოგიგზავნაო.
ბავშვებმა იმიტომ არ იცოდნენ კოსტას ძმის დაღუპვის ამბავი,
რომ სოფლის თავკაცებმა გააფთხილეს ყველა ოჯახი, ბავშვებთან
კოსტას ძმის შესახებ არ ელაპარაკათ, რათა რომელიმე ბავშვს არ
ეთქვა კოსტასთვის მისი ძმის დაღუპვის შესახებ.
_ ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: ვალიკო გოგსაძე ხომ იცი?!
_ კი, როგორ არა.
_ ახალგაზდობისას თავის ძმაკაცებთან და სტუმრებთან ერ-
თად კაკლებში ქეიფობდა, თამადა ყოფილა. გზად კოსტას გამოუვლია,
ბიჭებს სუფრასთან მიუპატიჟიათ - კოსტას ახალგაზრდებთან
უყვარდა ჯდომა. ისმებოდა სხვადასხვა სადღეგძელო, ბიჭები დროდადრო
ხუმრობდნენ კიდეც, კოსტა იჯდა და ხარხარებდა.
ვალიკომ ფიალა შეავსო, ფეხზე დადგა და მოკლედ თქვა: მოდით,
ბიჭებო, ომში დაღუპული ჩვენი ბიჭების ხსოვნა მინდა ვთქვა
და კოსტასკენ გაეპარა თვალი. ფიალა შესვა და სხვას გადააწოდა.
ყველა ფეხზე დადგა კოსტაც, რა თქმა უნდა, მეორემაც
დალია ხსოვნა, მესამემაც და სიბრალურით უყურებდნენ კოსტას,
მას ეს არ გამოჰპარვია. ჯერი დამდგარა ერთ-ერთ სტუმართაგანზე,
შეზარხოშებულს ფიალა აუწევია და უთქვამს: „მოდი, ბი-
ჭებო, რაღა შორს წავიდეთ, კოსტას ძმის, რაჟდენის სახით ყველა
ომში დაღუპულის ხსოვნა მინდა ვთქვაო“... კოსტას თვალები გაფართოვებია,
როგორ თუ შენ ჩემი ძმის ხსოვნა თქვიო, ჩემი ძმა
ცოცხალია, მალე დაბრუნდება, მაგიდაზე ფეხი აუკრავს, სტუმრისკენ
გაქაჩულა. ოთხ ბიჭს ძლივს გაუკავებია. გაკავებული კოსტა
თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ვალიკოში მშველელს ეძებდა.
38 დაგვიანებული წერილი
ვალიკო მისულა, დასაწყნარებლად უთქვამს:
_ რა იყო, კოსტა, ბიჭო, ვაჟკაცი არა ხარ? „გაბზარულს გატეხილი
სჯობია“, როგორც იტყვიან. შენ უნდა იცოდე, შენი ძმა
მართლა დაიღუპა ომში...
კოსტა აბღავლებულა და ბღავილბღავილით წამოსულა სახლისკენ.
გზად ვალიკოს მამა დურუ შეხვედრია. დურუ ნაომარი
კაცი იყო, ყოველთვის ებრალებოდა და ესარჩლებოდა კოსტას.
რომ დაინახა ასეთ დღეში, უკითხავს:
_ რა იყო, კოსტა, ვინ გაწყენინა?
_ ბიჭებმა გამაბრაზეს, ბიჭებმა..
_ ვინ ბიჭებმა? _ იკითხა დურუმ.
შენი ბიჭიც იქ იყო, იმის დედა მ.ედაც... მეო. დურუ გამშრალა,
ვაჟკაცი კაცი იყო, ასე უცერემონიოდ მისთვის არავის შეუგინებია.
მაგრამ მის წინ ხომ კოსტა იდგა... ნერვები მოთოკა.
_ რა იყო კოსტა, რა გითხრეს ასეთი?
_ ომში დაღუპულებთან ჩემი რაჟდენის ხსოვნა თქვეს, მაგათი
დედაც.. არ ცხრებოდა კოსტა. შენ კარგი კაცი ხარ, ჩემო დურუ,
შენაც ხომ იბრძოდი ჩემს ძმასთან?
_ კი, კოსტა, აბა, არა?!
_ ხომ დაბრუნდება ჩემი რაჟდენი?
_კი, კოსტა, როგორ არ დაბრუნდება, მე მაგათ ვაჩვენებ სეირს,
მოიცადონ მაგ გლახებმა მაგათ, _ თქვა დურუმ და ბიჭებისკენ
გაემართა.
_ ო, ეგრე დურუ, აბა, მაგ ბიჭების დედაც! - გაიმეორა მესამედ
კოსტამ და ზლუქუნით სახლისკენ გაემართა.
სახლში მისულს, ღრიალით ყველაფრის ლეწვა დაუწყია, ნავთი
გამოუტანია ბოსელზე, მიუსხამს, ცეცხლი მიუკიდებია, სახლის
დაწვასაც აპირებდა, სულზე მიუსწრიათ. რომ აკავებდნენ, სულ
იმას ღრიალებდა თურმე, თუ ჩემი ძმა, რაჟდენი არ დაბრუნდება
რად მინდა ან სახლი, ან კარიო. მეზობლები აწყნარებდნენ კოსტას,
შენი ძმა რაჟდენი რომ დაბრუნდება, მერე რას ეუბნები მას,
კერია გაცივებული და გადამწვარი ხომ არ უნდა დაახვედროო.
ეს ამბავი რაიონშიც გაუგიათ, ექიმებს სამკურნალოდ გადაყვანა
მოუთხოვიათ, სოფელს არ გაეტანება. ხომ იცი, შვილო,
სოფელი ქალაქზე უფრო თბილი და შემწყნარებელია, თავის კაცს
ადვილად არ გასწირავს _ თვითონ მივხედავთო, უთქვამთ. მის შემდეგ
სოფლის თავებმა აკრძალეს კოსტას ძმის შესახებ ლაპარაკი,
ბავშვებთან განსაკუთრებით.
დაგვიანებული წერილი 39
_ კარგი მამა, კარგი, შენ გაიტანე ეგ მეზღვაურის ფორმა, მე
მოვიფიქრებ რაიმე ისტორიას რაჟდენიზე და ახლავე გამოვალ.
_ კოსტა, აგერ შენი რაჟდენის გამოგზავნილი ტანსაცმელი,
_ კოსტამ ჯიბისკენ წაიღო ხელი, ამოიღო სურათი, ხან სურათს
დახედავდა, ხან მეზღვაურის ფორმას შეხედავდა. ბოლოს კი
თქვა: ეს არ არის ჩემი რაჟდენის გამოგზავნილი ტანსაცმელიო.
შალო დაიბნა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა
_ როგორ არა! გიომ ეს არისო, ასე მითხრა. ამ დროს გიო
შემოვიდა მისაღებში
_ ოჰ, კოსტას გაუმარჯოს, როგორა ხარ, ბიჭო? ხომ არ დაბერდი?
_ გაეხუმრა გიო.
_ გამარჯობა, გიო, _ მიეგება კოსტა.
_ მე არა მიშავს, აი, შენ როგორა ხარ?
_ კაჟივითა ვარ კოსტა, კაჟივით, _ გაიმეორა გიომ კოსტასგან
ადრე გაგონილი სიტყვები.
_ გიო, ჩემი რაჟდენი თუ ნახე ჯარში?
_ როგორ არა, კოსტა, აბა, ეს ტანსაცმელი ვინ გამომატანა?
_ ეს ტანსაცმელი სურათში რომ არ აცვია ჩემს რაჟდენის?
_ ა, ხომ იცი კოსტა, მე გემზე ვმსახურობდი, ხომ გინახავს ზღვაში
დიდი გემები რომ დაცურავენ!
_ კი, როგორ არა.
_ ჰო, და ისეთ გემზე შემოიყვანეს შენი რაჟდენი თავისი ტანკით.
იქ ვნახე შენი რაჟდენი, გემზე კი ყველას ასეთი ტანსაცმელი
აცვია. რაჟდენიმაც ორი წყვილი ტანსაცმელი აიღო, ერთი შენ
გამოგიგზავნა. თან მითხრა - ტანკის დატოვება არ მინდა შორეულ
ჩდილოეთში, გემით გადავცურავ ოკეანეებს, ზღვებს და პირდაპირ
წყლით მოვადგები სოფელსო.
კოსტა უსმენდა გიოს და თვალები უბწყინდებოდა. წამოავლო
ხელი მეზღვაურის ფორმას, გავიდა მეორე ოთახში, გადაიცვა
ტანსაცმელი, გახარებული მიუჯდა სუფრას, კარგად დანაყრდა,
ერთი-ორი ჭიქით გიო დალოცა, დაემშვიდობათ და ქუჩისკენ წავიდა.
ეზოში მარიამი შეხვდა.
_ საით, კოსტა, საით მიდიხაარ? გაჩერებულიყავი ცოტა ხანს.
ხომ იცი დილის საქმეებია, ბოდიში, ყურადღება ვერ მოგაქციე.
_ დიდი მადლობა, დეიდა მარო, ყველაფერი კარგი იყო, გიოც
დაგილოცე. ახლა თავმჯდომარესთან მივდივარ, შეშა უნდა გამოვართვა,
მალე რაჟდენი დაბრუნდება ზღვით და სახლს ცივს ხომ
არ დავახვედრებ, შეშა გამითავდა.
40 დაგვიანებული წერილი
ამ სიტყვებით კოსტა ქუჩაში გამოვიდა. მოსწავლეები უკვე
სკოლისკენ მიდიოდნენ. კოსტა რომ დაინახეს შემოეხვივნენ:
_ ვაჰ, კოსტა, შენ რა მეზღვაურის ფორმა გაცვია? - უთხრა
ერთმა ონავარმა ბიჭმა.
_ აბა, აბა, ჩემმა ძმამ რაჟდენმა გამომიგზავნა, აი, მედლებიც
აქვს! მაშ, მააშ... _ ახარბებდა კოსტა ბავშვებს. მან წრე გაარღვია
და კოლმეურნეობის კანტორისკენ გაემართა.
ის დღე იყო და კოსტა თითქმის ყოველდღე ზღვაზე დადიოდა,
თან გემებს უყურებდა, თან ზღვიდან გამორიყულ შეშას აგროვებდა.
გავიდა ხანი... საქართველოში დიდი უბედურება დატრიალდა.
აირია ქვეყანა. პუტჩისტებმა ჯერ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი,
ზვიად გამსახურდია, დაამხეს, შემდეგ პროტესტის ჩასახ-
შობად და ყურადღების სხვაგან გადასატანად, წამოიწყეს ავანტიურისტული
ომი აფხაზეთში, რისთვისაც აფხაზი სეპარატისტები
წლობით ემზადებოდნენ რუსებთან ერთად.
გუდაუთელი ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა ომის დაწყებისთანავე
აფხაზი სეპარატისტების და გადამთიელი ბოევიკების
მძევლებად იქცა. საქართველოს ე. წ. მთავრობისგან მიტოებულ
ქვეყანაში, ერთ-ერთ მაღალჩინოსან პუტჩისტს, კიტოვანს, უთქვამს,
რომ მას გუდაუთაში ქართული მოსახლეობა არ ჰყავს.
ბედის ანაბარა მიგდებული ქართული მოსახლეობა, რუსი სამხედროების
მოსყიდვით ბომბორის აეროდრომიდან ტოვებდა გუდაუ-
თის რაიონს, რათა გაერიდებინათ ცოლ-შვილი განუკითხაობასა
და ძარცვა-გლეჯვას. მეზობლებმა კოსტას რომ უთხრეს, სოფელს
ვტოვებთ, შენც უნდა წამოხვიდეო, კოსტა გადარეულა, მერე ჩემი
რაჟდენი რომ დაბრუნდეს, რა ვუთხრა მასო?..
1993 წლის გაზაფხულზე გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში
აქა-იქ თუ დარჩა ვინმე ქართული მოსახლეობიდან, ისიც
მოხუცები.
აფხაზი სეპარატისტები, დაქირავებული ბოევიკები და რუსეთის
რეგულარული ნაწილები სოხუმის ასაღებად ემზადებოდნენ, იმიტაციისთვის
სწავლებები ქართულ სოფელში ჩაატარეს.
კოსტა, ჩვეულებისამებრ, ზღვაზე იყო, შეშას აგროვებდა, ხედავს,
მოშორებით ნაპირს გემი მოადგა, გაიხსნა წინა მხარე და
ტანკებმა დაიწყეს გადმოსვლა. კოსტა თვალებს არ უჯერებდა _
სურათი ამოიღო, დახედა და ყვირილით გაიქცა სახლისაკენ.
_ ჩემი რაჟდენი მოდის ხალხო, მეზობლებო, ჩემი რაჟდენი! -
დაგვიანებული წერილი 41
ყვიროდა იგი. თავის ქუჩას, რომ მიაღწია, ხედავს, ქუჩის თავიდან
ტანკი მოდის, ზემოთ ჯარისკაცები სხედან.
_ კოსტა, დაიმალე, დაიმალე, - მოესმა კოსტას ხმა ჩაის პლანტაციებიდან.
_ რას ამბობ, ხალხო, ძლივს ვეღირსე, ჩემი რაჟდენიკა მოდის
და მე დავიმალო?! ტანკისკენ ყვირილით გაემართა,...
_ რაჟდენ, ეს მე ვარ, შენი ძმა, კოსტა!.
ტანკზე შემსხდარმა ბოევიკებმა შეამჩნიეს რა მათკენ მორბენალი,
ქართულად მყვირალი კაცი, ერთმანეთს გადაულაპარაკეს:
_ ერთი ვინ მოხსნის მოძრავ სამიზნესო.
_ რას ამბობ, ბიჭო, ეს ხომ ადამიანია, _ წაილაპარაკა ერთმა.
_ ადამიანი კი არა, ქართველი ღორია, ჩვენ ქართულ სოფელში
ვიმყოფებით, ასე რომ, შეიძლება სროლა. ვინ არის მსურველი ნი-
ძლავზე?
გამოჩნდა ერთი მსურველიც და გაისროლა... კოსტას ტყვია
მუცელში მოხვდა და რაჟდენის ძახილით წაიჩოქა, ბოევიკებმა
რომ ჩაუარეს, კოსტამ თავი წამოსწია.
_ კიდე ცოცხალი ყოფილა, _ გასძახა მონიძლავე ბოევიკმა და
სიტყვებით: „წააგე ნიძლავი ძმაოო“, მთელი მჭიდი დააცალა...
მთელი დღე დათარეშობდნენ აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული
ბოევიკები ქართულ სოფელში _ ვისაც დაიჭერდნენ
,ადგილზე ხვრეტდნენ. მეორე დღეს მეზობელ, აფხაზურ სოფელ-
ში, გაიგეს მომხდარის შესახებ და შემოვიდნენ ახალსოფელში
დახოცილების დასამარხად _ ჭირი გაჩდებაო. აფხაზი გლეხები
განცვიფრებულან ამ განუკითხაობით, მით უმეტეს კოსტას გვამის
შემზარავმა სანახაობამ შეძრათ. ერთ-ერთს წამოსცდენია კიდეც:
_ ნუთუ ყველაფერ ამ უბედურებას ჩვენი შვილები სჩადიან,? რად
გვინდა ასეთი თავისუფლება, თუ ისინი მხეცებად და ცხოველებად
იქცნენ, უმწეო მოხუცებს ყაჩაღებიც კი არ ხოცავენო.
ნუთუ ეს მე ვიყავი?
ეს ამბავი გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში მოხდა.
აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე 1992 წელს, ქართველი მშვიდობიანი
მოსახლეობა ბედისანაბარა აფხაზ სეპარატისტთა და
გადამთიელ ბოევიკთა მძევლად იქცა. მათ სოფელში აღწერეს
42 დაგვიანებული წერილი
მოსახლეობა, უძრავ-მოძრავი ქონება და თავიანთ საკუთრებად
გამოაცხადეს. დანიშნეს ზედამხედველები. სოფელი დიდ საკონცენტრაქციო
ბანაკად, გეტოებად აქციეს. დილიდან მოსახლეობას,
დიდ-პატარას, სამუშაოდ ერეკებოდნენ. საღამოობით კი
ზედამხედველების მითითებით სხვადასხვა მიზეზით, დასჯის
მიზნით ოჯახში უცვივდებოდნენ და ბოლო ლუკმას ართმევდნენ.
ქართველი მოსახლეობა უკანასკნელ გადამალულ სანიშნე ბე-
ჭდებსაც კი ჩუქნიდა „ბომბორაში“ განთავსებულ რუს სამხედროებს,
რათა თავი დაეღწიათ ჯოჯოხეთური გეტოებიდან. აფხაზები
ბრაზობდნენ, მუშა ხელი აკლდებოდათ და დროდადრო რუსებთან
შეთანხმებით აეროდრომზე შედიოდნენ. ვითომ სამშვიდობოს გასულთ
თვითმფრინავში ჩამსხდარ, გამგზავრებისთვის გამზადებულ
ხალხს ამოწმებდნენ, ახალგაზრდებს და კარგ სპეციალისტებს
უკან აბრუნებდნენ. თუმცა, რუსების მოსყიდვით, მაინც ხერხდებოდა
მოსახლეობის გაყვანა აეროდრომიდან. სწორედ ამ სიტყვებით
ჩამოსვეს ზაურ ბენიძე თვითმფრინავიდან:
_ ზაურ, შენ საით მიდიხარ ბიჭო, წყალსაქაჩზე შენ მაგივრად
ვინ იმუშავებს მერე, თუ უწყლოდ გინდა დაგვტოვო?!
