წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი
უსამართლო ომმა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი დააობლა, დააქვრია, შავი ძაძებით შემოსა ოჯახი....
დავით მეტრეველი 1950-93წწ.
აფხაზეთის ომში და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშობლიურ მხარეს...მამა-შვილი მეტრეველები...
მეტრევალი დავით კარლოს ძე დაიბადა 1950 წელს გუდაუთის რაიონი სოფელ ახალსოფელში.იყო თავისი სოფლის მოწინავე მექანიზატორი და შესანიშნავი პიროვნება. შვილისგან გამწარებულმა მამამ აიღო იარაღი. ის ირიცხებოდა მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-2 ასეულის ოცეულის მეთაურის მოადგილედ.
მეტრეველი ალექსნდრე დავითის ძე დაიბადა 1974 წლის 12 ივნისს. სწავლობდა გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლის საშუალო სკოლაში.
სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ალიკას წინ ვინ დაუდგებოდა, იარაღი რომ არ აეღო ხელში. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, ''შავნაბადის'' და ზვერვის ბატალიონში ჩაირიცხა და შეუპოვრად იბრძოდა., ბედკრულს საქართველოს წმინდა მიწის დასაცავად. როგორც მისი თანამებრძოლეები იგონებენ, ალიკა გამოირჩეოდა მეგობრების სიყვარულით, უსაზღვრო მეოცნებე იყო, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები გაიმარჯვებდნენ.
1993 წლის 19 თებერვალს სოფ. კინდღთან ბრძოლისას იმსხვრეპლა მტრის ტყვიამ.
დავითმა თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა თავდადებულმა მებრძოლმა, იგი დაიღუპა საბრძოლო მოქმედების დროს მდინარე გუმისთასთან 1993 წლის 17 სექტემბერს.
დავით მეტრეველი სოხუმში დაკრძალეს ცანბას ქუჩაზე, შვილი ალიკა კი სოფ. ოდისში.