სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შოთა რეხვიაშვილი 1949-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ურავი ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი შოთა რეხვიაშვილი 1949-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ურავი ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი შოთა რეხვიაშვილი 1949-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ურავი ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი

1949-1993 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი რეხვიაშვილი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

შოთა რეხვიაშვილი 1949-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ურავი ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმი

წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა  სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი


შოთა რეხვიაშვილი დაიბადა 1949 წლის 1 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში, 1950 წელს ოჯახი გადაასახლეს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში.


1963 წელს სოფელ ლიხნის სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თბილისის ცეკავშირის სავაჭრო ტექნიკუმში ჩაირიცხა. მან ეს სასწავლებელიც წარჩინებით დაამთავრა და მუშაობა დაიწყო რევიზორად ჯერ ამბროლაურის რაიონში, ხოლო შემდეგ სოხუმში . სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ დაბრუნდა გუდაუთაში და დაიწყო მუშაობა ისევ რევიზორად, 1989 წლიდან 1992 წლამდე გუდაუთის „კურორტვაჭრობაში“ იმუშავა (ამ დაქვემდებარებაში ქართველს არ უნდა ემუშავა).


შოთა რეხვიაშვილი 1972 წელს დაოჯახდა, შეეძინა ორი ვაჟი – შალვა და ბეჟანი და ცხოვრობდა გუდაუთაში ჯაზბას ქუჩა # 18-ში აფხაზების გვერდით.

1989 წლიდან 1992 წლამდე აფხაზმა ექსტრემისტებმა დაიწყეს ქართველების დევნა. შოთას თავისი სამშობლოს, აფხაზეთის სიყვარულმა ააღებინა ხელში იარაღი და 19-20 წლის სოხუმელი და გუდაუთელი ბიჭებისაგან შემდგარ ჩამოყალიბებულ # 2 საბრძოლო ბატალიონში ჩაირიცხა, თან ბატალიონში შექმნილ საფინანსო განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა.


შოთა რეხვიაშვილი, მის სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდა, ამის გამო განრისხებული აფხაზი ექსტრემისტები წავიდნენ სოფელ ლიხნში, მიუვარდნენ შოთას დედას და მამიდას, გამოყარეს გარეთ, მამიდამ როგორღაც ტყეში მოახერხა გადამალვა, დედა კი ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს, სახლი გაძარცვეს და გადაწვეს. აქაც ღვთისნიერმა აფხაზმა უსაშველოდ ნაცემი შოთას დედა ჩაიყვანა თბილისში შოთას ძმის ოჯახში, მანამდე 1990 წელს, როდესაც შოთამ დედა მოინახულა ლიხნში, უკან

დაბრუწებისას აფხაზმა ექსტრემისტებმა სცემეს და. ხრამში გადააგდეს საკუთარი ჯანმრთელობის მეოხებით ისევ დადგა ფეხზე და კვლავ ჩადგა, მეგობრების,, გვერდით. შოთა რეხვიაშვილი გამჭრიახი გონების იყო,ყოველთვის ბრძოლის შუაგულში ტრიალებდა, ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა დაჭრილები, ახერხებდა ტყვეების გაცვლასა და გამოყვანას ორჯონიკიძიდან და ლიხნიდან. მიცვალებულებს სოფელ ოდიშში მარხავდა, როცა სოხუმიდან მატარებელს ლტოლვილები მოჰყავდა, ოჩამჩირეში მოახერხა მატარებლის გაჩერება და ერთ-ერთი.მეომარი ბიჭუნას მშობლები ჩამოიყვანა სოხუმში და თავიანთი შვილი დაამარხვინა, ასევე თბილისში გუდაუთიდან ჩამოსული ლტოლვილი დედა ჩამოიყვანა სოხუმში შვილის დასატირებლად.

შოთა რეხვიაშვილი თავისი მტკიცე ხასიათის გამო მის წინ დასმულ საკითხებს ბრწყინვალედ ართმევდა თავს, ერთხელ როდესაც სოხუმის სამხედრო კომენდანტთან კორნელი ჩალაძესთან ერთად იბრძოდა და გუდაუთაში უნდა შესულიყვნენ ტანკებით, მიზნის მისაღწევად, აქ მის წინ დასმულ. საკითხსაც ვაჟკაცურად. გაართვა. თავი,

შოთა რეხვიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ოფიცრის წოდებით ჩამოვიდა. სოხუმში ბატალიონში ყოფნის დროს კაპიტნობა მიიღო,პირველი დღეებიდანვე გმირული შემართებით იბრძოდა სამშობლოს ერთიანობისათვის, სეპარატიზმის წინააღმდეგ.

1993 წლის 16 თებერვალს აფხაზებმა შეტევა დაიწყეს. ეს დღე მისთვის საბედისწერო გამოდგა, შეტაკების დაწყების დროს ბრძოლის წინა ხაზიდან დახოცილები და დაჭრილები გამოჰყავდა. ერთ-ერთი მეომრის გამოყვანის დროს ფეხში მოხვდა ტყვია და იმ ვერაგმა ტყვიამ იქამდე იარა ფეხში, ვიდრე არ დაიღუპა. იგი დაიღუპა ვაჟკაცების გვერდით, ისე როგორც ეს ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერება, – „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილებაო“ –.ამ გრძნობით იბრძოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე.. შოთას სიკვდილზე არ უფიქრია, მას უყვარდა ოჯახი, შვილები, დედა, ახლობლები, ეთაყვანებოდა მის სამშობლოს და კარგი მომავლის იმედითაც იყო.

დასანანია, რომ მას არ დასცალდა ბოლომდე დაეხარჯა თავისი ცოდნა,გამოცდილება და შესაძლებლობები.

უსახლკაროდ დარჩენილი შოთა რეხვიაშვილი თავისი ძმის ოჯახიდან დაკრძალეს თბილისში, კუკიის ძმათა სასაფლაოზე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მიხ ხსოვნას დავიწყება არ უწერია,

შოთა რეხვიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“,


მზია ბალანჩივაძე




ფოტო მოგვაწოდა ლევან თეიმურაზის ძე ჟვანიამ დაბადებულია 1985 წელი გულრიფში აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.07.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0