ზაური თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს მანქანაში ჩასვეს და
პირდაპირ წყალსაქაჩისკენ წაიყვანეს.
_ ამის ცოლ-შვილიც თვითმფრინავში ისხდნენ, რატომ არ
ჩამოვსვით? _ წაილაპარაკა ერთმა აფხაზმა.
_ ჩემს ცოლ-შვილს თავი გაანებეთ მე ხომ აქ ვარ მე ვიმუშავებ.
_კარგი, კარგი იმათ თავი გაანებე წავიდნენ, _ თქვა მეორემ.
_ ახლა ამას სახლში არავინ ეყოლება და დღედაღამე წყალსაქაჩზე
დაიდებს ბინას შემცვლელი აღარ დაჭირდება. ხომ ასეა
ზაურ? _ ირონიით გადმოხედა მეორე აფხაზმა
_ ნება თქვენია, - უპასუხა მან.
იმ დღიდან ზაურმა ბინა წყალსაქაჩზე დაიდო, ხანდისხან
დღისით თუ ახერხებდა სოფელში ჩასვლას სახლის დახედვას,
თან საჭმელ-სანოვაგის აღებას.
გაიგო, რომ მისი ცოლ-შვილი მშიდობიანად გადაფრენილან
ქუთაისში ნათესავებთან. ახლა მარტო დარჩენილს შეეძლო, როგორც
უნდოდა ისე ემოქმედა. სოფელშიც ახალგაზრდობა თითქმის
აღარ იყო დარჩენილი.
1993წლის 14 იანვარიც მიიწურა, ზაური ჩვეულებისამებრ ტუმბოოებს
ამოწმებდა დაბნელებამდე უნდოდა მოესწრო, როცა მას
თავზე თოფიანი აფხაზი და კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩენი
დაგვიანებული წერილი 43
წამოადგნენ.
_ შენ ეი, ქართველო, რას აკეთებ მანდ?
_ ტუმბოებს ვამოწმებ, _ იყო პასუხი.
- გაანებე მაგას თავი და სამორიგეოში შემოდი, _ უხეშად უთხრა ჩეჩენმა.
სამორიგეოში შესული ზაური ხედავს, რომ მის საწოლზე ჩეჩენი ბოევიკი წამოწოლილა, აფხაზი კი მაგიდასთან ზის.
_ საჭმელი გააქვს? _ შეეკითხა აფხაზი.
_ ცოტაოდენი რამ მაქვს, _ იყო პასუხი.
_ ცეცხლს სად ანთებ?
_აი, აქ _ ღუმელისკენ მიუთითა ზაურმა.
_ შეშა სად არის?
_ ირგვლივ ტყეა... შეშის მეტი რა არის.
_ ჰო, კარგი, _ შეაწყვეტინათ ჩეჩენმა საუბარი.
_ შენ წადი, შეშა მოიტანე, _ მიმართა აფხაზს. _ შენ კი თუ რამე საჭმელი გაქვს, მაგიდაზე დააწყვე, თან „კასრული“ მოიტანე, წამალი უნდა მოვხარშოთ, _ წამოწოლილი იძლეოდა ბრძანებებს ჩეჩენი ბოევიკი.
აფხაზმა თოფი კედელთან მიაყუდა და ბუზღუნით გავიდა შეშის მოსაგროვებლად. ზაურმა კი ჩამოიღო კედლიდან „რუკზაკი“ საჭმლით და მაგიდაზე დააწყო: პური, ყველი, ვიჩინა და მწნილი. თვითონ კი საკუჭნაოში გავიდა „კასრულის“ მოსაძიებლად.
_ ვაჰ, ეს რა გემრიელი ხორცია, რისია ნეტავ? _ იკითხა ჩეჩენმა. ზაური „კასრულით“ ხელში ოთახში შემოვიდა და გულუბრყვილოდ უპასუხა:
_ ღორის ხორცის ვიჩინაა.
_ მერე ღორის ხორცს მე მაჭმევ? შენი დედა მ..., _ აღრიალდა
ჩეჩენი, წიხლებით და მუშტებით ერთდროულად ჩასცხო, ზაური
იატაკის კუთხეში გადავარდა.
_ ახლა მოგ... დედას! _ მიტრიალდა ჩეჩენი ავტომატის ასაღებად. ზაური არ დაიბნა და იქვე კედელზე მიყუდებულ აფხაზის თოფს წამოავლო ხელი. ჩეჩენი ავტომატით ხელში შემოტრიალდა და თოფმოღერილი ზაური რომ დაინახა შეცბა, მაგრამ იხტიბალი არ გაიტეხა:
_ შე ლაჩარო ქართველო! შენ ვერ მესვრი, _ ამ სიტყვებით გადატენა ავტომატი და... თოფმაც იქუხა. ჩეჩენს ავტომატი ხელიდან გაუვარდა და გასულთული საწოლზე დავარდა. სულმღაფავ ჩეჩენს
გაფითრებული ზაური თოფით ხელში წამოადგა თავზე. მას აქამდე ადამიანი არ მოუკლავს. თოფის ხმაზე ტყეში შეშაზე გასული აფხაზი, ოთახში შემოვარდა, რომ დაინახა გასულთული ჩეჩენი და თოფით ხელში ზაური უკანვე გავარდა ყვირილით. ყვირილის ხმამ ზაური გამოაფხიზლა, გარეთ გამოვარდა შორიახლო აფხაზი დალანდა, რომელიც მდინარისკენ გარბოდა. ზაურმა დამიზნებით ესროლა, აფხაზი წაფორხილდა, მაგრამ წამოხტა და ყვირილით გააგრძელა სირბილი. ზაურმა თოფი გადააგდო, ოთახში შებრუნდა, აიღო ჩეჩენის ავტომატი და უკან გამოუდგა აფხაზს. ყვირილის ხმა აღარ ისმოდა, სიბნელეში არაფერი ჩანდა. ზაური იქით წავიდა საითაც აფხაზი გარბოდა, სისხლის ნაკვალებსაც წააწყდა, იქაურობა მიჩხრიკ-მოჩხრიკა, მაგრამ ვერ იპოვა.
ზაურმა იცოდა თუ მას აფხაზი გაექცეოდა ცუდად წაუვიდოდა საქმე.
_ სავარაუდოდ ის მდინარეზე უნდა გადავიდეს, ვინაიდან, უკან მხოლოდ ერთადერთი ბილიკია, რომელიც წყასაქაჩზე გადის, _ გაიფიქრა ზაურმა. მდინარის ნაპირზე გავიდა და იქ ჩაუსაფრდა მსხვერპლს. მთვარიან ღამეში მდინარის კალაპოტი განათებული
იყო. სიჩუმეში, მხოლოდ წყლის ჩუხჩუხის ხმაზე ზაურს თავისი გულისცემის ხმაც ესმოდა. მან არ იცოდა რა გაეკეთებინა, ეს ყველაფერი ხომ სპონტანურად მოხდა. ერთადერთი რასაც ხვდებოდა იყო ის, რომ აფხაზი არ უნდა გაქცეოდა. ამიტომ სმენად და
ყურადღებად იყო ქცეული. ოციოდე წუთი ზაურს საუკუნედ ეჩვენებოდა თავში სხვადასხვა აზრი უტრიალებდა. უცებ, მოშორებით, ზაურს წყალში ტყაპანის ხმა მოესმა, მალე მდინარეზე გადამსვლელიც დალანდა. ფეხაკრეფით წავიდა იქით, საითაც ლანდი მოძრაობდა. ასიოდემეტრი რომ
გაიარა, კარგად დაინახა მდინარის მეორე ნაპირზე მოძრავი მოწინააღმდეგის მთელი სილუეტი. მათ შორის მანძილი 20-25 მეტრი თუ იქნებოდა. ზაური ჩაჯდა და დამიზნებით გაუხსნა ცეცხლი.
აფხაზი წაფორხილდა და უსულოდ დაეცა მიწაზე. რამდენიმე წამში ზაური მსხვერპლს თავზე წამოადგა. ერთი კი წაილაპარაკა: _
ღმერთო მაპატიე! _ პირჯვარი გადაიწერა და იქვე ჩაიკეცა. მუხლებს შორის თავჩაქინდრული იჯდა გარინდული და ფიქრობდა: _ ღმერთო, რისთვის მომაკლევინეს თავი ამ უბედურებმა... მდინარის ხიდზე, მოგრუხუნე მძიმე ტეხნიკის ხმაზე, ზაურში თვით გადარჩენის ინსტიქტმა გაიღვიძა. უკვე თენდებოდა, დილამდე უნდა მოესწრო გვამების გადამალვა. დაბრუნდა უკან წყალსაქაჩის სამორიგეო ოთახში, ჩეჩენის გვამი „პლაშპალატკაზე“ გადმოაგორა, მდინარის მეორე ნაპირზე გადაათრია და ძველი კარიერის ორმოში ჩააგდო, აფხაზის გვამიც მას მიაყოლა და ორივეს ქვიშა
მიაყარა. შემდეგ სისხლის ნაკვალები გაწმინდა, იარაღები გადამალა და კიდევაც გათენდა. გარიჟრაჟზე ზაურმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა ნაკვალები, მდინარის პირას ჩაჯდა და ფიქრობდა: _
ნუთუ ეს მე ვარ, ნუთუ ყველაფერი ეს წუხელ მე ჩავიდინე, ნუთუ...
ნუთუ... _ და რამდენმა ნუთუმ გაუელვა თავში...
ტყვე
1992 წლის 30 სექტემბერი იყო. ზემოდან მოვიდა ბრძანება დაგვეტოვებინა ჩვენ მიერ ბრძოლებით დაკავებული ტყვარჩელის სოფლები: ატარა, არმიანსკაია, ჯგერდა, კუტოლი, ატარა-აფხაზსკაია და სხვა პატარა დასახლებები. ვბრუნდებით სოხუმში, 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე. ბატალიონის მეომრები ზარზეიმით შეგვხვდნენ, გვილოცავდნენ გამარჯვებას და მშვიდობით დაბრუნებას ბატალიონის ე.წ. ყაზარმებში, რომლებიც მდებარეობდა #45 პროფტექნიკური სასწავლების შენობაში.
ყაზარმებად მოწყობილ სასწავლო ოთახებში ოცეულებად ვიყავით გადანაწილებულნი. ბატალიონის დაზვერვის უფროსი ბაჩო ქარსელაძე შემოვიდა ჩვენს ოთახში და მთხოვა:
_ ჯონი, სახლში მინდა გასვლა, დედაჩემი მინდა ვნახო, გული ცუდს მიგრძნობს, რაღაც საშინელება უნდა მოხდეს ამ დღეებში.
ამაღამ იქ ვაპირებ დარჩენას და გთხოვ, ეს კაცი დაიტოვე, _ მიმითითა კართან ატუზულ პიროვნებაზე.
_ ეს ვინაა? _ ძალაუნებურად ვიკითხე.
_ ეს ჩვენი ტყვეა. დღეს დილით ატარა-არმიანსკაიში გზაგამყოფზე, ბატონმა კორნელი ჩალაძემ სამ ჯგუფად გაგვანაწილა. თქვენ ატარა-აფხაზსკაიასკენ გაგიშვათ, მე ჩემი ოცეულით სოფელ ჯგერდის მიმართულებით მომიწია წასვლა, მესამე ჯგუფი კიდევ ზედა სოფლებისკენ გაუშვა. სოფლები, როგორც ყველგან, დაცარიელებული დაგვხვდა, აქა-იქ სომხები თუ იყვნენ დარჩენილები სახლებში. ერთ სახლში ხალხი შევნიშნეთ და შევედით, სომხები აღმოჩდნენ. გამოვკითხეთ, რატომ იყო იქაურობა დაცლილი მოსახლეობისგან. მათაც გვითხრეს, რომ მთელი აფხაზური მოსახლეობა წუხელი აიყარა და ტყვარჩელის მიმართულებით წავიდა. ბოლოს ვკითხეთ _ ასეთი არეულობაა, გაგანია ომია და ის კაცი ვინაა თქვენს ყანაში რომ თოხნისო, შემოიყვანეთ სახლში, აქ გაჩერდით ყველა, გარეთ არ გამოხვიდეთა-მეთქი. მან ფანჯრიდან
გაიხედა და არ ვიციო... მივედით მეთოხართან, აფხაზი აღმოჩდა. სულ კანკალებდა შიშისგან. ბიჭებმა მისკენ საცემრად გაიწიეს, მე შევაჩერე. გამოვკითხე რუსულად აქ როგორ მოხვდა. მან თავი ჩაქინდრა, არ დაუმალავს, პირდაპირ მითხრა: _ გუშინ გავიგეთ ქართველები
მოდიანო, ატარა-არმიანსკაიასთან შევაჩერეთო და დახმარებას ითხოვენო. მეც ავიღე სანადირო ორლულიანი თოფი და ტყით გამოვემართე დასახმარებლად. თუმცა ხევში გადავვარდი, თავი რაღაცას დავარტყი და გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, უკვე ღამე იყო, ბნელოდა, ვერაფერს ვხედავდი, ხევიდან გამთენიისას ძლივს ამოვფორთხდი. ფეხი გადამიბრუნდა, ტანი სულ დაბეჟილი მაქვს, მეგონა, კოჭლობით ჩვენებამდე მივაღწევდი. ამ სოფელში არ გელოდით და ქუჩაში რომ დაგინახეთ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, თოფი გადავაგდე, ყანაში შემოვედი და თოხნა დავიწყე. შევეკითხე, რომ მოგხედონ, სახლში გყავს ვინმე-მეთქი?.
არაო, მიპასუხა. მშობლები ადრე დამეღუპნენ, ერთი და მყავს, ისიც გუდაუთაშია გათხოვილიო. შემეცოდა, ფეხი გადავუხვიეთ, ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთეთ, თან წამოვიყვანეთ _ სამკურნალოა, ეს უპატრონო. შეშინებულია, ლეკვივით დამყვება სულ უკან. ამაღამ ვერსად წავიყვან,
ხვალ მოვალ და გუმისთის იქით, გუდაუთაში გავუშვებ თავის დასთან.
_ არაა პრობლემა, ბაჩო, შენ ნუ იჩქარებ. წადი ოჯახში დედაშენთან, მე მეყოლება ყაზარმაში, საჭმელსაც ვაჭმევ და ხვალ დილით გუმისთამდეც მივაცილებ, ვასწავლი სად გადავიდეს.
_ აუ, ჯონი, თუ ასეთ სიკეთეს იზამ, დიდი მადლობელი ვიქნები, მაშინ დილით აღარ ვიჩქარებ, ყველა ჩემიანებს მოვინახულებ.
_ კარგი, ბაჩო, შენ ნუ იდარდებ, ამას მე მივხედავ, _ ხელი ჩამოვართვი და ბაჩოს გამოვემშვიდობე. ტყვე ყაზარმაში შევიყვანე და საწოლიც მივუჩინე. საჭმლის მოსატანად სასადილოში წავედი. რომ მოვბრუნდი, ვხედავ დაურის (ასე ერქვა მას) ირგვლივ საწოლთან ჩვენს მეომრებს თავი მოეყარათ
_ ზოგს ხილი მოეტანა, ზოგს _ ხაჭაპური, ზოგს _ ღვინო და ა.შ. კარგი სუფრაც გაეშალათ, სადღეგრძელოებსაც ამბობდნენ. მეც ჩავუჯექი.ბიჭები დაურს ტყვეობაში ჩავარდნის ამბავსაც აყოლილებდნენ. ისიც არ იზარებდა და ყვებოდა, საომრად წასულმა, როგორ გადააგდო თოფი და როგორ დაიწყო თოხნა. ყველანი ერთად იცინოდნენ. ბოლოს დაური ისე გაშინაურდა, თვითონ ასწია ღვინით სავსე ჭიქა და ბიჭებს სთხოვა, ერთი სადღეგრძელო მინდა ვთქვაო, ყველანი სმენად გადაიქცნენ.
_ ბიჭებო, მშვიდობის სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ. ჯერ კიდევ გუშინ ძალინ ცუდი წარმოდგენა მქონდა ქართველ მეომრებზე. ჩვენი უფროსობა ურჩხულებად და კაციჭამიებად გსახავდნენ
_ ტყვეებს საშინლად აწამებენო, ასე უშვრებიან, ისე უშვრებიანო, მაგრამ მე ახლა თქვენთან ვარ ე. წ ტყვედ, უფრო სწორად, სტუმრად. სულ სხვანაირი წარმოდგენა და შთაბეჭდილება მრჩება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მშვიდობით დაგაბრუნოთ სახლებში!
