მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1954 წლის 30 ივლისს ქალაქ გუდაუთაში. დაამთავრა სოფელ დურიფშის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ბათუმის მეზღვაურთა სკოლაში. იყო კვალიფიციური სპეციალისტი. მუშაობდა გაგრის თევზსაჭერ მეურნეობაში გემის კაპიტნად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 20 აგვისტოდან, მურმან რეხვიაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. რიგითი მურმან რეხვიაშვილი მონაწილეობდა გუმისთის
მისადგომებთან გამართულ თავდაცვით თუ შეტევით საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 14 ოქტომბერს მურმან რეხვიაშვილი, გუმისთასთან მიმდინარე სამ კვდრო-სასიცოცხლო შეტაკების დროს, თანამებრძოლებთან ერთად მტრის ალყაში მოხვდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხა ათეულის უდანაკარგოდ გამოყვანა.
მურმანი თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობისგან გარდაიცვალა.
დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.