წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი
თეიმურაზ გოგრიჭიანი დაიბადა 1973 წლის 10 იანვარს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა თემურს.ცელქი და მოუსვენარი იყო. შავგვრემანი, ლამაზი, სპორტული აღნაგობის, მხიარული, ყველასთან ადვილად გამონახავდა საერთო ენას, ამიტომაც უქვარდათ და ისიც სიყვარულით პასუხობდა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხონის მექანიზაციურ ტექნიკუმში, მაგრამ ამ დროს ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა.აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა. თემური მოხალისედ ჩაეწერა 23ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში.
1993 წლის 15-16 მარტის ყველაზე საშინელ და ბნელ ღამეს იყო ძლიერი შემოტევა გუმისთაზე და იმ დროისათვის ძლიერი გამარჯვებაც, რამაც ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. 16 მარტს დაიღუპა 20 წლის გმირი.
თემური გოგრიჭიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“