ყველამ აიტაცა დაურის ნათქვამი მშვიდობის სადღეგრძელო. ის საღამო დაურმა ჩვენს მეომრებთან ერთად მხიარულად გაატარა. სხვადასხვა სიმღერიაც იმღერეს ბიჭებმა, ხან ქართულად, ხან აფხაზურად. მეორე დილით დაური გუმისთასთან მივიყვანეთ, ერთმანეთს
გამოვემშვიდობეთ და გუდაუთისკენ გავუშვით.
1992 წლის 1 ოქტომბერს, 1 საათზე ბატალიონში განგაში გამოცხადდა. გავიგეთ, რომ აფხაზები, რუსებთან და დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად გაგრას უტევენო.
მეომრის უბის წიგნის ჩანაწერები
ეს არის მცირე ნაწილი იმ ჩანაწერებისა, რომელსაც
ვაწარმოებდი 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის ოქტომბრამდე
1992 წლის 14აგვისტო.
აფხაზეთში ომის დაწყების დღიდანვე, გუდაუთის რაიონის მშვიდობიანი
ქართული მოსახლეობა აფსუათა და დაქირავებულ
ბოევიკთა ტყვეობაში მოექცა. ქართულმა შეიარაღებულმა შენაერთებმა
დაიკავეს რა სოხუმი და გაგრა, დაიწყო სამშვიდობო
მოლაპარაკებები. ამით ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარემ, ძალები
მოიკრება და მასიურად შემოიყვანა დაქირავებული ბოევიკები.
რუსებმა განჯიდან გადმოიყვანეს სადესანტო შენაერთები და ბომბორის
აეროდმზე განათავსეს. ასევე გათამაშდა სცენარი, ვითომ
აფხაზურმა მოსახლეობამ შტურმით აიღო გუდაუთში განთავსებული
სარაკეტო ჯარების შეიარაღების საწყობები და ხელში ჩაიგდეს
1200 ავტომატი, 250 ტყვიამფქვევი, ნაღმტყორცნები აღჭურვილობით,
მჭიდებით, ტყვია-წამლით, ხელყუმბარები და ა.შ. ბოევიკები
დროდადრო თავს ესხმოდნენ ქართულ სოფლებს, აყაჩაღებდნენ
და ძარცვავდნენ მოსახლეობას, ტყვეებად ჰყავდათ ახალგაზრდები.
ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როდესაც მშობლებს სახლიდან
შვილი მოსტაცეს, მშობელი იძულებული გახდა ,გაქცეულიყო
სადესანტო შენაერთის უფროსთან, რომელიც ეროვნებით
ქართველი იყო და დახმარება ეთხოვა. ბოევიკები დარწმუნებულები
იყვნენ, რომ ქართველებს არავინ დაეხმარებოდა, სოფელს
გულდასმით ჩხრეკდნენ და აწიოკებდნენ. სადესანტო შენაერთის
მეთაურმა გამოიყვანა სამი „ბმპ“, ერთი ოცეული და მოძალადეებს
გზა გადაუღობა. ჰაერში რამდენიმე გასროლით ბოევიკები განაიარაღა
და დააპატიმრა, ნაძარცვი ხალხს დაუბრუნა და ტყვეები
გაათავისუფლა. ქართულ მოსახლეობას იმედი მიეცა, რომ მხსნელი
გამოუჩდათ, მაგრამ მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ ეს
მეთაური სხვაგან გადაიყვანეს. გამწარებული ბოევიკები იგორ
ჭანბას მეთაურობით, შეესივნენ სოფელს.ქართული მოსახლეობა
იძულებული გახდა, რუსი სამხედროების ფულით მოსყიდვით
ბომბორის აეროდრომიდან დაეტოვებინათ გუდაუთის რაიონი (ამ
დაგვიანებული წერილი 49
დროისთვის სოფელში 6 ადამიანი იყო მოკლული ბოევიკების მიერ,
4 კი გატაცებული საკუთარი სახლიდან და უგზო-უკლოდ დაკარგული).
14 სექტემბერს ბომბორის აეროდრომიდან დავტოვეთ ახალსოფელი
120-მდე კაცმა. რუსების ვერტმფრენით ჩავფრინდით კოპიტნარის
აეროდრომზე ქუთაისში (სულზე 1000 მანეთი გადაუხადეთ
რუს სამხედროებს).
16 სექტემბერს სოხუმში ჩავედით და ჩავირიცხეთ 23-ე ბრიგადის მე-2
ბატალიონი, რომლის ფორმირებაც მიმდინარეობდა. ჩამოყალიბების
პირველი დღიდანვე მე-2 ბატალიონში შეიქმნა გუდაუთელების ორი
ოცეული 60-მდე მებრძოლით და ერთი „ბმპ“-ს ეკიპაჟი 11 მებრძოლით.
29 სექტემბერს გამოცხადდა განგაში და 23-ე ბრიგადის მე-2
ბატალიონს ებრძანა სრული შემადგენლობით გამოცხადებულიყო
გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანის შესასვლელ მოედანთან.
ბრიგადის მეთაურმა გუჯარ ყურაშვილმა სხვადასხვა ბატალიონიდან
აირჩია 150-მდე ქვეითი მებრძოლი, 3 ტანკის, 3 „ბმპ“-ს, „ბრდმ“-
ის“, „ლტლბ“-ე ჩაბმული ქვემეხით ეკიპაჟები. ჩვენი 11კაციან ეკიპა-
ჟში „ბმპ“-ს მსროლელი გვაკლდა, ვინაიდან ავად იყო. მეთაურმა
იგი ადგილობრივი „ბმპ“-ს მცოდნე მეომრით ჩაანაცვლა. დანარ-
ჩენები კი ბატალიონებში დისლოკაციის ადგილზე დააბრუნა. არ-
ჩეული მეომრები მდ. კოდორისკენ გავემართეთ, გადავლახეთ იგი
და შევედით სოფელ ნააში. ადგილობრივი ქართული მოსახლოებისგან
გავიგეთ, რომ სოფელ ნაადან ტყვარჩელის მიმართულებით
ასასვლელი გრუნტის გზა დანაღმეს აფსუებმა ორი დღით ადრე.
თან გვასწავლეს მეორე, შემოვლითი გზა. ბრიგადის მეთაურმა
არ დაიჯერა სოფლის მცხოვრებთა გაფრთხილება და გვიბრძანა,
ჩვენი „ბმპ“-ს ეკიპაჟით დაზვერვაზე წინ გავსულიყავით. სოფლის
დატოვებისთანავე ჩვენმა ეკიპაჟმა შეამჩნია აფსუა მზვერავთა 10
კაციანი ჯგუფი, რომლებიც ტყეში მაღალი ძაბვის ბოძებს შორის
იყვნენ შენიღბულნი. ბრიგადის მეთაურისგან რაციით ვითხოვეთ
ცეცხლის გახსნა, მაგრამ უარი მივიღეთ. თვითონ მოვიდნენ, გაასწორეს
ქვემეხი და რამდენჯერმე გაისროლეს. ეს მოძრაობა აფსუებსაც
არ გამოპარვიათ ხედვიდან და დატოვეს სამეთვალყურო
ადგილი. _ აი, ხომ ხედავთ, როგორ დაფთხნენ, _ თქვა ბრიგადის
მეთაურმა და ბრძანა მთისკენ, ვიწრო გრუნტის გზით, შეტევაზე
გადასვლა. წინ ტანკები წავიდნენ, მას მიყვნენ დანარჩენები, ბოლო
ჩამკეტნი „ბმპ-ს“ ეკიპაჟით ჩვენ ვიყავით.
მთაზე ასავალ ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გრუნტის გზის დამ50
დაგვიანებული წერილი
თავრებას 100 მეტრიღა უკლდა, რომ ბოლო ასახვევთან ტანკი
ნაღმზე აფეთქდა და მუხლუხები გაუწყდა. ტანკი გზაში გაიხერგა,
კოლონაც შეჩერდა. მოწინააღმდეგემ სამი მხრიდან ინტენსიური
ცეცხლი გაგვიხსნა, ცხადი იყო, მოწყობილ ხაფანგში შევედით.
ქვეითმა მებრძოლებმა დავტოვეთ მანქანები, დავიკავეთ სახელდახელოდ
პოზიციები და საპასუხო ცეცხლი გავხსენით.
საჭირო იყო აფეთქებული ტანკის გადათრევა და გზის განთავისუფლება
შეტევის გასაგრძელებლად, რაც სატანკო ბატალიონის
მებრძოლების თავგანწირვით პირნათლად შესრულდა. ტანკები
გვერდზე გადაათრიეს და მსუბუქი ტექნიკა წინ გაიჭრა. მათ სა-
შუალება მიეცათ, ცეცხლი გაეხსნათ მოწინააღმდეგისთვის, მათ
მივყევით ქვეითი ჯარიც.
ბრიგადის მეთაური გუჯარ ყურაშვილი ქვეით ჯართან ერთად
რევოლვერით ხელში ყველას შეტევისკენ მოუწოდებდა. ამ დროს
გაისმა გამაყრუებელი აფეთქების ხმა და ჩვენს წინ მიმავალი
„ლტლბ“-ე თავის ჩაბმული ქვემეხით ჰაერში ავარდა და ცეცხლ
მოკიდებული მიწაზე დაენარცხა. ისმოდა ინტენსიური აფეთქებების
ხმა, რამაც ჩვენში დაბნეულობა გამოიწვია. ყველანი გზის
გასწვრივ მთასა და გზას შორის წყლის საწრეტ ორმოში ჩავხტით.
რომ გავერკვიეთ, დავინახეთ, რომ ცეცხლმოკიდებულ „ლტლბ“-
ზე დამაგრებული ჭურვები სკდებოდა, რისი ნამსხვრევებიც თავის
წამოყოფის საშუალებას არ გვაძლევდა.
5-ოდე მეტრის მოშორებით დაჭრილი ბრიგადის მეთაური გუჯარ
ყურაშვილი ეგდო, ხოლო „ლტლბ“-დან ერთ-ერთი გადარჩენილი
ცეცხლმოკიდებული ჩვენი მეომარი ყვირილით ჩვენსკენ მორბოდა
(მერე გავიგეთ, რომ სამი მეომარი „ლტლბ“-ში ჩაიწვა). მეტი ვერაფერი
მოვიფიქრეთ, მეომარს ფეხი დავუდევით, წავაქციეთ და
„ბუშლატებით“ ცეცხლი ჩავაქრეთ. საწყალი დედიშობილა დარჩა,
სირცხვილისა და სიმწრისაგან მიწაზე გაშეშებული არავის არ
იკარებდა. რამდენიმე მეომარი მასთან დარჩა, ორნი კი გუჯარის
გამოსაყვანად გავემართეთ და ისიც წყალსაწრეტ ორმოში გადმოვათრიეთ.
საკაცე რომ მოვიტანეთ, დამწვარმა მეომარმა გვითხრა
- საკაცეზე ბატონი გუჯარი დააწვინეთ, მე ფეხით გამოგყვებითო.
ასეც მოვიქეცით, ოთხმა კაცმა ავწიეთ საკაცე და სირბილით
მოსახვევამდე ცეცხლის რკალიდან გავედით, მტრის ტყვია უკვე
ვეღარ გვწვდებოდა. ცოტაც ამოვისუნთქეთ. ბატონმა გუჯარმა
მოგვთხოვა ,ბატონი კორნელი ჩალაძე მიგვეყვანა მასთან. იგი
ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო და დაზვერვის ოცეულთან
დაგვიანებული წერილი 51
ერთად სხვა მიმართულებიდან აპირებდა შეტევა. ბატონი კორნელიც
მივიყვანეთ, ბატონმა გუჯარმა თავისი ძალაუფლება მას
გადააბარა, თანაც უბრძანა უკან დაეხია, დაჭრილები და დაღუპულები
არ დაეტოვებინათ.
ბატონ კორნელის ხმა არ ამოუღია, ერთი კი შეიკურთხა, ჩვენ
კი გვიბრძანა, შოკშია, წაიყვანეთ აქედანო. ერთი კილომეტრის
მოშორებით, ქართულ სოფელ ნაასკენ გავემართეთ. გზად ადგილობრივი
სომეხი შემოგვხვდა და მას დახმარება ვთხოვეთ. მან კი
კატეგორიული უარი გვითხრა, ავადმყოფი ვარ, ვერაფრით დაგეხმარებითო.
სოფელ ნაას შესასვლელთან ადგილობრივი ქართველები
შემოგვეგებნენ, დაჭრილები მანქანით ორი მეომრის თანხლებით
გავუშვით სოხუმის ჰოსპიტალში. თვითონ კი მცირე შესვენების
შემდეგ, ბრძოლის ველისკენ გავბრუნდით. ადგილზე რომ მივედით,
სროლა შეჩერებული იყო, ერთ ბორცვთან ჩვენებს რამდენიმე აფსუა
მეომარი ჰყავდათ მომწყვდეული ალყაში. მერე გავიგეთ - ბატონი
კორნელი დაზვერვის ოცეულთან ერთად, შემოვლითი გზით,
ზედ თავზე დასდგომია აფსუებს, ოთხი ადგილზე გაუნადგურებიათ
50-მდე აფსუა დაჭრილებთან ერთად ტყეში გაფანტულა. აქ კი
ალყაში ჰყავთ რამდენიმე აფსუა. მალე საფარიდან ხელებაწეული
ხუთი აფსუა გამოვიდა, ერთი დაჭრილი იყო.
ბატონმა კორნელიმ დაჭრილი მედდას მიაბარა, სამი თვითონ
წაიყვანა დასაკითხად, ყველაზე ახალგაზრდა, რომელსაც ბავშვის
შეხედულება ჰქონდა, ჩვენ დაგვიტოვა მისახედად, თანაც გვიბრძანა
დაღამებამდე წრიული დაცვისთვის მომზადებულიყავით. ჩვენმა
ეკიპაჟმა ერთ საგუშაგოზე დავიწყეთ სანგრების მზადება, როდესაც
მოვიდა ჩვენ „ბმპ„-ზე მსროლელად მომაგრებული ადგილობრივი
მეომარი, თან საჭმელი მოგვიტანა. დამშეულებს საჭმელი
ახლაღა გაგვახსენდა, ძმურად გავინაწილეთ, ტყვესაც მივაწოდეთ.
_ ეს ვინაა? _ იკითხა ახალმა მოსულმა.
_ ეს გზააბნეული ახალგაზრდა ტყვეა, კორნელიმ დაგვიტოვა
მისახედად, გვარად ბაგატელიაა, _ იყო პასუხი.
მან ინსტინქტურად თვალებში ჩახედა ტყვეს,
_ რომელი ბაგატელია? ეს კვიცინიაა, მამამისი ქართველების
სისხლის მსმელია, მე ამისიც... _ და ავტომატის კონდახი უთავაზა
თავში. ჩვენც წამოვცვივდით, ახალმოსულის გაკავება დავიწყეთ,
მან ავტომატი ფეხზე შეაყენა აქვე დავხვრიტავ მე ამისიო, ყვიროდა.
აფსუამ ტირილი დაიწყო, არ მომკლათ ყველაფერს ვიტყვიო.
52 დაგვიანებული წერილი
ბიჭებმა ახალმოსული გვერდზე გაიყვანეს დასაწყნარებლად.
ჩვენ კი ტყვეს მივბრუნდით, აბა, თქვი, რა გაქვს სათქმელი, თუ
სიცოცხლე გინდა. ალაპარაკდა. მე მართლაც კვიცინია ვარო,
რომ ამ დაჯგუფებას ის ხელმძღვანელობდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ
ორი ოცეული იბრძოდა, პირველ შეტაკებაზევე რამდენიმე
მებრძოლი დაჭრიათ, ზოგიერთ მეომარს დაჭრილები გააყოლა,
თანაც დამხმარე ძალაც მოუთხოვია, მაგრამ ვერავინ მოუსწრო,
ისე წამოადგენ ჩვენები თავზე. თვითონ ორი წლის წინ სპეციალურად
ყოფილა გაგზავნილი სამეთაურო საინჟირო მენაღმეთა
კურსებზე. იცოდენ, რომ ამ მიმართულებით ვაპირებდით შეტევის
განხორციელებას,მანვე დანაღმა პერიმეტრზე გზები, მასვე
შეუძლია ნაღმები ამოიღოს, რომ მამამისი ტყვარჩელის დაცვის
შტაბის უფროსის მოადგილეა. ტყვეებს შორის მისი ორი ალალი
ბიძაშვილია და ა.შ.
ეს ამბავი რომ გავიგეთ, ტყვე ბატონ კორნელის მივუყვანეთ,
მისი ისტორიაც მოვუყევით. მან ტყვე თავისთან წაიყვანა, ჩვენ კი
სანგრებში დავბრუნდით.
მთელი ღამე ჩვენ წინ მდებარე აფხაზურ სოფლებიდან სტვენის,
ღრიანცელის, საქონლის ღმუილის ხმა ისმოდა. ვხვდებოდით, რომ
სოფლებში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერ გავიგეთ რა... ღამის განმავლობაში
თვალი არავის მოგვიხუჭავს.
დილით ბატონმა კორნელიმ შეგვყარა, 30-მდე მებრძოლი აგვირ-
ჩია და გაგვიშვა დაზვერვაზე, რათა მეორედ შეცდომა არ მოგვსვლოდა
და ხაფანგში არ მოვყოლილიყავით. დაგვინიშნა უფროსი
და მეგზური ადგილობრივი სომეხი. მოულოდნელად თავს რომ
არავინ დაგვსხმოდა, გზიდან ტყით 400-500 მეტრის მოშორებით
უნდა გვევლო.
წინააღმდეგობას სოფელ ატარა-აფხაზსკაიას მისადგომებთან
ველოდით. სოფლის შესასვლელთან ორ ჯგუფად გავიყავით და
დავბანაკდით, გზად მომავალი ჩვენი ტექნიკის მომლოდინენი. 2
კაციც დაზვერვაზე გაუშვა ჯგუფის უფროსმა. ამ დროს ჰაერში
ვერტმფრენი გამოჩდა, რამდენიმე წრე შემოხაზა და პიკირებაზე
წამოვიდა. ახლა გაახსენდა ჩვენს მეთაურს, რომ „ნიშნის“ მისაცემად
თეთრი ზეწარი უნდა გაგვეშალა. ჩვენმა ჯგუფმა ზეწარი
გამოფინა. ვერტმფრენმა ახლა გეზი მეორე ჯგუფისკენ აიღო, დრო
არ ითმენდა, სხვა გზაც არ იყო _ გოგი ჯაფარიძემ მეორე ზეწარს
წამოავლო ხელი და ჰაერში ფრიალით გაემართა მეორე ჯგუფისკენ...
ვერტმფრენმაც პიკირება შეწყვიტა, ჰაერში გასწორდა და
დაგვიანებული წერილი 53
თვალს მიეფარა.
მოშორებით გამოჩდა ჩვენი ტექნიკა, მზვერავებიც დაბრუნდნენ
_ თქვეს, რომ სოფელი დაცლილია. გადაწყდა შევსულიყავით.
მართლაც, სოფელში არავინ დაგვხვდა. მხოლოდ ერთ სახლში
აღმოჩდა მწოლიარე მოხუცი. მთავარი ძალების მომლოდინენი ამ
ეზოში ჭასთან მოვიყარეთ თავი და წყალს ვსვამდით.
ვხედავთ, რამდენიმე მიკროავტობუსმა ჩვენს ტექნიკას და კოლონას
გამოასწრო, შემოცვივდნენ სოფელში და დაიწყეს ძარცვაგლეჯვა.
რისი წაღებაც შეიძლებოდა _ მანქანებში ტენიდნენ, რისიც
არა _ ცეცხლს უკიდებდნენ. იწვოდა თითქმის ყველა სახლი,
სადაც ამ გაურკვეველი შენაერთის მეომრებმა გაიარეს. ავაზაკები
შემოცვივდნენ იმ ეზოშიც, სადაც ჩვენ ვიდექით. წინ გადავეღობეთ
და ვუთხარით, რომ ამ სახლში მწოლიარე მოხუცია, და რომ ხელი
არაფერისთვის ეხლოთ. ერთი მაგისიცო, შეიგინეს, გამოვწვათ
შიგნითო და სახლისკენ გაიწიეს. ჩვენი მხრიდან გამაფრთხილებელი
გასროლა გაისმა, ისინიც შედრკნენ და ჩვენკენ გამოიწიეს
გინებით. ნამდვილი მეომრებიც მოცვივდნენ ჩვენს დასახმარებლად
და ავაზაკები კინწისკვრით გავყარეთ ეზოდან. მათ წინა დღის ბრ-
ძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ, მხოლოდ იმ დღეს დილით
შეუერთდნენ ჩვენს მეომრებს, თანაც მაშინ, როცა გაუგიათ, რომ
გამარჯვების სასწორმა ჩვენ მხარეს გადმოიხარა. მოკლედ, ზემოდან
ვიღაცის გამოგზავნილები იყვნენ _ ვითომ დასახმარებლად.
ავაზაკები არ ცხრებოდნენ. ამ ჩოჩქოლში ბატონი კორნელი
ჩალაძეც მობრძანდა ტექნიკასთან ერთად. მან მათ შენიშვნა მისცა,
- კიდევ თუ განმეორდა, ყველას დაგაპატიმრებთო. მათაც ექიდნურად
უპასუხეს, ჩვენ ბრძანებას ვასრულებთო. აქ ბრძანებებს მე
ვიძლევიო, უპასუხა ბატონმა კორნელიმ. მერე ჩვენ შემოგვიტრიალდა
და გვიბრძანა, სოფლის ცენტრში მოიყარეთ თავიო. დათქმულ
ადგილზე თავშეყრილებს, ბატონმა კორნელიმ გამოგვიცხადა, რომ
ზემოდან მოვიდა ბრძანება, დაგვეტოვებინა დაკავებული სოფლები
და დავბრუნებულიყავით დისლოკაციის ადგილზე სოხუმში.
ორი დღის ნაშიმშილარი, უძილო, გადაღლილი მეომრები
ჩაფიქრებულები მოვდივართ სოხუმისკენ ტექნიკით. ყველა ფიქრობდა
თავისთვის - რა იყო ეს? რისთვის ავიღეთ სოფლები? რისთვის
დავღვარეთ სისხლი? ჩვენ ხომ იმ დღეებში 5 მებრძოლი დაგვეღუპა,
18-მდე დაგვეჭრა. ჩვენი მიზანი ხომ ტყვარჩელის აღება იყო..
ამ დროს ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაურმა ბაჩუკი
ქარსელაძემ დუმილი დაარღვია. ხმამაღლა დაუწყო ლანძღვა
54 დაგვიანებული წერილი
მთავრობას და მეთაურებს. ეს რა ბრძანება მოგვივიდა!. ტყვარ-
ჩელი უკვე გვნებდებოდა... წინა საღამოს თურმე ბატონ კორნელის
ტყვარჩელის შტაბის უფროსის მოადგილისათვის ადგილობრივი
სომეხის ხელით წერილი შეუგზავნია, რომ მისი ორი შვილი და
ძმიშვილი ჩვენი ტყვე იყო. ისიც შუამავლების მეშვეობით შეხვედრია
ბატონ კორნელის და უთქვამს _ ტყვეები არ დახოცოთ, დილის
9 საათამდე დრო მოგვეცით, შეტევაზე აღარ გადმოხვიდეთ,
სოფლებიდან ხალხს გავიყვანთ, ტყვარჩელში დაგხვდებით თეთრი
დროშითო. ახლა კი უნდა დავმორჩილდეთ ვიღაც ზემდგომის უაზრო
ბრძანებას.
P.შ. ამ ჩანაწერში სრული სიმართლეა აღწერილი. დღევანდელი
გადმოსახედიდან მოვლენებს კარგად რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით,
რა ღალატთან გვქონდა საქმე.
1. ქართულმა ჯარებმა აიღეს რა სოხუმი და გაგრა, მათ ხელეწიფებოდათ,
შესულიყვნენ გუდაუთის რაიონში და ტყვარჩელში
დიდი მსხვერპლის გარეშე. ომიც დამთავრდებოდა, მაგრამ ეს არ
გააკეთეს. გამართეს მოლაპარაკებები, მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს
საშუალება, დაბნეულობისგან გამორკვეულიყვნენ, ძალები
მოეკრიბათ. რუსებმაც გადმოისროლეს სადესანტო ნაწილები ქ.
განჯიდან.
2. მიუხედავად მოსკოვში დადებული 3 სექტემბრის საზავო
ხელშეკრულებისა, 29 სექტემბერს ჩვენ განვაახლეთ ომი ტყვარ-
ჩელის მიმართულებით, მივაღწიეთ რა ზოგიერთებისთვის მოულოდნელ
შედეგს (ტყვარჩელი გვნებდებოდა), ზემოდან ბრძანებით
ჩვენ მაინც არ შეგვიშვეს ქალაქში. აფხაზებმა კი 1-6 ოქტომბერს
მთელი ძალებით შეუტიეს და დაიკავეს გაგრა, რაც ქართული
მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლით დასრულდა.
3. აფხაზებმა წინასწარ იცოდნენ რა გზითაც უნდა გადავსულიყავით
შეტევაზე. ბატონი გუჯარი გააფრთხილა ადგილობრივმა
ქართულმა მოსახლეობამ, რომ გზა დანაღმული იყო, მაგრამ იგი
მათ არ ენდო.
4. ვის ბრძანებას ასრულებდა ის გაურკვეველი შენაერთი, რომელიც
ბრძოლებში არ იღებდა მონაწილეობას და ასე უმოწყალოდ
წვავდა და ძარცვავდა ყველაფერს და ყველას?!
დაგვიანებული წერილი 55
მეომრის უბის წიგნის ჩანაწერები #1
1992 წლის 1 ოქტომბერი.
ბატალიონში განგაში გამოცხადდა. გავიგეთ, რომ აფხაზები
რუსების და დაქირავებული ბოევიკების დახმარებით გაგრას უტევენო.
ახალი ბრძანების მოსვლამდე ჩვენ ბატალიონს დაევალა
მდ. გუმისთაზე საწყისი პოზიციების დაკავება და პოზიციების
გამაგრება. მოწინააღმდეგე მხარე ეტყობა, წინასწარ იყო მომზადებული,
20-მდე დაქირავებული პროფესიონალი სნაიპერი ჩაესვათ
სანგრებში და მდ. გუმისთასთან განლაგებულ ჩვენს მეომრებს
თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. პირველი ღამე ასე გავატარეთ,
გუდაუთისკენ მასიური შეტევის ბრძანების მოლოდინში.
მაგრამ ამაოდ, 2 ოქტომბერიც ისე გავიდა, შეტევაზე გადასვლის
ბრძანება არავინ გასცა. დაქირავებული სნაიპერები კი პოზიციური
ბრძოლების დროს, თავის როლს კარგად ასრულებდნენ -
მოგვიკლეს დაზვერვის ოცეულის მეთაური ბაჩო ქარსელაძე და
რამდენიმე მეომარი დაგვიჭრეს. გულანთებული მეომრების რამდენიმედღიანი
მოდუნებით მტერი სარგებლობდა და გაგრას იღებდა.
ჩვენ კი გვატყუებდნენ _ გაგრაზე შეტევა შეჩერებულიაო.
4 ოქტომბერი.
სამდღიანი მოლოდინის შემდეგ მეომრებში გულანთებულობაც
ჩაკვდა, ზოგი ქალაქში ავიდა ოჯახის მოსანახულებლად, ზოგ
სანგარში სასმელიც გამოჩდა. უხილავი ძალა კლავდა მეომრებში
იმ სულისკვეთებას, რისთვისაც იყვნენ ისინი მოწოდებული. ჩვენს
პოზიციაზე „ბმპ“-ს ეკიპაჟის ორი წარმომადგენელი ვმორიგეობდით.
ჩვენს ბატალიონში მოვლენილი, გაურკვეველი შენაერთის
მეომრები (ბატალიონი ძირითადად ადგილობრივი მეომრებით იყო
დაკომპლექტებული) ჩვენს უკან სახლში ღრეობდნენ. ვხედავ, თრიაქით
გალეშილი ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი გამოვიდა სახლიდან
და ავტომატმომარჯვებული სანგარში თავზე წამოგვადგა,
თანაც ფეხზე ძლივს დგას. ჩემს გვერდით მდგომს მივაძახე _ სანგრიდან
ამოდი, ეს ახლა გაისვრის და ჩვენც მიგვაყოლებს-მეთქი.
დავტოვეთ თუ არა სანგარი, გაისროლეს კიდეც. სადაც ჩვენ
ვიდექით, ყველაფერი დაცხრილა. სროლა რომ შეწყვიტა, მჭიდი
მოხსნა, ახლის გაკეთების თავი კი არ ჰქონდა... მივცვივდით, ერთი
ორი კარგად ვუთავაზეთ, მიწაზე გავშხლართეთ, დავბორკეთ და
56 დაგვიანებული წერილი
ხელებშეკრული მივგვარეთ თავის უფროსს, რომელსაც ხმა არ
ამოუღია. სიტყვებით, საიდან გაგვეპარე ასეთ მდგომარეობაში,
შენი დედაო..., თვითონაც კარგად უთავაზა. ბატალიონის მეთაურ-
თან შეთანხმებით, მეორე დღიდან ეს გაურკვეველი შენაერთი ჩვენს
უკან აღარ იდგა.
5ოქტომბერი.
უმოქმედებამ შენაერთებში და ჩვენთანაც პირველი ნიჰილიზმის
სიმპტომები გამოავლინა. „ბმპ“-ს მექანიკოსი მოვიდა მთვრალი
მსროლელთან ერთად, ღამე მოინდომეს ღამის მხედველობის
აღჭურვილობის გარეშე მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების
განადგურება. „ბმპ“-ე შეაყენეს მდინარის ჯებირზე, მანქანის „პრო-
ჟექტორები“ ჩართეს და ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგეს. „ბმპ“-
ე ჯერ ისე ჩაცურდა ბეტონის ჯებირზე, რომ მუხლუხები ჰაერში
დარჩა, შემდეგ იმდენი აწვალეს, სანამ საერთოდ არ ამოტრიალდა.
შიგნი მსხდომნი ძლივს გამოვიყვანეთ მეთაურის ლუქიდან, განათება
კი დარჩა ჩართული. ეს მოწინააღმდეგეს არ გამოჰპარვია -
ცეცხლი გაგვიხსნეს. მათ რომ სხვა საშუალება ჰქონოდათ, ტრიალ
მინდორში ამოტრიალებულ, განათებულ „ბმპ“-ს ადგილზევე დაწვავდნენ.
მხოლოდ სნაიპერის შაშხანებიდან ისროდენ. იმ საღამოს
დაგვიჭრეს მექანიკოსი, რომელიც მთვრალი ვერ ეგუებოდა „ბმპ“-ს
გადაბრუნებას, ამიტომ მეზობელი შენაერთიდან გამოვიძახეთ ტანკი,
ჩავაბით ტროსი და „ბმპ“ გამოვათრიეთ სამშვიდობოს, შემდეგ
კი დავაყენეთ მუხლუხებზე. მოკლედ, „ბმპ“ სარემონტო შეიქმნა,
ეკიაჟი კი სხვადასხვა შენაერთში გადაანაწილეს. ბატალიონის
მეთაურმა მიბრძანა „ბმპ“-ს მეთაურად გავყოლოდი სარემონტო
ქარხანაში, სადაც გავიცანი იქ მომუშავე გულანთებული ბიჭები,
კობა შეყილაძე და ზაზა გიგაური, რომლებმაც „ბმპ“ კარგად
იცოდნენ - ერთ დღეში გაარემონტეს იგი. კობას ვთხოვე, გატყობ„
ბმპ“ კარგად იცი და შენზე უკეთესად ვინ მიხედავს ამ მანქანას-
მეთქი. მანაც - თუ ზაზასაც წამოიყვან, კარგი მსროლელიაო,
პრობლემა არ არისო.
8 ოქტომბერს მეთაურმა ბიჭები ბატალიონში ჩარიცხა და „ბმპ“-
თი მე-3 ე. წ. ბაბუს ასეულზე მიგვამაგრა. ასეულის შტაბში მივედით
და მალევე ჩვენთან მოვიდა მე-3 ასეულის მეომარი და ბაბუს ბრ-
ძანება გადმოგვცა _ 1-ელ წყალსაქაჩთან პოზიციაზე გასვლა, იქ
თავდასხმაა!. ადგილზე რომ მივედით, ყველაფერი დამთავრებული
იყო. ბიჭები მომიყვნენ, რომ წყალსაქაჩის სამორიგეოში ვისხედით
დაგვიანებული წერილი 57
და ჯოკერს ვთამაშობდითო, ყოველმხრივ სიწყნარე იყოო. ამ
შუა დღეს გვესმის გინების და ავტომატის ჯერის ხმაო. მერაბმა
გაიხედაო და აგერ, 30 მეტრში, ვიღაც ჯებირზე მდგარი გვესვრის
და გვაგინებს. ყველანი წამოვიშალეთო. მერაბმა დაგვასწრო და
იგი ადგილზე გაანადგურაო, მეორეც იყო, შობელძაღლი, ჯებირს
ეფარებოდაო, მდინარეში გადახტა, გაგვექცა მგონიო.
მოკლული ბატალიონის შტაბში ავათრიეთ, თრიაქით გახეული
ვინმე ბარსიკიანი აღმოჩდა..
9 ოქტომბერი.
გავიგეთ გაგრა-განთიადი-ლესელიძის დაცემის ამბავი. ჩვენ კი,
5000-მდე მეომარი, თითქმის უმოქმედოდ ვიდექით მდ. გუმისთის
პირას. გაგრაში გამარჯვებულმა აფხაზებმა უკვე უფრო ინტენსიურად
დაიწყეს ჩვენი პოზიციების დაბომბვა. მდ. გუმისთის მთელ
პერიმეტრზე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები.
10 ოქტომბრი.
სიწყნარეა პოზიციებზე. როგორც ჩანს აფხაზები, რუსები და
დაქირავებული ბოევიკები გაგრის აღების შემდეგ ნადავლს ინაწილებდნენ.
11 ოქტომბერი.
უმოქმედოდ მყოფმა ქართულმა შენაერთებმაც დაიწყეს მორადიორობა,
მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა-გლეჯვა. გაურკვეველი
შენაერთის მეომრები სოხუმში თავს ესხმოდენ იმ სომხების
თუ რუსების ოჯახებს, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა.
ალბათ ესეც საქართველოს მოღალატე მთავრობის პოლიტიკის
ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომ მოსახლეობა ჩვენს წინააღმდეგ
განეწყოთ.
12 ოქტომბერი.
მდ. გუმისთის პერიმეტრზე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები.
მთელ დროს პოზიციებზე ვატარებ, ვცდილობ არ ამოვიდე და
არ ვნახო ის განუკითხაობა რაც ხდება ქალაქში. ასე გაგრძელდა
21 ოქტომბრამდე.
22 ოქტომბერი.
დილით განგაში ატყდა - დაიწყო რაღაც უჩვეულო დაბომბ58
დაგვიანებული წერილი
ვა. მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად, ჩვენც
პოზიციაზე გავედით და საპასუხო ცეცხლი გავხსენით „ბმპ“-დან.
როგორც „ბმპ“-ს მეთაური, ტრიმპლექსიდან ვაკვირდები მოწინააღმდეგის
საცეცხლეების მდებარეობას, რათა ცეცხლი იმ მიმარ-
თულებით გადავიტანოთ, საიდანაც უფრო ინტენსიური სროლაა.
ვხედავ, ჩვენს წინ ჭურვი დაეცა და... არ აფეთქდა, ფ-უუუ ჰქნა
და შიგნიდან ყვითელი კვამლი ამოვიდა. „ბმპ“-ში რაღაც უცნაური
სუნი შემოვიდა. ჩვენ ვერაფერს მივხვდით, გვეგონა წამლის სუნია.
მექანიკოსმა მთხოვა აერგამწოვი ჩამერთო, რაღაც მძიმე სუნი
დადგა. ტყვიამფქვრევიდან სროლით დავიწყეთ უკან დახევა. სუნი
უფრო გამძაფრდა, კვამლით დაიბურა ყველაფერი, უკვე „ბმპ“-შიც
ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს. კობამ მთხოვა, უკანა დესანტის კარი
გამეღო, ვერაფერს ვხედავო. მეც გადავძვერი უკან კარი გავაღე,
უცებ უკან სვლით მიმავალი „ბმპ“ სახლს დაეჯახა და გაღებული
კარი უკან მომიჯახუნა.
_ მგონი ვიწვით, „ბმპ“ დატოეთ! _ მომესმა ბუნდოვნად ხმა.
უკვე სუნთქვა შემეკრა, ვატყობ ვიგუდები, ხელებში ძალა მერთმეოდა.
მთელი ძალა მოვიკრიბე და „ბმპ“-ს ზედა ლუკი გავხსენი.
ლუკიდან გადმოვფორთხდი და მიწაზე დავენარცხე. თავი
წამოვწიე, ვხედავ ზაზა და კობა მიწაზე ფორთხვით მიხოხავდნენ.
ხმაც მომესმა „ბმპ“-ს ბიჭებია დაჭრილიო. რამდენიმე ხანში
აერსაწინააღმდეგო ნიღბებით მოვიდნენ მეომრები და გაგვიყვანეს
სამშვიდობოს. სული რომ მოვითქვით, ყვითელი კვამლი კი ხეობის
ქარმა გაფანტა და ზღვისკენ წაიღო, კობა მიბრუნდა და „ბმპ“
წამოიყვანა. ბატალიონის შტაბში ავედით. დაჭრილი არავინ ვიყავით,
მაგრამ სუნთქვა გვიჭირდა და ფეხზე ძლივს ვიდექით, ამიტომ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. იქაურმა ექიმებმა
დიაგნოზი კი დასვეს „ტოქსიკური ორმხრივი პნევმონია“, მაგრამ
რით ემკურნალად არ იცოდენ. ისევ კობამ ჩამოუწერათ წამლები
რა უნდა გაეკეთებიათ ჩვენზე (კობა ხომ პროფესიით ექიმი იყო და
გამოცდილება ჰქონდა, 9 აპრილს ამ წამლებით ვმკურნალობდით
ხალხსო...). ის წამლები კი გაგვიკეთეს, მაგრამ გართულებებს მოელოდნენ
და თბილისში გადმოგვაგზავნეს ტოქსოლოგიურ განყოფილებაში
სამკურნალოდ.
სამ საათში უკვე თბილისში ვიყავით. ტოქსოლოგიური განყოფილების
მთავარმა ექიმმა რომ დახედა გაკეთებულ წამლებს
მოიწონა, სწორი დიაგნოზი და სწორი მკურნალობა დროულად
დაგიწყიათო. მოგვიანებით გაიგეს, რომ ეს მკურნალობა კობას
დაგვიანებული წერილი 59
დანიშნული იყო. ორ კვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ
გამოვჯამთელდით და ბატალიონში დავბრუნდით.
P.შ. ნათელი იყო რომ აფხაზებმა აკრძალული ქიმიური იარაღი
გამოიყენეს. ჩვენს მოღალატე მთავრობას, იმის მაგიერ რომ განგაში
აეტეხა და მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რუსების მზაკვრობა,
ყველაფრის მიჩუმათება დაიწყო.
მეომრის უბის წიგნის ჩანაწერები #2
1993 წლის თებერვლის პირველი რიცხვებიდან თვეზე მეტია,
სანგრებში ვიმყოფებით, მდ. გუმისთის პირას. პოზიციური ბრ-
ძოლები მიმდინარეობს. ის ასეული, რომელიც ჩვენ შევცვალეთ,
არ ჩამოდის შეცვლაზე. გაუპარსავები, დაუბანლები, ნახევრად მშიერი
მეომრები გადაღლილები ვართ. დღე-ღამეში 4-5 საათი თუ
გვძინავს, ისიც ჯარისკაცული ძილით, სანგრებში.
14 მარტს სნაიპერმა დაჭრა ჩემი ოცეულის მეომარი იმედა გობეჯიშვილი,
რომელმაც ბევრი სისხლი დაკარგა. მე ვთხოვე ასეულის
მეთაურს, ზური მამადაშვილს, გუდაუთელების ოცეული ამოეყვანა
პოზიციებიდან, რათა სისხლი გადაგვესხა დაჭრილისთვის.
საღამოსთვის, როგორც იქნა, ცვლა მოვიდა. ჩვენი ასეულის
მეომრები, მეთაურმა სამი დღით გაგვიშვა დასასვენებლად, შემდეგ
კი ბატალიონში უნდა გამოვცხადებულიყავით შემდეგი ბრძანების
მისაღებად.
15 მარტს, 22 საათისთვის ასმეთაურმა ზურაბ მამადაშვილმა
გამომიძახა და მთხოვა, დამეგზავნა შიკრიკები და ჩემი ოცეულისთვის
მომეყარა თავი, ბატალიონის შტაბში რეზერვში რომ
ვყოფილიყავით.
24 საათზე მოვიდა ცნობა, რომ მტერმა მდ. გუმისთა გადმოლახა,
ბატალიონის საველე შტაბი დახმარებას ითხოვდა. დრო
არ ითმენდა, ასმეთაური ზურაბ მამადაშვილი რეზერვში მყოფი
20-მდე მეომრით გაემართა საველე შტაბისკენ, მე კი მიბრძანა, დავლოდებოდი
დანარჩენ ჩვენს მეომრებს და მივსულიყავით საველე
შტაბში.
20-ოდე წუთში 25-მდე მეომრით გავეშურე საველე შტაბისკენ.
გზად, სამეთვალყურო პუნქტიდან, ბატალიონის მეთაურმა ვ. მუკბანიანმა
მიბრძანა, დაგვეკავებინა ახალ რაიონში შემოსასვლელები
პერიმეტრზე, ანუ მეორე ხაზი, „ვეტეროკიდან“ გუმისთის მასი60
დაგვიანებული წერილი
ვამდე. გუმისთის დიდ მასივს საველე შტაბში მყოფი ჩვენი მეომრები
ამაგრებდნენ. მტერი ერთდროულად საველე შტაბისაკენ და
სოხუმის ახალი რაიონის შემოსასვლელებისკენ მოიწევდა. მეთაურობა
ჩემს თავზე ავიღე, სასწრაფოდ გადავანაწილე და ჩავაყენე
სამ-სამი მეომარი ახალი რაიონის საცალფეხო ამოსასვლელებში.
ჩემთანაც სამი მეომარი დავიტოვე, რათა რომელ ამოსასვლელსაც
მოაწვებოდა მტერი, იქ დავხმარებოდი. თანაც ყველანი გავაფთხილე
- წინა ხაზიდან ზოგიერთი ჩვენი შენაერთი უკან იხევს, ღამის
სიბნელეში აფსუებში არ აგერიოთ-მეთქი.
აფსუებმა, რუსების დახმარებით, ჯერ თვითმფრინავებით დაბომბეს
ჩვენი წინა პოზიციები, შემდეგ კი ყოველგვარი საარტილერიო
დანადგარი ამუშავდა. ერთდროულად ისროდა „ჰაუბიცები“,
ნაღმტყორცნები, ტანკები. ჭურვებით გადახნეს ქალაქის მისადგომები.
მტრის თვითმფრინავებმა ჩვენს თავზე პარაშუტიანი ნა-
თურები ჩამოჰკიდა, განათდა მთელი ქალაქის მისადგომები.
1.30 საათისთვის აფსუების პირველი ყიჟინაც მოისმა (როგორც
მერე ტყვეებისგან გაირკვა, მათ გეგმაში ჰქონდათ ახალი რაიონის
და მაიაკის მხრის ზღვამდე აღება, პლაცდარმის დაკავება მთავარი
ძალების მოსვლამდე). მოადგნენ ახალ რაიონის ერთ-ერთ საცალფეხო
ამოსასვლელს, შუაწელზე მოსულებს, ჩვენი მეომრები
შეეხმიანენ, რომელთაც ქართულის მცოდნე აფსუამ უპასუხა, მე
კი, სანამ მივირბინე და მათგან მოვითხოვე, რომელი შენაერთიდან
იყვნენ, მათ ისარგებლეს სიბნელითა და დროით, უკანვე დაეშვნენ
და შორიდან გაგვიხსნეს ცეცხლი.
საპასუხო ცეცხლის შემდეგ, მტერმა მიმართულება შეიცვალა
და ე.წ. „გრეჩკოს“ ქუჩით გუმისთის მასივში მდებარე ბატალიონის
საველე შტაბს შეუტია. ჩვენი ბატალიონის მებრძოლები გააფ-
თრებით იგერიებდნენ მტერს. წინა ხაზიდანაც ინტენსიური სროლის
ხმა ისმოდა, აღყაში მყოფი ჩვენი ბატალიონის მეომრები
სანგრებიდან იგერიებდნენ მტერს.
2.30 საათისათვის აფსუები და დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც
მომზადებულნი იყვნენ რუსი ინსტრუქტორების მიერ და
დარწმუნებულნი იოლ გამარჯვებაში, დაკარგეს რა დიდი რაოდენობით
ცოცხალი ძალა, ორსართულიან კერძო სახლებში მიიმალნენ
თავიანთი დაჭრილებთან ერთად (ერთ-ერთ გარაჟში საველე
ჰოსპიტალიც მოეწყოთ,) დამხმარე ძალის მომლოდინენი. წინა ხაზიდან
მე-3 ასეულის მე-2 ოცეული, ტყვია-წამლის უქონლობის
გამო, ბრძოლით უკან იხევს, თან დაჭრილები მოჰყავდა. ახალი
დაგვიანებული წერილი 61
რაიონის ამოსასვლელთან ჩვენი მეომრები შეეხმიანენ, მეც მივირბინე.
რომ გაირკვა რომელი შენაერთი იყო, ჩვენც მივეშველეთ გადარჩენილი
მეომრები ჩვენს გვერდით დავიყენეთ, დაჭრილები კი,
მათ შორის სასოკვდილოდ დაჭრილი ოცეულის მეთაური რაულ
ჯღამაძე, ჰოსპიტალში გავგზავნეთ. 3 საათზე ამოქმედდა ჩვენი არტილერიაც,
რომელმაც პირწმინდად გაანადგურა მოწინააღმდეგის
მთავარი ძალები და ტექნიკა ე.წ. „მეორე ეშელონი“ მდ. გუმისთის
მისადგომებთან.
3.30 საათზე ერთ-ერთი საცალფეხო ამოსასვლელიდან მეომრებმა
დასახმარებლად მიხმეს. რომ მივედი, გაირკვა, რომ შავნაბადის
ოცეული მოდიოდა, ბატალიონის შტაბიდან მე-3 ასეულის დასახმარებლად
გაუგზავნიათ, სიბნელეში გზა ვერ გაიკვლიეს, პირდაპირ
შეეფეთნენ მოწინააღმდეგეს და ბრძოლებით იხევდნენ უკან.
მათ მოჰყვა მე-3 ასეულის მეთაური ბუხუტი იოსელიანი რამდენიმე
მეომრით, იგი ძალიან წუხდა, რომ ვერ მოახერხა დახმარებოდა
მე-3ასეულის პირველ ოცეულს, რომელსაც მისი შვილი კახა იოსელიანი
ხელმძღვანელობდა, ალყაში მოქცეულები გააფრთებით
ებრძოდნენ მტერს ოცეულთან ერთად.
4 საათზე წინა ხაზიდან ტყვია-წამლის ნაკლებობის გამო ბრ-
ძოლით უკან იხევს პირველი ასეული, რომელსაც ასმეთაურის
მოადგილე თედო რეხვიაშვილი ხელმძღვანელობდა (ასეულის
მეთაური შამილ კვიციანი გაურკვეველი მიზეზების თუ უმიზეზობის
გამო ასეულთან არ იმყოფებოდა).
5 სათისთვის ბატალიონის მეორე ხაზზე, პირველი ასეული,
შავნაბადას ოცეული, მე-3 ასეულის მე-2 ოცეული და სხვადასხვა
შენაერთიდან დაახლოებით 200-მდე მეომარმა მოიყარა თავი.
მეორე ხაზის პერიმეტრი სათანადოდ გამაგრდა. მოვიდა ბატალიონის
მეთაურის მოადგილე გია შამუგიაც, ავუხსენი რა მდგომარეობა,
მან ბატალიონის მეთაური მოიკითხა, მეც ვუთხარი, რომ
სამეთვალყურეო პუნქტში იმყოფება-მეთქი. გიამ გაგზავნა შიკრიკი
ბატალიონის მეთაურთან, პასუხიც მალე მოვიდა, რომ დავლოდებოდით
გათენებას და ტექნიკას, კონტრშეტევისთვის მოვმზადებულიყავით.
გიამ დაიწყო მეომრების ასეულებად და ოცეულებად დაჯგუფება
კონტრშეტევაზე გადასასვლელად. მე ვთხოვე გიას, რომ
გავეშვი ჩემი ასეულის მეომრებით გუმისთის მასივში, სადაც ჩვენი
ასეული, მეთაურთან, ზური მამადაშვილთან, ერთად იბრძოდა.
გათენდა კიდეც. გუმისთის მასივში მებრძოლებთან ერთად
ასეულის მეთაურთან მივედით. მან გვიბრძანა, კონტრშეტევისათ62
დაგვიანებული წერილი
ვის მოვმზადებულიყავით, მანამდე კი მასივის წინა 9 სართულიანი
სახლები დაგვეკავებინა, რათა მტრის მოძრაობა არ გამოგვპარვოდა.
10 საათი. დათქმულ დროს ასმეთაური ზურ მამადაშვილ ხელმძღვანელობით,
ყიჟინით კონტრშეტევაზე გადადის ჩვენი ასეული. ზედიზედ
დავიკავეთ მასივის წინამდებარე ორსართულიანი სახლები,
მტერი სახლების უკან მდებარე მეურნეობის ციტრუსების პლანტაციებში
გაიფანტა. ჩვენც ფეხდაფეხ მივსდევდით მათ. ამავე დროს,
სხვა ასეულებმა კონტრშეტევაზე გადასვლით, წინ ვერ წაიწია,
რადგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ჩვენი ასეული 300-400
მეტრით წინ გაიჭრა, გვერდითი დარტყმაც მივიღეთ (2 მეომარი
დაგვეღუპა, რამდენიმე დაიჭრა). დიდ მსხვერპლს მოვერიდეთ და
ციტრუსების პლანტაციის შუა წელზე მდებარე არხში ჩავწექით,
ნელ-ნელა დაჭრილ-დაღუპული მეომრებით უკან დავიხიეთ და ორსართულიან
სახლებში გავმაგრდით. მტერი უკვე გატეხილი იყო
და აბნეულები უკან გარბოდნენ.
12 საათი. ბრძოლით წინა ხაზიდან ალყიდან გამოვიდნენ მე-2
ასეულის მებრძოლები.
14 საათზე ბრძოლით გამოდის ალყიდან კახა იოსელიანის
ოცეულიც, რამდენიმე დაჭრილ მეომართან ერთად. წინა ხაზზე
ჩვენი შენაერთები რკინიგზის ხიდიდან. პირველ-მეორე წყალსაქა-
ჩის მიმდებარე პერიმეტრზე აღარავინ დარჩა.
16 საათი. გაიცა ბრძანება წინა ხაზის საარტილერიო დაბომბვისა.
დამხმარედ ჩვენი ტანკებიც მოვიდნენ.
17 საათი. მთელი მე-2 ბატალიონი, დამხმარე ძალებითა და ტექნიკით,
გადავდივართ კონტრშეტევაზე 2,5-3კილომეტრიან ზოლზე.
ზოგიერთ ადგილას მტრისგან დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით.
ბრძოლაში კიდეც დაღამდა. გაიცა ბრძანება, უკან დაგვეხია,
დაგვეკავებინა გუმისთის მასივის მიმდებარე პერიმეტრი. მთელი
ღამე თვალი არავის მოუხუჭავს, აქა-იქ კანტიკუნტად თუ გაისმოდა
სროლა.
17 მარტი. დილის 7 საათზე გადავედით კონტრშეტევაზე და
გავწმინდეთ მტრისგან მდ. გუმისთის მარჯვენა მხარე. პირველი
ტყვეებიც ავიყვანეთ. მათი დაკითხვიდან გაირკვა, რომ აფსუები
500-მდე საგანგებოდ შერჩეული და რუსი ინსტრუქტორების მიერ
მომზადებული ბოევიკებით, ღამის სიბნელეში 15 მარტს 23 საათზე,
ტყვიის გაუსროლელად შემოპარულან ჩვენ მიერ 300 მეტრიან დანაღმულ
და დაუცველ ტერიტორიაზე. წინასწარ ალყაში მოიმდაგვიანებული
წერილი 63
წყვდიეს ჩვენი ბატალიონის წინა ხაზის მეომრები. გარკვეულ ნი-
შანზე უნდა დაეწყოთ მოქმედება, გაენადგურებიათ ჩვენი ბატალიონის
მიერ დაკავებული პოზიციები, აეღოთ გუმისთის მასივში
მდებარე ჩვენი ბატალიონის საველე შტაბი, შესულიყვნენ ახალ
რაიონში და გაემზადებინათ პლაცდარმი ქალაქის შტურმისა, რკინიგზისა
და ქვემო სამანქანო ხიდის მიდამოებში.
სოხუმს 15-16 მარტს ექვსი ათასზე მეტი აფსუა, რუსი, სომეხი,
ჩეჩენი, ადიღე, ჩერქეზი, ყაბარდო, ოსი თუ ვინ იცის, რამდენი
ოხერი ურჯულო დაქირავებული, შემოესია, რომლებიც სასტიკად
დავამარცხეთ. როგორც მერე გავიგეთ, მოწინააღმდეგეს 1200-მდე
ბოევიკი დაეღუპა, 3000-მდე დაეჭრა. დაჭრილი ბოევიკებით თურმე
სავსე იყო საავადმყოფოები ადლერში, სოჭში, დაგომისში, ტუაფსეში
და ა.შ.
ასეთ მარცხს თვითონ რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლებიც
არ ელოდნენ. დაბნეულმა აფსუებმა კი მდ. ფსოუს მიაშურეს
გასაქცევად. არძიმბამ ძლივს შეაჩერა ისინი სიტყვებით: „მე ვიცი,
რომ ქართველები გუმისთას არ გადმოსცილდებიანო. რასაც თავისივე
წიგნში „ტრაგედია აფხაზიი-ში~ აღნიშნავენ. ჩვენ კი მდ.
გუმისთასთან შეგვაჩერეს მეთაურებმა: _ ბრძანებაა „ზემოდან“, მდ.
გუმისთა არც ერთმა ჩვენმა ჯარისკაცმა არ გადალახოსო. არადა
ხელსაყრელი მომენტი იყო, ომი ფსოუზე გასვლით დაგვემთავრებინა,
რადგან მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთები, მთლიანად
დემორალიზებული იყო.
15-16 მარტის გამარჯვებით დაწყებული თავდაცვის სამინისტროდან,
ყველა რანგის ჩინოსანმა მეთაურმა მიიღო დაწინაურება,
მედალი თუ ჯილდო, გარდა იმ მეომრებისა, ვინც სინამდვილე-
ში მოიპოვეს გამარჯვება თავიანთი შენართებით. ესეც ღალატის
ერთ-ერთი ფორმა იყო, გულს უტეხდნენ და ნიჰილიზმს თესავდნენ
ნამდვილ მეომრებში...
და ბოლოს, ვისაც ცხოვრებაში ომის სიმწარე არ უნახავს, ვინც
საკუთარ სახლში ვიდეოსთან და ტელევიზორთან იჯდა, ან კიდევ
საზღვარგარეთ დასასვენებლად ან ფულის საკეთებლად დარბოდა,
დღეს ნუ განსჯის ქართველ მეომრებს, ყველას ნარკომანად, მარადიორად
და ყაჩაღად ნუ ნათლავს! განა არ კმარა მტრის ჭორი
ჩვენი მეომრების მიმართ, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც იგივე არ
გაიმეორონ? მოითმინეთ, ბატონებო, თქვენ ხომ „დიდი“ ქართველები
ხართ, მაშ, თქვენ სად იყავით? ან თქვენი შვილები სად იყვნენ?
ჯერ აქედან დავიწყოთ! ჩამობრძანებულიყავით, დაგეცვათ აფხაზე64
დაგვიანებული წერილი
თი გადამთიელებისაგან, განა აფხაზეთი მარტო ქართველი გლეხიშვილების
იყო? ერთი კვირით მაინც შეგეცვალათ სანგრებში
თვეობით მყოფი დაუბანელი, ნახევრად მშიერი და ჩაუცმელი მეომრები!
რა თქმა უნდა, ეს ყველა პოლიტიკოსზე არ არის ნათქვამი,
ღმეთმა დამიფაროს, მაგრამ უდიდეს ნაწილს კი ვგულისხმობ!
არ მინდოდა, ამის შესახებ დამეწერა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე,
რადგან ვხედავ, თუ როგორ შეგნებულად აჩლუნგებენ ქართველ
ერს. უმტკიცებენ ქართველობის არარაობას... თურმე, ჩვენ არც
ბრძოლა შეგვძლებია და არც ერთმანეთის სიყვარული. ზოგიერთ
პოლიტიკოსს, თავისთვის და თავისი შვილებისთვის საქართველო
ბეღელად, შირმად სჭირდება, რათა გაყიდოს ყველაფერი - საქართველოს
უძრავ-მოძრავი ქონება, მიწაც კი. კრედიტები აიღოს
ქართველი ერის აღორძინების სახელით, თანხა კი ოფშერულ
ზონებში გადაიტანოს. შვილებს ასწავლოს ამერიკის თუ ევროპის
პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, შემდეგ კი უცხოეთში გაუჩინარდნენ,
გაევროპელდნენ ან გაამერიკელდნენ, ხოლო ქართველი ერი
საუკუნოდ ვალებში დატოვონ.
ქართველი მეფეები, ყოველთვის უპირველესად თავად-აზნაურობას
თავის სახლობითურთ იწვევდა ომში. მათი მეთაურობით
კი ყველას თავისი ყმა-გლეხობა მოჰყვებოდა საომრად. დღეს კი
ქალაქების და რაიონების სახელმწიფო სტრუქტურებმა არც კი
იციან, რამდენი კაცი ან ვინ იბრძოდა აფხაზეთში. მეტიც კი, როცა
ომში შვილმკვდარი დედა მიდის მთავრობის მიერ დადგენილი შე-
ღავათების მისაღებად, ასე პასუხობენ: - ჩემი ბრალი ხომ არაა,
შენი შვილი რომ დაიღუპაო, მე ხომ არ გამიწვევია ჯარშიო. აი, ეს
გულგრილობაა თავი და ბოლო ყველაფრისა, რაც ქართველ ერს
სჭირს! მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავდა და ეყოლება
თავდადებული მამულიშვილები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ.
მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ვნახე გამარჯვებული ქართველები
1993წლის 15-16 მარტს მდ. გუმისთასთან ბრძოლებში,
და ამ გამარჯვებაში ჩვენ, გუდაუთელმა მეომრებმა, სოხუმის დამცველებთან
ერთად, დიდი წვლილი შევიტანეთ.
მე ვნახე გია შამუგია ბრძოლის დღეს. დაღუპულს `გრანატის
ჩეკა ხელში ეჭირაო. გავიგე, დაჭრილმა თავი აიფეთქაო, მტერს
ტყვედ რომ არ ჩაბარებოდა.
მე ვნახე ფრიდონ ტყემალაძე, მეგობრების დასახმარებლად რომ
გარბოდა წინა ხაზზე. თურმე ფრიდონი მტერს შეფეთებია, მას
გრანატა გაუხსნია და სამ აფსუასთან ერთად თვითონაც დაიღუპა.
დაგვიანებული წერილი 65
მე ვნახე თედო რეხვიაშვილი, რომელიც შეტევის დროს გადაეფარა
გრანატას, სხვა მეომრები რომ არ დაშავებულიყვნენ.
ვნახე თემურ გოგრიჭიანი, ოქრუა მაცაბერიძე, ფრიდონ მაისურაძე
გვერდიგვერდ დაღუპულები. ვნახე ბრძოლაში ელდარი,
მიშკა, რაული, ენვერი, შოთა და ვინ ჩამოთვლის, რამდენი გმირობა
ჩაიდინეს 15-16 მარტს 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მებრძოლებმა.
1993 წლის 15-16 მარტს 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში დაიღყპა
37 მეომარი, აქედან 10 გუდაუთელი იყო. ბიჭებო, ღმერთმა
ნათელში ამყოფოს თქვენი და ყველას, სამშობლოსათვის შეწირულთა,
წმინდა სულები!
მეომრის უბის წიგნის ჩანაწერები #3
1993 წლის 27 ივლისი.
უკვე ორ თვეზე მეტია, რაც სანგრებში ვართ. ველოდებით შეცვლას.
მდ. გუმისთის პირას მიდის პოზიციური ბრძოლები. 2 ივლისის
შემდეგ მტერმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია შრომა-კამანის
მიმართულებით, ხოლო დესანტი ზღვიდან ოჩამჩირის რაიონში
სოფელ ტამიშთან განადგურებულ იქნა. ასევე გავანადგურეთ მტერი
მდ. გუმისთასთან, უჩხოზის ტერიტორიაზე. ბრძანების თანახმად,
ვემზადებოდით კონტრშეტევაზე გადასასვლელად. მაგრამ..... გაისმა
საველე ყურმილის წკრიალის ხმა, რომელმაც გვაუწყა ბრძანება ზემოდან
- დღეს 24 საათზე უნდა შეწყდეს სროლა.
ყველანი გაოგნებულები ვართ. დავიწყე ბრძანების სისწორის გადამოწმება.
ბატალიონის მეთაურმა ხელმეორედ ბრძანების ტონით გამიმეორა
- 24 საათის შემდეგ არც ერთი გასროლა ჩვენ მხრიდან! თუ
შეამჩნევთ, მტერი მდინარე გუმისთას მოადგა, მაშინ გაუხსნით ცეცხლს,
ისიც ჩემთან შეთანხმებით, მე საველე შტაბში ვარ, დანარჩენ
ბრძანებას ხვალ გაეცნობით!
28 ივლისი.
საველე შტაბში გამოძახებული ვართ ბატალიონის ასეულის მეთაურები
- გაგვაცნეს ხელმოწერილი ხელშეკრულების არსი.
1. ცეცხლის შეწყვეტა.
2. ჯარების დაშორიშორება.
3. ბატალიონების განიარაღება.
4. მძიმე ტექნიკის გაყვანა აფხაზეთიდან.
5. 300 აფხაზი და 300 ადგილობრივი ქართველი ჯარისკაცისგან
66 დაგვიანებული წერილი
შინაგანი ჯარების შექმნა, რომლებიც რუსებთან ერთად გააკონტროლებენ
ე.წ. „ბუფერულ ზონას“ და ა.შ.
ჩვენი პოლიტიკოსები ქართული მხარისაგან, როგორც ყოველთვის,
ხელშეკრულების ყველა პირობების შესრულებას ვადებში მოითხოვდნენ.
აფხაზები კი, პირიქით, ხელშეკრულების არც ერთ პუნქტს არ
ასრულებენ, გარდა სროლის შეწყვეტისა.
16 აგვისტო.
მოვიდა ბრძანება, დაგვეტოვებინა სანგრები და ასეულის მთელი
შემადგენლობით, შეიარაღებით და ტექნიკური საშუალებებით,
ბატალიონის შტაბში გამოვცხადებულიყავით. ბატალიონი გადაგვიყვანეს
ყაზარმულ მდგომარეობაში. ქუჩაში იარაღით სიარული აგვეკრძალა.
25 აგვისტო.
ბატალიონს შეუწყვიტეს სურსათით მომარაგება, რადგან ის
დაშლილად გამოცხადდა. ჩვენგანაც იარაღის ჩაბარება მოითხოვეს.
გუდაუთის მე-2 ბატალიონის 120-მდე მეომარმა იარაღი არ ჩავაბარეთ
და თხოვნით მივმართეთ ბატონ ჟიული შარტავას, გუდაუთაში დაბრუნებამდე
შინაგან ჯარებში ჩავერიცხეთ. მან დახმარება აღგვითქვა
და დროებითი დისლოკაციის ადგილად „ტურბაზა“ გვირჩია, თანაც
გვთხოვა, ქუჩაში იარაღით არ გავსულიყავით.
ასეც მოვიქეცით ,დისლოკაციის ადგილი გავაკეთეთ „ტურბაზაში“,
დროებით მეთაურიც დაგვინიშნეს (შინაგანი ჯარების პოლკოვნიკი
ვინმე კვარაცხელია). მეორე დღიდან სხვებიც შემოგვიერთდებოდნენ
და როდესაც სრული შემადგენლობით დავკომპლექტდებოდით,
შევუდგეოდით მოვალეობის შესრულებას. სამი დღე ველოდებოდით
შევსებას და ახალ მეთაურს, მაგრამ ამაოდ, აღარ მოვიდა. იძულებული
გავხდით, დავბრუნებულიყავით ახალ რაიონში, მე-2 ბატალიონის
ყაზარმაში. იმედგაცრუებულმა ბიჭებმა ნელ-ნელა იარაღი ჩააბარეს
და დევნილი ახლობლების სანახავად წავიდნენ.
12 სექტემბერი.
მე-2 ბატალიონის მეთაურმა ვ. მუკბანიანმა შეგვკრიბა და
გამოგვიცხადა, რომ ბატალიონი უნდა აღვადგინოთ, რათა ღამღამობით
პატრულირება დავიწყოთ ახალ რაიონში. თვალნათლივ ჩანს,
რომ ქალაქში უცხო სახეები გამოჩდნენო. სამეთვალყურო პუნქტიდან
მოწინააღმდეგის მოძრაობას უნდა დავაკვირდეთო.
13-14 სექტემბრი.
ღამით ერთი ოცეულით გავდივარ პატრულირებაზე. სამეთვალყდაგვიანებული
წერილი 67
ურო პუნქტიდან ვაკვირდებით - აფხაზურ მხარეს ტექნიკის ინტენსიური
მოძრაობაა. ახალი რაიონის ერთ-ერთი ცხრა სართულიანი
შენობიდან საეჭვო სინათლის სიგნალებს იძლეოდა ვიღაც. ადგილზე
მისულებს არავინ დაგვხვდა. ეს ინფორმაცია მეთაურს მივაწოდეთ
და გათენებამდე ყაზარმაში, მე-15 საშუალო სკოლაში, ვბრუნდებით.
იარაღს ვინახავთ.
14-15 სექტემბერი.
აფხაზური მხარე ღამით მდ. გუმისთის პირას მძიმე ტექნიკით
საწყის პოზიციებს იკავებს, ჩვენ კი კუკუდამალობანას გვათამაშებენ
- პროვოკაციას არ წამოეგოთ, დღისით იარაღი გადამალეთო!
15-16 სექტემბერი.
ღამით პატრულირებისას ვხედავთ ახალ რაიონის სადარბაზოებში
შეკრებილ მეზობლებს, გოგო-ბიჭები ერთმანეთს მშვიდობას და
სწავლის დაწყებას ულოცავენ, სუფრები აქვთ გაშლილი. ერთ-ერთმა
მეომარმა ჩაილაპარაკა, - გაგრის დაცემის ამბები მახსენდება, ზუსტად
იდენტური რამ ხდებოდა იქაც. ერთი და იგივე ხელწერაა, ეს ხომ
შეგნებული ღალატია საქართველოს ხელისუფლებიდან, მოსახლეობა
მაინც არ დაებრუნებიათ ქალაქში, სწავლა მთელ საქართველოში
1 ოქტომბერს იწყება, აქ კი 16 სექტემბერს... რა ხდება ვერ გამიგია.
ღმერთმა ნუ ჰქნას აფხაზებმა ღამით შემოგვიტიონ. ყველაფერი
დაუცველია, ვინ გადაარჩენს ამდენ ქალსა და ბავშვს პანიკა რომ
ატყდება. ეს ღალატია წმინდა წყლის ღალატი, ამათი დედა, - იგინებოდა
იგი.
16 სექტემბერი.
გამთენიისას, პატრულირებიდან ახალი დაბრუნებული ვიყავით.
იარაღი პირამიდაში შევინახეთ და მოსაწესრიგებლად აბაზანისკენ
მივდიოდი, როდესაც ბატალიონის მეთაურისგან შიკრიკი მოვარდა.
ბრძანებაა სასწრაფოდ იარაღით ბატალიონის ეზოში გამოცხადდით
ყველანიო! გავიგეთ, რომ ოჩამჩირის მხრიდან აფხაზებს შეტევა
დაუწყიათ, მდ. კოდორის ხიდზე გზა გადაუკეტავთ.
ჩვენ მივიღეთ ბრძანება, მდ. გუმისთასთან დაგვეკავებინა პოზიციები.
მე-2 ბატალიონის მეთაურმა და შტაბის უფროსმა, სახელდახელოდ
შეკრებილ გუდაუთელ მეომრებთან და ადგილობრივ სოხუმელ მეომრებთან
ერთად ძლივს მოვასწარით, ახალი რაიონის მისადგომებთან
შეგვეჩერებინა კბილებამდე შეიარაღებული მტერი, რომელმაც ტყვიის
გაუსროლელად გადმოლახა მდ. გუმისთა და მოიწევდა წინ.
ე.წ. გრეჩკოს გზასთან სახელდახელოდ “გავნაწილდით“ და გავუხ68
დაგვიანებული წერილი
სენით ცეცხლი მოწინააღმდეგეს, რასაც ისინი, როგორც ჩანს, არ
მოელოდნენ და დაბნეულები უკუიქცნენ. ჩვენ მტრის დაბნეულობით
ვისარგებლეთ, დავიწყეთ პოზიციების გადანაწილება და გამაგრება.
დავიკავეთ ახალი რაიონის მისადგომები - რკინიგზიდან ე.წ. „გუმიდან“
„ვეტეროკამდე“, გუმისთის პატარა და დიდი მასივის დასახლებებით.
სახელდახელოდ გავაბით საველე კავშირი ბატალიონის ყველა
შენაერთთან. ნელ-ნელა გვემატებოდნენ ბატალიონის სხვა მეომრები,
მოსახლეობიდან _ მოხალისეები, ზოგი _ თოფით, ზოგიც _ ხელცარიელი.
სოხუმის მოსახლეობა, ქალები, ბავშვები, სტუდენტობა, დილით
სასწავლებელში წასასვლელად გამზადებულები, პანიკამ მოიცვა.
ჩვენ, გუდაუთელ მეომრებს, ძალიან კარგად გვესმოდა, თუ რა დღეს
დააწევდნენ მოსახლეობას გადამთიელი დაქირავებულები და აფხაზი
სეპარატისტები, ქალებით, ბავშვებით და სტუდენტი ახალგაზრდებით
სავსე ქალაქში რომ შემოსულიყვნენ. რადაც უნდა დაგვჯდომოდა
მტერი უნდა შეგვეკავებინა. ჩვენ ხომ გამოცდილი გვქონდა მაგათი
ავაზაკობა გაგრასა და გუდაუთის რაიონში.
12 საათია. მტერი დაბნეულობისგან გამოერკვა, პატარა საარტილერიო
მომზადების შემდეგ შეტევზე გადმოვიდა. მაგრამ ჩვენი მხრიდან
მასიური ცეცხლის რკალში მოყვნენ ე.წ. „გრეჩკოს გზასა“ და
რკინიგზის გაჩერება „აჩადარის“ პლატფორმასთან. გარკვეული დანაკარგებით
უკან დაიხიეს. ისმის დაჭრილების ღრიანცელი მოწინააღმდეგის
მხრიდან. ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა მოწინააღმდეგეს
ეხმარება უკვე აშკარად. ჩვენ მხრიდან მსხვერპლი არ არის.
3 საათია. გამწარებულმა მოწინააღმდეგემ დაიწყო ჩვენი პოზიციების
სხვადასხვა საარტილერიო დანადგარებით დაბომბვა. ჩვენი მხრიდანაც
ამუშავდა ერთი საწყლად გადამალული ჰაუბიცა. ორსაათიანი
საარტილერიო მომზადების შემდეგ მტერი ისევ გადმოვიდა შეტევაზე
ცოცხალი ძალით, მაგრამ ჩვენი თავდაცვითი ხაზი ვერ გაარღვიეს და
იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. დაღამდა კიდეც. ღამის განმავლობაში
მოწინააღმდეგის გადაადგილების ხმები და გინებები ისმის.
17 სექტემბერი.
დილით ვხედავთ, ეშერის სპორტბაზის ნავსაყუდზე პატარა გემები
ერთმანეთს ცვლიან - რუსის რეგულარული ჯარის ნაწილები შემოდის.
ჩვენ ხელთ არსებული იარაღით, მათ ვერ ვწვდებით. გადმოსხდომას
ხელს ვერ ვუშლით. „რაციით“ ქვემეხის მსროლელებს ვთხოვთ
ცეცხლი გაუხსნან გემებს, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ გემებზე სამშვიდობო
ძალებია - შემოვლენ და ჩადგებიან ბუფერულ ზონაშიო.
ესეც მორიგი ტყუილი გამოდგა!
დაგვიანებული წერილი 69
წინა დღის მარცხის განცდის და დამხმარე ძალების მოსვლის
შემდეგ. მტერი ცდილობს ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს
ჩვენზე. საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, ვხედავთ რუსი ჯარისკაცების
ორი ოცეული მწყობრით მოდის ჩვენკენ. ახალი, „უპაგონო“
ფორმა აცვიათ.
რაციით გაისმა ბრძანება ბატალიონის უფროსისგან, ცეცხლი არ
გაგვეხსნა, ახლოს მოვუშვათო. ე.წ. „გრეჩკოს“ გზა გადმოკვეთეს,
ტრიალ მინდორზე შემოვიდნენ სანგრებიდან 30-40 მეტრში. გაიცა ცეცხლის
გახსნის ბრძანება, სამი მხრიდან გავხსენით ცეცხლი. რუსები
დაიბნენ, გადარჩენილები დაჭრილ-დახოცილებს თავზე ახტებოდნენ,
ისე გარბოდნენ. გაივსო გვამებით ე.წ. „გრეჩკოს“ გზის მიმდებარე
ადგილები და აჩადარის „პლატფორმა“. სროლაც მიწყნარდა, ისმის
მოწინააღმდეგის მხრიდან დაჭრილების გვემა. მტერი უკვე შეტევაზე
არ გადმოდის, ცდილობს, თავისი დაჭრილები გაიყვანოს, რის საშუალებასაც
ჩვენ არ ვაძლევთ, თუ ვინმე მოძრავს შევნიშნავთ, ვუხსნით
ცეცხლს. დაღამდა კიდეც. ჩვენ ტყვია-წამლისა და შეიარაღების ნაკლებობას
განვიცდიდით. ღამის სიბნელით ვისარგებლეთ, რამდენიმე
მეომრით გადავხოხდი მოწინააღმდეგის მხარეს „ტროფეინის“, ტყვიაწამლისა
და იარაღების ასაკრეფად. რომ მივხოხდით ადგილზე და
დავიწყეთ „ტროფეის“ აკრეფა, ჩუმი ლაპარაკი შემოგვესმა ორმოდან.
მივუყურადეთ, გავიგეთ, რომ ჯარისკაცები რუსეთის რეგულარული
ნაწილებიდან იყვნენ, მოტყუებით წამოყვანილები, უფროსობას აგინებდნენ.
ერთ-ერთი, როგორც ჩანს, დაჭრილი იყო, მეგობრებმა არ
მიატოვა. ჩუმად ავუარეთ გვერდი და სანგრებში არსენალით ხელდამშვენებულები
დავბრუნდით. მოვიპოვეთ; ყურბარმტყორცნები 2ცალი
თავის ჭურვებით, ე.წ. „მუხები“4 ცალი, 5 ავტომატი, 1 ე.წ. ასეულის
ტყვიამფქვევი, 1 სნაიპერის შაშხანა, ორი „რუგზაკი“ ვაზნები, ხელყუმბარები.
18 სექტემბერი.
მოვიდა დამხმარე ძალა, ბატალიონი „ავაზა“ 50-კაციანი შენაერ-
თით. გვითხრეს, რომ მთელი საქართველო მოდის ჩვენს დასახმარებლად,
ცოტაც გავუძლოთ და მერე ფსოუმდე გავრეკავთ ყველასო.
დიდი იმედი მოგვეცა. მტერი არ ცხრება, საარტილერიო მომზადების
შემდეგ ისევ გადმოვიდა შეტევაზე. „ბმპ“-2-ს უკვე ცოცხალი
ძალა მოჰყვებოდა უკან. ყუმბარმტყორცნებით „ბმპ“-2 დავაზიანეთ და
შეტევა ჩაეშალათ. ჩვენც მივეცით თავს უფლება, კონტრშეტევაზე
გადავსულიყავით და აფხაზებმა „ბმპ“-2ი-ს გათრევა ძლივს მოასწრეს
მდინარესკენ. ჩავიგდეთ ხელში მტრის დიდძალი ტყვია-წამალი
70 დაგვიანებული წერილი
და იარაღი. სამი ტყვეც ავიყვანეთ, ერთი აფხაზი, ორიც კაზაკი.
წინა დღით დახოცილი რუსები, იქვე ადგილობრივის ეზოში ერთად
დაუყრიათ. შეგნებულად არ მიჰყავთ დახოცილები, დანარჩენები პანიკაში
რომ არ ჩაცვივდნენ. მარცხისგან გამწარებულმა მტერმა მთელი
ყურადღება ჩვენს პოზიციებზე გადმოიტანა და დაიწყეს ყველანაირი
საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბვა. ერთდროულად ისროდა
`გრადი~, ნაღმტყორცნი, `ჰაუბიცა~, ტანკი და ა.შ. ჩვენ მსხვერპლს
მოვერიდეთ და სანგრებში დავბრუნდით. გადახნეს ჭურვებით სანგრების
მიმდებარე ტერიტორია, საღამომდე ერთი წუთითაც არ შე-
ჩერებულან. ტყვეებისგან გავიგეთ, რომ ჩვენ გვიტევდა რუსის რეგულარული
სამხედრო ნაწილი, ადგილობრივ სომეხთა და კრასნოდარის
კაზაკთა გაერთიანებული ბატალიონი.
19 სექტემბერი.
მტერი მიხვდა რა, ფეხოსნებით ჩვენთან არაფერი გამოსდის, ყველანაირი
საარტილერიო დანადგარიდან დაბომბვით ცდილობს ჩვენს განადგურებას
და ჩვენ მიერ დაკავებული სტრატეგიული პოზიციების
აღებას. გარკვეულ მიზანსაც აღწევს. ჩვენი რიგები ნელ-ნელა თხელდება.
ოთხდღიანი ბრძოლების შედეგად ბატალიონში დაგვეღუპა 5
მებრძოლი, აქედან 3 გუდაუთელი იყო, დაგვეჭრა 22. ჩვენი გასაჭირი
რომ გაუგიათ, საღამოს გაგრის ბატალიონის 20-მდე გუდაუთელი მებრძოლი
შემოგვიერთდა.
20-21 სექტემბერი.
ჩვენს პოზიციებზე ცვლილებები არ არის, მიმდინარეობს პოზიციური
ბრძოლები. მტერი ცდილობს შერეული დაბომბვებით გაგვანადგუროს.
დასაზვერად აგზავნის 10-კაციან პატარა შენაერთებს. ჩვენ
რამდენიმე ასეთი შენაერთიც გავანადგურეთ. ასევე აგზავნიან მზვერავებს,
უნდათ, გაიგონ ჩვენი მდგომარეობა, „ბლინდაჟებსა“ და
სანგრებში. ხან ბომჟად ჩაცმული მთვრალი რუსები მოდიან, ხანაც
ვითომ გზააბნეული მთვრალი ქალები. ისინი დავაპატიმრეთ და
ბატალიონის შტაბში გავაგზავნეთ.
22სექტემბერი.
ჩვენს პოზიციებზე შედარებით სიწყნარეა, თუმცა მტერმა სნაიპერები
აამუშავა. დაგვიჭრეს რამდენიმე მეომარი. 18 საათზე მოვიდა
ბრძანება ბრიგადის შტაბიდან, ახალი რაიონის დატოვებისა და უკან
დაგვიანებული წერილი 71
დახევისა. ყველა შენაერთმა ბატალიონის შტაბში მოიყარა თავი. იქ
დაგვხვდა ჯაბა იოსელიანი, რომელმაც გვიბრძანა, სანგრებში დავბრუნებულიყავით,
ბრიგადის შტაბში კი პროვოკატორებს მე თვითონ
მოვუვლიო.
მთელი ღამე მეომრებს თავსატეხი გაუჩდათ, ან რა ბრძანება იყო
ეს, ან ჯაბა საიდან გაჩდა ასე უცებ ჩვენი ბატალიონის შტაბში?.
ადრე ხომ არასდროს გვინახავს?!
23 სექტემბერი.
ახალი რაიონის მიმართულებით მიმდინარეობს პოზიციური ბრ-
ძოლები. დასახმარებლად ქუთაისის ბატალიონის 60-მდე მებრძოლი
მოვიდა, სულ პირტიტველა ბიჭები იყვნენ, გამოუცდელები. ჩვენ ისინი
შტაბის უფროსის ბრძანებით, ბატალიონის შტაბის პერიმეტრზე გადავანაწილეთ,
ზურგს უკან ე.წ. ძველი რაიონის მხრისკენ, მტერი უკნიდან
რომ არ მოგვეპაროს. ერთი ჩვენი დაზვერვის წარმომადგენელიც
მივუჩინეთ.
24 სექტემბერი.
ჩვენს პოზიციებზე სიწყნარეა, დაბომბვებიც კი შეწყდა. თუმცა
სნაიპერები მაინც მუშაობენ. ჩვენი ასეულის სანგრებში ბატალიონის
მეთაური ჩამოვიდა, მე დამიმარტოხელა და მითხრა: - ჯონი, ცუდი ამბებია,
„ვეტეროკის“ ზემოთ სხვა ბატალიონების პოზიციები მორღვეულია.
აფხაზებს უკვე ახალი რაიონის შემოსასვლელები, ტროლეიბუსის
პარკი, თამბაქოს ქარხნის და ძველი რაიონის მიმდებარე ტერიტორიები
უკავიათ. ასე რომ, თითქმის ალყაში ვართ, წრიულ დაცვაზე
უნდა გადავიდეთ. დარჩენილია მხოლოდ ზღვის მხარე, სადაც მე-6
ბატალიონი და სოხუმის სამხედრო პოლიცია ფრონტალურად იგერიებს
მტერს. რატომ მოიხსნა ჩვენი შენაერთები ახალი რაიონის შემოსასვლელებთან,
მიზეზი გაურკვეველია. მეომრებს ავუხსენი, პანიკაში
არ ჩაცვივდნენ.
25 სექტემბერი.
ჩვენს პოზიციებზე მტერი მასობრივ შემოტევას ვეღარ ბედავს. 10-15
კაციანი პატარა შენაერთებით მოძრაობენ, ხან სად გამოჩდებიან, ხან
_ სად, თუ ნახავენ პოზიციები დაუცველია, დაიკავებენ და მაგრდებიან
იქ. თან დამხმარე ძალას ელოდებიან, რომ ერთდროულად სამი
მხრიდან შემოგვიტიონ. მესამე დღეა, სურსათი და ტყვია-წამალი
72 დაგვიანებული წერილი
ჩვენამდე არავის მოუტანია. ვიკვებებით ძველი ნარჩენებით.
16 საათი. მოვიდა ბრძანება უკან დახევის. ფრონტის ხაზი უნდა
გავასწოროთ მინისტრთა საბჭოს შენობის გასწვრივო. ბატალიონის
შტაბის უფროსის, ვალერი კორძაიას მეთაურობით, მწყობრით უკან
ვიხევთ. მოიშალა ბატალიონის კავშირგაბმულობა, რაციები სიმძიმის
გამო რადისტებმა დახვრიტეს და გადაყარეს. გავუყევით რკინიგზის
ლიანდაგებს. ჩვენი მოძრაობა მტერს არ გამოჰპარვია, არ მისულებს
რკინიგზის სადგურთან. მასიური ცეცხლი გაგვიხსნეს, ჩვენც საპასუხო
ცეცხლი გავხსენით, თან ბაგრატიონის ქუჩით ზღვის სანაპიროსკენ
წავედით. სანაპიროთი მივაღწიეთ ბრიგადის შტაბს, სადაც გენო
ადამია და ჯაბა იოსელიანი აღელვებულები დაგვხვდნენ.
მოითხოვეს მეთაური ვინც გასცა ბრძანება პოზიციების დატოვებისა.
დააპატიმრეს ბატალიონის შტაბის უფროსი ვალერი კორძაია,
არადა ბრძანება ბრიგადის შტაბიდან იყო, ეს ეჭვსგარეშე ასე იყო,
რადგან ვალერიმ ჩვენთან ერთად ორჯერ გადაამოწმა ბრძანების
უტყუარობა.
მეომრებში ატყდა ჩოჩქოლი და შელაპარაკება მეთაურებთან. ამის
გარკვევაში ვიყავით, რომ ბრიგადის შტაბთან ედუარდ შევარდანაძე
მოვიდა ოთხიოდე მცველით. მანქანაში მჯდომმა ედუარდმა დაჯგუფების
მეთაური მოითხოვა. მეომრებმა ბატალიონის შტაბის
უფროსის მერე, როგორც ერთ-ერთი ასეულის მეთაურს, მე დამიძახეს
(ბატალიონის მეთაური და მისი მოადგილეები სხვადასხვა მიზეზის
გამო აღარავინ იყო დარჩენილი მეომრებთან).
ედუარდამა მანქანაში ჩამსვა, დამიმარტოხელა. ჯერ მე მომისმინა,
მეც აღელვებულმა ავუხსენი მას ჩვენი გაჭივრება, რომ ჩვენი
შენაერთი კარგად ვიყავით გამაგრებული სოხუმის მისადგომებთან
ახალ რაიონში, რომ ჯერ მოგვივიდა უკან დახევის ბრძანება, მერე
არასწორიაო და დავბრუნდით სანგრებში. ახალი ბრძანებით მოგვაშლევინეს
თავდაცვითი ხაზი, 7-8 კილომეტრი დაგვახევინეს უკან...
ახლა გვეუბნებიან, ისევ არასწორიაო... დამნაშავეები უეჭველია აქ,
შტაბში, გყავთ. მათ შეცდომაში შეყავთ წინა ხაზზე მეომრები.
ედუარდმა მამაშვილურად დამიყვავა, დამაწყნარა, თან მთხოვა, თუ
შევძლებდი მეომრები შემეჩერებინა, აქვე გავმაგრებულიყავით დამხმარე
ძალების მოსვლამდე. დამაიმედა, 2-3 საათში დამხმარე ძალები
და ტექნიკა შემოვა სოხუმშიო. დილით უკვე ჩვენ გადავალთ კონტრშეტევაზეო.
თუ ქალაქი ახლა დავტოვეთ, დილით გაგვიჭირდება
კონტრშეტევის დაწყებაო.
დაგვიანებული წერილი 73
ეს რომ გავიგე, გახარებულმა მივმართე: - თუ ასეა, ბატონო ედუარდ,
აქ რა გვინდა, მოგვეცით ბრიგადის შტაბთან მდგარი „ბმპ“, ტანკი
და ორი ტენტიანი „ურალი“, ჩვენივე ძალებით დავიბრუნებთ ახალი
რაიონის იმ სტრატეგიულ პოზიციებს, რომელიც ჩვენ ბატალიონს
ეკავა. ქვედა სამანქანო ხიდს და რკინიგზის ხიდს ვაკონტროლებთ,
მოწინააღმდეგეს მასობრივად გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევთ.
მეომრები კი გამოგვყვებიან...
ედუარდმაც გზა დამილოცა. მანქნიდან გადმოვედით და ჯაბა იოსელიანს
მიმართა, ბატონი ვალერი გამოეშვა. ჩვენთვის კი ორი ტანკი,
ორი ტენტიანი „ურალი“, „ბმპ“ და ტყვია-წამალი მოეცა. ვალერი კორძაიასთან
პატარა მოთათბირების შემდეგ გადაწყდა - მაიაკში მე-12
სკოლამდე ტექნიკით მივსულიყავით. იქიდან კი ტანკებისა და „ბმპ“-ს
დახმარებით შევსულიყავით ახალ რაიონში.
მოქმედების გეგმა ყველას გავაცანით. ედუარდის დასანახად ზოგზოგიერთმა
„მარიაჟობა“ დაიწყო და კოლონას ყვარყვარესავით სათავეში
ჩაუდგნენ, კოლონის ბოლოს „ბმპ“-ზე მე დავჯექი.
მე-12 სკოლასთან მისულებს, `ბმპ“-ს და ტანკების მექანიკოსებმა
გამოგვიცხადეს, რომ ნაბრძანები გვაქვს, ბრიგადის შტაბში დავბრუნდეთო?..
„ყვარყვარეები“ მოვიკითხე - მესამე კვარტლის შემდეგ სხვა
მიმართულებით წასულან. ისევ მოგვატყუეს... მეტი გზა არ იყო, ჩვენ
ფეხოსნებით რკინიგზამდე შეუმჩნევლად მივედით. იქიდან კი რამდენიმე
მიმართულებით ახალ რაიონში შევიჭერით. მტერი ჩვენს შემობრუნებას
არ ელოდა, უკვე გამარჯვებას ზეიმობდა ქუჩებში. უცაბედი
შეტევით ისინი დაფთხნენ და დანაკარგებით გაიფანტნენ სხვადასხვა
მიმართულებით.
20 საათისთვის ჩვენი ბატალიონის 120-მდე და ქუთაისელთა 30-მდე
მებრძოლით დავიბრუნეთ ჩვენი ბატალიონის ყველა პოზიცია ახალ
რაიონში.
26 სექტემბერი.
დილით მოჩვენებითი სიწყნარეა. ბატალიონის სხვადასხვა შენაერთთან
კავშირს შიკრიკების მეშვეობით ვამყარებთ.
11 საათზე შიკრიკმა მოირბინა შტაბის უფროსისგან. გავიგეთ აფხაზებმა
ბატალიონის შტაბს შეუტიეს ძველი რაიონიდანო. ერთი
ოცეულით დასახმარებლად გავედით, გზად დაბნეული ქუთაისელი
მეომარი შემოგვხვდა. გამოვკითხე მდგომარეობა, როგორც გაირკვა,
ჩვენებს შევარდნაძის მიერ შეპირებული დამხმარე ძალა ეგონათ და
74 დაგვიანებული წერილი
ქართულად მოსაუბრე აფხაზების დახმარებით შტაბში ტყვიიგაუსროლელად
შესულან. უცებ ისეთი ამბავი ამტყდარა, წამოწოლილი
ბიჭები ჩაუხოციათ, ავტომატის გასროლა ვერ მოუსწრიათ. მე კი
მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვხტი და გამოვიქეცი, ერთ -ერთი
სახლის სარდაფში დავიმალე. შორიდან გიცანით, ვის უნდა ენდო აქ,
ვეღარ გავიგე!.. - იგინებოდა.
ბატალიონის შტაბისკენ დაზვერვაზე ორი მეომარი გავგზავნე. მოვიდა
პასუხი, რომ შტაბი უკვე აღებულია, აფხაზები კარგად არიან შიგ
გამაგრებულები. ოცეულით შეტევას აზრი არ ჰქონდა, თუ დამხმარე
ძალა მოვიდოდა, მერე ავიღებდით შტაბსაც. ახლა კი ადგილზევე
პერიმეტრზე გადავანაწილე ოცეული, ზურგი რომ დაცული გვქონოდა.
ქუთაისელ მეომართან ერთად შტაბის უფროსთან სამეთვალყურო პუნქტში,
16 სართულიან შენობაში, მივედით და ავუხსენი მდგომარეობა.
მან ფანჯრიდან გადამახედა. ვხედავ, ახალი რაიონის შემოსასვლელ-
ში კოლონას წინ ორი ტანკი მოუძღვის, მას რამდენიმე „ბმპ“ მოჰყვება,
ბოლოში კი ფეხოსნები მოდიან. ვალერი კორძაიამ მითხრა, დიდ
პერიმეტრს ჩვენ ვეღარ გავაკონტროლებთ და სჯობს ორ კვარტალში
გავმაგრდეთ - დამხმარე ძალა, ეტყობა, აღარ მოვა ჩვენამდე. აფხაზთა
შენაერთები ახალი რაიონის სახურავებზე განლაგდნენ და იქიდან
გვიშლიდნენ ხელს გადაადგილებაში. ზოგგან ქუჩებში ხელჩართული
ბრძოლებიც იმართებოდა. აფხაზები თითქმის ახალი რაიონის ყველა
კვარტალში იყვნენ შემოსულები. დათქმისამებრ, ჩვენი ყველა მეომარი
ორ კვარტალში გადავანაწილე და წრიულ თავდაცვაზე გადავედით.
მზვერავი გავაგზავნე ამბის გასაგებად მე-6 ბატალინის და სამხედრო
პოლიციის პოზიციებზე, საიდანაც რაღაც სროლები შეწყდა. მტერი
დაღამებამდე ჩვენს საბოლოოდ გასანადგურებლად ემზადება. მოყარა
საბრძოლო ტექნიკა და ფეხოსნებით მწყობრად შემოგვიტიეს. ჩვენ
მაღალსართულიანი შენობების პირველ სართულებსა და სახურავებზე
განვლაგდით, გავუხსენით საპასუხოდ მასიური ცეცხლი. ფეხოსნები
უკუვაქციეთ, ტანკებმა და „ბმპ“-მა კი ვერ გაბედეს ჩვენ მიერ
კონტროლირებად კვარტალში შემოსვლა. იძულებული გახდნენ, უკან
დაეხიათ და შორიდან დაეშინათ ჭურვები ჩვენი პოზიციებისათვის.
კიდეც დაღამდა. მზვერავიც დაბრუნდა, სამხედრო პოლიციის და
მე-6 ბატალიონის პოზიციებზე აფხაზები არიან შესულებიო.ერთადერთი
გამოსავალი დაგვჩა ალყაში მყოფებს - უაზრო სისხლისღვრისგან
თავი დაგვეღწია, ღამის სიბნელით გვესარგებლა და მაიაკის
მხრიდან ჭაობებზე, შემდეგ ზღვის ნაპირით, გავსულიყავით ბრიგადის
დაგვიანებული წერილი 75
შტაბამდე. ასეც მოვიქეცით.
27 სექტემბერს 2 საათზე დათქმული მარშრუტით ბრძოლებით
გამოვედით ალყიდან. 5 საათისთვის ბრიგადის შტაბში ვიყავით, შტაბი
აღარ ფუნქციონირებდა. გავაგრძელეთ გზა კორპუსის შტაბისკენ.
წითელ ხიდთან ღამეში, ფუნიკულიორიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, მოწინააღმდეგეს
ჩვენ ვერ ვხედავდით, ეტყობოდა, მათ ღამის ხედვის
აღჭურვილობა ჰქონდათ, ამიტომ მოგვიწია გადარბენით ხიდზე გადასვლა.
„ტურბაზასთან“ შემოგვხვდა გენო ადამია დაცვასთან ერთად. რომ
გაიგო, გუდაუთელები ვიყავით და საიდან გამოვდიოდით, ყველა მეომარს
გადაგვეხვია, მადლობა და ბოდიში ერთად მოგვიხადა, თანაც
დასძინა: - ბიჭებო, თქვენც და მეც გვიღალატეს... როცა მოვთხოვეთ,
ვინ? მან ხელი ჩაიქნია და თქვა: _ დღეს მაგის დრო არაა, სოხუმი
მტერს ასე როგორ უნდა დავუთმოთ! ვისაც ბრძოლა შეგიძლიათ,
წებელდაში დამელოდეთ. ძალების მობილიზებას იქ მოვახდენთ და
კონტრშეტევით სოხუმს დავიბრუნებთ.
საკვები პროდუქტი დაგვიტოვა, გამოგვემშვიდობა და წავიდა დაცვასთან
ერთად. აქვე ბატალიონის შტაბის უფროსმა, ვალერი კორძაიამაც,
მადლობა გადაგვიხადა და ისიც წავიდა. ჩვენ კი, 80-მდე
გადარჩენილი გუდაუთელი მეომარი, გავუყევით გზას წებელდისაკენ.
27 სექტემბრი.
მთელი დღე ფეხით ვიარეთ და სოფელ ამტყელის სკოლაში
დავბანაკდით ახალი ბრძალების მომლოდინენი.
28 სექტემბერი.
გათენდა. ვხედავთ მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონები მიდის
დალის ხეობისკენ.
29 სექტემბერი.
სოფელ ამტყელში გავიგეთ გენო ადამიას დაღუპვის ამბავი. უიმედოდ
დარჩენილები გავუყევით გზას ჭუბერისაკენ.... ყველანი ფიქრში
ვართ გართულები, ჩემს თავს ვეკითხები - გავაკეთეთ კი ყველაფერი
გამარჯვებისათვის? გუდაუთიდან რომ გამოვდიოდით, უიარაღონი ვიყავით
და იმედი გვქონდა, სოხუმიდან ქართველებთან ერთად გამარჯვებულები
დავბრუნდებოდით, მაგრამ.... ბევრი მაგრამ ტრიალებდა
თავში, რომლის პასუხიც ერთია - ღალატი, გაუგონარი ღალატი ქართველების...
76 დაგვიანებული წერილი
საქართველოვ, შენ ვინ მოგცა
შვილი დასაკარგავი!
1992 წლის 14 აგვისტოდან ომის დაწყების პირველ დღიდანვე გუდაუთის
რაიონის ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა აფხაზი სეპარატისტების
და დაქირავებული ბოევიკების მძევლად იქცნენ. მიუხედავად
იმისა, რომ გუდაუთის რაიონში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა
აფხაზური მხარის გაურკვეველი წარმოშობის შეიარაღებული ფორმირებები
აყაჩაღებდნენ და ხოცავდნენ ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას,
განსაკუთრებით სოფ. ახალსოფელში. ბედის ანაბარა მიტოვებული ქარ-
თული მშვიდობიანი მოსახლეობა შველას ითხოვდა მაშინდელი ცენტრალური
ხელისუფლებისგან. მაგრამ ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ წევრმა თენგიზ
კიტოვანმა მათ უპასუხა, რომ მას გუდაუთაში ქართული მოსახლეობა არ
ჰყავს.
სოხუმში ერთ-ერთი შეკრების დროს, რომელსაც ვესწრებოდით გუდაუთელი
მეომრები, მაშინდელი სახალხო დამცველისგან, ბატონი სანდრო
კავსაძისგან, მოვითხოვეთ გუდაუთის რაიონიდან გამოეყვანათ ქარ-
თული მშვიდობიანი მოსახლეობა. რაზეც მან გვიპასუხა, რომ პოლიტიკურად
მიზანშეწონილად არ მიაჩნდა გუდაუთის რაიონის ქართული მშვიდობიანი
მოსახლეობისგან დაცლა. ერთ-ერთმა მეომარმა, რომელსაც ძმა
დაუხვრიტეს საკუთარ სახლში, მშობლები კი მგლოვიარენი ჰყავდა, მას
პირში მიახალა; თქვენი პოლიტიკისა მე არაფერი მესმის, ეს კი ვიცი, რომ
თქვენ დახოცილი ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა გირჩევნიათ, რათა
შემდეგ გამოხვიდეთ მსოფლიო საზოგადოების წინაშე და თქვათ: აი რას
სჩადიან აფხაზი სეპარატისტები. პროტესტის ნიშნად ყველა გუდაუთელმა
მეომარმა დავტოვეთ დემონსტრაციულად დარბაზი. ცხადი გახდა, რადიკალური
ზომები იყო მისაღები, ჩვენი ახლო ნათესავების, მეზობლების და
მშობლების გადასარჩენად. მით უმეტეს, აფხაზური მხარისგან უკვე ისმოდა
მუქარა, რომ მათ იცოდნენმდ გუმისთის რომელ პერიმეტრზე ვიდექით
გუდაუთელები, რომ ახალსოფელის დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას
წინ გამოირეკავდნენ.
ერთდროულად 150-მდე გუდაუთელმა შეიარაღებულმა მეომარმა
დავტოვეთ მდ. გუმისთის პირას სანგრები და მივადექით აფხაზეთის მინისტრთა
საბჭოს მოთხოვნით, გამოეყვანათ გუდაუთელი ქართული მშვიდობიანი
მოსახლება. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ
დაუკავშირდენ რა აფხაზურ მხარეს გადაწყდა, რომ სოხუმის აფხაზ მშვიდობიან
მოსახლეობას, გუდაუთის ქართულ მშვიდობიან მოსახლეობაზე
გაცვლიდნენ. საქმის ბოლომდე მიყვანის გარანტად აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბატონი აკაკი გასვიანი დადგა. ჩვენც
დავუბრუნდით საბრძოლო პოზიციებს. ცნობისათვის, ამ პერიოდის-
თვის სოფ. ახალსოფელში მოკლული და უგზო-უკვლოდ დაკარგული
40-მდე მშვიდობიანი ქართველი იყო. 1993 წლის 11 თებერვალს მოხდა
პირველი გაცვლა. ეს გაცვლა რომ არ მომხდარიყო, გუდაუთის რაიონის
მშვიდობიან მოსახლეობაში გაცილებით დიდი მსხვერპლი იქნებოდა.
დაგვიანებული წერილი 77
96 დაგვიანებული წერილი
სარჩევი:
1. დაგვიანებული წერილი - 1-28 გვ.
2. მასწავლებელი - 28-33 გვ.
3. მოლოდინი - 33-41 გვ.
4. ნუთუ ეს მე ვიყავი - 41-45 გვ.
5. ტყვე - 45-47 გვ.
6. მეომრის უბის წიგნაკის ჩანაწერები - 48-54 გვ.
7. მეომრის უბის წიგნაკის ჩანაწერები # 1 - 55-59 გვ.
8. მეომრის უბის წიგნაკის ჩანაწერები # 2 - 59-65 გვ.
9. მეომრის უბის წიგნაკის ჩანაწერები # 3 - 65-75 გვ.
10. საქართველოვ, შენ ვინ მოგცა
შვილი დასაკარგავი! - 76-95 გვ.